ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ლევან კობიაშვილი: შეცდომას არ უშვებს ის, ვინც საქმეს არ აკეთებს

ლევან კობიაშვილი: შეცდომას არ უშვებს ის, ვინც საქმეს არ აკეთებს

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები სპორტული მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ
24 ივნისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები - პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე-პრეზიდენტები - კახა ჭუმბურიძე და ალექსანდრე იაშვილი - სპორტული მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა კონკრეტულ საკითხს არ ეძღვნებოდა, მიზანი - მედიასთან პრობლემებზე საუბარი იყო. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა არა ერთ კონკრეტულ, არამედ სხვადასხვა საკითხზე ილაპარაკეს.

კრიტიკა გვჭირდება

ლევან კობიაშვილი:

- დღეს მიმდინარე საკითხებზე, განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრებთ. ასეთი ტიპის ურთიერთობა ყველასთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. ამიტომ მიხარია, ერთმანეთს რომ შევხვდით...

დასრულდა სეზონი, ნაკრებმაც ციკლი დაამთავრა და ვიწყებთ ახალ საფეხბურთო წელს, ვიწყებთ ახალ პროექტებს და დღეს სწორედ ამაზე ვილაპარაკებთ. კითხვებს არასდროს გავურბივართ და მზად ვართ, ნებისმიერ კითხვას შესაბამისი პასუხი გავცეთ...

სლოვაკეთთან, რუმინეთთან და ესპანეთთან ჩატარებულ სანაკრებო ამხანაგურ შეხვედრებსაც შევეხები. ორი წაგების შემდეგ გუნდმა სწორი ანალიზი გააკეთა და ესპანეთი იმიტომ დაამარცხა, რომ გუნდში ერთსულოვნება იყო. მაგალითად ხორვატიასთან მოგებული თამაში გამოდგება - მაშინაც ყველა ერთსულოვნები ვიყავით და ამით მოვიგეთ - სხვათა შორის, ეს არამხოლოდ ნაკრების წევრებმა შევძელით.

რუმინეთთან წაგების შემდეგ კრიტიკა საჭიროც იყო და ის ჩვენ მივიღეთ, მაგრამ შეცდომას არ უშვებს ის, ვინც საქმეს არ აკეთებს. ჩვენ კი ესპანეთთან გამარჯვება არ გვაკმაყოფილებს. წინ რთული გზაა და პროგრესს მარტო ვერ მივაღწევთ, ყველამ ერთად უნდა ვიაროთ. დღეს კი იქ არ ვართ, სადაც ყველას გვსურს ყოფნა, მაგრამ გვაქვს გეგმები, რომლებიც უახლოეს წლებში უნდა განვახორციელოთ და მიზნამდე სწორედ ეს მიგვიყვანს...

ეს რეაქცია გაუგებარი იყო

ალექსანდრე იაშვილი:

- მნიშვნელოვანი სამი ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ, რადგან მეტოქეები ევროპის ჩემპიონატის მონაწილეები იყვნენ და ვლადიმირ ვაისმა გუნდსა და ფეხბურთელებზე ბევრი რამ შეიტყო. ესპანეთთან მოგებამ მთელი საქართველო გაახარა, მაგრამ ილუზიებში არ ვართ და კარგად ვაცნობიერებთ, სად არის ახლა ქართული ფეხბურთი. ვაისი საქართველოში რომ ჩამოვა, გვეცოდინება, რა პრობლემებია და რომელ ფეხბურთელთან. პროგრესს დრო და დიდი შრომა სჭირდება. დარწმუნებული ვარ, ამას მივაღწევთ...

დავით მუჯირი:

- ამხანაგურ მატჩებზე მუშაობისას აქცენტი ძლიერ მეტოქეებზე გავაკეთეთ. შესარჩევისთვის გუნდი უკეთეს პირობებში უნდა მომზადებულიყო. ორ მატჩში მარცხის შემდეგ ძლიერი დარტყმა მივიღეთ, ფეხბურთელებზე კი დიდი ზეწოლა იგრძნობოდა, მაგრამ შეცდომები გაანალიზდა, ნაკრების წევრებმა ის გამოასწორეს, გუნდი შეიკრა და ესპანეთი დაამარცხა - მთავარი ესაა.

ესპანეთთან მოგება დიდი სტიმულია. დამიჯერეთ, სერიოზულად ვუდგებით საქმეს და მთავარია, განწყობა შეიცვალოს და პოზიტივზე ვიფიქროთ. მაგრამ ეიფორიაში რომ არ ჩავვარდით, იქიდანაც ჩანს, რომ 10 ივნისს ევროპის ჩემპიონატის გახსნაზე მიგვიწვიეს, მაგრამ თბილისში აღმასკომის სხდომაზე გადმოვფრინდით.

საწყენია, რომ ის განწყობა ვერ ვიგრძენით, რაც ესპანეთის დონის გუნდთან მოგებას უნდა ახლდეს. გაუგებარია, რომ ისმოდა ქილიკი და ლანძღვა. ჩვენ ერთიანობა გვჭირდება, ასეთი მიდგომით წინ ვერ წავალთ...

სისტემას ვაყალიბებთ

კახა ჭუმბურიძე:

- წარმატება უცებ არ მოდის, მას საფუძვლები სჭირდება. ისლანდიამ და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრილმა სხვა პატარა ქვეყნებმა პროგრესს სწორედ ასე მიაღწიეს. შექმნეს სისტემა, მეტი ყურადღება მიაქციეს ბავშვთა და ჭაბუკთა ფეხბურთს და წარმატებებს საფუძველი ჩაუყარეს. ჩვენც იგივე გზა ვარჩიეთ. შევქმენით სისტემა, რომელიც რამდენიმე წელიწადში წარმატებას აუცილებლად მოიტანს - ბავშვები გაიზრდებიან, ჩემპიონატის დონე ამაღლდება. შესაძლოა, ზოგჯერ არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა გვიწევს, მაგრამ ერთჯერადი წარმატებით გახარებას ისევ ეს სჯობს, რადგან ის შედეგს აუცილებლად მოიტანს...

...მადლობა ნაკრების ფეხბურთელებს, რადგან ეს გამარჯვება სჭირდებოდა მწვრთნელს და, ზოგადად, მთელ ნაკრებს. ეს კი თავდადების გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა.

აქამდე ნაკრებს წყლის ბოთლის მეტი არაფერი ჰქონდა, ახლა კი, შესაძლოა, ბევრმა არც იცის, რომ ფედერაციამ გუნდისთვის შეიძინა საკმაოდ ძვირად ღირებული აღმდგენი საშუალებები, ვიტამინები, სამედიცინო აპარატურა... ეს თანამედროვე ფეხბურთში საჭიროა და ნაკრებს გამოადგება. აღდგენები ფეხბურთში აუცილებელია.

მაგალითად, 6 და 9 ოქტომბერს შესარჩევში ირლანდიასა და უელსს გადაბმულად ვეთამაშებით და ეს ფეხბურთელებს საშუალებას მისცემს, მოედანზე გამოფიტულები არ იყვნენ. თავისუფლად შეიძლებოდა, ეს აპარატურა ადრეც შეეძინათ, მაგრამ ფაქტია, ასე არ მომხდარა. თუ დააკვირდით, ამხანაგურებში ფეხბურთელებს სპეციალური სახვევები ჰქონდათ, რაც უჩვენებს, ვინ რამდენად დაიხარჯა. ამ ყველაფრის ანალიზიც დაიწყო.

ნაკრების ფეხბურთელების პრემიებზე

ლევან კობიაშვილი:

- ფეხბურთის ფედერაციის მიდგომა ასეთია - თუ ნაკრები წარმატებას მიაღწევს და ფინალურ ეტაპზე გავა, პრემია ფეხბურთელებზე განაწილდება. კონკრეტულ თამაშზე და მოთამაშეთა მოსაწვევად კი პრემიების გაცემა გამორიცხულია და ამას არც განვიხილავთ...

გიორგი ჯიქიას რაც შეეხება, ის რუსეთის მოქალაქეა და მასთან მოლაპარაკება კვლავ მიდის. ვცდილობთ, დავარწმუნოთ, რომ მისთვის საქართველოს ნაკრებში თამაში უკეთესი იქნება. საბოლოოდ, უარიც არ გვითქვამს და იმედია, ეს საქმე გამოგვივა. ეროვნულ გუნდში მისი მოწვევის შანსი ჯერაც არსებობს, მაგრამ ფეხბურთელის პრემიით დაინტერესება გაუმართლებლად მიმაჩნია. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ რუსებს ფულით ვერ ვაჯობებთ; მეორე და მთავარი ისაა, რომ ფეხბურთელს ნაკრებში თამაში თავად უნდა სურდეს. სხვათა შორის, მსგავსი მოლაპარაკება სხვა ქვეყნის სახელით მოასპარეზე კიდევ რამდენიმე ქართველთან გვაქვს...

ევროთასებზე ყველა კლუბს წარმატებებს ვუსურვებ - ეს მათაც სჭირდებათ და საქართველოსაც, მით უფრო, გასული წლების ევროსეზონების ფონზე. იმედია, პირველ ბარიერს ოთხივე გუნდი გადალახავს და შორს წავა. შანსი კი არის.

"სამტრედია" "გაბალას" შეხვდება, რომელიც რთული მეტოქეა, მაგრამ გია ცეცაძის გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაშია, რაც ბუქარესტის "დინამოსა" და ალბანურ "კუკეშთან" გამარჯვებებშიც გამოჩნდა...

ორი წლის განმავლობაში, ქართულ-აზერბაიჯანული გუნდების თამაშებს გარკვეული დაძაბულობა ახლდა. აქედან გამომდინარე, გამორიცხული არაფერია. ვისურვებდი, ფანებს შორის დაპირისპირებები არ მოხდეს და ვიზრუნებთ, მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს.

გაიმართება სუპერთასი?

დავით მუჯირი:

- გასული სეზონის რეგლამენტში სუპერთასთან დაკავშირებით არაფერი ეწერა. ამიტომ ამ საკითხს აღმასკომი გადაწყვეტს. დადებითი პასუხის შემთხვევაში, დასადგენი არც არის, სუპერთასს რომელი გუნდები გაითამაშებენ.

წესი ასეთია: თუ გუნდი ერთ სეზონში ჩემპიონატსაც იგებს და თასსაც, მაშინ სუპერთასის მატჩში თასის ფინალისტს ხვდება. ასეთ შემთხვევაში, სუპერთასზე "დინამო" ბოლნისის "სიონს" უნდა ეთამაშოს. ამიტომ აღმასკომზე განსახილველიც არ არის, სუპერთასს რომელი გუნდები გაითამაშებენ.

ლევან კობიაშვილი:

- ჩემპიონატის შვიდ-შვიდგუნდიან ჯგუფებად დაყოფა იდეალური ვარიანტი არ იყო, მაგრამ ამ ეტაპზე სხვაგვარად ვერ მოხერხდა - ალტერნატიული ვარიანტით, 26 ტური უნდა გვეთამაშა, რასაც თასის გათამაშება ემატებოდა. მოკლე დროში ამდენი მატჩის ჩატარება წარმოუდგენელი იყო. საქართველოსთვის მისაღები კი სწორედ 10-გუნდიანი უმაღლესი ლიგისკენ სწრაფვაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• გურო

Jango-ს. შენს პირს შაქარი, მაგრამ ეს როგორ უნდა მოხერხდეს? წარმოუდგენელია კლუბმა ფეხბურთელი გაგანია სეზონში ასეთი დიდი დროით გაუშვას ნაკრებში. მაგ. სექტემბერ-ოქტომბერში ისეთი გაგანია ჩემპიონატებია ყველგან, თავისუფალი ფანჯარის გამოყოფა უჭირს უეფა-ფიფას. კაია რაც შენ გინდა, მაგრამ სადაა!!!

• გიორგი

ისლანდიის მაგალითი რომ მოგყავთ ბარემ დათა თუთაშხიას სიტყვებიც გაიხსენეთ:თუ სიყვარული არ გაქვს, კაცს ვერ მოკლავ.აქ მარტო წაგება მოგებაზე არაა საქმე.შენი ქვეყნის და ქომაგის სიყვარული უნდა გქონდეს ძარღვებში ნაკრების წევრს.ამიტომ შეიყვარა რაგბი გულშემატკივარმა,უომრად არაფერს თმობენ.თუ საჭიროა მობოდიშებაც არ ეთაკილებათ

• Jango

ლევან კობიაშვილს! მოვითხოვთ ნაკრების ოფიციალაური მატჩების წინ ჩაატარეთ 2 ამხანაგურ შეხვედრა ნაკრებისა თბილისის დინამოსა და სამტრედიის სამტრედიასთან.

• bebeto

კარგი როცა ლოგიკურად აზროვნებენ,ბევრი პრობლემაა ქართულ ფეხბურთში და ეტაპობრივად უნდა დაიწყონ მოგვარება,რა თქმა უნდა სახელმწიფოს გარეშე ძნელი იქნება პრობლემების მოგვარება.ბიზნესი როგორმე უნდა დააინტერესონ ქართული ფეხბურთით.

• ალეკსანდრე

საქმეს რომ აკეთებდა,იმიტომაც შეიძულესო?გააჩნია ადამიანი რა საქმეს აკეთებს!

• status quo

ისლანდიას ადარებენ თავს.ესპანეთთან მოგება შემთხვევითია და თუ გაგვანებივრებთ ხშირი მოგებებით,მაშინ მოგეფერებით...

• ნინოსნაირებს))

მიშამ რომ საქმე გაუკეთა ,ცხონებულების - შარაძის, გირგვლიანის , რობაქიძის და კიდევ უამრავი მათნაირის ოჯახებს , შენთვის რომ გაეკეთებინათ საინტერესოა რას იტყოდი !

• ზაზა

,,მაგრამ ფეხბურთელის პრემიით დაინტერესება გაუმართლებლად მიმაჩნია.,,–სიტყვა ,,ფეხბურთელი,,ჩავანაცვლოთ სხვა ნებისმიერი პროფესიის სახელწოდებით ...მიღებული იქნება?..საქართველოს სახელით თამაში დიდი პატივია(რაც მართლაც ასეა!),მაგრამ უკაცრავად და ქვეყნის პრეზიდენტობა,პრემიერობა ,მინისტრობა არ ითვლება ქვეყნის სამსახურად და საპატიო თანამდებობებად?უხელფასო,უპრემიოდ ემსახურებიან საქართველოს?თუ ფეხბურთელი უნდა დაიჩაგროს?...თუ ვერ ვხვდებით,რომ საქართველოს გარეთ დაბადებულს,ლეგიონერის სტატუსის მიღებით,რომ პრობლემები შეექმნებათ საკლუბო კარიერაში?არ უნდა აუნაზღაუროთ?თუ საქართველოს პრეზიდენტი ,პრემიერი თუ ვიცე–პრემიერის თანამდებობაზე მუშაობაა ძალიან სარისკო,პრობლემურია საკუთარი კარიერისთვის და მათ აუცილებლად ხელფასი და პრემიებით წახალისება ჭირდებათ?ნაკრებში შეძლება სიტუაცია გაფუჭდეს?რატომ?საქართველოს მოქალაქე ფეხბურტლები ვერ აზროვნებენ და ვერ გაიგებენ არსებულ სიტუაციას და საქართველოს მოქალაქეობით გამოწვეულ პრობლემებს?....იქნებ მაგალითად თურქეთის ფფ–ის მუშაობა მიიღოთ–დანიის 17–19წწ–ის ასაკობრივების ძალიან მაგარი ფეხბურთელი,დიდი ალბათობით მომავალში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკლავი ე.მორი , როგორ დაითანხმეს თურქეთის ეროვნულ ნაკრებში თამაშით!პ.ს.საინტერესოა თვითონ ფედერაციაში თუ აქვთ გამოწერილი პრემია–დანამატები(დანამატები ხომ უახლოესი გამოგონებაა ხელისუფლების()

• ნინო

ეგრე იყო მიშაც, საქმეს რომ აკეთებდა, იმიტომაც შეიძულეს

• გაოგმებული გულშემატკივარი 2

მომიტევეთ ვისაც გეიმედებათ რომ კობიაშვილის ხელმძღვანელობით ეს ფედერაცია და მათ ხელში ნაკრები რამე პოზიტივს მოგვიტანენ! არ იციან საქმის კეთება და მაგიტომაც, ცარიელი ამბიციები და "პქხოდუ მაყუთის კეთება", აი მწარე რეალობა. როგორც ამათი მეტრი კალა არის წარმატებული მინისტრი, ისევე წარმატებული იქნება ეს ბიჭიც...ვწუხვარ მაგრამ ესეა, ნეტა ვცდებოდე.

• შოკირებული გულშემატკივარი

ლევან კობიაშვილი: "ორი წაგების შემდეგ გუნდმა სწორი ანალიზი გააკეთა და ესპანეთი იმიტომ დაამარცხა, რომ გუნდში ერთსულოვნება იყო. მაგალითად ხორვატიასთან მოგებული თამაში გამოდგება - მაშინაც ყველა ერთსულოვნები ვიყავით და ამით მოვიგეთ - სხვათა შორის, ეს არამხოლოდ ნაკრების წევრებმა შევძელით...

OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა

რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე

"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა

"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს

"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა

კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა

მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა

კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა

მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა

ბერიკა შუკაკიძე: მეტი რა ექნა გიორგი ვადაჭკორიას, გოლს ხომ არ გაგვიტანდა?!

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

"მასზე უცნაური ჭორები ვრცელდება" - "ლოკომოტივის" მწვრთნელმა ჯიქია დაიცვა

"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...

ავა ვინმე სანიოლის ნაცვლად ეშაფოტზე? - გულშემატკივარი სფფ-სგან მეტ პატივისცემას იმსახურებს

VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე

სფფ-მ რაჭაში ორდღიანი ვიზიტი ამბროლაურის მშენებარე სტადიონის მონახულებით დაასრულა

"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა

თურქების მეტოქეები გაირკვა - რა გზა ექნებოდა საქართველოს ნაკრებს მუნდიალამდე, ჯგუფში მეორე ადგილი, რომ დაეკავებინა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა

ფოთის ბავშვთა გუნდი ფესტივალის "ფეხბურთი ყველას" გამარჯვებულია

"კოკა-კოლას თასი 2019"-ის გოგონათა გათამაშება ალვანის პირველმა სკოლამ მოიგო

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა

დავით მუჯირმა ახსნა, როდიდან და სად შეეძლება გულშემატკივარს ესპანეთთან მატჩის ბილეთის ყიდვა

"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს

ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

იაშვილი: მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს

უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა

დავით მუჯირი კარიერას სლოვაკურ გუნდში გააგრძელებს

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

კახა ჭუმბურიძე ბერიკა შუკაკიძესთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

"ჯიქიას რომ ქართული პასპორტი ჰქონდეს - რუსს მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ" - საფეხბურთო აგენტი

"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა

ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან

სფფ-ის ხელმძღვანელები სამუშაო ვიზიტით დასავლეთ საქართველოს ესტუმრნენ

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია

გიორგი ჯიქიას უგუნდობა დასრულდა

საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა

"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

გიორგი ჯიქია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

სანიოლის კაპიტულაცია

ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს

"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს

"სპარტაკიდან" წასული ჯიქიას სამსახურით რუსული კლუბები არ ინტერესდებიან და კარიერას, სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს