ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საქართველოს თასის გათამაშების 3 ნახევარფინალისტი ცნობილია

საქართველოს თასის გათამაშების 3 ნახევარფინალისტი ცნობილია

6 დეკემბერს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 3 მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა
საქართველოს თასის გათამაშების 3 ნახევარფინალისტი ცნობილია. 6 დეკემბერს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 3 მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა სამივე წყვილში იმ გუნდებმა იმარჯვეს, რომლებმაც სერიის პირველი შეხვედრა მოიგეს.

დებულების თანახმად, მეოთხედფინალური სერია 2 მოგებამდე გრძელდება. წინა კვირაში გამართული მატჩების შედეგად ფავორიტად მიჩნეული გუნდები სერიაში დაწინაურდნენ, 6 დეკემბერს კი საპასუხო შეხვედრები გაიმართა და გაირკვა:

ნახევარფინალში ზედმეტი გართულების გარეშე გავიდა "ბათუმი", რომელსაც სერიის პირველი მატჩი "სოხუმთან" აჭარაში 80:65 ჰქონდა მოგებული. გამართულ საპასუხო მატჩში პირველი ტაიმი თანაბარი იყო. პირველი და მეორე მეოთხედები ფრედ დასრულდა და დიდი შესვენებისთვის 34:34 დაფიქსირდა.

ბათუმელებმა "სოხუმი" მესამე პერიოდში გატეხეს. ფერადკანიანმა მოთამაშეებმა - ბიჯეი იანგმა და ნიკ კელოგმა შესაშური მიზანი გამოავლინეს და აჭარულ კლუბს ათწუთეული 30:15 მოაგებინეს. ბოლო პერიოდში სოხუმელებმა მოინდომეს, მაგრამ მაქსიმუმი, რაც შეძლეს, ღირსეული ანგარიშით დამარცხებაა. გიორგი ჯგერენაიას და ირაკლი ჩლაიძის შედეგიანობით სოხუმელებმა ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირეს და საბოლოოდ 72:79 დამარცხდნენ.

ბათუმელთაგან იანგმა იყოჩაღა, რომელმაც 28 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. 15 ქულა დააგროვა კელოგმა, ხოლო ნოდარ თენიეშვილს ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა - 11 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. სოხუმელთაგან 19 ქულითა და 13 მოხსნით გიორგი ჯგერენაია გამოირჩა.

სოხუმი- ბათუმი 72:79

14-14; 20-20; 15-30; 23-15

მიხეილ კობაშავიძე ("ბათუმის" მთავარი მწვრთნელი): "მივულოცავ ჩემს ბიჭებს ამ წარმატებას. გავმეორდები და ვიტყვი რომ შეთამაშება ჯერ კიდევ გვაკლია. დღევანდელი მატჩში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა თამაში და სასიხარულოა, რომ მოვიგეთ".

ვაჟა კვარაცხელია ("სოხუმის" მთავარი მწვრთნელი): "ბათუმი" ფავორიტია და ეს შედეგი ლოგიკური იყო. მეტოქე გუნდი სამი ამერიკელი ლეგიონერითაა დაკომპლექტებული, ამასთან დღეს ფორტუნაც მის მხარეს აღმოჩნდა. მიუხედევად ამისა, ჩვენი მიზნისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ და ბათუმში რევანშისთვისაც მოვემზადებით".

ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა შინაგან საქმეთა აკადემიის გუნდისა და "ქუთაისის" შეხვედრა. სერიის პირველ მატჩში ქუთაისელებმა იოლად იმარჯვეს, საპასუხო შეხვედრაში კი ფავორიტად კოტე ტუღუშის "შსს-აკადემია" მიიჩნეოდა.

აკადემიელები გამარჯვებასთან ახლოსაც იყვნენ, თუმცა ბოლო წუთებზე დაშვებული უპატიებელი შეცდომების გამო დამარცხდნენ. ძირითადი დროის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე თბილისური გუნდი 9 ქულით იგებდა და გამარჯვებასთანაც ძალიან ახლოს იყო.

სწორედ კრიტიკულ მომენტში იყოჩაღეს ქუთაისელებმა. გიორგი ბარბაქაძემ სამქულიანი ჩააგდო, რასაც ორიანი მოაყოლა და სტუმართა ჩამორჩენა 4 ქულამდე შემცირდა. აკადემიელებმა ზედიზედ მესამე შეტევაში ვერ იხეირეს, ქუთაისელებმა კი მეტოქეს შეცდომა არ აპატიეს და ვახტანგ ქადარიამ ორქულიანით "ქუთაისი" მასპინძლებს 75:77 მიაახლოვა. ქადარიამ დაცვაშიც იყოჩაღა და აკადემიელ ბექა ჩიკვილაძეს დააფარა, რასაც დავით ბარბაქაძის შედეგიანი გარღვევა და ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა 77:77.

ბოლო შეტევა მასპინძლებს დარჩათ, თუმცა გუნდის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ცინცაძემ გადამწყვეტი სროლა გააცუდა და თამაში დამატებით დროში გადავიდა. ექსტრახუთწუთეულის პირველსავე წუთზე ცინცაძის ზუსტი გარღვევით აკადემიელები დაწინაურდნენ, თუმცა ქუთაისელებმა დარჩენილ დროში დამაჯერებლად ითამაშეს როგორც შეტევაში, ისე დაცვაში და გამარჯვება გაინაღდეს.

გამარჯვებულებს 27 ქულით დავით ბარბაქაძემ ულიდერა. 16 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა მიითვალა ზაურ ფაშაევმა, ხოლო ვახტანგ ქადარიამ და გიორგი ბარბაქაძემ 14-14 ქულა მიითვალეს.

შსს აკადემია - ქუთაისი 88:96

18-18, 23-21, 17-16, 19-22, 11-19

კოტე ტუღუში ("შსს აკადემიის" მთავარი მწვრთნელი): "ძალიან დასანანი მარცხი განვიცადეთ. ალბათ ზოგიერთმა, მათ შორის ჩემმა მოთამაშეებმაც, იფიქრეს, რომ თამაში მოგებული იყო, 2 წუთი იყო დარჩენილი და სოლიდური უპირატესობა გვქონდა. ჩემს მოთამაშეებს ყოფნით გამოცდილება, რომ ასეთი უპირატესობა შეინარჩუნონ, თუმცა დღეს. სამწუხაროდ. ეს ვერ მოვახერხეთ და წავაგეთ. ალბათ, თავი იჩინა იმანაც, რომ როტაციის საშუალება თითქმის არ გვაქვს, 5-6 კაცი თამაშობდა. სამწუხაროა, რომ წავაგეთ, თუმცა სეზონი გრძელდება, ბრძოლაც გრძელდება და ვეცდებით, გამოვასწოროთ თამაში".

მედეა მხეიძე ("ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი): "პირველ რიგში, მივულოცავ ჩვენს გუნდს და გულშემატკივრებს ამ წარმატებას. ძალიან პრინციპული გამარჯვება იყო ჩვენთვის, მაქსიმალურად ვცდილობთ, შარშან მოგებული თასი წელსაც შევინარჩუნოთ. ძალიან კარგი თამაში შედგა, ნელ-ნელა ვუახლოვდებით იმ ფორმას, რომელშიც უნდა ვიყოთ და იმედია, მაყურებელს არაერთ სანახობრივ და კარგ თამაშს ვუჩვენებთ".

სერიის პირველი მატჩის მსგავსად გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა "ოლიმპმა" ამჯერადაც ბოლომდე იბრძოლა, შეხვედრა ორჯერ დამატებით დროში გადაიყვანა, მაგრამ გასული წლის ჩემპიონსა და მიმდინარე სუპერლიგის ლიდერ "დინამოსთან" მაინც დამარცხდა.

"ოლიმპი" ქების ღირსია, რადგან უპირობო ფავორიტად მიჩნეულ "დინამოს" არაფერი დაუთმო. პირველი მეოთხედის 7 ქულით მოგების შემდეგ ოლიმპელებმა პოზიციები დათმეს და დიდი შესვენებისთვის 6 ქულით ჩამორჩნენ. ბოლო ათწუთეულის წინ "დინამო" 7 ქულით იგებდა, თუმცა ბოლო წუთებზე ნუგზარ აბულაძის, ნოდარ გოგოძის და მათი თანაგუნდელების შეუპოვრობით კაზანჯიანის გუნდმა ძირითადი დროის დასრულებამდე 8 წამით ადრე ანგარიში გაათანაბდა - 77:77.

ცნობისთვის, ამ ანგარიშით დასრულდა დღეს გამართული შეხვედრის ძირითადი დრო "შსს-აკადემიასა" და "ქუთაისს" შორის. დამატებით 5-წუთეულში დაძაბული ბრძოლა წარიმართა და კვლავ ფრე დაფიქსირდა - 4:4, რის შემდეგაც მეორე ოვერტაიმი დაინიშნა.

ბოლო წამებამდე გაურკვეველი იყო, თუ ვინ მოიგებდა. ორივე გუნდი ინარჩუნებდა შანსს, თუმცა გადამწყვეტ წუთებზე გამოცდილებამ თავისი გაიტანა - ლაშა გამყრელიძის, ილია ლონდარიძის და რიჩარდ მათიაშვილის სტაბილური თამაშის წყალობით "დინამომ" გამარჯვების მოპოვება (91:87) მოახერხა და ნახევარფინალში გავიდა.

ოლიმპი - დინამო 87:91

27-20, 14-27, 17-18, 19-12, 4-4, 6-10

ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი): "ველოდით ასეთ დაძაბულ შეხვედრას. ფსიქოლოგიურად არ ვიყავით ბოლომდე მომზადებულები. ძალიან ბევრი ხარვეზი გვქონდა, თუმცა, გვაქვს 2 კვირა იმისთვის, რომ ვიმუშაოთ და გავაგრძელოთ წარმატებული თამაში. თასის მომდევნო ეტაპი ჯერ შორს არის, ამიტომ, პირველ რიგში, რეგულარული ჩემპიონატის მატჩებისთვის მოვემზადებით".

გია კაზანჯიანი "(ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი): "ძალიან საინტერესო თამაში იყო და გულშემატკივარმა დიდი სიამოვნება მიიღო ამ მატჩით. მეორე ოვერტაიმში დავმარცხდით. წაგება ზოგადად არასასიამოვნო მომენტია, მაგრამ ამ თამაშში უფრო მეტი დადებითი იყო ვიდრე უარყოფითი. დავმარცხდით ძალიან ძლიერ და გამოცდილ გუნდთან. მივულოცავ "დინამოს" ამ გამარჯვებას, ჩემს ბიჭებს კი დიდი მადლობა ასეთი ბრძოლისა და თავდადებისთვის".

საქართველოს თასის მეოთხედფინალის მეორე მატჩი "რუსთავი" - "მგზავრები-არმია", რომელიც 5 დეკემბერს ქ.რუსთავის საკალათბურთო დარბაზში უნდა გამართულიყო არ შედგა, რადგან ჰაერის ტემპერატურა დარბაზში "კალათბურთის ოფიციალურ წესებში" მითითებულ ზღვარზე ნაკლები იყო.

აღნიშნული მატჩი გუნდებთან შეთანხმებით გაიმართება საკალათბურთო აკადემიის ნეიტრალურ დარბაზში 13 დეკემბერს, 16:00 საათზე.

წყარო: superleague.ge

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა

თასის გათამაშების 2 ოთხთა ფინალისტი ცნობილია: ვსა და "ქუთაისი"

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო

ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა

"ის, რაც ქარ­თულ რაგ­ბი­ში ხდე­ბო­და, არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა

ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ

"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება

შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

"ქუთაისმა" "ოლიმპი" ისევ ბოლო წამებზე დაამარცხა

სუპერლიგა: "სოხუმი" - "ქუთაისი" 66:110

სუპერლიგა. "იუვენტუსმა" ნეიტარლური პოზიცია დაიკავა

"დინამოსთან" მატჩამდე 2 კვირით ადრე "სლოვანმა" "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

გიორგიოს კეცელიდისი: ზუროსი საქართველოს ნაკრებისთვის დიდებული ვარიანტია

ბექა წივწივაძე: ჩემპიონობა და სუპერთასი კარგია, თუმცა ეს არ არის ყველაფერი...

სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა

"წიტაიშვილმა "დინამო" ძალიან ულამაზოდ დატოვა, მაქვს ინფორმაცია, რომ..." - უკრაინელი ჟურნალისტი ქართველი ფეხბურთელისა და ლუჩესკუს საუბარზე ჰყვება

თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა

"მგზავრებმა" "სოხუმი" 17 ქულის სხვაობით დაამარცხა

"დინამოს" ჩვენზე 50-ჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს! ქართულ გიგანტს ვეთამაშეთ..." - რა თქვა "მონრარის" აღფრთოვანებულმა მწვრთნელმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ

სულაქველიძე შესაძლოა, რუსეთიდან წავიდეს - ახალგაზრდა ფეხბურთელს სლოვაკეთში ეპატიჟებიან

"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა

"ქუთაისმა" "კავკასია" 23 ქულით დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა

სპალეტი: ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიტუაცია საგანგაშოა

"სოხუმი" სუპერლიგაში დასარჩენად "ტიტებს" შეხვდება

"დინამოს" ფეხბურთელმა "მონრართან" მატჩში რეკორდი დაამყარა

სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს

22-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ფინალისტი "ქუთაისია"

სუპერლიგა: "ოლიმპმა" "სოხუმი" დაამარცხა

საკალათბურთო გუნდ "ბათუმს" 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

შსს აკადემია-დინამო 84:76 - ესეც სუპერთასი, ახლა ევროთასი

"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!

ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა

"ასე უნდა ფიქრობდეს ნაკრების ყველა კალათბურთელი ევრობასკეტის წინ"

"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ

"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"

დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა

"ნაპოლიმ" "დინამოს" წერილი მისწერა, რომ..." - კვარაცხელიას იტალიური თავგადასავალი იწყება, ხვიჩა ნეაპოლში მიფრინავს!

"ქუთაისმა" ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა

ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო

სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს

სუპერლიგის XV ტური დასრულდა | "ბათუმმა" "თელავი" დაამარცხა

ევროსასამართლომ განაჩენი გამოიტანა - როდის მიიღებს პერესი სუპერლიგის შექმნაზე თანხმობას?

სუპერლიგა. კატასტროფის წინაშე - "ნაპოლი" შეიძლება მწარედ დასაჯონ

დასაფიქრებელი კი არა, საგანგაშო: "შსს აკადემია" ევროჩელენჯზე არ ითამაშებს!

"ნაპოლის" სუპერლიგაში ასპარეზობა სურს, ევროპული ფეხბურთი გახლეჩის პირასაა - დამარცხებული სასიკვდილო დარტყმას მიიღებს

სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში

სუპერლიგის საგზურისთვის გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა: სოხუმი VS ტიტები

გიორგი ცინცაძე ფრანგულ "გრაველინში" ითამაშებს

"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს

"ქუთაისმა" "ოლიმპს" კვლავ მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა