21 სექტემბერს, ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ოლიმპიური ჩემპიონი, თურქი ტახა აკგული დაამარცხა.
პეტრიაშვილი 0:4-ს აგებდა, მაგრამ მაინც შეძლო გამარჯვების მოპოვება და ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
ფინალამდე პეტრიაშვილმა კოსოვოელი ეგზონ შალა (13:2), სირიელი ბაძა ხუტაბა (14:4) და უკრაინელი ოლეკსანდრ ხოციანივსკი (6:2) დაამარცხა.
ირაკლი მწითურმა (92 კგ) მასპინძელ ნურგაიპულის სძლია (2:1) და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ხვალ, 22 სექტემბერს ბექა ლომთაძე (61 კგ) ფინალში რუსეთის წარმომადგენელ მაგომედრასულ იდრისოვს დაეჭიდება.