გენო პეტრიაშვილი დასანანად დამარცხდა

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 6 აგვისტოს, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში დამარცხდა.

პირველ ეტაპზე ქართველმა ეგვიპტელი დიააელდინ აბდელმოტალები დიდი უპირატესობით - 11:0 დაამარცხა. მეოთხედფინალში პეტრიაშვილი ჩინელ ჟივეი დენგს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 5:2 იმარჯვა.

ნახევარფინალურ სტადიაზე ქართველმა ფალავანმა ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე 6:3 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ შესვენებაზე გენო 0:3-ით მარცხდებოდა, თუმცა მონდომებითა და გამოცდილებით მეტოქე დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

პეტრიაშვილი ფინალში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების აღმოჩენასთან, ამერიკელ გებლ დენ სტივსონთან ძალიან დრამატულად, 8:10დამარცხდა, რომელმაც მანამდე მოქმედ
ოლიმპიურ ჩემპიონ ტაჰა აჰგულს სძლია.

საქართველომ ტოკიო 2020 ისტორიაში ყველაზე მეტი მედლით (8) დაასრულა -

ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი წარდგა, მათ 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს - ჩემპიონი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტი ლაშა ბექაური (-90) გახდნენ; ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და გურამ თუშიშვილი (+100) (ძიუდო) ფინალში დამარცხდნენ; ვერცხლის მედლის მფლობელები, ასევე, მოჭიდავები გენო პეტრიაშვილი (125) და იაკობ ქაჯაია (130) არიან. ბრინჯაოს მედალი კი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოიპოვა.

 









მკითხველის კომენტარები / 56 /
Msajobas imedia eshveleba rame rodesme.
Milani
05 აგვისტო 2021 17:47
0
ვულოცავ გენოს ფინალში გასვლას! რაც შეეხება ამერიკელს, ქულა არ გაუშვია ჯერ. ძალიან სწრაფი და ძლიერია, სწრაფად შედის ილეთზე, თუმცა გენოს გრძელი კიდურების და გამოცდილების იმედი მაქვს
გულშემატკივარი
05 აგვისტო 2021 17:24
1
პეტრიაშვილი ჩემპიონია .
დევკალიონი
05 აგვისტო 2021 16:30
1
გენოს ვულოცავ. უკვე წარმატებაა. კლასი უფრო მაღალი აქვს, იმედია მოუგებს ამერიკელს. ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს დელეგაციამ მედლების ახალი რეკორდი დაამყარა - უკვე 8 მედალი გვაქვს.
gogig
05 აგვისტო 2021 16:25
1
ღმერთო გვიშველე! მგონი მოგვანატროს ამ ამერიკელმა ფინალში ტახა აკგული.
ჟორა გაბრიჭიძე
05 აგვისტო 2021 16:18
10
ნუ წრიპინებ!!!
ინკვიზიტორი
06 აგვისტო 2021 12:35
0
არის კიდევ ერთი მედალი!!! ველოდები ხვალინდელ დღეს...
tngh
05 აგვისტო 2021 16:14
0
ფინალში მხოლოდ გამარჯვებას ვუსურვებ გენოს! მჯერა გენო უკეთესი მოჭიდავეა ვიდრე სტივსონი. მაგრამ გენომ ოქრო უნდა მოიგოს რომ დაამტკიცოს რომ იგი არის უკეთესი მოჭიდავე ვიდრე სტივსონი. გენოს ასეთი შანსი კიდევ 4 წელი, ან შეიძლება აღარასოდეს ქონდეს ოლიმპიადაზე. ეს არის მისი სპორტული კარიერის მწვერვალის ბრძოლა გენოსთვის. მჯერა რომ გამარჯვების ანგელოზი გენოს უმაგრებს ზურგს!
ლუკა
05 აგვისტო 2021 15:57
0
Ძალიან დაიღალა გენო თუ მომეჩვენა.იმედია აღიდგენს ძალებს ხვალისთვის.
Თუშასაც რო მეორე დღისთვის ჰქონოდა ფინალი იქნებ მოეგო.ბაშაევთან იმდენად ჩადო ყველაფერი,რო გამოფიტული იყო კარპალეკთან.წარმატებები გენოს!
jordan beli
05 აგვისტო 2021 15:47
0
არ მგონია გაუვიდეს ამერიკელს გვერდიდან შემოვლები.მაშინვე ფეხს დაუჭერს გენო.თუმცა რა თქმა სწრაფი და ძლიერია და საფრთხილოა..თუმცა სისწრაფე და ტექნიკა არც გენოს აკლია.პლუს უფრო მეტი გამოცდილება.
Master
05 აგვისტო 2021 15:03
0
ის ამერიკელი მართლა მაგარი ყოფილა. ძალიან დეტალებში უნდა შეისწავლონ.
ჰაჰა
05 აგვისტო 2021 14:04
1

სიახლეები პოპულარული