ბუდაპეშტში, ევროპის ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ვერცხლის, გიორგი სულავამ (74 კგ) და მირიან მაისურაძემ (92 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
პეტრიაშვილი ფინალში თურქ ტაჰა აკგულთან 2:5 დამარცხდა და გასულ ევროპირველობაზე მარცხის გამო რევანში ვერ აიღო.
პეტრიაშვილი პირველ წრეში თავისუფალი იყო, შემდეგ კი იტალიელ აბრაჰამ რუანოს (11:0) და პოლონელ რობერტ ბარანს (2:1) მოუგო.
სულავამ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში სომეხ ჰრაირ ალიხანიანს სძლია, ხოლო მაისურაძემ - მოლდოვის სახელით მოასპარეზე გეორგი რუბაევს.
შეგახსენებთ, პირველ საასპარეზო დღეს ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) - ბრინჯაოს მედლები.
საქართველოს ნაკრები კონტინენტის პირველობაზე 6 მედალს დაეუფლა და გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.