გენო პეტრიაშვილის რთული დასაწყისი და მარცხი - უცნაური წილისყრა

AutoSharing Option
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საასპარეზო დღეს, ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებისგან მაღალი სინჯის მედლების მოპოვების საფუძველი ნამდვილად გვაქვს.

წილისყრა საკმაოდ უცნაური გამოდგა, მძიმე წონაში ერთმანეთს პირველივე წრეში  მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი და თურქი ტაკა აკგული დაუპირისპირდნენ. გენოს მეტოქე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ჰყავს დამარცხებული.
ისინი წონის ლიდერები არიან, მაგრამ ქულების მინიჭება სპეციფიკური სარეიტინგო შეჯიბრებების მიხედვით ხდება... წყვილში გამარჯვებული ოქროს მედლის მოპოვების მთავარი პრეტენდენტიც გახდება.
სამწუხაროდ, პეტრიაშვილი დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატს ადრევე დაემშვიდობა...

დღეს, 20 აპრილს, ასევე იასპარეზებენ: ბექა
ლომთაძე (-61 კგ), ავთო კენჭაძე (-74 კგ), სანდრო ამინაშვილი (-86 კგ) და ირაკლი მწითური (-92 კგ).

ფინალური ბლოკი 20 საათზე დაიწყება.

altგენო პეტრიაშვილი მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
მოჭიდავე, ვარჯიშზე იზრდება და ოსტატდება, ვარჯიშზე კი სათანადო სიძლიერის პარტნიორები თუ არ ჰყავს არაფერი გამოვა. შარშან გვამცნეს, რომ თურქებს სამი მძიმეწონოსანი ქართველი მოჭიდავე (მოძმანაშვილის თამადობით)ჰყავთ დაქირავებული ტაჰას სავარჯიშოთ. პეტრიაშვილი კი ვისთან ვარჯიშობს? სად არის ფედერაცია და მისი თავკაცი? მოჭიდავეებს ცემა კი არ უნდა, ფედერაციისგან სათანადო პირობები უნდა. მე არ გამიკვირდება ტოკიოშიდაც იგივე რომ მოხდეს და ოლიმპიური ჩემპიონობამ კიდევ ოთხი წლით გადაიწიოს. ანუ დღესვე თუ არ შემოიკრა განგაშის ზარი, გენო შეიძლება საერთოდ უმედლოდ დარჩეს.
ჟორა გაბრიჭიძე
17:44 20-04-2021
1
სამწუხაროთ - ძ ა ლ ი ა ნ ცუდი მომზადება, ძ ა ლ ი ა ნ... ასე ოლიმპიადაზე ვერცერთ მედალს ვერ ავიღებთ, ბრინჯაოც საოცნებო შაგვიხდება.
გლახუნა
17:12 20-04-2021
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული