გენო პეტრიაშვილი დასანანად დამარცხდა

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 6 აგვისტოს, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში დამარცხდა.

პირველ ეტაპზე ქართველმა ეგვიპტელი დიააელდინ აბდელმოტალები დიდი უპირატესობით - 11:0 დაამარცხა. მეოთხედფინალში პეტრიაშვილი ჩინელ ჟივეი დენგს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 5:2 იმარჯვა.

ნახევარფინალურ სტადიაზე ქართველმა ფალავანმა ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე 6:3 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ შესვენებაზე გენო 0:3-ით მარცხდებოდა, თუმცა მონდომებითა და გამოცდილებით მეტოქე დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

პეტრიაშვილი ფინალში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების აღმოჩენასთან, ამერიკელ გებლ დენ სტივსონთან ძალიან დრამატულად, 8:10დამარცხდა, რომელმაც მანამდე მოქმედ
ოლიმპიურ ჩემპიონ ტაჰა აჰგულს სძლია.

საქართველომ ტოკიო 2020 ისტორიაში ყველაზე მეტი მედლით (8) დაასრულა -

ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი წარდგა, მათ 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს - ჩემპიონი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტი ლაშა ბექაური (-90) გახდნენ; ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და გურამ თუშიშვილი (+100) (ძიუდო) ფინალში დამარცხდნენ; ვერცხლის მედლის მფლობელები, ასევე, მოჭიდავები გენო პეტრიაშვილი (125) და იაკობ ქაჯაია (130) არიან. ბრინჯაოს მედალი კი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოიპოვა.

 









მკითხველის კომენტარები / 56 /
გენომ,13 წამში ორჯერ დათმო ორქულიანი.ასეთი რამის გაკეთება მხოლოდ ჩვენ,ქართველებს შეგვიძლია.მთელი ნაბრძოლის და ნაოფლის წყლისათვის გატანება.გასკდა გული და დამაწყდა ნერვები,მაგრამ გენო რომ ჩემზე გაცილებით ცუდ დღეში იქნება,დარწმუნებული ვარ.უბრალოდ ვუთანაგრძნობ,ცხოვრებამ ისეთი მწარე გაკვეთილი ჩაუტარა.ბრძოლა საფინალო სასტვენამდე გრძელდება და შენც უნდა იბრძოლო,სანამ სასტვენის ხმას არ გაიგებ.უკვე რამდენჯერ დავიწვით ხელი ამ წესზე,მაგრამ სხვის შეცდომებზე(ხშირად მეგობრის) ვერ ვსწავლობთ.
სოსო
16:21 06-08-2021
2
ისე დალაგდა ყველაფერი ოქროს გარდა სხვა რამ წარუმატებლოად ჩაითვლება. მიდი გენო.
0

სიახლეები პოპულარული