სუპერლიგის მე-5 ტური დღეს, ქუვემო ქართლსა და აჭარაში 2 მატჩით დაიწყო. ბათუმში ადგილობრვმა გუნდმა თბილისის “დელტას” უმასპინძლა და 85:69 დაამარცხა, ხოლო რუსთავს “ქუთაისი” ესტუმრა დაძაბულ ბრძოლაში – 94:87 იმარჯვა.

რუსთაველებმა 2 ამერიკელი ლეგიონერი გაუშვეს, სანაცვლოდ კი 3 უცხოელი დაიმატეს, რომლებმაც გუნდი საგრძნობლად გააძლიერეს და დღევანდელ მატჩში სუპერლიგის ერთ-ერთ ლიდერს დიდი ბრძოლა გაუმართეს. იმერულმა კლუბმა შეხვედრა მძლავრად დაიწყო და პირველივე პერიოდი დამაჯერებელი სხვაობით – 29:18 მოიგეს.

ქუთაისელების წარმატებული თამაშის მთავარი იარაღი სამქულიანი სროლები იყო. პირველ ნახევარში სტუმრებმა 12 სამქულიანი ჩააგდეს და დიდ შესვენებაზე 18-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ – 60:42. ვითარება ბოლო პერიოდამდე არ შეცვლილა. სტუმრები ხელჩასაჭიდ უპირატესობას ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდნენ, თუმცა რუსთაველთა ლეგიონერების – ისააკ ბენქსის, დარილ ბრაიანტის და კენდარიუს ჰამილტონის შედეგიანობით “რუსთავმა” ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა.

მატჩის დასრულებამდე 2 წუთი რჩებოდა და მასპინძლებს წარმატების შანსი გაუჩნდათ, თუმცა ქუთაისელმა დავით ლომიძემ სამქულიანით რუსთაველებს იმედი გადაუწურა. იმერულმა კლუბმა 7 ქულით გაიმარჯვა და სუპერლიგის მინიმუმ 1 დღით სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. ქუთაისელებს 19 ქულით დავით ლომიძემ ულიდერა. 16 ქულა გიორგი ბარბაქაძემ მიითვალა, ხოლო აკაკი ლომოურაისა და დეჟუან რაიტის ანგარიშზე 15-15 ქულა დაგროვდა. “რუსთავში” 26 ქულით საუკეთესო იყო დერილ ბრაიანტი. 15-15 ქულა კენდარიუს ჰამილტონმა და ისააკ ბენქსმა მოაგროვეს. ამ უკანასკნელს 13 მოხსნაც დაუგროვდა.

რამაზ გოგობერიშვილი, “რუსთავის” მთავარი მწვრთნელი:

“როგორც იცით 2 უცხოელი გავუშვით და 3 ჩამოვიყვანეთ, რომელთაგან 2 ახალწვეული 2 დღეა, რაც შემოგვიერთდა. მათ გუნდთან ბოლომდე ვერ გაიარეს დაცვითი სისტემები. მიუხედავად ამისა, პირველ ნახევარში რომ ნაკლები შეცდომები დაგვეშვა, შესაძლებელი იქნებოდა ამ მატჩის მოგება. გავაანალიზებთ შეცდომებს, ახალწვეულები შეთამაშდებიან გუნდთან და იმედი გვაქვს, შემდეგ მატჩებში უკეთეს სასურველ შედეგებს მივაღწევთ”.

კოტე ტუღუში, “ქუთაისის” მთავარი მწვრთნელი:

“როგორც ყოველთვის, რუსთავში თამაში რთულია და ჩვენც ვემზადებოდით ამ მატჩისთვის, მით უფრო, რომ მეტოქეს ახალი ლეგიონერები ჰყავდა და საკმაოდ გაძლიერებული გახლდათ. ჩვენ გვაკლდა ლევან ფაცაცია, რის გამო როტაციის პრობლემა შეგვექმნა და გუნდის წევრები გადაიღალნენ. ბოლომდე ვერ დავიჭირთ თამაში და მასპინძლებს რომ შანსი გაუჩნდათ, ეს ქომაგების დამსახურებაც გახლდათ. საბოლოოდ სასურველ შედეგს მივაღიეთ და მნიშვნელოვანი 2 ქულა ავიღეთ”.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"დელტამ" "მგზავრები" სერიაში 3:0 დაამარცხა და სუპერლიგის ფინალში გავიდა
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
"რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" 76:60 სძლია და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
"ოლიმპი" ქუთაისში დამარცხდა, "ვერამ" კი რუსთავში იმარჯვა
საკანდელიძე-ქორქიას სახელობის მემორიალის ფინალში "კაკტუსი" "რუსთავს" დაუპირისპირდება
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
"ქუთაისი" ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
ახალგახსნილ დარბაზში მასპინძელმა "რუსთავმა" "დელტასთან" ბოლო წამზე წააგო
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
"ქუთაისმა" "კავკასია" 23 ქულით დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
ფინალური სერიის მეორე მატჩი "რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" ბრძოლაში მოუგო
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
"დელტამ" სუპერლიგის ფინალური სერია ქუთაისში გამარჯვებით გახსნა
"დელტამ" "ქუთაისი" დაამარცხა და ფინალური სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
"დელტამ" "მგზავრები" ნახევარფინალურ სერიაში 2:0 ჩამოიტოვა
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის გამარჯვებული "რუსთავი" გახდა
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში