"სახელმწიფოსთან ამ თემაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და მჯერა, უკეთესი ჩემპიონატი გვექნება"
38 წლის ალექსანდრე იაშვილი დღეს შეუცვლელი ფეხბურთელია თბილისის "დინამოსთვის". საქართველოს ჩემპიონატში საცქერი თუ რამაა, ეს "იაშკას" დახვეწილი თამაშია.

ის ამ ზაფხულს ბუცებს ლურსმანზე ჩამოჰკიდებს და ვალმოხდილი დაასრულებს კარიერას. ის არ მოიქცა რიგითი ფეხბურთელივით და ევროპულ სტადიონებს ნაჩვევმა, ბოლოს ისევ სამშობლოს მოაშურა...

ალექსანდრე იაშვილი ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლისთვის უკვე აღმასკომის წევრის რანგშიც ზრუნავს. მოკლედ, მასთან სალაპარაკო საკმარისზე მეტი დაგროვდა...

ეს ინტერვიუ გუშინ შედგა.

დინამო და ეროვნული ჩემპიონატი

- თბილისის "დინამო" ეროვნულ ჩემპიონატს ლიდერობს და საქართველოს თასზეც დამაჯერებლად გამოდის. როგორი იყო თქვენთვის სეზონის პირველი ნახევარი?

- ჩემთვის სეზონის შეფასების მთავარი კრიტერიუმია, თუ რა შედეგი აქვს გუნდს, როგორ თამაშობს ის... სეზონის დაწყების წინ ჩვენ 3 ტიტულის მოპოვება, ანუ ტრიპლეტის შესრულება დავისახეთ მიზნად. როგორც იცით, თბილისის "დინამომ" მოიგო საქართველოს სუპერთასი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩემპიონატში ვლიდერობთ. საშემოდგომო ნაწილის დასრულებამდე დარჩენილია ძალიან მნიშვნელოვანი გასვლითი მატჩი ქობულეთის "შუქურასთან". რაც შეეხება თასის გათამაშებას, "ტორპედოსთან" გვაქვს ასევე ძალიან საპასუხისმგებლო შეხვედრა...

ამ დროისთვის, მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შევაფასებ სეზონის პირველ ნაწილს, თუმცა აქვე იმასაც ვიტყვი, რომ მთელი ყურადღებითა და სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ ორ დარჩენილ შეხვედრას.

- საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს უკვე კარგა ხანია, დაუბრუნდით. რა გაძლევთ იმედს და რამ გაგიცრუათ იმედი?

- პირველ რიგში, დამაფიქრებელია ქართული ფეხბურთის ინფრასტრუქტურის მდგომარეობა. ბევრ გუნდს ისეთ პირობებში უწევს მომზადება და სათამაშოდ ისეთ მოედნებზე გასვლა, აქ რომელ პროგრესზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?! მაგრამ იმედს მაძლევს თუნდაც ის, რა პირობებიცაა თბილისის "დინამოში". ძალიან ნიჭიერი, პროფესიონალი თაობა მოდის. ამ ბიჭებთან ერთად რომ ვვარჯიშობ და ვხედავ მათ მონდომებას, ძალიან მიხარია. მჯერა, ეს ახალგაზრდა ფეხბურთელები ბოლომდე იტყვიან სათქმელს. ისინი ჯერ თავიანთ კლუბს გამოადგებიან, მერე კი მიაღწევენ მთავარ მიზანს თავიანთ კარიერაში - სასარგებლო ფეხბურთელები გახდებიან საქართველოს ნაკრებისთვის...

ყოველდღე მივდივარ ბაზაზე და ვგრძნობ უდიდეს სიამოვნებას ამ ბიჭებთან ერთად ვარჯიშით, სამწვრთნელო შტაბთან მუშაობით, რომელიც საქმის ცოდნითა და დისციპლინითაა გამორჩეული.

- მაშ, მიგაჩნიათ, რომ "დინამოს" ან ზოგადად, ქართულ ფეხბურთს მომავალი აქვს?

- აქვს, ნამდვილად აქვს. "დინამოს" რაც შეეხება - აკადემია, დუბლები... ჩვენთან ხალხს უზომოდ უყვარს ფეხბურთი....

რატომ ვარ აღმასკომში

- ახლახან ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრად აგირჩიეს. ხომ არ გიჭირთ ამ მისიის შეთავსება მოქმედი ფეხბურთელის ტვირთთან?

- გაჭირვებით არ მიჭირს... პირველ რიგში, ძალიან სასიამოვნოა აღმასკომის წევრობა. ამავე დროს, უდიდეს პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ. აღმასკომში იმიტომ ვარ, რომ ქართულ ფეხბურთს გამოვადგე, სულ ცოტა რამ მაინც გავაკეთო... სხვათა შორის, აღმასკომში ჩემ ყოფნას უეფას წარმომადგენელიც მიესალმა. ამან ძალიან გამახარა და ძალა შემმატა...

საქართველოში პირველი მოქმედი ფეხბურთელი ვარ, ვინც აღმასკომის წევრი გახდა. დავინტერესდი და შევიტყვე, რომ მსოფლიოშიც ყოფილა ანალოგიური მაგალითები, ჩვენთან კი პირველად მოხდა...

- რა იქნება თქვენთვის, როგორც აღმასკომის წევრისთვის, პრიორიტეტი?

- ლევან კობიაშვილმა უკვე განსაზღვრა პრიორიტეტები - ესაა ბავშვთა ფეხბურთი და ინფრასტრუქტურა. ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ინფრასტრუქტურის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია - გუნდს ელემენტარული პირობა თუ არ აქვს, წარმატებას როგორ, რა გზით მიაღწევს?

- როგორც აღმასკომის წევრს, ეროვნულ ჩემპიონატზე გკითხავთ. სახელმწიფოს თანადგომის გარეშე მისი შველა, ალბათ, წარმოუდგენელია. თქვენც ასე ფიქრობთ?

- სახელმწიფოსთან ამ თემაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და მჯერა, უკეთესი ჩემპიონატი გვექნება.

- ხალხი როგორ უნდა დავუბრუნოთ ქართულ სტადიონებს?

- პირველ რიგში, ქართულმა ფეხბურთმა უნდა დაიბრუნოს ის ნდობა, რომელიც დაკარგა. დაკარგა თუნდაც ბოლოდროინდელი წარუმატებლობების ფონზე... ამას ემატება ჩემპიონატის საერთო დონე და ინფრასტრუქტურული პრობლემები. რად უნდა თქმა, რომ კომფორტულ გარემოში უფრო მეტი ხალხი მოვა თამაშების სანახავად. დღეს მაყურებელი, ძირითადად, რეგიონებში დადის თამაშებზე. თავად ვითამაშე "სამტრედიაში" და ვიცი, როგორ ელოდებოდა ხალხი ამ გუნდის თამაშს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხალხი მატჩის მოლოდინით ცხოვრობდა.

- თქვენი აზრით, რამდენგუნდიანი ჩემპიონატია ოპტიმალური საქართველოსთვის?

- მოდით, ასე ვთქვათ: ჩემი აზრით, უპრიანია, საქართველოს ჩემპიონატში ითამაშოს იმდენმა გუნდმა, რამდენიც მზად იქნება ამისთვის, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სხვა კრიტერიუმებით.

გერმანიაში დამნაშავე მოკვეთეს...

- ვთქვათ ბოლო დროს ქართულ ფეხბურთში მომრავლებულ საეჭვო მატჩებზეც. რამდენიმე დღის წინათ, ერთი სარისკო თამაში ლევან კობიაშვილმა პირადად გადადო. ფაქტია, პრეზიდენტი ყველგან ვერ ჩავა. საინტერესოა, თუ იცით მსგავსი ფაქტების შესახებ თქვენი გერმანული წარსულიდან? და საერთოდ, როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ სენს?

- ეს მხოლოდ ჩვენი ტკივილი არ არის, მთელი მსოფლიოს პრობლემაა. გამოსავალი კი ისაა, რომ ყველა ერთად დავდგეთ: ფეხბურთელი, მწვრთნელი, მსაჯი, ქომაგი... გერმანიაში ამ რამდენიმე წლის წინათ მოხდა ასეთი ფაქტი: გარიგებაში დამნაშავე მსაჯი და ფეხბურთელები მოიკვეთნენ ფეხბურთიდან, თან ფინანსური სანქციებიც დაეკისრათ.

ძალიან მომეწონა ცხადაძის მესიჯი...

- როგორ შეაფასებთ 2015 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის?

- გერმანიასთან თამაშია ჩემთვის ამოსავალი წერტილი. რა თქმა უნდა, წაგების მერე არ უნდა იყო კმაყოფილი, მაგრამ ჩვენ ძალიან დაგვწყდა გული ლაიპციგში განცდილი მარცხის გამო.

არ დავმალავ, ძალიან მომეწონა კახა ცხადაძის მესიჯი შოტლანდიასთან მოგებული მატჩის შემდეგ - საქართველოს ნაკრები უნდა იყოს გუნდი, რომელიც ერთ, თუნდაც ხმაურიან მოგებას არ დასჯერდება და სტაბილურად გაიმარჯვებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი იყო ფეხბურთელების მიმართ და მჯერა, ბიჭები ბოლომდე გაითვალისწინებენ მის არსს...

როგორც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისთვის, ისე ჩემთვისაც ძალიან გულდასაწყვეტი იყო ესტონეთთან 0:3 მარცხი, მაგრამ იმისაც მჯერა, რომ ნაკრების სამწვრთნელო შტაბი და თვითონ ფეხბურთელები შესაბამის დასკვნებს გამოიტანენ ტალინში მომხდარიდან.

- როგორ ფიქრობთ, უპრიანია, ყველა ასაკობრივმა ნაკრებმა ეროვნული გუნდის მსგავსი ტაქტიკური სქემით ითამაშოს?

- ჩემი აზრით, უპრიანია, ასაკობრივ ნაკრებებში ფეხბურთელმა იმავე სქემით ითამაშოს, რაც მას ეროვნულ გუნდში დახვდება, თუმცა აქ არის ერთი მომენტი. შეიძლება, მეტოქისგან გამომდინარე, ეს სქემა ცალკეულ მატჩებში შეიცვალოს. და კიდევ - მწვრთნელს ყოველთვის უნდა ჰქონდეს იმპროვიზაციის საშუალება.

ზაფხულის ოცნება

- საბოლოოდ გადაწყვიტეთ სეზონის ბოლოს აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულება? აღმასკომის წევრობის გარდა, სხვა რამეზეც ხომ არ ფიქრობთ, მაგალითად - მწვრთნელობაზე?

- მწვრთნელობაზე ნამდვილად არ ვფიქრობ. ჩემი ოცნებაა, მომავალ ზაფხულს, როცა კარიერას დავასრულებ, თავაწეული წავიდე დიდი ფეხბურთიდან. მოვიგო საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლები და საქართველოს თასი. ბედნიერი ვარ, თბილისის "დინამოში" რომ ვთამაშობ, ჩემს საყვარელ გუნდში, რომელმაც ყველაფერი მომცა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gff
იაშკა, მადლობა ყველაფრისათვის, შენ ნაკრების სული და გული იყავი!
joni
იაშკა შენი სადღეგრძელო სამტრედიაში ბვრჯერ დალეულა და კიდევ დაილევა შენ დიდი დინამოს იმ ოქროს თაობის სიაში ყავხარ სამტრედიელებს შეყვანილი
levan
კოსტა - აზერბაიჯანი უეფაშია გაწევრიანებული, შესაბამისად ევროპაა ;)
batono kosta
ჩამოჰკიდებს - მომავალი დროა. ანუ, ნაგულისხმევია ის ზაფხული, რომელიც განგების ნებით კვლავ დადგება საქართველოში
თაზო
გაიხარე იაშკა,კაცი ხარ!!!!!
კოსტა
"ის ამ ზაფხულს ბუცებს ლურსმანზე ჩამოჰკიდებს". რომელ ზაფხულზეა საუბარი? რომელიც უკვე გავიდა თუ მომავალი წლის ზაფხული გაქვს მხედველობაში? პატარა დეტალია, მაგრამ მაინც.. იაშკა კი, მართლაც გამორჩეული ქართველი ფეხბურტელია, თუმცა ევროპიდან ის პირდაპირ საქართველოში არ დაბრუნებულა, როგორც ალეკო გვამცნობს, არამედ ერთი სეზონი აზერებში ირჯებოდა.
gizog
გაიხარე იაშკა, ნამდვილი ქართული ოჯახის აღზდილი კაცი ხარ, რაც ძაან აკლია ბოლო დროს საქართველოს
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