ფარტენაძეს მედლის მოპოვების შემდეგ სასწრაფო ოპერაციის გაკეთება დასჭირდა

AutoSharing Option
ქართველ ფალავანს, შოთა ფარტენაძეს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მედლის მოპოვების შემდეგ, სასწრაფო ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია ავრცელებს:

"61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე შოთა ფარტენაძემ გუშინ, მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი მედალი მოუპოვა. რეპეშაჟის ფინალის დასრულებიდან ორიოდ წუთში ფარტენაძემ მუცლის არეში ძლიერი ტკივილი იგრძნო და დარბაზიდან გასვლა ვერ შეძლო.
ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ადგილობრივ სამედიცინო პერსონალს მიმართა და მათაც, პირველადი ზომები მიიღეს. შემდეგ კი კლინიკაში გადაიყვანეს.

გამოკვლეამ აჩვენა, რომ სპორტსმენს ნაწლავი გაუსკდა და გადაუდებელი
ოპერაციაც ჩატარდა. ექიმების განცხადებით, შოთა ფარტენაძე კლინიკაში მინიმუმ ერთი კვირა დარჩება.

ვულოცავთ შოთას მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებულ მედალს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ!

სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ოპერატიულად მოგაწვდით!"

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა თქმა უნდა ვულოცავ ბრინჯაოს მედლის მოპოვებას,მაგრამ მთავარი მაინც ჯანმრთელობაა და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.დიდი ალბათობით,ჭიდაობის პროცესში გაუსკდებოდა ნაწლავი და კიდევ კარგი,ექიმებიც იქვე აღმოჩნდნენ.ქალაქში რომ ყოფილიყვნენ გამოსულები,დახმარება გვიან იქნებოდა და შესაძლოა მდგომარეობა უფრო დამძიმებულიყო!
სოსო
20:27 18-09-2023
0
ჯანმრთელობა შოთას!
დათო
19:38 18-09-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული