საქართველოს სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი “ქუთაისი 2010” დღეს ფიბა ევროპის თასის გათამაშებაში ჩაება. ეს გახლავთ იმერული კლუბის მეორე, ხოლო ქართული კლუბებისთვის ზედიზედ მესამე ევროსეზონი. შარშანწინ თსუ, ხოლო ბოლო 2 სეზონია, ქუთაისი ფიბა ევროპის თასზე ასპარეზობს, რაც მისასალმებელი ამბავია და უკვე ტრადიციად დამკვიდრდა: საქართველოს ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში ასპარეზობს და ჯგუფურ ეტაპზე ვერმოხვედრის შემდეგ ფიბა ევროპის თასზე ინაცვლებს.

ქუთაისელებმა საკვალიფიკაციოში ტურნირის პირველ წრეში ბოლო წამებზე, ბრძოლაში წააგეს სლოვაკურ ლევიცესთან და ფიბა ევროპის თასის გათამაშების E ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქეებად ესპანური “ბილბაო”, ბერძნული “პერისტერი” და ჩეხური “ბრნო” ჰყავთ. სულ 10 ჯგუფია და მომდევნო, მეორე ეტაპზე ჯგუფის გამარჯვებულები და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი გადიან.

ქუთაისელებს სავარაუდოდ გაუჭირდებათ ჯგუფიდან გასვლა, რადგან პირველივე ტურში საშინაო მატჩი უშუალო კონკურენტთან – ჩეხურ ბრნოსთან წააგეს. შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში იმ მიზეზით გაიმართა, რომ ქუთაისის დარბაზი არაა მზად, საერთაშორისო მოთხოვნები დააკმაყოფილოს და ახლა სწორედ ამ მიზნით იქ სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ამ ევროსეზონში ვეღარ მოესწრება, თუკი ქუთაისი ჯგუფიდან არ გავიდა, რადგან დარბაზის ხელახალი გახსნა მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება, როცა ფიბა ევროპის თასის პირველი ჯგუფური ეტაპი დასრულებული იქნება.

რაც შეეხება მატჩს – ბრნომ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 84:66. სტუმრებმა შეხვედრა თავიდანვე უპირატესობით დაიწყეს და პირველ მეოთხედი 7-ქულიანი სხვაობით მოიგეს. მეორე პერიოდში ქუთაისელებმა ბრნოს ამერიკელ ლეგიონერს, ჯეიკობ გროუვსს ვერაფერი მოუხერხეს, თავის მხრივ ქართულ გუნდს შეტევაში თამაში აღარ გამოსდიოდა. ჩეხებმა პირველი ტაიმი 17 ქულით მოიგეს. მატჩს ინტრიგა მესამე მოეთხედში დაეკარგა, როცა ბრნოს უპირატესობამ 29 ქულია გახდა.

შეხვედრის საუკეთესო მექულე ზემოთხსენებული გროუვსი გახდა, რომელმაც 33 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, ასევე მის ანგარიშზე 8-იდან 4 ჩაგდებული სამქულიანი გახლდათ. ქუთაისელთა მხრიდან დეტრიკ ბრაუნინგმა კარგად კი დაიწყო, მაგრამ მხოლოდ 16 ქულის დაგროვება შეძლო. შედეგიანობის მხრივ ნიკოლოზ დარბაიძე გამოირჩა, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო.

ქუთაისური გუნდი ფიბა ევრპის თასზე მეორე შეხვედრას 22 ოქტომბერს, ბერძნულ პერისტერის წინააღმდეგ სტუმრად ჩაატარებს. სხვათა შორის, დღეს ბერძნულმა კლუბმა ესპანეთში იმარჯვა. პერისტერიმ ბილბაო დაძაბულ ბრძოლაში – 84:81 დაამარცხა.

