ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველო-რუსეთი 36:10 - ქომაგობა რუმინეთთანაც ასეთი! [VIDEO+PHOTO]

საქართველო-რუსეთი 36:10 - ქომაგობა რუმინეთთანაც ასეთი! [VIDEO+PHOTO]

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს თასზე მეოთხედ იასპარეზებს
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასის გათამაშების მორიგ ტურში ტრადიცია განაგრძო და რუსეთის ნაკრებს 36:10 მოუგო.

"ბორჯღალოსნებმა" ამ გამარჯვებით 2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის საგზური შესარჩევი ტურნირის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდეს. თუმცა, რომელ ჯგუფში ითამაშებს ჩვენი გუნდი, შეჯიბრების დამთავრების შემდეგ გახდება ცნობილი.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნაკრები პირველ ადგილს დაიკავებს, ინგლისში C ჯგუფში აღმოვჩნდებით, სადაც მეტოქე ახალი ზელანდიის, არგენტინისა და ტონგას ნაკრებებთან ერთად, აფრიკის კონტინენტის შესარჩევი ტურნირის გამარჯვებული გუნდი იქნება. საამისოდ კი, დარჩენილ ორ მატჩში ორივე უნდა მოვიგოთ - სტუმრად ესპანეთთან და შინ რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან.

ჩვენს ტრადიციულ მეტოქესთან, რუსეთის ეროვნულ გუნდთან დაპირისპირება მუდამ დიდ მნიშვნელობას იძენდა. რატომღაც, თითქმის ყოველ მატჩს წინ რაიმე პოლიტიკური გართულებები უძღოდა ხოლმე.

ასე იყო ამჯერადაც. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, ცხადია, გულგრილს ვერავის დატოვებდა. ამიტომაც იყო სტადიონზე ქომაგების ნაწილი უკრაინის დროშებითა და ამ ქვეყნისადმი მხარდამჭერი ტრანსფარანტებით მოსული.

თამაშიც, ორივე გუნდის მორაგბეთა თხოვნით, კიევში დაღუპული, თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების პატივსაცემად, წუთიერი დუმილით დაიწყო. ამასთან ერთად, მაყურებელმა პატივი მიაგო ახლახან გარდაცვლილი მორაგბის, ზაზა ვალიშვილის ხსოვნას.

იხილეთ ვიდეო

თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენების აქტიურობით დაიწყო, მაგრამ სანამ ჯანზე იყვნენ, რუსები მედგრად გვეწინააღმდეგებოდნენ.

ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდებოდა პირველ ტაიმში მოვლენები, მერაბ კვირიკაშვილს თავისივე წამოწყებული მახვილგონივრული იერიში მე-6 წუთზე ლელოთი რომ დაესრულებინა.

არადა, "მეკომ" ყველაფერი დიდოსტატურად გააკეთა. რუსები ისე დააბნია და მათ რიგებში ისე გაინავარდა, ხელითაც ვერავინ წაეპოტინა. მერე მის წინ რუსთა მგეზავი იური კუშნარიოვი აღიმართა. კვირიკაშვილმა ბურთი ფეხით მეტოქის ლელოსკენ გადაჰკიდა, მიჰყვა, იქვე, ახლოს ორი თანაგუნდელიც მისდევდა, მაგრამ ზედ ლელოს ხაზთან ბურთი ფეხებში აებლანდა და სიჩქარეში ხელიდან წინ გაუვარდა.

ლელოს გატანის რეალური შანსის ხელიდან გაშვების მომენტიდან შვიდ წუთში დავისაჯეთ. რუსებმა თავიანთ არსენალში არსებული ერთადერთი ხერხი, ბურთის ფეხით მეტოქის ხაზის ზურგს უკან დაკიდება კარგად გამოიყენეს. კუშნარიოვმა მოედნის ცენტრიდან აბრაგანით ჩვენი 22-მეტრიანი ზონის ხაზთან დაკიდა. ბურთი კვირიკაშვილმა დაიჭირა, მეტოქის ზეწოლის გამო იჩქარა და სიტუაციის ფეხით განმუხტვა სცადა.

სამწუხაროდ, მას დაუფარეს. ბურთს რუსების გარემარბი ანდრეი ოტროკოვი დაეუფლა და ჩვენს ლელოში შეაღწია. კუშნარიოვმა გარდასახა - 7:0.

ცხადია, შოკისმომგვრელი დასაწყისი იყო. რუსები შემდეგაც არაერთხელ ეცადნენ ფეხით დაკიდებულ ბურთზე თამაშით ჩვენთვის პრობლემების შექმნას, მაგრამ კვირიკაშვილს მეტი შეცდომა აღარ დაუშვია. სხვა სახეირო იარაღი კი სტუმრებს არაფერი გააჩნდათ. ჩვენი გუნდის უპირატესობა დერეფანსა და შერკინებაში თვალნათელი იყო, რამაც დროთა განმავლობაში შედეგი გამოიღო. "ბორჯღალოსნებმა" ხელდახელ თამაშიც სცადეს, რაც მეორე ტაიმში, როცა ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, გამოუვიდათ კიდეც.

პირველ ტაიმში კი ყველაფერი ისე ვერ აეწყო, როგორც ვისურვებდით. თუმცა გუნდი ნელ-ნელა დალაგდა და 22-ე წუთზე, სალელოვე შეტევის ორგანიზებისას საჯარიმოს გამოვრჩით. კვირიკაშვილმა ზუსტად დაარტყა და ანგარიში ოთხ ქულამდე შეამცირა - 3:7.

საქართველოს ნაკრები ზეწოლის გაძლიერებას განაგრძობდა. შვიდ წუთში, მორიგი იერიშისას, რუსებმა ისევ წესის დარღვევით შეაჩერეს ჩვენი მორაგბეების მიძალება. კვირიკაშვილმა ამჯერად ბურთი აუტში გადაიტანა. ხუთმეტრიანი დერეფანი მამუკა გორგოძემ სუფთად მოიგო. მოლი შეკრეს, მძლავრი ბიძგით დაიძრნენ და ბოლოს ლელოში ბურთით ხელში შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილი იყო.

კვირიკაშვილმა გარდასახა და დავწინაურდით - 10:7. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრების სათამაშო უპირატესობა საგრძნობლად გაიზარდა. მეორე ნახევარი ის იყო, დაიწყო, რომ "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს მეორე ლელო გაუტანეს. რუსებმა საკუთარი ლელოდან 10 მეტრში დერეფანში ბურთი უხეიროდ ააგდეს. ის ხელში საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭს, ჯაბა ბრეგვაძეს ჩაუვარდა, რომელმაც რამდენიმე მეტრით წინ წაიწია და იქვე მიმყოლ მესამეხაზელ ვიქტორ კოლელიშვილს გაატანა. "ვიტოს" შეჩერება რუსებმა ვერაფრით შეძლეს. კვირიკაშვილმა გარდასახა - 17:7.

წვიმიანი ამინდის მიუხედავად, თითქმის პირთამდე შევსებული სტადიონი "ბორჯღალოსნებს" გულმხურვალედ ქომაგობდა, რაც ჩვენს მორაგბეებს კიდევ უფრო მეტ ძალას ჰმატებდა და ისინიც უდიდესი შემართებით ცდილობდნენ მათ გახარებას.

მორიგი ლელო 52-ე წუთზე გავიტანეთ. დერეფანი, ამჯერად, გორგოძემ მეტოქის 22-მეტრიანი ზონის ხაზთან მოიგო და ბურთი ზირაქაშვილს ჩამოუგდო, რომელმაც რუსების ხაზი გაჭრა და წინ თხუთმეტი მეტრით წაიწია.

ის მეტოქემ შებოჭა. წარმოქმნილი რაკიდან მორიგი, ამჯერად გრძელი დარტყმა დიმიტრი ბასილაიამ განახორციელა. მანაც რამდენიმე მეტრი მოიგო. ისევ რაკი... ბურთთან ყველაზე სწრაფად გორგოძე გაჩნდა, რომელმაც ამ მდგომარეობიდან ბურთის გამოტანის თავისი საფირმო მეთოდი გამოიყენა და ლელოში შევიდა. კვირიკაშვილმა ესეც გარდასახა - 24:7.

ნათელი გახდა, რომ ჩვენმა გუნდმა თავისი თამაში იპოვა და რუსები მისთვის პრობლემის შემქმნელნი არ იყვნენ. მაქსიმუმი, რაც მათ მოახერხეს, 56-ე წუთზე კუშნარიოვის მიერ გატანილი საჯარიმო იყო - 10:24. სტუმრები ჩვენი ჩათვლის მოედანს ერთხელაც არ მიახლოებიან.

ერთ წუთში მილტონ ჰეიგმა პირველი ხაზი მთლიანად შეცვალა. დასვენებულმა მორკინალებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს.

მეოთხე, პრემიალური ქულის მომტანი ლელო კი 71-ე წუთზე გავიტანეთ. შეტევა ისევ დერეფნის მოგების შემდეგ დავიწყეთ. მოედნის ცენტრში მეტოქის ხაზი შეცვლაზე შესულმა მეორეხაზელმა გიორგი ნემსაძემ გაჭრა. მას გუნდის კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი წამოეშველა, რომელმაც ხუთმეტრიან ზონამდე მიაღწია. წარმოქმნილი რაკიდან შეცვლაზე შესულმა ცხრა ნომერმა ვაჟა ხუციშვილმა ბურთი მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე გაიტანა. იქ კვირიკაშვილი მგეზავის პოზიციაზე აღმოჩნდა, რომელმაც ბურთი მოსხეპით კიდისკენ, ასევე შეცვლაზე შესულ შუამარბ თედო ზიბზიბაძეს გადააწოდა. თედოს ხელს აღარავინ უშლიდა და რუსების ლელოში შესრიალდა. კვირიკაშვილმა კიდიდან ვერ გარდასახა - 29:10.

რუსეთის ნაკრები საბოლოოდ გატყდა. ჩვენი მორაგბეები კი ზეწოლას განაგრძობდნენ და ბოლო წუთზე ხუთმეტრიანი შერკინებიდან მეტოქის ლელოში შეთრევა სცადეს. გამოსდიოდათ კიდეც, მაგრამ რუსებმა შერკინება წესის დარღვევით ჩაშალეს და არბიტრმა საჯარიმო ლელო დააფიქსირა. გარდასახვა შეცვლაზე შესულმა ლაშა მალაღურაძემ გაიტანა - 36:10.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

მატჩის შემდეგ

კინგსლი ჯოუნზი, რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრებმა კარგად ითამაშა. ბოჭვებისას ჩვენ ბევრ შეცდომას ვუშვებდით. თქვენს გუნდში მსოფლიო დონის პირველხაზელები თამაშობენ. ვინც ისინი შეცვალა, ასევე უმაღლესი დონის მორაგბეები არიან.

საქართველოს ნაკრებს ვულოცავ მსოფლიოს თასზე გასვლას. დარწმუნებული ვარ, რომ იქ მინიმუმ ორ თამაშს აუცილებლად მოიგებთ. თქვენ ისეთი მაღალი დონის გუნდი გყავთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ თამაში იტალიისა და შოტლანდიის ნაკრებებსაც უნდა ეშინოდეთ".

ალექსანდრ ვოიტოვი, რუსეთის ნაკრების კაპიტანი:

"საქართველოს ნაკრები იდეალური გუნდი არ არის. ქულების აღება მასთან თამაშშიც შეიძლება, რაც პირველ ტაიმში მოვახერხეთ კიდეც. შესვენებაზე თქვენმა მწვრთნელმა ტაქტიკა შეცვალა და საკუთარი შეცდომების გამო დავმარცხდით. მოხარული ვარ, რომ ასეთი მაღალი დონის გუნდთან პირველი ტაიმი ტოლ-სწორად ვითამაშეთ".

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"ამინდიდან გამომდინარე, რუსები მაღალ აბრაგანებს ურტყამდნენ და ჩვენს შეცდომებზე დაჭერას ცდილობდნენ. რუსეთის ნაკრები კარგი გუნდია და სწორი ტაქტიკა აირჩიეს, რითაც რამდენიმე შეცდომა დაგვაშვებინეს.

შესვენებისას ამაზე ყურადღება გავამახვილე და ბიჭებს ვუთხარი, რომ ბურთის დამჭერს აუცილებლად სჭირდება დამხმარე. ამით ჩვენ მათი ტაქტიკური ჩანაფიქრი მთლიანად გავანეიტრალეთ. ამასთან ერთად, ჩვენი მიზანი იყო, რომ მეორე ტაიმში მალევე გაგვეტანა ლელო. ეს ჩვენ შევძელით.

იმ ხარვეზებზე, რაც რუსებთან თამაშმა გვიჩვენა, ბევრს ვიმუშავებთ და, იმედი მაქვს, რომ იგივე ინგლისში აღარ განმეორდება.

ესპანეთის ნაკრებთან მატჩში შემადგენლობაზე ვერაფერს გეტყვით. ჯერ საჭიროა, ვიდეოანალიზი ვნახოთ და მერე გადავწყვეტთ, ვინ ითამაშებს ძირითად გუნდში და ვინ არა. მთავარია, რომ ნაკრებში ჩვენ შევქმენით ჯანსაღი კონკურენტული გარემო. არავინ არის ისეთი, რომელსაც უპირობოდ ექნება გარანტირებული ადგილი ძირითად შემადგენლობაში.

ჩვენი ამოცანაა, შესარჩევ ტურნირში პირველ ადგილზე გავიდეთ. ამისთვის ორი მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს მოსაგები. ქომაგობა რუსეთთან თამაშში იყო ბრწყინვალე, მაგრამ ეს ხალხი რუმინეთთანაც დაგვჭირდება და თხოვნა მაქვს, მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ."

ირაკლი მაჩხანელი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:

"ყველას გილოცავთ მსოფლიოს თასზე მეოთხედ გასვლას. თამაშში მცირე პრობლემები გვქონდა, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ორიენტირი არ იყო რუსეთთან თამაში, არამედ ესპანეთისა და რუმინეთის ნაკრებებთან მატჩებია.

ინგლისში გასამართ მსოფლიოს თასამდე დრო კიდევ ბევრია და, ვფიქრობ, არსებული ხარვეზების აღმოფხვრას მოვასწრებთ".

ტურის სხვა მატჩებში რუმინეთის ნაკრებმა შინ დაამარცხა ესპანეთის ეროვნული გუნდი - 32:6 და საქართველოს ნაკრების მსგავსად, მსოფლიოს თასის საგზური მოიპოვა. პორტუგალიელებმა კი სტუმრად დაამარცხეს ბელგიელები - 19:6 და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთა თასზე ადგილი შეინარჩუნეს.

ევროპის ერთა თასი 2014. III ტური

რუმინეთი-ესპანეთი 32:6

ბელგია-პორტუგალია 6:19

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. საქართველო 3 3 0 0 +86 14

2. რუმინეთი 3 3 0 0 +81 14

3. ესპანეთი 3 1 0 2 -24 5

4. პორტუგალია 3 1 0 2 -36 4

5. რუსეთი 3 1 0 2 -54 4

6. ბელგია 3 0 0 3 -53 1

მსოფლიოს თასის შესარჩევი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. საქართველო 8 7 1 0 +160 33

2. რუმინეთი 8 7 1 0 +130 33

3. რუსეთი 8 4 0 4 -60 18

4. პორტუგალია 8 2 1 5 -57 11

5. ესპანეთი 8 1 2 5 -81 10

6. ბელგია 8 0 1 7 -92 6

IV ტური

ესპანეთი-საქართველო

რუსეთი-პორტუგალია

რუმინეთი-ბელგია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• zurazz

თვითშეფასების დაბალ კოეფიციენტს აშკარად არ უჩივის რუსების კაპიტანი ძალიან გაუმართლათ, სასწაულად გაუმართლად რომ ის 4-5, მე ვიტყოდი 100 პროცენტიანი სალელოვე მომენტები გავაცუდეთ, იღბალი აშკარად რუსების მხარეს ყო, მეკოს ერთ შეცდომას უნდა უმადლოდნენ თორე თამაშს 3 ქულით დაასრულებდნენ და ჩვენ რამდენით კაცმა არ იცის. რუმინეთთან კი უნდა გადაიჭედოს სტადიონი, ყველამ ერთად უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება.

• GiorgiG83

მიხო -ს არ აყვე მეგობარო, აღიარებულია, რომ ჩვენი შერკინება ევროპაში არავიზე ნაკლები არაა და რეიტინგში ჩვენზე მაღლა მყოფი გუნდებიდანაც ბერისას სჯობია. ნეტა ყველა პოზიციაზე ისეთი მაღალი დონის კონკურენცია იყოს როგორც ჩვენს შერკინებაშია და პირობას გაძლევ - იტალია, შოტლანდია, არგენტინა და სამოას (თავისი ფიჯი, ტონგა და იაპონიით) ერთმანეთზე მიყოლებით მივაწყობდით

• GiorgiG83

გულშემატკივარს არ სჭირდება შეხსენება, რომ რუმნეთთან პრაქტიკულად ფინალს ვთამაშობთ და შესაბამისად ლოკომოტივის სტადიონი უნდა გადაიჭედოს. კარგია, რომ ამას ყელა აცნობიერებს! ყველას გვყავს მეგობრები, ერთად დავირაზმოთ და ავასოთ სტადიონი, მოვიგოთ რუმინეთთან და დაველოდოთ ინგლისს.

• მიხო

იმათმა კაპიტანმა: საკუთარი შეცდომების გამო დავმარცხდითო?! რა უნდა ელაპარაკო - ღორი ღორია. შერკინებაში თავისი *** რომ შეათრიეს ჩვენებმა ლელოში ესეც რა თქმა უნდა მაგათი "შეცდომის " ბრალი იყო!

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ ერთი წელი უნდა დავისვენო" - ინტერვიუ ვიტო კოლელიშვილთან

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

ქართული რაგბის მხარდაჭერა უკრაინას

სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო

ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა

მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით

მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო

ვიტო კოლელიშვილი: ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქართული რაგბი ვითარდება და წინ მიდის

მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

რაგბი. ლეგიონი: გიორგი ნემსაძის ლელო და ორი სინბინში [VIDEO]

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!

10-ბალიანი სისტემა: საქართველოს ნაკრების შეფასება ესტონეთთან მატჩში

"არმაზი" - მარნეულის სახელით პლეი-ოფისთვის

რაგბი. ლეგიონი: საპლეიოფო ოთხეულში ქართველები არიან

მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება

ლეგიონერები: ვინ როგორ ხვდება ახალ წელს

როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით

დიდი 10. XII ტური: რა დაემართა "ბაგრატს"?

დიდი 10. XVII ტური: "არმაზმა" შანსი შეინარჩუნა

გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში

რაგბი. ლეგიონი: დავით მესხმა დებიუტი ლელოთი აღნიშნა

ავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა

”ბორჯღალოსნები” გლოსტერისკენ დაიძრნენ [ბესიკ ჯანგავაძე ბრისტოლიდან]

მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში

ჯაბა ბრეგვაძე: ერთა თასზე ვეღარ განვვითარდებით

Herald Scotland: რვა ერი? ადრე თუ გვიან ეს მოხდება!

სავსე ტრიბუნების დროა!

რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო ფრანგულ ელიტაში [VIDEO]

lamontagne.fr: ვიტო კოლელიშვილის ძალიან ბუნდოვანი მომავალი

მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია

რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს

ირაკლი მაჩხანელი: სამწუხაროდ, ძაღლი და კატაც რაგბიზე ლაპარაკობენ

რაგბი. ლეგიონი: საფრანგეთში მოთამაშე რამდენიმე ქართველმა გუნდი შეიცვალა

worldrugby: სიცოცხლე დიდებულია საქართველოსა და ინგლისისთვის

[დღის თემა] ყველაზე მეტად პასუხს ჩვენ მოგთხოვთ - რას ითხოვს სარაგბო ოპოზიცია?

"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

punditarena.com: სამი იდეა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ექვს ერში არ მიიღებენ

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"

საქართველო VS ესტონეთი - რევანშისა და მორიგი გამარჯვების წყურვილით

მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში

ვიტო კოლელიშვილი – "კლერმონის" 18-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი

დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“

რაგბი თუ ფეხბურთი? გამოხმაურება დოკუმენტურ ფილმზე "მდგმურები"

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება

ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი

"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს