იაკობიშვილმა შვეიცარიელ დიტჩს, ბულგარელ რამაზანოვს, აზერბაიჯანელ ბაირამოვს და სომეხ ანდრეასიანს სძლია და კონტინენტის პირველობის გამარჯვებული პირველად გახდა.
ბუჯიაშვილმა რუმინელი კოვაჩი დაამარცხა, ნახევარფინალი აზერბაიჯანელ რზაზადესთან დათმო, ბრინჯაოსთვის ბრძოლა კი ბულგარელ ნაიმს მოუგო.
გამყრელიძემ უნგრელი ვიდა (9:8) და რუმინელი შიხჯამალოვი დაამარცხა, ნახევარფინალში აზერბაიჯანელ აშიროვთან დამარცხდა, შემდეგ სომეხი ავაგიმიანი დაამარცხა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ).