ლომთაძის ვერცხლი და კენჭაძის ბრინჯაო ევროპირველობაზე - პეტრიაშვილის ოქროს ველით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ბექა ლომთაძემ (61 კგ) ვერცხლის, ხოლო ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ლომთაძემ ერთმანეთის მიყოლებით რუმინელ ნიკოლა ოხლოპკოვს (10:0), მოლდოველ ლეონიდ კოლესნიკს (10:0) და აზერბაიჯანელ ინტიგამ ვალიზადას (2:1) სძლია, ფინალი კი რუს ალეკსანდრ ბოგომოევთან წააგო (2:3). ეს ევროპირველობაზე მისი მეოთხე ვერცხლის მედალია.

კენჭაძემ ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ბულგარელი მიროსლავ კიროვი დაამარცხა (8:0).

გუშინ ბრინჯაოს მედალი ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) მოიპოვა, გენო პეტრიაშვილი (125 კგ) კი ფინალში პოლონელ რობერტ ბარანს ეჭიდავება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბიჭებმა ფიზიკურად მაგრად უნდა მოუმატონ, ტექნიკა და გამძლეობა ძლიერად აქვთ , მაგრამ მართლა ლიდერობისათვის და ოლიმპიური ოქროსათვის ფ ი ზ ი კ უ რ ა დ მაგარი ვარჯიშები ჭირდებათ და იქნება ოქროები ოლიმპიადაზე.
გლახუნა
13:13 17-02-2020
1
გენო უკვე ლეგენდაა,მაგრამ სხვა ბიჭებმა იმედები გააცრუეს,არადა ოლიმპიადა კარსაა მომდგარი.
კვარა
00:07 17-02-2020
2

სიახლეები პოპულარული