ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სუპერლიგა 2014-15. VII ტური: კიდევ ერთხელ ქუთაისი-შსს, კიდევ ერთი დრამა

სუპერლიგა 2014-15. VII ტური: კიდევ ერთხელ ქუთაისი-შსს, კიდევ ერთი დრამა

სუპერლიგის პირველი წრის ბოლო ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში "ქუთაისმა" გათამაშების ლიდერი "შსს აკადემია" დაამარცხა
სუპერლიგის პირველი წრის ბოლო ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში "ქუთაისმა", სანახაობრივ და დრამატულ შეხვედრაში, გათამაშების ლიდერი "შსს აკადემია" 76:74 დაამარცხა და წელიწადი ამაღლებული განწყობით დაასრულა. ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლეში გამართული შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა.

პირველი ათწუთეული აკადემიელთა უპირატესობით წარიმართა. დებიუტში გიორგი ცინცაძემ სტუმრები 5:0 დააწინაურა, რასაც ვახტანგ ქადარიას ზუსტი სროლა მოჰყვა და თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა. თბილისელები მთელი პირველი პერიოდის განმავლობაში წინ იყვნენ და ეს მეოთხედი 3-ქულიანი უპირატესობით დაასრულეს - 17:20.

საბოლოო შედეგზე ყველაზე მეტად მეორე პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა იქონია გავლენა, ტაბლოზე 21:21 იყო დაფიქსირებული, როცა ქუთათურებმა მეტოქეს 13:0 გაქცევა მოუწყვეს. ძალიან კარგად გაისარჯნენ გიორგი და დავით ბარბაქაძეები, ავთანდილ ლომინაშვილი და ბექა ბექაური, რომელთა შესანიშნავი თამაშის წყალობით "ქუთაისმა" პირველი ტაიმი 11-ქულიანი უპირატესობით (43:32) მოიგო. სტუმრებმა ამის შემდეგ დაწინაურება ვეღარ მოახერხეს.

დიდი შესვენების შემდეგ შსს-მ ძალების მობილიზება შეძლო. კარგად ათამაშდნენ რეზო როგავა, ბექა წივწივაძე და აკაკი ლომოური. მათი ზუსტი სროლების შედეგად, თბილისურმა გუნდმა ანგარიში 3 ქულამდე შეამცირა - 44:47, თუმცა "ქუთაისიც" დროულად გამოფხიზლდა და გიგი ბარბაქაძის სიზუსტის წყალობით უპირატესობა ისევ გაზარდა. მესამე პერიოდის შემდეგ მასპინძლები 10 ქულის სხვაობით 62:52-ს იგებდნენ.

ბუნებრივია, ეს არ იყო ის ანგარიში, რომელიც "ქუთაისს" ესოდენ რთულ მეტოქესთან დამშვიდების საშუალებას მისცემდა. მეოთხე პერიოდი ძალიან დაძაბული გამოდგა, თბილისელებმა ყველა ღონე იხმარეს მატჩის გადასარჩენად. ისინი თანდათან ამცირებდნენ ანგარიშს და თამაშის დამთავრებამდე სამწუთნახევრით ადრე მეტოქეს მხოლოდ ქულით ჩამორჩებოდნენ - 69:68.

მასპინძლებს მხსნელად ისევ გიგი ბარბააქაძე მოევლინათ, რომელიც ბოლო წუთებზე შესანიშნავად გაისარჯა, ზუსტი სამქულიანებითა და საჯარიმო ტყორცნებით საკუთარ გუნდს მეტად საჭირო ქულები მოუტანა და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. გიორგი ცირეკიძის მეტად ფასეული სამქულიანიც არ უნდა დავივიწყოთ, რომელიც ქუთაისელთა ახალგაზრდა კალათბურთელმა მეტოქეს ბოლო წამებზე ჩაუგდო.

მატჩის დამთავრებამდე ორწამნახევრით ადრე სტუმრებს მატჩის გადარჩენის შანსი მიეცათ, თუმცა ბექა ჩიკვილაძის ორქულიანი სროლა არაზუსტი გამოდგა და შეხვედრაც მასპინძელთა რთული გამარჯვებით, 76:74 დასრულდა.

20 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გიორგი ბარბაქაძე გახდა, სტუმართაგან 19 და 16 ქულა ჩააგდეს ლომოურმა და როგავამ. ორმაგი დუბლის შესრულება (10 ქულა, 10 მოხსნა) კი ორივე გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ გიორგი შარაბიძემ შეძლო.

26 დეკემბერი, ქუთაისი

ქუთაისი-შსს 76:74

17:20, 26:12, 19:20, 14:22

ქუთაისი: ფაშაევი (8ქ, 8პ), გრძელიძე (2ქ), ქადარია (9ქ), გ. ბარბაქაძე (20ქ), ა. ბოისა (5ქ), კვიმსაძე (7ქ), ცირეკიძე (3ქ), დ. ბარბაქაძე (8ქ), ლომინაშვილი (8ქ), ბექაური (6ქ).

შსს: როგავა (16ქ), ჩიკვილაძე (7ქ), ლოლიშვილი, შარაბიძე (10ქ, 10მ), წივწივაძე (10ქ, 6პ), ცინცაძე (12ქ, 6პ), ლომოური (19ქ), ნოზაძე.

დავით კოხრეიძე ქუთაისიდან

ფავორიტებმა განიმტკიცეს

ამ შეხვედრამდე "ბათუმსა" და "ოლიმპს" 2-2 მოგება ჰქონდათ. ზღვისპირელებს სწორედ მეშვიდე ტურში, საშინაო მატჩში უნდა დაემტკიცებინათ, რომ მათი სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მოხვედრა დროებითი მოვლენაა. დაამტკიცეს კიდეც, თუმცა "ოლიმპის" ძლევა პირველი წრის მხოლოდ მეხუთე ადგილზე დასასრულებლად აღმოჩნდა საკმარისი.

26 დეკემბერი, ბათუმი

ბათუმი-ოლიმპი 90:76

26:19, 16:17, 22:10, 26:30

ბათუმი: იანგი (31ქ, 9მ, 3პ, 4ჩ), აფხაზავა, მიქელაძე (16ქ, 8პ, 5ჩ), თენიეშვილი (7ქ, 9მ, 3ჩ, 2დ), კელოგი (8ქ), ბოლქვაძე (2ქ), ფელჩერი (20ქ, 16მ, 3პ), ელიაძე (6ქ).

ოლიმპი: ლობჟანიძე, გუგეშაშვილი (4პ), აბულაძე (10ქ, 3ჩ), კოკა ტომარაძე (16ქ, 7მ, 3ჩ), ბაქრაძე (10ქ, 9მ), გოგოძე (30ქ, 6მ, 4პ, 3ჩ), მაჩალაძე (3ქ), ალხანაიძე (3ქ), მირზიაშვილი, ანთაძე (4ქ), ლომიძე.

მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, მ. ანდღულაძე, მ. ვართანოვი.

"რუსთავი" და "არმია-მგზავრები" ერთმანეთს საქართველოს თასის მეოთხედფინალშიც გადაეყარნენ. სერიის მეორე შეხვედრაში რუსთაველებმა სასწაულად მოახერხეს გამარჯვება და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს. "მგზავრებმა" ამჯერადაც დაგვანახვეს, რომ თასის მატჩში მოგებასთან მეტოქეზე ახლოს რომ იყვნენ, შემთხვევითობის მიზეზი სულაც არ ყოფილა - რუსთავშიც თანაბრად იბრძოლეს მასპინძლებთან და საბოლოოდ 4 ქულით დამარცხდნენ.

26 დეკემბერი, რუსთავი

რუსთავი-მგზავრები 78:74

26:21, 14:21, 17:11, 21:21

რუსთავი: ჰამსი (16ქ, 6მ), ქიტოშვილი, ცეკვავა (12ქ, 5პ), აბაიშვილი (5ქ, 4პ), ჩაჩანიძე (5ქ), ყველაშვილი (2ქ), ჭოჭუა (18ქ, 6მ, 3პ), ხმელიძე (2ქ), გუგავა, ა. დვალიშვილი (18ქ, 13მ, 3პ, 4ჩ, 3დ).

მგზავრები: გულისაბედაშვილი (2ქ), ს. ლეჟავა (13ქ, 3პ), მაისურაძე (2ქ), ჩაჩიბაია (23ქ, 6მ), ბოქოლიშვილი (13ქ), ათანელიშვილი (2ქ, 5მ), ჯინჭარაძე, ბულიავა (10ქ), იოსელიანი (9ქ, 9მ).

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი.

მატჩამდე "დინამოსა" და "სოხუმს" სატურნირო ცხრილში ერთნაირი რიცხვები ეწერათ: ხუთიანები და ერთიანები. ოღონდ შებრუნებულად - "დინამოს" 5 მოგება, 1 მარცხი, "სოხუმს" - 1 გამარჯვება, 5 წაგება. ერთიანები "ძალაში" დარჩა, დინამოელებმა მეტოქე დიდი სხვაობით დაამარცხეს და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდნენ, რაშიც მათ ხელი "შსს აკადემიას" ქუთაისში მარცხმა შეუწყოთ.

27 დეკემბერი, თბილისი

დინამო-სოხუმი 104:78

22:14, 26:12, 31:30, 25:22

დინამო: გამყრელიძე (13ქ, 7პ), თავამაიშვილი (1ქ), მეგენეიშვილი, ბ. ლეჟავა (19ქ, 5მ, 6პ), ვახანია (18ქ, 6მ, 5პ), ლონდარიძე (25ქ, 7მ, 3პ), დიდია, მათიაშვილი (12ქ), ორმოცაძე (4ქ), ხიზანიშვილი (3ქ), ღუდუშაური (2ქ), კოღუაშვილი (7ქ, 8მ).

სოხუმი: ჩიტაშვილი (1ქ, 6მ, 5პ), ჭიჭვეიშვილი (5ქ), გოლეთიანი (3ქ), კვეტენაძე (4ქ), დ. დვალიშვილი (7ქ), შვანგირაძე (18ქ), ბააკაშვილი (9ქ, 5მ, 4პ), გ. რევაზაშვილი (6ქ), ფერიაშვილი (7ქ, 13მ), ფარღალავა (18ქ, 5პ).

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, ი. ბერიშვილი, დ. ბერეკაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა

გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

"ქუთაისმა" "ოლიმპი" ისევ ბოლო წამებზე დაამარცხა

სუპერლიგა. "იუვენტუსმა" ნეიტარლური პოზიცია დაიკავა

გიორგიოს კეცელიდისი: ზუროსი საქართველოს ნაკრებისთვის დიდებული ვარიანტია

ბექა წივწივაძე: ჩემპიონობა და სუპერთასი კარგია, თუმცა ეს არ არის ყველაფერი...

სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა

სუპერლიგა ცოცხალია, უეფა სტრასბურგში ასაჩივრებს

ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში

თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა

საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით

ახალგახსნილ დარბაზში მასპინძელმა "რუსთავმა" "დელტასთან" ბოლო წამზე წააგო

"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა

"ქუთაისმა" "კავკასია" 23 ქულით დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა

სპალეტი: ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიტუაცია საგანგაშოა

1/4-ფინალურ სერიებში "ტიტები" და "მგზავრები" დაწინაურდნენ – რუსთავში კი ფრე დაფიქსირდა

სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს

22-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ფინალისტი "ქუთაისია"

შსს აკადემია-დინამო 84:76 - ესეც სუპერთასი, ახლა ევროთასი

"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!

"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია

"ბათუმმა" "მგზავრები" ბოლო წუთებზე გატეხა და სუპერლიგაში გალიდერდა

ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა

"ასე უნდა ფიქრობდეს ნაკრების ყველა კალათბურთელი ევრობასკეტის წინ"

"რუსთავმა" თსუ-ს იოლად მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონს ერთი მატჩი გაარკვევს

"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ

"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"

დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა

პლეიოფები: "გაგრა" და "თელავი" ისევ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ითამაშებენ

"ქუთაისმა" ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა

ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო

სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს

"შუქურა" მეოთხე ლიგაში დააქვეითეს - ეროვნული ლიცენზირების შედეგები

ევროსასამართლომ განაჩენი გამოიტანა - როდის მიიღებს პერესი სუპერლიგის შექმნაზე თანხმობას?

სუპერლიგა. კატასტროფის წინაშე - "ნაპოლი" შეიძლება მწარედ დასაჯონ

დასაფიქრებელი კი არა, საგანგაშო: "შსს აკადემია" ევროჩელენჯზე არ ითამაშებს!

"ნაპოლის" სუპერლიგაში ასპარეზობა სურს, ევროპული ფეხბურთი გახლეჩის პირასაა - დამარცხებული სასიკვდილო დარტყმას მიიღებს

სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში

გიორგი ცინცაძე ფრანგულ "გრაველინში" ითამაშებს

გიორგი კორსანტიას 32 ქულა, 18 მოხსნა და თსუ-ს გამარჯვება "მგზავრებთან"

"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს

"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ

"ქუთაისმა" "ოლიმპს" კვლავ მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა