გენო პეტრიაშვილი მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რომში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა.

ფინალში პეტრიაშვილმა 11:0 სძლია პოლონელ რობერტ ბარანს და მეორედ გახდა კონტინენტის პირველობის გამარჯვებული.

მან გადამწყვეტ ბრძოლამდე ესპანელი ხოსე კუბა ვასკესი (10:0), რუსი ბალდან ციჟიპოვი (11:0) და უკრაინელი ოლეკსანდრ ხოციანივსკი (7:2) დაამარცხა.

ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა - ვერცხლის მედლის მფლობელი ბექა ლომთაძე (61 კგ) გახდა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) დაეუფლნენ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ვკიᲗხულობ კომენტარებს და სიამაყის ცრემლები მადგება Თვალზე. როგორ უყვარს ხალხს Ჩვენი საამაყო ბიᲭები, რომლებიც უდიდეს Ძალას და ენერგიას ხარჯავენ, რომ პატარა საქარᲗველოს სახელი მსოფლიოᲨი გაიტანონ და ᲗავიანᲗი გულᲨემატკივარი გაახარონ. ვულოცავ გენოს და ქარᲗველებს ამ დიდ გამარჯვებას და უამრავ წარმატებებს ვუსურვებ მომავალᲨიც.
არჩილ
14:35 17-02-2020
0
ოლიმპიადა გვინდა გენო, ოქრო ...თან მინიმუმ 2 ...
გლახუნა
13:16 17-02-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული