ქართველი მოჭიდავეების 15 მედალი და გუნდური პირველი ადგილი კიევის ტურნირზე

AutoSharing Option
კიევში 26-28 თებერვალს გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოჭიდავეებმა 15 მედალი მოიპოვეს. აქედან 11 ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზეა.

ვლადიმერ გეგეშიძის გუნდის წევრებმა 5-5 ოქროსა და ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს გამოსვლა, ჩვენმა ნაკრებმა კი გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. პრესტიჟულ შეჯიბრებაზე, რომელშიც სამივე საჭიდაო სახეობაში ჯამში მსოფლიოს 35 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა.

10 წონითი კატეგორიიდან 8-ში ფინალში ქართველი სპორტსმენები გავიდნენ, ორ წონაში კი სულაც, ქართული ფინალები შედგა. ტურნირის ჩემპიონები გახდნენ: ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ), რამაზ
ზოიძე (67 კგ), აივენგო რიკაძე (82 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ). უმაღლეს ტიტულამდე თითო შეხვედრის მოგება დააკლდათ: ჯონი ხეცურიანს (67 კგ), შმაგი ბოლქვაძეს (72 კგ), ლაშა გობაძეს (87 კგ), გიორგი მელიასა (97 კგ) და ზვიად პატარიძეს (130 კგ). რამაზ სილაგავა (55 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ანგარიშზე 2-2 ოქრო და ბრინჯაოა. გიორგი იანტბელიძის გუნდიდან კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ ნიკა კენჭაძე (79 კგ) და ირაკლი მწითური (92 კგ). გიორგი სულავამ (74 კგ) და გივი მაჭარაშვილმა (125 კგ) მესამე ადგილები დაიკავეს, გუნდურ ჩათვლაში კი მეორე ადგილზე დაასრულეს გამოსვლა.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები უკრაინულ ტურნირზე შესუსტებული შემადგენლობით გამოვიდა. გუნდის სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, გამოცდილ მოჭიდავეთა ნაწილს მოახლოებული სალიცენზიო შეჯიბრებებისა და ევროპის ჩემპიონატის წინ დასვენების საშუალება მიეცა.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
5 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო

ნუგზარ წურწუმია (55 კგ) - ოქრო
ლერი აბულაძე (63 კგ) - ოქრო
რამაზ ზოიძე (67 კგ) - ოქრო
აივენგო რიკაძე (82 კგ) - ოქრო
იაკობ ქაჯაია (130 კგ) - ოქრო
ჯონი ხეცურიანი (67 კგ) - ვერცხლი
შმაგი ბოლქვაძე (72 კგ) - ვერცხლი
ლაშა გობაძე (87 კგ) - ვერცხლი
გიორგი მელია (97 კგ) - ვერცხლი
ზვიად პატარიძე (130 კგ) - ვერცხლი
რამაზ სილაგავა (55 კგ) - ბრინჯაო

თავისუფალი ჭიდაობა
2 ოქრო, 2 ბრინჯაო

ნიკა კენჭაძე (79 კგ) - ოქრო
ირაკლი მწითური (92 კგ) - ოქრო
გიორგი სულავა (74 კგ) - ბრინჯაო
გივი მაჭარაშვილი (125 კგ) - ბრინჯაო

GeoWrestlingOfficial

მკითხველის კომენტარები / 3 /
გილოცავთ ლომებო და მომავალშიც ასე გაგრძელებას გისურვებთ!
გუჯა კახაძე
10:29 01-03-2021
0
არ შეეტყოთ ღარიბი ქვეყნიდან რომ იყვნენ ჩასულები? დახარდაბდნენ ოქრო-ვერცხლს.
ჟორა გაბრიჭიძე
12:00 01-03-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული