საქართველოს ნაკრებისა და "შავი ლომის" მწვრთნელად რიჩარდ კოკერილი დანიშნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას პირველი ქართული ფრენჩაიზი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"ახალ წელს დიდი ამბით შევხვდით - "ბორჯღალოსნებსა" და "შავ ლომს" ახალი მწვრთნელი ჰყავს.

რიჩარდ კოკერილი წლების განმავლობაში იყო ფრანგული "ტულონის", "მონპელიესა" და შოტლანდიური "ედინბურგის" მთავარი მწვრთნელი, ინგლისის ნაკრების შერკინების მწვრთნელი. მას უმუშავია როგორც ედი ჯონსთან, ასევე სტივ ბორსვიკთან.

მოთამაშის კარიერის განმავლობაში, კოკერილი იცავდა "ლესტერ ტაიგერსისა" და "კლერმონის" ღირსებას, ინგლისის ნაკრების მაისურით კი 27 თამაშში 3 ლელო აქვს დადებული".

ლევანი
გაგვიზიარე მეგობარო, რა მოხდა ?
გულშემატკივარი
მეგობრებო მობრძანდით სტადიონზე, ჩვენ ჩვენი გავაკეთოთ და ბიჭები თავისას იზავენ.
ნიკა
ლევან მაისაშვილს სანამ გააკრიტიკებს ვინმე ჯერ მოთამაშეების საქციელები მოიკითხოს კარგად მსოფლიოზე და მერე ილაპარაკოს, ტრამვებს აღარ ვახსენებ, გააანალიზეთ ცოტა რა მოხდა მსოფლიოზე...
ხომ ერა
მადლობა მაისაშვილს!!! არასდროს დაგვავიწყდება იტალიასთან და უელსთან გამარჯვებები. რიჩარდს რაც შეეხება - მშვენიერი გამოცდილება აქვს. თან ქალაქ რაგბიდან არის, რაგბის მშობლიური ადგილიდან :)
გიორგი
100%
რაგბის ქომაგი
ლევან მაისაშვილს ქონდა ჩავარდნები,მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ქონდა წარმატებები,თუ ჰეიგის დროს სამოას დამარცხება თბილისში იყო ახალი ეტაპი ქართულ რაგბში,ასევე შეიძლება მაისაშვილის მოგებები იტალიასთან და მოგება უელსში,მაგრამ ზენიტში მყოფსაც გულშემატკივარი არ პატიობს ერთ წაგებასაც კი! რაც შეეხება შავ ლომს დაკომპლექტებულია ქართველ სპორცმენთა ბაზაზე,განსხვავებით ჩელენჯ თასის გათამაშებაში მონაწილე გუნდებისგან,არაფერს ვამბობ ტოპ 14 გუნდებზე,რომლებიც მსოფლიო რაგბის ვარსკვლავებით არიან დაკომპლექტებული,ასეა კასტრი,ასეა კლერმონი და სხვები,ასეთ გუნდებთან ფინანსურად ძლიერი იტალიური,უელსური და ინგლისის გუნდები 30,40,ქულით აგებენ თამაშებს,გადაამოწმეთ ანგარიშები!მადლობას თუ არ ეტყვით ნუ გალანძღავთ და შეურაცყოფას ნუ მიაყენებთ. მადლობა მაისაშვილს და წარმატებები ვუსურვოთ კოკერლის,რაგბის გულშემატკივრებს.
პაატა
კიდევ კარგი დანიშნეს, სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო! დრო გვიჩვენებს გამიდგება ეს კაცი ნაკრების მწვრთნეოად თუ ისევ სხვა იქნება მოსაძიებელი, მაგრამ მთავარია ახალი სამწვრთნელო გუნდი მივიდეს ნაკრებში და შავ ლომში!!! მაისაშვილის ფანები ნუ ინერვიულებთ, არავითარი წყვეტა გუნდს არ ექნება, ისევ ეგ “გაიყვანს” კლერმონთან გუნდს, მოიგებს მაგისი იქნება და წააგებს ისევ მაგისი… დროა მივხდეთ ზოგადად ყველა სფეროში რა სცენებსაც გვიდგამენ და რეებს გვაგუებენ… მაისაშვილი ნაკრებსაც და შავ ლომსაც სრულად უნდა ჩამოშორდეს და ახალ მწვრთნელს მიეცეს სრული თავისუფლება!
dato
ფრენჩაიზის ქართული შესატყვისი ვერა?
ნიკო
https://sportall.ge/ragbi/erovnuli-nakrebi/168932-oficilurad-qborjghalosnebsaq-da-qshav-lomsq-akhali-mtsvrthneli-hyavs.html
გრიხო
რაღაც არ მომწონს ეს ამბავი. იმედია ვცდები
სოსო
სიმართლე გითხრათ,ველოდი,რომ ბოლო თამაშსაც ლევან მაისაშვილი ათამაშებდა,შავ ლომს და მერე გადაიბარებდა,რიჩარდ კოკერილი,შავ ლომს.ასე,გაგანია ტურნირის მიმდინარეობაში,ახალი მწვრთნელის უმტკივნეულოდ შეყვანა,უიმედო საქმე მგონია.ვფიქრობ,ლევან მაისაშვილი,ყოველნაირად დაეხმარებოდა და დაეხმარება,სწრაფ ადაპტაციაში.ალბათ კლერმონთან,გამარჯვების დიდი იმედი არა გვაქვს და ეს ლოგიკურიცაა,თორემ არა მგონია,ასეთი ნაბიჯი გადაედგათ.ახლა კი,სანაკრებო თამაშებისათვის,კოკერილს უკვე საშუალება მიეცემა,ამ თამაშში ნახოს და უხელმძღანელოს შავი ლომის ბიჭებს.რა თქმა უნდა,ეს მნიშვნელოვანია.უდიდეს წარმატებებს ვუსურვებ რიჩარდ კოკერილს და ასევე ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ლევან მაისაშვილს,ჩატარებული უზარმაზარი სამუშაოსა და მონიჭებული უამრავი სიხარულის გამო.რაღაცა პერიოდი,სხვაგან იმუშავებს,ბატონი ლევანი,ამასობაში სისტემაში მოიყვანს,მიღებულ უდიდეს გამოცდილებას და ვინ იცის,კვლავ ვიხილოთ,ნაკრების,ან მთლიანად ქართული რაგბის სისტემაში.ვინც რაც უნდა თქვას,მაგრამ ვთვლიდი,ვთვლი და მომავალშიც ჩავთვლი,რომ ლევან მაისაშვილი უდიდესი ქართველი მწვრთნელია,რომელსაც დღეს ღირსეულად ვერ აფასებენ.ასეთი ადამიანების ღვაწლს,მხოლოდ წლების გადმოსახედიდან აფასებენ ხოლმე,ღირსეულად.
ჟორჟ სამპაიო
ამ ფოტოზე უკეთესი ფოტო ვერ ნახეთ....?!
ლევანი
მაგარი ჭკვიანურია რომ ერივეს მწვრთნელია, შავ ლომში ბევრი ნაკრების მორაგბე თამაშობს, აქ შეეცდება ცდები ჩაატაროს რომელსაც გამოიყენებს ნაკრებისთვის! მომეწონა
მინდია
ის შემთხვევაა,როცა მხოლოდ ერთი უნდა ვთქვათ:კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.წარმატებები!
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ხუსანოვი "მანჩესტერ სიტის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
გულიაშვილმა ესპანეთში დაბრუნებისთანავე გაიტანა
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
თელავის გამარჯვება რუსთავში | ქუთაისმა კავკასიას მოუგო და ბათუმს ელოდება
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"კლუბის ამ გადაწყვეტილების გამო ვისჯებით" - ფერნანდესთან ერთად მარესკას კუკურეიაც გამოექომაგა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა
გატუზო: დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა
[VIDEO] ბოსნიამ იტალიას მოუგო - მსოფლიოს ჩემპიონატზე აგრეთვე ჩეხეთი, თურქეთი და შვედეთი გავიდნენ
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
[VIDEO] U21. სიგუას დუბლი და გამორჩეული ნარიმანიძე - საქართველოს ნაკრებმა მალტას სძლია
შევალიემ შეიძლება საფრანგეთის ნაკრებში ადგილი დაკარგოს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
რიჩარდ კოკერილი: მეტი კონტროლი მეტ ქულას მოგვიტანს
"შავი ლომი" | "იბერიანსთან" ბევრ ახალ სახეს ვიხილავთ" – რიჩარდ კოკერილი
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
რიჩარდ კოკერილი: გულშემატკივარს კარგი თამაში და დამაჯერებელი გამარჯვება უნდა ვაჩვენოთ
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
რიჩარდ კოკერილი: ქომაგის იმედი ესპანეთთან მატჩშიც გვაქვს
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
"შავი ლომი" | კოკერილის დებიუტი მშობლიურ "ლესტერ თაიგერსთან" შედგება
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი მატჩისთვის