გენო პეტრიაშვილი დასანანად დამარცხდა

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 6 აგვისტოს, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში დამარცხდა.

პირველ ეტაპზე ქართველმა ეგვიპტელი დიააელდინ აბდელმოტალები დიდი უპირატესობით - 11:0 დაამარცხა. მეოთხედფინალში პეტრიაშვილი ჩინელ ჟივეი დენგს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 5:2 იმარჯვა.

ნახევარფინალურ სტადიაზე ქართველმა ფალავანმა ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე 6:3 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ შესვენებაზე გენო 0:3-ით მარცხდებოდა, თუმცა მონდომებითა და გამოცდილებით მეტოქე დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

პეტრიაშვილი ფინალში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების აღმოჩენასთან, ამერიკელ გებლ დენ სტივსონთან ძალიან დრამატულად, 8:10დამარცხდა, რომელმაც მანამდე მოქმედ
ოლიმპიურ ჩემპიონ ტაჰა აჰგულს სძლია.

საქართველომ ტოკიო 2020 ისტორიაში ყველაზე მეტი მედლით (8) დაასრულა -

ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი წარდგა, მათ 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს - ჩემპიონი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტი ლაშა ბექაური (-90) გახდნენ; ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და გურამ თუშიშვილი (+100) (ძიუდო) ფინალში დამარცხდნენ; ვერცხლის მედლის მფლობელები, ასევე, მოჭიდავები გენო პეტრიაშვილი (125) და იაკობ ქაჯაია (130) არიან. ბრინჯაოს მედალი კი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოიპოვა.

 









მკითხველის კომენტარები / 56 /
ეხ გენო ოლიმპიურ ოქროსთან ერთად მერობის შანსიც დაკარგე, ახლა რა რომელიმე სოფლის მაჟორიტარად წარგადგენენ.დ
fff
06 აგვისტო 2021 16:09
16
მივულოცავ გენოს ფინალში გასვლას! და მთელი საქართველო კიდევ ერთხელ გაახაროს - გახდეს ჩემპიონი! ეს პირველი ოლიმპიადის სტატიაა საიტზე. ამიტომ აქ ვწერ! ეხლა 11:10. იქ კარატისტი, მხატვრული გიმნასტი (მაგას ვუყურებთ) გამოდიან! ძაან მნიშვნელოვანია რუსი რას შვება ოდიკაძეს რომ მოუგო! არაფერს არ წერთ! თქვენთან კომენტარს მაინც დადებს გულშემატკივარი, პოპსპორტ.კომ-ზე ესეც შეუძლებელია. სირცხვილი თქვენ
alexandre
06 აგვისტო 2021 11:10
4
ხვალინდელი დღე ბატონ ნუგზარს უნდა მიეძღვნას,წარმატებები გენო!
საქართველო
05 აგვისტო 2021 18:46
0
Ძალიან დაიღალა გენო თუ მომეჩვენა.იმედია აღიდგენს ძალებს ხვალისთვის.
Თუშასაც რო მეორე დღისთვის ჰქონოდა ფინალი იქნებ მოეგო.ბაშაევთან იმდენად ჩადო ყველაფერი,რო გამოფიტული იყო კარპალეკთან.წარმატებები გენოს!
jordan beli
05 აგვისტო 2021 15:47
0
ეხლა რასაც ვიტყვი არ დამბლოკთ
ამერიკელს უფრო მეტად უნდოდა მოგება და მოიგო .
გაიხსენეთ ბექაური
გენო კი მეორეა არ იმსახურებდა და ეგრეც მოხდა
ერთი წამში მე არ წავაგებდი ეგრე
ელგუჯა
06 აგვისტო 2021 17:57
10
დღესდღეობით ჭიდაობაში გენო პირველია მსოფლიოში
gio
06 აგვისტო 2021 17:51
4
რა გვჭირს ესეთი, სუ დროის გაყვანის იმედად როგორა ვართ, მერამდენედ უნდა წამოგვედინოს ცხვირიდან ძმრად ეს სულმოკლეობა?! ეს არის რაც ყველაზე მაგრადა მწყინს ქართულ სპორტში, თორე წაგებებს აიტან კაცი. სადაც გენოს დაემართა ეს, სხვაზე რაღა უნდა ილაპარაკო? ის რაგბის შეხვედრა გამხსენდა, ბოლო წუთებზე რო წავაგეთ ამერიკელებთან. და კიდევ რამდენი მაგალითის გახსენება შეიძლება. ვერა ვსწავლობთ ბოლომდე ბრძოლას. სირცხვილია რა ბოლო-ბოლო.
გიგლია
06 აგვისტო 2021 16:52
2
საჩემპიონო " ჟილკა" არ აღმოაჩნდა საკმარისი გენოს.მოინდომეს რომ გიყვირის მწვრთნელი-რაღაცას არ ინდომებ ეტყობა-არადა ოლიმპიადის ფინალია.რას იზავ ვერცხლი ერგებოდა და მიიღო.
მიმინო
06 აგვისტო 2021 16:25
9
ვულოცავ გენოს ვერცხლის მედალს, მაგრამ ეს ვერცხლი მისთვის მარცხის ტოლია. გარდა ამისა სატირალი ისაა, რომ ამ ამერიკელმა გენოს და ტახას ვარსკვლავი ჩაასვენა, გენოს და ტახას ევროპაღა დარჩათ დასაპყრობად, სამწუხაროდ მსოფლიოს და ოლიმპიადას უნდა დაემშვიდობნონ. ღმერთმა ქნას მე ვცდებოდე.
ჟორა გაბრიჭიძე
06 აგვისტო 2021 16:21
17
ახალგაზრდა ამერიკელი მართალია კარგი მოჭიდავეა,მაგრამ შუშუა.ოლიმპიურ ჩემპიონს როგორ წაეუზრდელა...გენო მას გამოცდილებით მოუგებს.
....
06 აგვისტო 2021 10:40
2

სიახლეები პოპულარული