გენო პეტრიაშვილი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებში წლის 3 სპორტსმენს შორის დაასახელეს

AutoSharing Option
ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ 2019 წლის საუკეთესო მოჭიდავეები დაასახელა და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მესამე ადგილზე ქართველი გენო პეტრიაშვილი გახლავთ.

125 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გენომ 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ევროპის ჩემპიონატზე კი ვერცხლის მედალს დაეუფლა.

თავისუფალ სტილში საუკეთესოდ იტალიელი ფრანკო ჩამისო დაასახელეს, ბერძნულ-რომაულში - უნგრელი ვიქტორ ლორინცი, ხოლო საუკეთესო ქალი მოჭიდავე ამერიკელი ტამირა მენსა გახდა.

გამარჯვებულები 30 000 ფრანკს მიიღებენ, მეორეადგილოსნები - 20 000-ს, ხოლო მესამე ადგილზე გასულ სპორტსმენებს პრიზის სახით 10 000 ფრანკი გადაეცემათ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული