ქართველი მსაჯებისგან დაკომპლექტებული ბრიგადა პარასკევს, გამთენიისას, გეზს ინგლისისკენ აიღებს და 16 ნოემბერს ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "ლესთერ თაიგერსისა" და "პოს" შეხვედრას, ერთი კვირის შემდეგ კი, "უოსპსისა" და "აჟენის" მატჩს განსჯის.

ფრანგულ-ინგლისურ დაპირისპირებებში მთავარი მსაჯი ნიკა ამაშუკელი იქნება, რომელსაც კიდეებიდან შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი დაეხმარებიან.

მანამდე, 2 ნოემბერს, თევზაძემ რაგბი ევროპის "ალაფაზე" პოლონეთი - გერმანია (15:35) იმსაჯა. მას კიდეებიდან აბულაშვილი და შოთა ცაგარეიშვილი ეხმარებოდნენ. ქართველმა რეფერიმ უმაღლესი შეფასება მიიღო და ახლა დანიშვნებს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ელოდება:

"რაგბი ევროპის მსაჯთა კორპუსს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - პატრიკ რობენი ჟოელ დუმემ შეცვალა. პოლონეთი-გერმანიის მატჩზე დანიშვნისას თქვა: "ვიცი, ამ თამაშის დონე თქვენი მსაჯობის დონეს არ შეესაბამება, მაგრამ ამ პერიოდში სხვა თამაში არ გვაქვს და მსურს, თქვენი მუშაობა პირადად ვიხილო". ჩვენ ბოლო დროს უმაღლეს დონეზე მუშაობას მივეჩვიეთ და ამ თამაშს თავი კარგად გავართვით. უმაღლესი შეფასება მივიღეთ და გაჩნდა წინაპირობა, რომ იანვარში რაგბი ევროპის ჩემპიონატზე დამნიშნონ".

მანამდე ის ნიკა ამაშუკელთან ერთად გაცვლითი პროგრამით უელსში იმყოფებოდა. მათ იქაური უმაღლესი ლიგის თითო-თითო შეხვედრა იმსაჯეს. თევზაძე ამბობს, რომ მსგავსი გაცვლითი პროგრამები განვითარებისთვის მნიშვნელოვანია:

"ჩვენსა და უელსის რაგბის კავშირს შორის კარგი ურთიერთობა დამყარდა, მე და ნიკა უელსში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვიყავით. მსგავსი პროგრამები მნიშვნელოვანია. ყველა ქვეყნის ჩემპიონატს თავისი სპეციფიკა აქვს და რაც უფრო მეტ გამოცდილებას შეიძენ, მით უფრო მაღალ დონეზე ახვალ".

საკლუბო დონეზე ქართველმა მსაჯებმა უკვე აიწიეს ერთი საფეხურით მაღლა, რაზეც ჩელენჯ ქაფის მატჩების მსაჯობა მეტყველებს. თევზაძეს ამ დონის საკლუბო ტურნირზე აქამდე არასდროს უმუშავია:

"შარშან კონტინენტის ფარს ვმსაჯობდი, ამჯერად კი უფრო მაღალ დონეზე მომიწევს მუშაობა. ქართული ბრიგადა ამ დონის შეხვედრაზე პირველად იქნება. ვფიქრობ, რთული შეხვედრები იქნება, თუმცა დარწმუნებული ვარ, თავს კარგად გავართმევთ. განსაკუთრებით საინტერესო იქნება "უოსპსისა" და "აჟენის" დაპირისპირება. ორივე გუნდს ქართველი ბურჯი ჰყავს. ყველამ კარგად იცის, ისინი რა დონეზე არიან და დიდ ჯახს ველოდებით. ასევე ველოდები, რომ თუ ამავე სეზონში არა, მომდევნო სეზონში აუცილებლად, ჩელენჯ ქაფზე ცენტრში დანიშვნას მეც მივიღებ და უფრო მეტი ქართველი მსაჯი წარვადგენთ ჩვენს ქვეყანას უმაღლეს დონეზე, საერთაშორისო ასპარეზზე".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
"არსენალი" რაისს კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ ანაზღაურების გაზრდას სთავაზობს
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
გაშვების ვარიანტს განიხილავენ - "რეალი" კამავინგას ტრანსფერზე დააყენებს
ფეხბურთს დაუბრუნდა - დავიდ ვილია "ატლეტიკოში" დასაქმდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ჩვენებურების გარეშე - კონფერენს ლიგაზე "შახტარმა" გაიმარჯვა, "რიეკა" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0:1 მეშახტე. ყოჩაღი დებიუტანტის ისტორიული გამარჯვება
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
VIDEO | ეროვნული ლიგა| სამგურალი 1:1 დინამო ბთ. ფრეებს დაეჩვივნენ...
დონარუმას ნაკვალევზე - პსჟ-დან "სიტიში" შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს
ვალვერდე კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - ნომინაციაში კვარაცხელია იყო წარდგენილი
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე სუპერმატჩი ჩაატარა
შმეიხელი: ვისიამოვნე - კვარაცხელიამ 28 წუთში პსჟ გარდასახა და მასთან ერთად განსხვავებული გუნდია
მიქაუტაძემ შეიძლება "ალავესთან" ვერ ითამაშოს
რიოლო კვარაცხელიას არ ეშვება - ის ქართველის სათადარიგოობას ლოგიკურად მიიჩნევს
ტუდორის აღარავის სჯერა - "ტოტენჰემში" მძიმე სიტუაციაა
მბაპეს შედეგი გაიმეორა - კვარაცხელიას ბრწყინვალე მაჩვენებლები რიცხვებში
დამატებით სანქციებს დაუწესებენ? - კიმიხსა და ოლვიეს ყვითელი ბარათები შესაძლოა, ძვირად დაუჯდეთ
კიდევ 1 სეზონი "ლივერპულში" - ფაბრიციო რომანომ ალისონის მომავალზე ისაუბრა
ქართველი მსაჯები ტესტ-მატჩებსა და რაგბი ევროპის სუპერ თასზე
რაგბი ევროპა - აბულაშვილი "ალაფის" ცენტრალურ მატჩში
ნიკა ამაშუკელი ექვსი ერის მთავარ მატჩში
10 მსაჯით ევროპაში
ოთხი მსაჯით ჩემპიონთა თასზე!
ქართველი მსაჯები სუპერთასის ნახევარფინალში
პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე
ნიკა ამაშუკელი ნოემბრის ტესტებზე
საბა აბულაშვილი - მესამე ქართველი მსაჯი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
საბა აბულაშვილის მორიგი ნაბიჯი – ორი მსაჯით ტესტ-რაგბიში
რაგბი ევროპა - ქართული მსაჯთა ბრიგადა რუმინეთი-ბელგიაზე
ქართველი მსაჯები იტალიურ დერბის განსჯიან
20 წ. | საბა აბულაშვილი – ახალი გამოწვევები ახალი წესებით
მსოფლიოს საუკეთესო მსაჯი საქართველოს ჰყავს
სამი მსაჯით ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
რაგბი ევროპა - ქართველი მსაჯები უმაღლეს დონეს შესწვდნენ
სუპერთასი | საბა აბულაშვილი დასავლეთ კონფერენციის ცენტრალურ მატჩში
უკვე მეორედ - ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს