პეტრიაშვილი ოლიმპიადის 1/2-ფინალშია! მეტოქე ქართველი იქნება [VIDEO]

AutoSharing Option
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველი გენო პეტრიაშვილი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის 1/2-ფინალში გავიდა. 

ქართველი ფალავნის მეტოქე 1/8-ფინალში უკრაინელი ოლეკსანდრ ხოციანივსკი იყო,  რომელიც  პეტრიაშვილმა პრობლემების გარეშე, 11:0 დაამარცხა.



მეოთხედფინალში გენოს მეტოქე პოლონელი რობერტ ბარანი იყო. პეტრიაშვილმა მოწინააღმდეგეს 9:2 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. 



გენოს მეტოქე 1/2-ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი იქნება. დღევანდელი დღის ფინალური ბლოკი ჭიდაობაში 20:30 საათიდან დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 34 /
მთელი დღეა ვერაფერს ვაკეთებ,მთელი ჩემი ყურადღება და მოლოდინი გენოს ნახევარფინალიკენ არის მიმართული.ასე ზვიადაურის ბრძოლის მოლოდინის დროს ვიყავი.სანთლები ავანთე უფალს მისი გამარჯვება შევევედრე და ამიხდა.(მერე როცა უღირსად მოიქცა მასზე გული ამიცრუვდა).გენო ღირსეული კაცია და დიდი გამარჯვებით მინდა დაასრულოს კარიერა.
4
ალბათ გენომ და მისმა მწვრთნელებმა იციან, რომ დღეს ვერცხლის მოგება გაცილებით ადვილია, ვიდრე ბრინჯაოსი, ანუ ტახასა და აზარს შორის დამარცხებულის დამარცხება გაცილებით ძნელი იქნება ვიდრე მეშვილდესი. მეშვილდიშვილს გარდა იმისა, რომ ფინალში გასვლა უნდა, ასევე უნდა დაგვიმტკიცოს ქართველებს, რომ ის საქართველოში იჩაგრებოდა.
ჟორა გაბრიჭიძე
19:29 09-08-2024
7

სიახლეები პოპულარული