ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველო-იაპონია 22:28 - მარცხი, ტაში და ნაჩუქარი ლელოები [VIDEO+PHOTO]

საქართველო-იაპონია 22:28 - მარცხი, ტაში და ნაჩუქარი ლელოები [VIDEO+PHOTO]

ის, რაც საქართველო-იაპონიის მატჩის დასკვნით 20 წუთში მოედანზე ხდებოდა, ვერაფრით ავხსნით...
"გულდასაწყვეტია ასეთი თამაშის წაგება. მოხერხება უნდა იმას, რომ ასეთი დიდი ფიზიკური უპირატესობა გქონდეს და მაინც წააგო" - ეს სიტყვები ნამატჩევს საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ თქვა. მართლაც ძნელია, მით უმეტეს, ცხელ გულზე "ბორჯღალოსნების" მარცხს იაპონიის ნაკრებთან ახსნა მოუძებნო.

თითქოს სათამაშო უპირატესობასაც ვფლობდით, სალელოვე მომენტებიც მეტი შევქმენით, მაგრამ, როგორც ჩანს, არ გვეყო ის, რაც რაგბიში ყველაზე მნიშვნელოვანია - სათანადო ფიზიკური კონდიცია, გამძლეობა, სწრაფი, ფეთქებადი ძალა, სწრაფი აზროვნება, დროული და სწორი ურთიერთდახმარება, ორთაბრძოლაში თამამი ჩართვა და დროული ჩახურვა. მოვიკოჭლეთ დაკიდებულ ბურთზე თამაშშიც.

სწორედ ამ უკანასკნელი კომპონენტის ხარჯზე შეძლეს იაპონელებმა ორი ლელოს გატანა. დაცვაში უკანახაზელების უყურადღებო თამაში კი წაგების ფასად დაგვიჯდა.

მატჩის დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდი, მარცხის მიუხედავად, მაყურებელმა ტაშით გააცილა. "ბორჯღალოსნებმა", როგორც სჩვევიათ, ბოლომდე გულიანად იბრძოლეს და ქომაგმაც დაუფასათ.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

ჩვენმა გუნდმა თამაში თავიდანვე აქტიურად, შეტევებით დაიწყო და საწყის ათ წუთში სტუმრებს სამჯერ შევუტიეთ მოლით. იაპონელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სამჯერვე თავგანწირვით იბრძოლეს და ლელო დაიცვეს.

ანგარიში კი იაპონელებმა მე-9 წუთზე გახსნეს. რაც მათ გააკეთეს, იერიშს ვერ დაარქმევ. ბურთი ფეხით ზურგს უკან დაკიდეს, იქვე მიჰყვნენ. ჩვენმა უკანახაზელებმა ბურთის დამორჩილება ვერ შეძლეს, ის ისევ იაპონელების ნადავლი შეიქნა და ლელო ფულბეკმა კოტარო მაცუშიმამ გაიტანა. მგეზავმა იუ ტამურამ ვერ გარდასახა. ეს ერთი ნაჩუქარი ლელო.

რვა წუთის შემდეგ ტამურამ საჯარიმოს გატანა შეძლო და იაპონია 8:0 დაწინაურდა.

"ბორჯღალოსნებმა" ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს. ფიზიკურ ძალაში ჩვენების უპირატესობა აშკარა იყო და მორკინალებიც მის გამოყენებას მალიმალ ცდილობდნენ. ერთ-ერთი ასეთი მიძალებისას არბიტრმა იაპონელთა მეორეხაზელი წესის დარღვევის გამო სინბინში გაუშვა.

საჯარიმოდან ბურთი აუტში გადავიტანეთ. მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში დერეფანი მოვიგეთ, მოლი შეიკრა, მიაწვა და ჩათვლის მოედანში იოლად შეაღწია. ბოლოს ბურთით ხელში მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი იყო. მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახვა ვერ გაიტანა - 5:8. ეს 26-ე წუთზე მოხდა.

ინიციატივა ხელიდან არც ამის შემდეგ გაგვიშვია. იაპონელებს ტაიმის დასრულებამდე ჩვენი ლელოს სიახლოვეს საფრთხე არ შეუქმნიათ. 38-ე წუთზე სტუმრებმა მოედნის საკუთარ ნახევარზე აუტი უხეიროდ მოაწოდეს. ბურთს ჩვენი ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძე დაეუფლა და ლელომდე 45 მეტრი ირბინა. კვირიკაშვილმა ამჯერად გარდასახა - 12:8. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

თითქოს ყველაფერი დალაგდა. სათამაშო უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო, ანგარიშშიც წინ გავედით. მეორე ტაიმიც ჩვენი გუნდის შეტევებით დაიწყო. 44-ე წუთზე მეტოქის 22-მეტრიან ზონაში მათივე შერკინება მოვიგეთ და შეტევა მარცხენა ფრთაზე ხელდახელ განვაგრძეთ. ლობჟანიძემ იერიშში შუამარბი დავით კაჭარავა ჩართო, რომელსაც კიდევ უფრო მარცხნივ უნდოდა გიორგი აფციაურისთვის ბურთის გადაწოდება, მაგრამ იაპონელთა გარემარბმა ლომანო ლემეკიმ ჩაუჭრა და ლელომდე 95 მეტრი ისე ირბინა, ხელი ვერავინ შეუშალა. გარდასახვა ტამურას გაუცუდდა. ესეც მეორე ნაჩუქარი ლელო - 13:12.

საპასუხო ლელო "ბორჯღალოსნებმა" ხუთ წუთში მიითვალეს. ორწუთიანი იერიში, რომელშიც მორკინალები და უკანახაზელებიც თანაბრად იყვნენ ჩართულნი, მესამეხაზელმა ბექა ბიწაძემ ლელოთი დაასრულა. კვირიკაშვილს გარდასახვა არ გასჭირვებია - 19:13.

საქართველოს ნაკრების იერიშები არ წყდებოდა. ოთხ წუთში ისევ ახლოს ვიყავით ლელოსთან, მაგრამ ბოლოს საჯარიმოს კარში დარტყმა გადაწყვიტეს და კვირიკაშვილმა ცხრა ქულით დაგვაწინაურა - 22:13.

თითქოს, კიდევ ერთხელ ისევ ყველაფერი დალაგდა, მაგრამ...

იმას, რაც დასკვნით 20 წუთში მოედანზე ხდებოდა, ვერაფრით ავხსნით. მე-60 წუთზე სტუმრები ბურთს მოედნის ცენტრთან ახლოს ფლობდნენ და ფეხით ისევ ზურგს უკან გადმოკიდეს. აქ ჯაბა ბრეგვაძემ და გიორგი აფციაურმა ბურთი თითქოს ერთმანეთს დაუთმეს. უეცრად კი, საიდანღაც სტუმართა გარემარბი ლომანო ლემეკი გაჩნდა და სრულიად უწყინარ ვითარებაში მესამე ლელო გაგვიტანა.

ტამურამ გარდასახა - 20:22. ესეც კიდევ ერთი ნაჩუქარი ლელო.

ამის მერე ჩვენი ნაკრები თითქოს გაჩერდა. ბურთი მეტწილად იაპონელებს ჰქონდათ. 63-ე წუთზე მათ მრავალფაზიანი იერიში აკინძეს და მარცხენა ფრთაზე რიცხობრივი უპირატესობის შექმნა შეძლეს. ლელო შეცვლაზე შესულმა კეკნკი ფუკუოკამ გაიტანა. ტამურამ ვერ გარდასახა - 25:22.

თუმცა, მანვე სამ წუთში, 74-ე წუთზე 45 მეტრიდან საჯარიმო გაიტანა - 28:22.

დასკვნით ხუთ წუთში "ბორჯღალოსნებმა" კიდევ ერთხელ გაიბრძოლეს მატჩის გადასარჩენად. მიზანთან ახლოს იყვნენ კიდეც, მაგრამ იაპონიის ნაკრებმა ისევ შეძლო საკუთარი ლელოს დაცვა.

მატჩის შემდეგ

მილტონ ჰეიგი: ეს იყო შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან გავუშვით

მამუკა გორგოძე: ასე დაჩაგრო მეტოქე და თამაში წააგო, მე არ ვიცი...

ვასილ ლობჟანიძე: იაპონიამ ჩვენი შეცდომებით კარგად ისარგებლა

თამაზ მჭედლიძე: იაპონიასთან ჩვენი მაქსიმუმი ვერ გამოვავლინეთ

ნოემბრის ტესტები

12.11.16. თბილისი. "მიხეილ მესხი"

საქართველო-იაპონია 22:28

საქართველო: 15 მერაბ კვირიკაშვილი, 14 თამაზ მჭედლიძე, 13 დავით კაჭარავა (ანზორ სიჭინავა 51 სბ 66-75), 12 მერაბ შარიქაძე, 11 გიორგი აფციაური, 10 ლაშა ხმალაძე (ლაშა მალაღურაძე 11), 9 ვასილ ლობჟანიძე (გიორგი ბეგაძე 64), 1 მიხეილ ნარიაშვილი (ვასილ კაკოვინი 57), 2 ჯაბა ბრეგვაძე, 3 ლევან ჩილაჩავა (დავით ქუბრიაშვილი 54), 4 კონსტანტინე მიქაუტაძე (ლაშა ლომიძე 64), 5 გიორგი ნემსაძე, 6 ვიტო კოლელიშვილი, 7 მამუკა გორგოძე (კ) (თხილაიშვილი 35-38), 8 ბექა ბიწაძე (გიორგი თხილაიშვილი 64).

3ლ: კოლელიშვილი, ლობჟანიძე, ბიწაძე; 2გ,ს: კვირიკაშვილი

იაპონია: 15 კოტარო მაცუშიმა, 14 ლომანო-ლავა ლემეკი (კეისუკე უჩიდა 79), 13 ტიმოთი ლაფაელე (ამანაკი ლოტოაჰეა 76), 12 ჰარუმიჩი ტატეკავა, 11 ქარნ ჰესქეთ (კენკი ფუკუოკა 51), 10 იუ ტამურა, 9 ფუმიაკი ტანაკა, 1 სატოში ნაკატანი (კოკი იამამოტო 58), 2 შოტა ჰორიე, 3 ჰეიჩირო იტო (იასუო იამაძი 61), 4 კოტარო იატაბე (სამუელა ანისე 41), 5 კიოსუკე კაძიკავა (სბ 24-34), 6 მელჯინ ილაუა (უვე ჰელუ 51), 7 შუნსუკე ნუნომაკი, 8 ამანაკი-ლელეი მაფი.

4ლ: მაცუშიმა, ლემეკი (2) ფუკუოკა; 2ს,გ: ტამურა

მსაჯი: ფედერიკო ანსელმი (არგენტინა)

სხვა მატჩები

იტალია-ახ. ზელანდია 10:68

ინგლისი-სამ. აფრიკა 37:21

შოტლანდია-ავსტრალია 22:23

ესპანეთი-ტონგა 13:28

საფრანგეთი-სამოა 52:8

უელსი-არგენტინა 24:20

ირლანდია-კანადა 52:21

რუმინეთი-აშშ 23:10

რუსეთი-ზიმბაბვე 19:15

გერმანია-ურუგვაი 24:21.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ქარ

კიდევ დავამატებ, რომ ამ თამაშიდან გამომდინარე შოტლანდია ეცდება მაღალ ტემპში გვეთამაშოს, რადგან გამოჩნდა, რომ სისწრაფეებზე გვიჭირს. ამის გამოყენება კი მათსავე საწინააღმდეგოდ შეგვიძლია, იჩქარებენ შეიძლება შეცდომები დაუშვან და ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ. მწვრთნელებმა კარგად უნდა გაანალიზონ ეს თამაში და ისიც გაითვალისწინონ, რომ შოტლანდიაც გაშიფრავს ამ და სამოასთან თამაშს და მაგის მიხედვით დაგეგმავს. ახლა გამოჩნდება რა შეუძლია სამწვრთნელო შტაბს.

• ქარ

თამაშს ვერ ვუყურე ლაივში, მაგრამ გუშინ გადავახვიე და თავიდან ბოლომდე რამდენჯერმე გავშიფრე მომენტები. თამაში წაგვაგებინა ზედმეტმა თავდაჯერებამ, იაპონიას ისე ეთამაშებოდნენ, როგორც მაგალითად რუმინეთს და პორტუგალიას. ასე არ შეიძლება ასეღები ქულები უნდა აიღო აუცილებლად, რო ხედავ მეტოქე ჯარიმდება ხშირად თავის 22-ში ყველა ეგეთი მომენტი ქულად უნდა აქციო, მერე კიდევ ეს გაუაზრებელი მოქმედებები, ჯარიმები, ბურთით აუტში გადასვლა, დაცვის გარღვევაზე თამაში ყველაფერი არასწორად გაკეთდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა მწვრთნელებს შესწავლილი არ ყავდათ მოწინააღმდეგე და მხოლოდ ბიჭების ენთუზიაზმის ხარჯზე უნდოდათ მოგება. კონკრეტული დავალებები არ ქონდათ მიცემული, ვის ვისზე უნდა ეთამაშა და როგორ. როგორც მაგალითად მსოფლიოზე და კუნძულებზე იყო. უკანა ხაზი, წინა ხაზი არაფერ შუაშია სისტემა არ ჩანდა თამაშში. მინდა ვიფიქრო, რომ პირველი თამაშის სინდრომი იყო და შემდეგში მოვუმატებთ ამ ტესტებზე. სწორი დასკვნების საფუძველზე შესაძლებელია შოტლანდიას მოვუგოთ ამ ფორმაციით, ისინი ზედმეტი წნეხის ქვეშ ითამაშებენ, რომ ჩვენთან არ წააგონ რაც მოგვცემს საშუალებას შეტევაში უფრო მრავალფეროვნად ვითამაშოთ და დაცვაში კიდევ აუცილებლად აგრესიულად და ადრე ჩახურვებით უნდა ვითამაშოთ.

• sioni

კაი გაკვეთილი იყო ეს წაგება იმათთვის ვისაც ექვსი ერი ახლო გონია ეხლა კი დავრწმუნდთ რომ ექვსი ერი მინიმუმ 5 წელი არ იქნება ჩვენთვის მე მაინც მგონია რომ ჩვენი ბიჭები სქოთებზე არიან ფიქრებით გადართული და კიდე ერთი სამოასთან ტესტი არ იყო საჭირო ამ ეტაპზე მე ასე მგონია მაინც ყოჩაღ ბიჭებს

• ნოდარი

კომენტარებია ბრილიანტობები :)

• ალეკო

იაპონელებს უბრალოდ გაუმართლა.ჩვენ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს, ვეთანხმები კახას პატარა-პატარა მიძალებით იაპონელები ვერ გაგვიძლებდნენ

• glaxuna

მოსაგები თამაში იყო,მაგრამ ხდება, წინასწარ მოგებულად ჩათვალეს ბიჭებმა და... შეცდომებს ასე სწავლობენ- 5 თამააშში 3 მოვუგებთ ოაპონიას! ერთადერთი სისწრაფეში ვაგებთ! კვირიკაშვილი მზადა არ იყო (!) კომენტარებიდან - გულშემატკივრებიდან წაგების შემდგომი გ ა უ ა ზ რ ე ბ ე ლ ი ემოციებია მწვრთნელზე და ,,მე-11-ზე ზემოთ არ შეგვიძლია,, თუნდაც დღეს და მეტი არაფერი! სიჭინავაც თავს გამოიჩენს და ფრუიძეც და სხვა ახალგაზრდებიც,სწორად ამიტომ უკანა ხაზზე უნდა წავიდეს კონკურენცია! სუთიაშვილზე გული მწყდება,უნდა ეთამაშა. აუცილებლად შევალთ 10-ულში!

• დათო

როდესაც ოკეანეთის ტურნე წარმეტებით დაასრულეს, მაშინ არ იყო ხომ კარგი მწვრთნელი. კომენტარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ რეიტინგში მე-11 ადგილზე ყოფნა სათაკილო ყოფილა.

• gogig

სისწრაფე - აი ჩვენი გუნდის ყველაზე დიდი მინუსი. ასეთ ტემპში თუ ვითამაშებთ დიდ ათეულში ვერასდროს შევალთ. გარდა ამისა, დროა მეტი ახალგაზრდები გამოვცადოთ, მაგ., ბექა გორგაძე

• giorgi

რამ განაპირობა? პირველი იმან რომ კვირიკაშვილი მოჯდა და ლელო მივიღეთ. მეორე კაჭარავამ კარგად უპასა იაპონელს. მივიღეთ ორი ლელო აი ამან განაპირობა, ახლა რაღაცას იაპონელებიც იზამდნენ ცხადია. დაამატეს ის რაღაც და კი მოგვიგეს, უფრო სწორად მოვაგებინეთ. პ.ს. ეგ ყველაფერი დაუფასებლობის ბრალი მგომუა. ქართული ხასიათის, გერმანია რომ გაერმანიაა იმაათთანაც ვაგებდით. სანამ არ ვბრაზდებით მანამდე ლელოს ვუშვებთ. მერე გვიწევს გამოსსასწორებლად დიდი ოფლის ღვრა.

• MMM

ფაქტია შეცდომები იყო და გამოსწორებაზე უნდა იმუშაოს გუნდმა. ასეთი ნაჩუქარი ლელოებით ჩვენზე ბევრად სუსტი გუნდიც მოგვიგებს

• ალეკსანდრე

წაგება ძირითადათ მწვრთნელის ბრალია

• Vaja

თავი კაცის ბრალია. ჩვენი ნაკრების პოტენციალი და საშუალებები არასწორად იყო გადანაწილებული. მომწონდა ეს მწვრთნელი, თუმცა თუ ასე გააგრძელა....

• kaxa

წავაგეთ შეცდომების გამო. ბოლო შეტევა კიდისაკენ არ უნდა წაგვეღო ნელნელა ფაზებით წინ უნდა გვევლო და ლელოსაც დავდებდით ბოლოს. აი სად შევცდით.

• grudi

ვეთანხმები თქვენს კომენტარებს და კიდევ ერთს დავამატებ. ჩავარდნა იყო უკანა ხაზში საიდანაც დაგვიდეს ლელოები. ამაზე იმოქმედა ხმალაძის ტრავმამ რომელიც მალევე გამოეთიშა თამაშს. კიდევ ვფიქრობ რომ შეცდომა იყო მეკოს თამაშიც. რატომღაც მომეჩვენა რომ იგი არ იყო მზად ფსიქოლოგიურად და შეცდომებიც დაუშვა. უბრალოდ რთულია მორალურად როცა სპორტსმენის მიმართ სხვა კითხვები არსებობს საზოგადოების მხრიდან უცებ თამაშში ჩართო. მაინც ყველაფერს მწვრთნელს ვაბრალებ:) არ იყო ეს წასაგები თამაში

• ილია

მაგარი ახალი თაობა მოდის! თვალს მუდმივად ვადევნებ და დარწმუნებული ვარ, რომ 4-5 წელიწადში გრანდებსაც დაამარცხებენ. ამათი მაქსიმუმი კი მე-11 ადგილია. ასეა ეს!

• vova

იაპონელებმა ჩაგვიტარეს რაგბის "მასტერკლასი"

• ილია - "ბავარიას"

მეეჭვება, შენზე ნაკლებად მტკიოდეს გული ჩვენების დამარცხებაზე, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ. პრობლემებისა და რეალობის დაუნახაობაა ჩვენი ყველაზე დიდი სენი, ჩემო ბავარ...

• geo

რაღაცა ეტაპის შემდეგ, როცა გუნდი იზრდება, მწვრთნელიც იცვლება, აქ ასეთი არაფერი არ მოხდა, ფიზიკური ძალა და შერკინება ყოველთვის გვქონდა, ეს მწვრთნელს არ უსწავლებია, ხოლო რაც შეეხება თამაშის გაშლას და სხვა ათას, რაც არ ვიცით, სამწუხაროდ მწვრთნელი ვერ გვეხმარება....ასე ვერ გავიზრდებით.

• bavaria

მიუხედავად ჩემი დიდი სიმპათიისა მელიტონის მიმართ, ეს თამაში მწვრთნელების ომი იყო და ეს ომი იაპონელების დამრიგებელმა მოიგო. არა უშავს, კარგი მწვრთნელებიც ცდებიან. წინ ბორჯღალოსნებო!! პ.ს. არა შეჯდას: ილია მაინც არ გერქვას

• grudi

მწვრთნელზე რატო არ წერთ? რამდენი სტატია წავიკითხე და არსად არ წერია რომ დებიუტანტი ათამაშა გადამწყვეტ ფაზაში რომელიც მალევე გააძევეს. კიდევ ბევრი შეცდომები იყო მწვრთნელის მხრიდან. ამ თამაშში არ ვარგოდა ამ კაცის ტაქტიკა ძალით წააგებინა ბიჭებს

• zaza

იაპონია როგორც კი სისწრაფეს მოუმატებდა ჩვენი ნაკრები ეგრევე ირეოდა და რთულ მდგომარეობაში იყო და არა მარტო იაპონიასთან საერთოდ გვიჭირს ასეთ სწრაფ ნაკრებებთან თამაში!ისე სიჭინავას შემოყვანა ამ დროს შეცდომა მგონია ვინმე გამოცდილი უნდა შემოეშვა მწვრთნელს...

• რეზო

მაქსიმუმი არა იხვი.

• ილია

არა შეჯდა მწყერი ხესა. ეგ ჩვენი მაქსიმუმი იყო.

• ქუთაისელი

"ლელოს დაცვა" - "თუ ლელოს ხაზის დაცვა"? რომელია სწორი გამოთქმა?

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო

ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა

მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით

მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო

რიჩარდ ქოქრილი: ვაშენებთ გუნდს, რომელმაც 2027 წლის მსოფლიო თასზე 1/4-ფინალში გასვლისთვის უნდა იბრძოლოს

საქართველო-სამოა 20:16 - ქომაგობა, გამარჯვება და დიდი სიხარული [VIDEO+PHOTO]

მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა

რა ნიშანი დავუწეროთ "ბორჯღალოსნებს"?

ვასილ ლობჟანიძე: ფინალს ყოველთვის ახლავს სირთულეები

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

ლეგიონერები: 4 ლელო ევროპაში

ივნისის ტესტები: კანადა-საქართველო [LIVE-STREAM]

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!

მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება

"ბორჯღალოსნები" ნოემბრის ტესტების საშინაო მატჩებს "დინამო არენასა" და "მესხზე" გამართავენ

ლეგიონერები | ლობჟანიძე სანაკრებო შეკრებაზე ლელოთი მოდის

კლუბები ვალებს იღებენ, ჩემპიონატს დახმარება სჭირდება - ინტერვიუ გოჩა სვანიძესთან

როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით

შოტლანდიის ნაკრებს "ბორჯღალოსნებთან" თამაში თბილისშიც სურს

რაგბი. ლეგიონი: ქართული ჯახი "ჩელენჯ ქაფზე"

ბექა ბიწაძე: რომ მირეკავდნენ, ტელეფონის ეკრანსაც არ ვუყურებდი

ვასილ ლობჟანიძე - "ბორჯღალოსნების" 35-ე კაპიტანი!

საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან

გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში

ავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა

რაგბი. ლეგიონი: რეკორდი - სამი საჯარიმო ლელო

მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში

ჩვენ არავის ვაინტერესებთ, არ ვჭირდებით... მილტონ ჰეიგის მწარე სიმართლე

სავსე ტრიბუნების დროა!

მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია

რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს

"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"

მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში

დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება

ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი

ბექა ბიწაძე კარიერას რუმინეთის ჩემპიონ გუნდში განაგრძობს

ლეგიონერები | სამი ლელო ტოპ 14-ის მე-5 ტურში

"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს