რაგბი ევროპის ჩემპიონატი. პირველი ტური
საქართველოს ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" წლევანდელი გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. "ბორჯღალოსნებმა", რომლებმაც საგრძნობლად გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზეს, ბრიუსელში, "მომცრო ეიზელზე" ბელგიის ნაკრებს 31:6 მოუგო.

იხილეთ ვიდეო

ჩვენი გუნდის ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ამ შეხვედრაში რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბის გამოცდა გადაწყვიტა. შედეგად, მოედანზე ოთხმა ისეთმა მორაგბემ ითამაშა, რომლებმაც ეროვნულ ნაკრებში პირველი კეპი მოიხვეჭეს. ესენია: შერკინების ბურჯები თორნიკე მატარაძე და სოსო ბეკოშვილი, შერკინების კვაჭი გიორგი ჭყოიძე და მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებს ასეთი შემადგენლობით არასდროს უთამაშია. შესაბამისად, მისგან შეთამაშებულ, ზედმიწევნით დაწყობილ-დალაგებულ თამაშს არავინ ელოდა. მით უფრო, რომ სათამაშო მინდორი და ამინდი სულაც არ იყო ხელსაყრელი მთელი ტექნიკური არსენალის გამოსავლენად.

პირველ ხაზზე ახალს ვერაფერს ვიტყვით. ეს ის რგოლია, სადაც პრობლემა ქართულ რაგბის კიდევ დიდხანს არ ექნება. ვისაც უნდა ეთამაშოს საქართველოს ნაკრები და რა შემადგენლობაც უნდა იდგეს პირველ ხაზში, ჩვენი შერკინება ყოველთვის ჩაგრავს მეტოქეს.

ეს მატჩის დასაწყისშივე გამოჩნდა. შერკინება მე-4 წუთზე მასპინძელთა ლელოდან ხუთ მეტრში დაინიშნა. მსაჯმა მეტოქე ორჯერ დააჯარიმა, რამდენჯერმე, ბელგიელთა დასაწყისშივე შეცვლაზე შესული შერკინების ბურჯი ზეპ დებაკერი მიწოლისას შეგნებულად ჩავარდა, მაგრამ არბიტრი რატომღაც ვერ ამჩნევდა. საბოლოოდ, ბელგიელი ჯერ სინბინში გაუშვა უელსელმა რეფერიმ, მერე, მატჩის მიწურულს, წითელი ბარათიც აუფრიალა თვალწინ.

შერკინებაში მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე ყველაზე გამოცდილი მორაგბე იყო. მესამე ხაზიდან ლაშა ლომიძეს და გიორგი თხილაიშვილს 2015 წლის მსოფლიოს თასზე ნათამაშები აქვთ და, ცხადია, ახალბედებად ვერ ჩავთვლით. ნელ-ნელა უშინაურდება ნაკრებს შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე.

მეტეოროლოგიური პირობები უკანახაზელებისთვის ხელსაყრელი არ იყო, თუმცა "ბორჯღალოსნებმა" ხაზზე რამდენჯერმე სცადეს ბურთის გატანა. ყველაზე მწვავე იერიში, მაშინ, როცა ჯერ კიდევ 3:0-ს ვიგებდით, სწორედ ახალგაზრდა შუამარბის, გიორგი კოშაძის გარჯას მოჰყვა. მან ხაზი გაჭრა, მერე იერიში ცხრა ნომერმა გიორგი ბეგაძემ განაგრძო, რომელიც ზედ ლელოს ხაზთან შეაჩერეს. ბელგია ლელოს გადაურჩა.

20 წლის კოშაძემ ეროვნულ გუნდში მეორედ ითამაშა. ის ნოემბრის ტესტებზე, სამოასთან მატჩშიც არ გამოიყურებოდა ცუდად. ბელგიასთან შეხვედრაში კი ლელოც გაიტანა. ვფიქრობთ, ჰეიგი უფრო თამამად უნდა ენდოს ახალგაზრდა უკანახაზელებს, რადგან კოშაძის დარი ნიჭიერი მორაგბე ბევრია.

ნამატჩევს ჰეიგმა თქვა, რომ პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები დომინირებდა. ეს ასეც იყო, ბელგიელები ჩვენი გუნდის 22-მეტრიან ზონაში მხოლოდ 39-ე წუთზე შევიდნენ და ისიც უშედეგოდ.

ანგარიში მე-12 წუთზე საჯარიმო დარტყმით მერაბ კვირიკაშვილმა გახსნა, რომელმაც ამ შეხვედრაში 99-ე კეპი მიითვალა. ათ წუთში საჯარიმო, ამჯერად, კვირიკაშვილმა აუტში დაარტყა. დერეფანი სუფთად მოვიგეთ და მოლი შევკარით. ბელგიელებმა წინააღმდეგობა ვერ გასწიეს და მესამეხაზელმა გიორგი თხილაიშვილმა ლელო გაიტანა. კვირიკაშვილმა გარდასახა - 10:0.

38-ე წუთზე ჩვენ სასარგებლოდ მორიგი შერკინება დაინიშნა. მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში "ბორჯღალოსნებმა" მეტოქე ისევ გადათელეს, მაგრამ მსაჯის სასტვენი დუმდა. ბეგაძემ ბურთი მარცხნივ, გრძელ ფრთაზე ხმალაძეს გადააწოდა. ამან შეტევაში კოშაძე ჩართო, რომელმაც ლელო კარის ძელებს შორის გაიტანა. კვირიკაშვილს გარდასახვა არ გასჭირვებია - 17:0.

შესვენების შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და შეცვლაზე შესულმა მათმა საუკეთესო მექულემ, ალენ ვილიამსმა, ორი საჯარიმო დარტყმით ანგარიშში სხვაობა 11 ქულამდე შეამცირა - 6:17.

დასკვნით 20 წუთში საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა დაიბრუნა. 63-ე წუთზე ისევ შერკინებამ იყოჩაღა. ბელგიელები, ის იყო, საკუთარ ლელოში უნდა შეგვეყვანა, რომ შერკინება ჩაიქცა და არბიტრმა საჯარიმო ლელო დააფიქსირა. კვირიკაშვილმა ესეც გარდასახა.

მატჩის მიწურულს, დერეფნიდან დაწყებული შეტევა "ბორჯღალოსნებმა" მოკლე დარტყმებით განაგრძეს და ლელო მესამეხაზელმა ბექა გორგაძემ გაიტანა. გარდასახვა ზუსტად შეცვლაზე შესულმა ლაშა მალაღურაძემ დაარტყა - 31:6.

მატჩის შემდეგ

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"მახსოვს ბელგიაში პირველი სტუმრობა. მაშინდელთან შედარებით, უკეთესად ვითამაშეთ. პირველ ტაიმში ჩვენი ნაკრები დომინირებდა. მეორე ნახევრის დასაწყიში ოდნავ მოვდუნდით, მაგრამ მალევე დავბრუნდით თამაშში.

ამჯერად წამყვანი მოთამაშეები დავასვენეთ. ბევრ ახალგაზრდას მივეცით თავის გამოჩენის საშუალება. ჩვენ ამ ტურნირის ჩემპიონები ვართ და, ცხადია, რომ ტიტულის შენარჩუნება გვინდა.

ბელგიას ბოლო სამ წელიწადში საგრძნობლად მოუმატია. ფიზიკურად ღონიერი გუნდია და თუ სტრუქტურულად განვითარდება, სერიოზულ გუნდად გადაიქცევა".

რაგბი ევროპის ჩემპიონატი. I ტური

ბელგია-საქართველო 6:31

ბელგია (15-9) მიუსი, (ა. ვილიამსი 41), პირონი, ბრებონი, რეინარი, ქ. ვილიამსი (კოკიუ 73), ბერჟე. (1-8) სოტო, დე ბაკერი (დებატი 53), დინსტი (დიუბუა 71), დე კლერკი (დე ბაკერი 64), კორადი (ბილი 41), ფერფურტი (ბენუა 53), კუპე, ლესკარბურა, დე მოდერი.

2ს: ა. ვილიამსი.

სინბინი: დე ბაკერი

გაძევება: დე ბაკერი

საქართველო (15-9) კვირიკაშვილი, (წიკლაური 78), ფრუიძე, კოშაძე (მალაღურაძე 78), შარიქაძე, თოდუა, ხმალაძე, ბეგაძე (ხუციშვილი 78). (1-8) თეთრაშვილი (მატარაძე 53), ალხაზაშვილი (ჭყოიძე 77), მელიქიძე (ბეკოშვილი 53), ნემსაძე, ჭეიშვილი (გიორგაძე 53), ლომიძე, თხილაიშვილი (ცუცქირიძე 78), გორგაძე.

4ლ: თხილაიშვილი, კოშაძე, საჯარიმო, გორგაძე. 4გ: კვირიკაშვილი (3), მალაღურაძე.

სინბინი: კვირიკაშვილი

მსაჯი: ბენ ვაითჰაუსი (უელსი).

სხვა მატჩები

"რაგბი ევროპის ჩემპიონატის" პირველივე ტურში სენსაცია მოხდა. გერმანიის ნაკრებმა ფავორიტი რუმინეთი 41:38 დაამარცხა. არადა, "სტეჟარი" მატჩის მიმდინარეობისას ორჯერ დაწინაურდა 18 ქულით. ბოლოს გერმანიის ნაკრებს რუმინელებთან 70 წლის წინათ მოუგია.

ესპანელებმა კი შინ, დაძაბულ ბრძოლაში შეძლეს რუსების დამარცხება - 16:6.

გერმანია-რუმინეთი 41:38

ესპანეთი-რუსეთი 16:6

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ

1. საქართველო 1 1 0 0 +25 5 1

2. ესპანეთი 1 1 0 0 +10 4 0

3. გერმანია 1 1 0 0 +3 4 0

4. რუმინეთი 1 0 0 1 -3 1 1

5. რუსეთი 1 0 0 1 -10 0 0

6. ბელგია 1 0 0 1 -25 0 0

II ტური

საქართველო-გერმანია

რუმინეთი-ესპანეთი

ბელგია-რუსეთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Oxfordis universiteti.
უსახელოს,ცოტა "ბრტყლად" ნათქვამი გამომივა,და საერთოდ სიტყვების არ მჯერა,საქმით ჩანს ურთიერთდგომა,მინდა ვიქართველოთ,სიმღერითაც და საქმითაც-მხარში დგომით,ეროვნულად.გარდაცვლილ დედას მაფიცებ! და გაგცემ...! "ჩაკრულოს" რომ ისმენთ,ევროვიზიაზე გვგონია თავი თუ ბრძოლის ველზე? რაგბიც,როგორც საერთოდ ცხოვრება ,მისი "თავაწეულად" გავლის მცდელობით,ურთიერთგატანით,არა მარტო ახლობლების-ეროვნულად,ნებისმიერი ჩვენთაგანისათვის, "ბრძოლის ველია".ეროვნული ანთემი კი , შემსრულებლის"სულის" სიძლიერის გადამომცემი მყესების, ამოძახილია,და სიყალბეს,ევროვიზიების შოუების დონეზე, ვერ ეგუება.დიდ ერს ანთემიც ომებში "გამობრძმედილი-სისხლნაღვარი"დიადი აქვთ,და როცა თავმოყვარე ფრანგი მაღშონ მაღშონს! "გაჰყვირის ომახიანად" ან ამაყი ბრიტანელი "გოდ სევ ზე ქვინს! "კბილებს შუა ცრის",როგორ გგონია,სად წარმმოუდგენიათ თავთავიანთი თავები, @ლე ბლუ-ლაონზ" რაგბის გეიმზე, თუ ერთს აუსტერლიცზე და მეორეს ტრაფალგარზე,ჩვენც "იქ ვართ მათთან" უძლეველ ქართველთა "იმ" ბრძოლის ველზე მხარ და მხარ მდგომნი,სიმღერითაც და მარჯვენათიც.
MZ.-GB-S
raginda gapiceb dedas?evroviziaze wer tu ragbze???
giorgi
ჰიმნი რომ საშIნელი გვაქვს ეგეც უნდა ვთქვათ. ჰიმნს რომ მღერი ძარღვები უნდა გეყინებოდეს უნდა გბურძგლავდეს .ჰიმნი სადაც სიტყვა საქართველო ერთხელაც არ არის ნახსენები განა ის ჰიმნია?!
M.Z. GB
კარგის,ქართულის "ატაცება" რატომ არ "ვიცით დროულად" ქართველებო!ქვეყნის ანთემის ამგვარად შესრულება, უაკომფანიმენტოდ,მრავალხმიანად,ბანით დაწყებული და ყველა ჩვენთვის მახასიათებელი გადამღერების რეგისტრით დამთავრებული,"ზარდამცემად",და "ასაყოლადაც"-ხალხისთვის იოლად.ცოტა ანთემის ბოლოს, თავდაჯერებულად,ზომიერ "ძლიერ მებრძოლთა ტონალობით დამთავრებით და არა ისტრიულად კივილში გადასვლით-ვიმღეოთ ჩვენი სახატო-შემდგომში,ყველგან ,ამგვარად.მიგნებულია ქართული უძლევი ძალის ემოციურად გადმოცემა "ეროვნულის",ჭკვინმა ქართველებმა მოგვცეს,ავიტაცოთ,გამარჯვებების- თავდადებული გარჯის შემდგომ,რაღა თქმა უნდა, ამგვარად შესრულება ,ასე ნამღერი ანთემი "მაგარია",მაგრამ გამარჯვებათა არაწინწასწრებით. რატომღაც დაგვჩემდა "ბოლო დროინდელ" ქართველებს, თითების ვიქტორიით ფარჩხვა უადგილოდ,ნებისმიერ გამარჯვებამდე ამა თუ იმ საქმეში,საერთოდ ყვველაფერში.ჯერ გადახტომაა საჭირო მერმე ჰოფლას ძახილი!
GELA 2
ამას წინათ რუსეთის რაგბის კავშირის თავმჯდომარემ რომ განცხადება გააკეთა გემახსოვრებათ. ( "პატარ-პატარა ეშმაკობები მაქვს გამზადებული საქართველოს ნაკრებისთვის"-ო ). ჰოდა რავარც დეიწყე სიმონ,"ტაკ დერჟატ"!!!
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
[VIDEO] პსჟ-ს ფეხბურთელებმა დემბელეს დასცინეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად
[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა
ELIGA AWARDS 2025 | გამარჯვებულები
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
კვერნაძის "ფროზინონეს" წაუგებელი სერია გრძელდება
[VIDEO] ჰალანდი გააჩერეს, მაგრამ შერკის ვერაფერი მოუხერხეს - "მანჩესტერ სიტის" რთული გამარჯვება ნოტინგემში
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
U20. საქართველო-იტალია 18:17 - აქ შემთხვევით არ შემოგვივლია [VIDEO+PHOTO]
სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო
საქართველოს ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატი" ბელგიის ძლევით დაიწყო [VIDEO]
ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
რაგბი ევროპა | მზადება ნიდერლანდებისთვის, ბექა გორგაძესთან ერთად
"ბორჯღალოსნები": მადლობა ჰეიგს - საფრანგეთში ბევრად უფრო წარმატებული მსოფლიო თასი გვექნება
რაგბი ევროპა - ლაშა ხმალაძე და გიორგი ჭყოიძე "ფინალისთვის" მზადებაზე
"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა
რიჩარდ ქოქრილი: ჩვენგან იტალიაზე ზეწოლა იქნება - ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ტოპ 14: 10 ქართველი მე-7 ტურში
ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან
U20. მსოფლიოს ჩემპიონატი: თორნიკე მატარაძე სიმბოლურშია. მოდი, ვნახოთ იტალია
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
დღეს "ბორჯღალოსნები" ქუთაისში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან
გიორგი ჭყოიძე: ეს მხოლოდ ციფრებია
საქართველო-გერმანია 50:6 - ცენტურიონი [VIDEO+PHOTO]
სუპერთასი - ჭყოიძის ლელო და ქართველი მსაჯები
დიდი 10. I ტურის წინ: ვიწყებთ ქართულად, ვასრულებთ ავსტრალიურად
რუმინეთთან მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი ცნობილია
ბექა გორგაძე: ფინალის მოსაგებად დამატებითი მოტივაცია არ გვჭირდება
რუსეთის ნაკრების მწვრთნელი: ქართველებს უნიკალური გუნდი ჰყავთ
მილტონ ჰეიგი: პირველი ტაიმი ნერვიულობის გამო არცთუ ისე კარგად ჩავატარეთ
"ბორჯღალოსნები" რუსეთის ნაკრებს პირველი ტაიმის შემდეგ ამარცხებენ [VIDEO]
გიორგი ცუცქირიძე - ორი წლით "სტად ფრანსეში"
ლეგიონერები - გიორგი ცუცქირიძე ბრუნდება!
ზოგმა პოზიცია გაიმყარა, ზოგმა... ქართველი ლეგიონერების ტრანსფერები
პრო დე2 - პირველ ტურში ცხრამ ითამაშა
U20. თორნიკე მატარაძე მსოფლიოს ჩემპიონატის სიმბოლურში ზედიზედ მეორედ მოხვდა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]
მატარაძის პირველი ფრანგული ლელო და "ბორჯღალოსნების" დებიუტები
გორის "ჯიქი": ტიტულის შენარჩუნება უფრო რთულია
პრო დე2 - ცუცქირიძის ლელო მეორე ტურში
ავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა
როვიგო VS ბათუმი - დებიუტი "კონტინენტურ ფარზე"
ლეგიონერები - ცუცქირიძის ბონუს-ლელო
მსოფლიოს თასისთვის მზადებას ვიწყებთ - ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან
სავსე ტრიბუნების დროა!
მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
ესპანეთი-საქართველო 10:20 - მოდუნება არ შეიძლება [VIDEO]
ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს
ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს
ლეგიონერები: ტური ტოპ 14-ში და გადადებული მატჩები პრო დე2-ში
აშშ-სთან "ბორჯღალოსნების" სამატჩო შემადგენლობა ცნობილია
მილტონ ჰეიგი: აშშ-სთან პოტენციალი უნდა ვაჩვენოთ!
გიორგი ჭყოიძე: ლელო ჩემი ოჯახია!
ტოპ 14: დებიუტები და 8 ქართველი მეექვსე ტურში
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
ლეგიონერები: ორი ლელო პრო დე2-ში
რაგბი ევროპის ახალი ფორმატი
ლეგიონერები | ევროთასების ჯგუფური ეტაპი ცუცქირიძის სადებიუტო ლელოთი დასრულდა
აშშ VS საქართველო - გამოცდა "არწივებთან"
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
რაგბის ლეგიონი: ქართველების "ბრივი" ტოპ 14-ში დაბრუნდა!
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
პრესკონფერენცია გერმანიასთან მატჩამდე: ქუთაისელი ქომაგი საერთაშორისო რაგბის იმსახურებს