მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ალიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 ივნისს, მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე თავისუფალით სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ) ფინალში აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევთან 2:10 დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

თავიდან აზერბაიჯანელი 4:0 დაწინაურდა. ქართულმა მხარემ ეს გააპროტესტა, რაც არ დააკმაყოფილეს და ანგარიში 5:0 გახდა. დარჩენილ დროში ხინჩეგაშვილი ბევრს ეცადა ვითარების თავის სასარგებლოდ შეცვლას, მაგრამ ვერ მოახერხა.

ხინჩეგაშვილმა ფინალამდე მოლდოველი ანდრეი პერპელიცა და რუსეთის წარმომადგენელი ახმედ ჩაკაევი დაამარცხა.

ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად უკრაინის წარმომადგენელ მურაზ მჭედლიძეს შეხვდება. ეს ბრძოლა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

საქართველოს
ოლიმპიურმა გუნდმა ტურნირზე 23 მედალი (6 ოქრო, 7 ვერცხლი და 10 ბრინჯაო) მოიპოვა და საერთო ჩათვლაში მეხუთე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
აზერბაიჯანის სახელმწიფო უდიდეს თანხას ხარჯავს ჭიდაობის და ძიუდოს განვითარებაზე. (რაგბი, კალათბურთი, ხელბურთი, ძალოსნობა და სხვა მათ არ აქვთ განვითარებული). 6 წონიდან - 4 მედალი; 2 - ვერცხლი, 2 - ბრინჯაო. (ლევანს - შენც ხომ არ იკეთებ ჩუმ-ჩუმად ხანდისხან დათუნაშვილივით ლგბდ სამკლაურს?!)
6 დან 4
12:11 28-06-2019
1
ფაქტი ერთია. ყველაზე მეტ ბრძოლებს აზერები და მერე თურქები ყიდულობენ.
ამიგო
22:59 27-06-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული