რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში პორტუგალიური "ლუზიტანუშის" 17:14 დამარცხების და პირველი თასის მოგების შემდეგ, "შავი ლომის" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ქართული ფრენჩაიზის და ამ წარმატების მნიშვნელობაზე ისაუბრა"

"პირველი ქართული ფრენჩაიზი ფორსირებულ რეჟიმში შეიქმნა. ამ მიმართულებით რაგბის კავშირმა და უშუალოდ ბაჩო ხურციძემ დიდი სამუშაო ჩაატარა. მან უმოკლეს პერიოდში მოახერხა ამ პროექტის განხორციელება, რაც ადვილი ნამდვილად არ იყო. "შავი ლომის" მიზანია, რომ ეროვნული ნაკრების ვერტიკალზე გაიზარდოს იმ მოთამაშეთა რაოდენობა, რომლებიც ეროვნული ნაკრების კანდიდატებად მოიაზრებიან. ასევე, საქართველოში მყოფი მორაგბეებისთვის მაქსიმალურად პროფესიონალური გარემოს შექმნა. ამ ყველაფერმა შედეგი მოიტანა და პირველი ტიტულის მოგებით ისტორია დაიწერა. რაგბის კავშირმა, სამწვრთნელო შტაბმა და მოთამაშეებმა მაქსიმუმი გაიღეს, რათა დასახული მიზნისთვის მიგვეღწია და ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოგვეპოვებინა", - ამბობს მაისაშვილი და უშუალოდ ფინალურ შეხვედრასთან დაკავშირებით განაგრძობს:

"ეს უკვე მე-10 ფინალია, რომელიც კაცთა ჩემპიონატებში მოვიგე. ეს გამოცდილება მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ფინალი სპეციფიკით სხვა თამაშებისგან ყოველთვის განსხვავებულია და მისი მოგება მარტივი არასდროსაა. მიუხედავად იმისა, რომ მთელ რიგ კომპონენტებში გვქონდა უპირატესობა, არ იყო მარტივი თამაში. მოწინააღმდეგეს ჩვენზე არანაკლებ სურდა მოგება. მას ჰქონდა თამაშის თავისებური ხელწერა. ჩვენ დავუპირისპირეთ ჩვენი ძლიერი მხარეები, რამაც საბოლოო ჯამში შედეგი მოიტანა. დაძაბულობა თავისთავად საინტერესოს ხდის თამაშს, შესაძლოა, სანახაობა არ გამოვიდეს, თუმცა ეს ახასიათებს ფინალს. ამ მხრივ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო შედეგი და არა სანახაობრივი მხარე, რაზეც აქცენტი გავაკეთეთ და ფაქტია, ამან შედეგი მოიტანა".

შინ დაბრუნების შემდეგ, "შავი ლომი" რამდენიმე დღე დაისვენებს და 13 მაისს სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, სადაც ივნისის ბოლომდე ქარის თასის შეხვედრები ელოდება:

"პორტუგალიაში ტურისტული სეზონია და მიუხედავად იმისა, რომ მზადება 2 კვირით ადრე დავიწყეთ, მგზავრობის კუთხით პრობლემები შეგვექმნა. პორტუგალიაში გადაჯდომებით, სამ ჯგუფად ჩავედით. გზაში დიდი დრო გავატარეთ, რის გამოც რეაბილიტაცია სრულად ვერ გავიარეთ და ეს გვეტყობოდა. შინაც სამ ჯგუფად ვბრუნდებით. თბილისში ბიჭებს დასასვენებლად სულ 3 დღე ექნებათ და სამხრეთ აფრიკაში მივემგზავრებით. რთული გრაფიკი გვაქვს, თუმცა ყველას კარგად გვაქვს გააზრებული რას ემსახურება ეს ყველაფერი. დაუღალავი შრომა საბოლოოდ აუცილებლად მოიტანს შედეგს. ჩვენი მთავარი სამიზნე ივლისის ტესტებია და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რათა ამ თამაშებს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ".

rugby.ge

გიორგი
აუ, ეს არსად წასვლას არ აპირებს. დავრჩებით ამ დონეზე. ანუ ტიერ-1 გუნდებთან ყველა თამაშს წავაგებთ, სანამ მაისაშვილს არ შეცვლიან.
ლუკა
'ისტორია დაწერა'და მსგავსი სიფრიფანა მკვეხარა ფრაძები ტეხავს. ისტორიას მაშინ დავწერთ გამართულ თამაშს რომ ვისწავლით. ერთ რაქსი მთელი გუნდით რო შედიხარ და მაინც ბურთს კარგავ ამაში ისტორიული არაფერია.
კომისარი
ერთი იმის ტვინში ჩამახედა, ვინც არ მეთანხმება, რომ მსაჯობა იდეალური იყო. რამე პრტენზია გაქვთ მსაჯთან? თუ გავთ თქვით კონკრეტულად. ან ნორმალური იყო პორტუგალიის მწვრთელის შეფასება? ან არ ათრიეს შერკინებაში ჩვენებმა პორტუგალიელები? თუ ვინმე არ მოგწონს, ეს არ ნიშნავს, რომ ობიექტური არ იყო.
მთ
ბანძი ტურნირის მოგების ისტორია?
ვენდი
იქნება გამოცდილი მწვრთნელიც ენახათ,ასე შორს ვერ წავლენ
sormona-ს
ცივი წყალი დალიე და ბოღმა მოიცილე.
კომისარი
პორტუგალიის მწვრთელს აკლია სერიოზულად. მსაჯობა იყო იდეალური. შერკინების ჯარიმა თუ არ მოეწონა - საკუთარ შეგირდებს მოკითხოს. პირდაპირ ათრიეს ჩვენებმა პორტუგალიის შერკინება, ლამის დაამიწეს ბურთიანად და ჯარიმა მაინც არ უნდა მიეცა მსაჯს?
გიორგი-50
ვულოცავ ,,შავ ლომს'', ლევანს და მთელ საქართველოს... ახლა შენიშვნების დრო არ არის, თუმცა, ბეწვის ხიდზე გავიარეთ.... ადრეც დავწერე, ბაბუნაშვილი კარგი ბიჭია, მაგრამ ფაცი-ფუცააა დარტყმის მომენტში, ემოციურია და მაგიტომაც მაზავს ხშირად... ორი ისეთი ააცილა, რომ შეიძლება წაგებად დაგვჯდომოდა... შერკინების ბიჭებს 5+-ით... გადათელეს... გადამწყვეტი უპირატესობა მათ მოიპოვეს... მგონი, 6-7 ჯარიმა, ასე დავითვალე... პორტუგალიელების მწვრთნელი რა ,,ნაგლი'' ყოფილა, რეები ილაპარაკა მსაჯზე... ვფიქროობ, დისკვალიფიკაცია ეკუთვნის... ისტორია დაიწერა, ყველას გვიხარია... წარმატებები ბიჭებს აფრიკულ ტურნეში...
კაკო
ეკაიფე გუტენა ბებიას
კობა
გილოცავთ!!!...გილოცავთ ვაჟკაცებო!!!...
sormona
შენ რომ არა ვერ მოიგებდნენ
ელგუჯა
10 ნომერი ნახეთ სადმე ბაბუ არ გამდგება
15-ქალა | ორი თამაში თებერვალ-მარტში
ჩელენჯ თასი | "ქონოთისთვის" სამი შეიცვალა
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"შავი ლომი" | ტოპ 14-ისა და ჩელენჯ თასის ორგზის ჩემპიონი თბილისში
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
ჩელენჯ თასი | "ქონოთისთვის" სამი შეიცვალა
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
"შავმა ლომმა" "მონპელიე" მხოლოდ პირველ ტაიმში დაჯაბნა