5 ივნისს, ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა კიდევ 2 ოქროს მედალი მოიპოვა.
დიეგო ჩხიკვაძემ (60 კგ) ფინალში აზერბაიჯანელ ასგარ ალიზადას 8:3 მოუგო და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
გიორგი შოთაძემ (67 კგ) სომეხი ჰაიკ მელიქიანი 9:0 დაჯაბნა და ისიც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ის ევროპირველობის გამარჯვებული ჭაბუკებში 2016 და 2017 წლებში გახდა.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.
გუშინ ევროპის ჩემპიონი ფრიდონ აბულაძე (55
კგ), ვერცხლისპრიზიორი კი ლერი აბულაძე (63 კგ) გახდა, ხოლო ბრინჯაო ნიკა შერბაკოვმა (77 კგ) და გიორგი ქაცანაშვილმა (87 კგ) მოიპოვეს.