პეტრიაშვილი ოლიმპიადის 1/2-ფინალშია! მეტოქე ქართველი იქნება [VIDEO]

AutoSharing Option
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველი გენო პეტრიაშვილი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის 1/2-ფინალში გავიდა. 

ქართველი ფალავნის მეტოქე 1/8-ფინალში უკრაინელი ოლეკსანდრ ხოციანივსკი იყო,  რომელიც  პეტრიაშვილმა პრობლემების გარეშე, 11:0 დაამარცხა.



მეოთხედფინალში გენოს მეტოქე პოლონელი რობერტ ბარანი იყო. პეტრიაშვილმა მოწინააღმდეგეს 9:2 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. 



გენოს მეტოქე 1/2-ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი იქნება. დღევანდელი დღის ფინალური ბლოკი ჭიდაობაში 20:30 საათიდან დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 27 /
Midi geno bolomde egre gaagrdzele!!!warmatebebi!!!
L.J .
17:45 09-08-2024
0
მიდი გენო
ბადე კარგად დალაგდა
ნახევარფინალიც მოვიგოთ
და ფინალში დაე ღირსეულმა გაიმარჯვოს
ორივე მაგარი ფალავანია
ირანელიც და ტაჰა ხო საერთოდ გენოსთან ერთად ლეგენდაა
დონ დიეგო
17:31 09-08-2024
1

სიახლეები პოპულარული