პეტრიაშვილმა და ლომთაძემ ევროპირველობაზე ვერცხლის, ხოლო მწითურმა და ავთო კენჭაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
10 აპრილს, რუმინეთში ევროპის ჩემპიონატის თავისუფალი სტილით შეჯიბრის დასკვნით დღეს ქართველმა მოჭიდავეებმა 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) გადამწყვეტი ბრძოლა თურქ ტაჰა აკგულთან 0:7 წააგო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

შეგახსენებთ, პეტრიაშვილმა ბულგარეთის ტურნირზე მუხლის ტრავმა მიიღო და ეტყობა, ბოლომდე არ მოურჩენია. მან ჭიდაობისას რამდენჯერმე მოიკიდა ხელი შეხვეულ მუხლზე.


ბექა ლომთაძე (61 კგ) ფინალში 8:0-ს უგებდა სომეხ არსენ არუთუნიანს, მაგრამ საბოლოოდ 11:17 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ირაკლი მწითურმა (92 კგ)
რუსეთის წარმომადგენელი მაგომედ კურბანოვი ბრძოლის დასრულებამდე 12 წამით ადრე ორქულიან ილეთზე დააგდო - 3:3, ბოლოს აღებული ქულებით გაიმარჯვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.


ავთო კენჭაძემ (74 კგ) ბრძოლა დამამშვიდებელი წრიდან გაააგრძელა, ესტონელ აიმარ ანდრუსეს 12:3 მოუგო, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი ადვილად სძლია (12:1) უკრაინელ ვასილი მიხაილოვს და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.


საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
აქ ვიღაც ,,კლავიატურის ლომმა'' ბრაზილიისა და ალბანეთის ნაკრებები ახსენა და თან იფილოსოფოსა. თქვენ რაღაც თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის და ა.შ. ნაკრებები თვალში გეპატარავებათ. მეგობრებო, უდიდესი კონკურენციაა მსოფლიოში. ჩვენი ფალავნები ღირსეულად გამოდიან,ზოგჯერ ერთი მედლით მეტი იქნება,ხან ნაკლები-ეს სპორტია. რაც მთავარია სულ ლიდერებში არიან. იაზროვნეთ პრაგმატულად და სამართლიანად.
ცოტა ,,ლამფას'' დაუწიეთ
11 აპრილი 2019 17:07
6
აქ ისეთები აკომენტარებენ ბერძნულ-რომაული და თავისუფალი რო ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისგან და ვითომ ძალიან შესტკივათ გული ჭიდაობაზე. ინტრიგანებო თქვენ საქმეს მიხედეთ და სპორტს ნუ აბინძურებთ.
გენო გენაცვალე
11 აპრილი 2019 14:04
3
ასე იცის, გენო ბატონო, პოლიტიკაში ჩართვამ. შენ საქმეს მიხედე, ბიძიკო...
mamuka09ze
11 აპრილი 2019 09:06
4
2 პერიოდი ფეხში არ შესულა გენო, ფაქტიურად არც უცდია...ასეთ პრინციპულ მეტოქესთან უბრძოლველად წაგება საწყენია. რაც შეეხება ლომთაძეს, პირველივე პერიოდში ისე დაიღალა, ის სომეხი ბრძოლის დამთავრების შემდეგ არ იყო ასეთი დაღლილი.
gio
11 აპრილი 2019 10:16
2
6 მედალი. მადლობა ბიჭებო. თქვენი წყალობით საქართველოს ჰიმნიც კიდევ არაერთხელ დაიგუგუნებს.
ლევანი
11 აპრილი 2019 10:00
7
როცა მედლებს ოქრო არ ურევია ჭიდაობის სახეობებში, ყოველთვის უკმაყოფილო ვრჩები.
dato
11 აპრილი 2019 13:24
0
წაგეყვანათ პატარიძე გენოს მაგივრად გენოც მოიშუშებდა ტრამვას და პატარიძეს თავის გამოჩენის შანსი მიეცემოდა პატარიძეს ამ ეტაპზე ისეა დამუხტული აკგული ვერაფერს მოუხერხებდა მარა.
soso
11 აპრილი 2019 09:32
6
პატარიძე ბერძნულ-რომაულშია და გენო თავისუფალში
Oza
11 აპრილი 2019 12:43
0
ასე იცის, გენო-ბატონო, პოლიტიკაში ჩაბმამ. შენ საქმეს მიხედე, თუ ძმა ხარ!
mamuka09ze
11 აპრილი 2019 08:35
5
შეიძლება წააგოს გენო პეტრიაშვილმაც კი; პრობლემა ეგ არ არის. მე შეკითხვა მაქვს ტრამვირებული გენო რატომ მიუგდეს საჯიჯგნად მაგ თურქს, არ იცოდნენ რომ წააგებდა ესეთ ფორმაში? ვინ იხეირა მაგით? სხიერელი პატიოსანი კაცი მგონია და მაგისგან მიკვირს რო დათანხმდა რომ ვიღაცას ქულები დაეწერა გენო თუ მოგებდა ოქროს მედალს. მოკლედ, ისევე გაწირეს თვალისდაუხამხამებლად გენო როგორც ცოტა ადრე დავითაშვილი. ეხლა რას იზამენ ბიჭები?
გიორგი
11 აპრილი 2019 12:44
2
ბრაზილიის ნაკრები რომ გყავდეს და ალბანეთის დონის ფეღბურთს თამაშობდე ესე შევადარებდი ჩვენი ნაკრების შემადგენლობას და გამოსვლას! ძალიან მაგარი სირცხვილია! გეგეშიძე წადი ჭიდაობა არ განადგურდება პირიქით აღორძინდება! სპორტის სამინისტრო მოაშორე გეგეშიძე თორემ იცოდე თქვენ გადაყვებით გეგეშიძეს!
zviadi
11 აპრილი 2019 13:57
2
რა შუაშია პოლიტიკა, გენოს მუხლის ტრავმა ჰქონდა. (ეს შეიძლება ყველას დაემართოს). ტრავმა გაივლის, კაცობა კი რჩება. მსოფლიოზე და ოლიმპიადაზე წარმატებები გენოს და ბიჭებს.(თქვენ თქვენს თავს მიხედეთ, არც ტრავმა და არც კაცობა რომ არ გაგაჩნიათ.) ისე მაინტერესებს პოლიტიკა რატომ ახსენეთ? სულ ამას ამტკიცებდით პოლიტიკა არაფერ შუაშიაო! გაიშიფრეთ !!!
წარმატებები ჩვენს ფალავნებს
11 აპრილი 2019 14:40
3

სიახლეები პოპულარული