იაკობიშვილის ოქრო და ბუჯიაშვილისა და გამყრელიძის ბრინჯაო ევროპირველობაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) - ბრინჯაოს მედლები.

იაკობიშვილმა შვეიცარიელ დიტჩს, ბულგარელ რამაზანოვს, აზერბაიჯანელ ბაირამოვს და სომეხ ანდრეასიანს სძლია და კონტინენტის პირველობის გამარჯვებული პირველად გახდა.

ბუჯიაშვილმა რუმინელი კოვაჩი დაამარცხა, ნახევარფინალი აზერბაიჯანელ რზაზადესთან დათმო, ბრინჯაოსთვის ბრძოლა კი ბულგარელ ნაიმს მოუგო.

გამყრელიძემ უნგრელი ვიდა (9:8) და რუმინელი შიხჯამალოვი დაამარცხა, ნახევარფინალში აზერბაიჯანელ აშიროვთან დამარცხდა, შემდეგ სომეხი ავაგიმიანი დაამარცხა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული