პეტრიაშვილი ფინალში აკგულთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზაგრებში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში თურქ ტაჰა აკგულთან 4:9 დამარცხდა.

სამწუხაროდ, 29 წლის პეტრიაშვილმა შარშან ევროპირველობის ფინალში აკგულთან მარცხისთვის რევანშის აღება ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, პეტრიაშვილმა მეოთხედფინალში აზამატ ხოსონოვს (საბერძნეთი) 12:2, ნახევარფინალში კი დანიელ ლიგეტის (უნგრეთი) 7:4 სძლია.

საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე 6 მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა.

ტურნირზე ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი (97 კგ) გახდა, ხოლო ედემი ბოლქვაძემ (65 კგ), შოთა ფარტენაძემ (61 კგ), ავთანდილ კენჭაძემ (74
კგ) და მირიან მაისურაძემ (92 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ამხელა გამოცდილების მქონე მოჭიდავე ხარ, თითქმის ყველა ტურნირზე ამას ეჭიდავები ფინალში, ორჯერ ფეხში არასწორად შეხვედი და ორივეჯერ უკან მოგექცა და დაგატრიალა. ელემენტარული ის ხომ მაინც იცი, რომ ეგეთს არ გაპატიებს? ცხონებული ნუგზარ სხირელის არყოფნა უკვე არაფერ შუაშია. ამას ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს - ასეთ მეტოქესთან არასაჭირო დროს ემართება ჩავარდნა . ეგრე იყო იმ ამერიკელ ბიჭთანაც ოლიმპიადაზე
: )))))))
01:36 20-04-2023
0
მე ამას აღარ ვგულშემატკივრობ,ტაჰას ბულკია.ასეთი მონაცემების მქონე და ასეთი უჟილკო მეორე არ ვიცი
ბაბუაწვერა
07:11 20-04-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული