ქართულმა სამსაჯო ბრიგადამ "გამოცდა წარმატებით ჩააბარა". ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის სამსაჯო კომიტეტმა ნიკა ამაშუკელს, შოთა თევზაძესა და საბა აბულაშვილს "ჩელენჯ ქაფის" ორი რთული მატჩის გაძღოლა მიანდო და მათ ამოცანას თავი კარგად გაართვეს.

"ლესთერ თაიგერსისა" და "პოს" მატჩის შემდეგ ამ სამეულმა "უოსპსისა" და "აჟენის" შეხვედრა იმსაჯა. ამაშუკელი ორივე თამაშში მოედნის მსაჯი იყო და ამბობს, რომ ასეთი დონის ვარსკვლავებთან მუშაობით უდიდესი სიამოვნება მიიღო:

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მეორე დონის სარაგბო ქვეყნების წარმომადგენლებიდან ასეთი დონის შეხვედრები აქამდე არავის უმსაჯია. იმ თამაშებს შორის, რომლებიც სხვადასხვა ტურნირსა თუ ჩემპიონატში აქამდე მიმსაჯია და ჩელენჯ ქაფის ამ ორ შეხვედრას შორის, უდიდესი სხვაობაა.

ამ ტურნირში ევროპის უდიდესი ისტორიის მქონე კლუბები თამაშობენ, სადაც ყველა ასპექტში მაღალი სტანდარტებია. ჰყავთ პროფესიონალი მოთამაშეები, რომელთა ცხოვრება რაგბია, უდიდესი გამოცდილება აქვთ და ზუსტად იციან, სად გადის ზღვარი მორაგბისა და მსაჯის ურთიერთობას შორის. შედეგად, ისინი ნებისმიერ ასპექტში დიდ გამოწვევას გვთავაზობენ და ამისთვის მუდამ მზად უნდა იყო. გარდა ამისა, ინგლისურ-ფრანგული დაპირისპირებები საკლუბო დონეზეც ურთულეს შეხვედრებად ითვლება და ეს ჩვენთვის დიდი გამოცდა იყო, რომელიც წარმატებით ჩავაბარეთ".

"უოსპსისა" და "აჟენის" მატჩში ამაშუკელს, თევზაძესა და აბულაშვილს ქართველი ბურჯების მსაჯობა მოუწიათ. ფრანგული კლუბის რიგებში პირველიდან 51-ე წუთამდე ითამაშა გიორგი თეთრაშვილმა, ხოლო ინგლისელთა შორის 59-ე წუთზე შეცვლაზე ზურაბ ჟვანია შევიდა. რიგ ეპიზოდებში მსაჯთა მიკროფონში ქართული მითითებებიც ისმოდა.

"ჩელენჯ ქაფი რთულ ტურნირად ითვლება, თუმცა სადებიუტო მატჩს თავი კარგად გავართვით. ჩვენი მასწავლებლისგან და ასევე ეპსრ-ის წარმომადგენლებისგან კარგი შეფასება მივიღეთ.

გვითხრეს, რომ თამაშის რიტმი და მენეჯმენტი დალაგებული იყო. რაც შეეხება მეორე შეხვედრას, ორმაგად სასიამოვნოა, როდესაც ასეთ დიდ კლუბებში ქართველი მორაგბეები არიან და ჩვენ გვიწევს მათი მატჩის მსაჯობა. გვქონდა ქართული გასაუბრებები, შეძახილები, რაც ბუნებრივია.

როდესაც უცხო გარემოში შენს თანამემამულეს ხვდები, სასიამოვნოა მასთან ქართული საუბარი. ბიჭებმა კარგად ითამაშეს და შეხვედრის დასრულების შემდეგ "უოსპსის" სასადილოში მათთან ბევრი ვისაუბრეთ", - ამბობს ამაშუკელი, რომელიც ჩელენჯ ქაფის მესამე ტურში, 6 დეკემბერს, "ენისეისა" და "კასტრის" შეხვედრას მოემსახურება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ნიკა ამაშუკელი ექვსი ერის მთავარ მატჩში
10 მსაჯით ევროპაში
პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე
ოთხი მსაჯით ჩემპიონთა თასზე!
სამი მსაჯით ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე
20 წ. | საბა აბულაშვილი – ახალი გამოწვევები ახალი წესებით
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ქართველი მსაჯები სუპერთასის ნახევარფინალში
საბა აბულაშვილი - მესამე ქართველი მსაჯი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
ქართველი მსაჯები ტესტ-მატჩებსა და რაგბი ევროპის სუპერ თასზე
სუპერთასი | საბა აბულაშვილი დასავლეთ კონფერენციის ცენტრალურ მატჩში
საბა აბულაშვილის მორიგი ნაბიჯი – ორი მსაჯით ტესტ-რაგბიში
ნიკა ამაშუკელი ნოემბრის ტესტებზე
უკვე მეორედ - ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს
მსოფლიოს საუკეთესო მსაჯი საქართველოს ჰყავს