მსოფლიო რაგბიმ 2022 წლის "ექვსი ერის" მატჩების სამსაჯოდ კიდევ ორი ქართველი რეფერი მიიწვია. შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი 20-წლამდელთა ტურნირის ორ-ორ თამაშზე იმუშავებენ – აქედან ერთში თევზაძე მოედნის მსაჯი იქნება.

მანამდე, 19 თებერვალს, 27 წლის რეფერი რაგბი ევროპის „ალაფაზე“, ჰაიდელბერგში, გერმანიისა და ბელგიის ჯახს იმსაჯებს. ამ გუნდების დაპირისპირება პრინციპულობით გამოირჩევა და სასიამოვნოა, რომ რთული შეხვედრის მსაჯობა ქართველ რეფერის ანდეს. შოთა თევზაძეს ქართველი გვერდითი მსაჯები ეყოლება, რომელთა ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

მთავარი მოვლენა 10 მარტსაა ჩანიშნული. 20-წლამდელთა "ექვსი ერის" მეოთხე ტურში უელსი საფრანგეთს უმასპინძლებს და მოედნის მსაჯი შოთა თევზაძე იქნება, საბა აბულაშვილი კი კიდიდან დაეხმარება. მეხუთე ტურში, 20 მარტს, ირლანდია შოტლანდიას ეთამაშება და თევზაძე და აბულაშვილი გვერდითი მსაჯები არიან.

საგულისხმოა, რომ მსოფლიო რაგბი 20-წლამდელთა ტურნირებს, მათ შორის, "ექვს ერს", განვითარების ჭრილში უყურებს, როგორც მოთამაშეების, ასევე მატჩის ოფიციალური პირების კუთხით. ყველა მსაჯი, რომლებიც ამ ტურნირზე არიან მიწვეულნი, სამომავლოდ უფრო მაღალ დონეზე მოიაზრება და ქართველი მსაჯებისთვის ესაა შანსი, დაამტკიცონ საკუთარი შესაძლებლობები და განვითარების გზაზე კიდევ უფრო წინ წაიწიონ.

„10 მარტს მნიშვნელოვანი თამაში მელის. უელსისა და საფრანგეთის დაპირისპირება ყველა დონეზე პრინციპულ ხასიათს ატარებს. ბოლო წლებში ნაჩვენებ შედეგებს თუ გადავხედავთ, ფავორიტი საფრანგეთია, მაგრამ უელსი არასდროს ნებდება, ყოველთვის ბოლომდე იბრძვის, განსაკუთრებით, საკუთარი ქომაგის წინაშე და საინტერესო გამოცდილება მელის“ – ამბობს "ექვსი ერის" ცენტრალურ მსაჯად საკუთარი დებიუტის შესახებ შოთა თევზაძე და განაგრძობს:

„პირველად რაგბი ევროპის „ალაფის“ შეხვედრა მელის და ჯერ მხოლოდ მასზე ვარ კონცენტრირებული, თუმცა, რა თქმა უნდა, "ექვს ერზეც" მეფიქრება. ნიკა ამაშუკელთან ერთად, ამ ტურნირზე გვერდით მსაჯად ნამუშევარი მაქვს და ნიკას ტრავმის (წარბი გაუსკდა) გამო გარკვეული დროით ცენტრშიც მომიწია მსაჯობა. 20-წლამდელთა "ექვსი ერის" თამაშები ინტენსივობითა და დონით კაცთა გუნდების შეხვედრებს არ ჩამოუვარდება. ეს არის გარდამავალი ტურნირი, ერთგვარი კარი დიდი რაგბისკენ და ბედნიერი ვარ, შანსი რომ მივიღე. ახლა ყველაფერი ჩემს ხელთაა და ვეცდები, ქართული რაგბი ვასახელო“.

გასული წლის ნოემბერში თევზაძემ რაგბი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე იმსაჯა და პირველსავე მატჩში, მე-3 წუთზე კოჭის ტრავმა მიიღო, მაგრამ დასახული მიზნისკენ სვლა არ შეწყვიტა და ფინალურ მატჩში პორტუგალიასა და ესპანეთს უმსაჯა.

„პორტუგალიაში გამგზავრებამდე მიზნად ფინალური მატჩის მსაჯობა დავისახე და მიუხედავად ტრავმისა, ამოცანას წარმატებით გავართვი თავი. თამაშებს ტკივილგამაყუჩებელი ნემსებით ვუძღვებოდი, რადგან ვიცოდი, ეს შანსი უნდა გამომეყენებინა და საბოლოოდ კარგი შეფასება მივიღე. მკურნალობის კურსი ახლახან დავასრულე და მეტი თავგამოდებით ვვარჯიშობ, რათა ჩვეულ ფორმაში შევხვდე ჯერ დიდი 10-ის და რაგბი ევროპის „ალაფის“, შემდეგ კი "ექვსი ერის" თამაშებს“.

20-წლამდელთა "ექვს ერში" გვერდით მსაჯად მუშაობის გამოცდილება აქვს საბა აბულაშვილსაც. განსხვავება ისაა, რომ მაშინ ნიკა ამაშუკელის დამხმარეები ქართულმა სამსაჯო კორპუსმა შეარჩია, ახლა კი საბას უშუალოდ მსოფლიო რაგბიმ დაუძახა, რაც კარგი პერფორმანსის შემთხვევაში შემდგომი წინსვლის ალბათობას ზრდის:

„მთავარი ისაა, რომ ამჯერად პერსონალური დანიშვნა მივიღე. მართალია, ორივე თამაშზე გვერდითი მსაჯი ვარ, თუმცა ყველაფერი სწორედ ასე იწყება და მომავალ შეხვედრებს მოტივირებული ვხვდები. აქ მარტო ჩემს თავს კი არა, მთელ ქვეყანას წარმოვადგენ, რაც სიამაყესთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობაა. ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ჩავაბარებთ გამოცდას. მინდა მთელი სამსაჯო კორპუსის სახელით დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს რაგბის კავშირს, რომელმაც ჩვენს მასწავლებელთან, დევიდ მაკქიუსთან ერთად განვითარების საშუალება მოგვცა, რადგან სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ქართულმა სამსაჯო სკოლამ ბოლო წლებში ასეთ დიდ წარმატებას მიაღწია“.

rugby.ge

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
ქოჩორაშვილის და ლომინაძის გარეშე - "სპორტინგმა" "ეშტორილს" მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
შენგელიამ ნაკრებთან თამაშის დღეს ივარჯიშა | ჯიკიჩმა მატჩისთვის 12 მოთამაშე შეარჩია
ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ - ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე
"ცრუ ცხრიანით თამაშობდა, მაშინ როცა სხვებმა არც კი იცოდნენ ეს რა იყო" - "ლიდსის" მწვრთნელმა გვარდიოლასადმი კომპლიმენტები არ დაიშურა
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
[VIDEO] ნეიმარის დუბლი და ცეკვა ვინისიუსის სტილში - "სანტოსმა" "ვასკო და გამა" დაამარცხა
ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა
კონფერენს ლიგა: მორჩილაძის "რიეკა" მერვედფინალში გავიდა, სიგუას "ლოზანა" - ვერა
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურში
"არსენალი" კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია - პსჟ მეხუთე პოზიციაზეა
"გალათასარაის" 1/8-ფინალში გასვლა ერდოღანმა მიულოცა
"რომელი გირჩევნიათ მერვედფინალში მეტოქედ, "ჩელსი" თუ "ბარსელონა"? - კვარაცხელიამ კითხვაზე უპასუხა
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა
"შეგვიძლია თუ არა გასული სეზონის პსჟ გავხდეთ?" - ენრიკემ შეკითხვას უპასუხა
"ვიცოდი, რომ "იუვენტუსი" ჩვენს ცხოვრებას კოშმარად გადააქცევდა
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
10 მსაჯით ევროპაში
ნიკა ამაშუკელი ნოემბრის ტესტებზე
სამი მსაჯით ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე
ოთხი მსაჯით ჩემპიონთა თასზე!
20 წ. | საბა აბულაშვილი – ახალი გამოწვევები ახალი წესებით
ქართველი მსაჯები სუპერთასის ნახევარფინალში
საბა აბულაშვილი - მესამე ქართველი მსაჯი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
ქართველი მსაჯები ტესტ-მატჩებსა და რაგბი ევროპის სუპერ თასზე
სუპერთასი | საბა აბულაშვილი დასავლეთ კონფერენციის ცენტრალურ მატჩში
საბა აბულაშვილის მორიგი ნაბიჯი – ორი მსაჯით ტესტ-რაგბიში
პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე
მსოფლიოს საუკეთესო მსაჯი საქართველოს ჰყავს