GBF.GE

555
რატომღაც,რომ მოეგო?!
გია
ამათი საცოდაობის ყურება გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის და ეს ოცნებაც აგვიხდა,ელემენტარული თავმოყვარეობა ხომ უნდა ქონდეს გუნდის ხელმძღვანელობას რომ ამ გუნდით სულ მცირე სირცხვილია ევროსარბიელზე გასვლა, ფეხბურთის გუნდების არ იყოს სად პოულობთ ამ ლეგიონერებს ბურთი კომში რომ გონიათ
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
კალათბურთის განვითარების პროგრამით სამეგრელომ და აჭარამ ინვენტარის მორიგი შევსება მიიღო
სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა - მოედანზე "ხალიჩა" იყო გადაფარებული
"ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია" - დეკლან რაისმა ვიქტორ იოკერეში დაიცვა
ყველანაირი აკრძალვა რუსულ კლუბებთან და მათ ფეხბურთთან - აზერბაიჯანულ გუნდთან უკრაინელი ვერნიდუბის კონტაქტის დეტალები გასაჯროვდა
ალონსო როდრიგოს თამაშით კმაყოფილია - ბრაზილიელი "რეალიდან" წასვლაზე აღარ ფიქრობს
ჯუდ ბელინგემმა "რეალს" "კრისტალ პალასიდან" ნახევარმცველის დამატება მოსთხოვა
"მოგებას არ ვიმსახურებდით. ბედნიერი ვარ, რომ გარსია გვყავს" - ჰანსი ფლიკი
იქნება თუ არა ხვიჩა დღეს პარიზულ დერბიში - Le Parisien ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებაზე
[VIDEO] გასპერინი ყოფილ გუნდს ვერ მოერია - "რომასთვის" "ატალანტა" უხერხულ მეტოქედ რჩება...
[VIDEO] "ბარსელონამ" "ესპანიოლს" გამარჯვება გამოგლიჯა - "ბარსას" მეკარე ვირთხას შეადარეს
დავითაშვილის "სენტ-ეტიენი" "ლე მანთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] რაისის პირველი დუბლი პრემიერლიგაში - "არსენალი" კვლავ შეუჩერებელია!
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ელჩესთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძის გოლი, საგოლე პასი და ხელიდან გაშვებული დუბლის სუპერშანსი - "ვილიარეალმა" "ელჩეს" მოუგო
[VIDEO] მიქაუტაძემ ახალი წელი გოლით და საგოლე პასით დაიწყო
პსჟ-ს ფეხბურთელების გარეშე - Sofascore-მ წლის სიმბოლური გუნდი შეადგინა
ჩაკვეტაძის თანაგუნდელის შეძენას "ჩელსი" შეეცდება
გოგლიჩიძე ტრავმირებულია - "უდინეზე" "კომოსთან" დამარცხდა
კვარაცხელიამ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო - ქართველის დერბიში თამაში საეჭვოა
თუ "სიტისთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს - "რეალს" როდრის გაფორმების გეგმა აქვს
პსჟ-ის წლის პირველი მატჩი და მთავარი ინტერესი ხვიჩას ჯანმრთელობაზე
"ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასის მატჩი სლოვაკეთში ბრძოლაში დათმო
"ქუთაისმა" ფიბა ევროპის თასზე გასვლითი შეხვედრა ბულგარეთში "ბალკანთან" მოიგო
"ქუთაისმა" ესპანურ "ბილბაოსთან" ფიბა ევროპის თასის მატჩი თბილისში დათმო
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში "ქუთაისი" "ლევიცესთან" დამარცხდა და ფიბა-ევროპის თასზე გადაინაცვლა
ევროტურნირებისთვის სამზადისში მყოფმა "ქუთაისი 2010"-მა ლატვიაში 4 ამხანაგური მატჩი გამართა
ფიბა ევროპის თასზე სეზონის პირველი გამარჯვება "ქუთაისმა" ჩეხეთში, "ბრნოსთან" მოიპოვა