ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
[ლელოს სტუმარი] "მთავარია, რომ ტრანსფერის დროს ფულზე ფიქრმა არ გაჯობოს"
[ლელოს სტუმარი] "მთავარია, რომ ტრანსფერის დროს ფულზე ფიქრმა არ გაჯობოს"
ბუდუ ზივზივაძე: "არც გვიცნობდნენ, არც გვენდობოდნენ და შანსსაც თითქმის არ გვაძლევდნენ..."
ჩრდილიდან 2015 წელს გამოვიდა და თანაც ისე, რომ ყველა გააოცა: ბევრი გუნდისგან დაწუნებული ფეხბურთელი, უცბად, ჩვენი ჩემპიონატის გამორჩეული მოთამაშე გახდა! გაზეთმა "ლელომ" და კომპანია "ლიდერბეთმა" კი ბუდუ ზივზივაძეს ასეთი აღმასვლა დაუფასა და ორი პრიზი გადასცა: 2015/16 წლების სეზონის აღმოჩენის და გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი!...
შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძე კარიერას დანიურ "ესბიერგში" გააგრძელებს. "სამტრედიას" ყოფილმა თავდამსხმელმა, რომელიც გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა, დანიურ კლუბთან 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ბუდუ ზივზივაძე "ლელოს" რედაქციაში დანიაში გამგზავრებამდე გვესტუმრა და ვრცელი ინტერვიუ ჩამოვართვით.
ქუთაისელი ნახევარმცველი იმედიდან
- იმედია, ამ პრიზებსა და შენი ჯილდოების კოლექციას მომავალში ბევრად მეტი შეემატება. საინტერესოა, პირველი პრიზი თუ გახსოვს?
- იმას რა დამავიწყებს. 10 წლის ვიყავი, ქუთაისის საფეხბურთო სკოლა "იმედის" გუნდი ტურნირზე გავიდა და საუკეთესო ბომბარდირი გავხდი.
- ფეხბურთზე რა ასაკში შეხვედი?
- ვარჯიში ქუთაისში დავიწყე, 8 წლის შემიყვანეს. პირველი მწვრთნელი მამუკა ხუნდაძე იყო, რომლის დამსახურებაც არის, ფეხბურთი კიდევ უფრო რომ შემიყვარდა. სხვათა შორის, თავიდან ნახევარმცველი ვიყავი, თავდასხმაში კი 10 წლიდან გადამწია.
- იმ პირველ პრიზს დღემდე ინახავ?
- რა თქმა უნდა, ქუთაისში, სახლში მაქვს. რამდენი პრიზიც არ უნდა ავიღო, ის ჩემთვის მაინც გამორჩეული იქნება.
- იმ ამბებიდან გავიდა 12 წელი და აი, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდი!
- 2016 წლის ბოლოდან იმდენი პრიზი მივიღე, ხელში ვეღარ ვიჭერ (იცინის)... სხვათა შორის, ბავშვობის შემდეგ ინდივიდუალური პრიზი არ მიმიღია და რა თქმა უნდა, ამის გამო ეს აღიარებები ორმაგად სასიხარულოა. რაც უნდა სუსტი ჩემპიონატი გვქონდეს, საუკეთესო ბომბარდირობა და, მით უფრო, საუკეთესო ფეხბურთელობა ყველგან დიდი აღიარებაა. მაგრამ, მეორე მხრივ, პასუხისმგებლობაც არის - ამაზე "ქვემოთ ჩამოსვლას" არ გაპატიებენ.
- თბილისში როგორ აღმოჩნდი?
- 14 წლის ვიყავი, "იმედის" შემადგენლობაში თბილისში "ოლიმპის" წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში რომ ვითამაშე. პირველ 5 წუთში 2:0-ს ვიგებდით, მაგრამ, საბოლოოდ 2:6 წავაგეთ; თუმცა გია ცეცაძეს მოვეწონე, რომელიც მაშინ "ოლიმპს" ავარჯიშებდა. მაგრამ სანაკრებო პერსპექტივის გამო, 35-ე სკოლაში გოჩა ავსაჯანიშვილთან გადავედი, მწვრთნელი კი თემურ ლორთქიფანიძე იყო, რომელიც ახლა "სამტრედიას" ფიზმომზადების მწვრთნელია - მან ბევრი რამ მასწავლა. 17 წლისას თბილისის "დინამოს" სელექციონერ თემურ უგრეხელიძესთან რეკომენდაცია გამიწია - ასე აღმოვჩნდი "დინამოში", სადაც სამწელიწადნახევარი გავატარე.
რთული ისტორია დინამოში...
- თავიდან "დინამოში" ყველაფერი კარგად მიდიოდა და პირველი ლიგის საუკეთესო ბომბარდირიც გახდი. მაგრამ მთავარ გუნდში თავის გამოჩენა რატომ ვერ მოახერხე?
- ეს რთული ისტორიააა. თავიდან, სადაც მეუბნებოდნენ, იქ ვთამაშობდი - "დინამო 2"-ში, დუბლებში, ჭაბუკთა ლიგაში. ამავე პერიოდში სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებშიც მიწვევდნენ. მაგრამ მთავარ გუნდში რატომღაც საქმე ვერ ამეწყო.
ამის გამო, 2015 წლის ზაფხულში ბათუმის "დინამოს" შეკრებაზე გავყევი. მაგრამ ევროსეზონის ნაადრევად და წარუმატებლად დასრულების შემდეგ, "დინამოს" იმდროინდელი მწვრთნელი, ჩეხი სპეციალისტი მიხალ ბილეკი მოხსნეს, გუნდის გაახალგაზრდავება დაიწყეს და ბათუმიდან სასწრაფოდ დამაბრუნეს.
ვიფიქრე, ახლა მაინც მომეცემა შანსი-მეთქი. მაგრამ მთელ სეზონში მხოლოდ 23 წუთი ვითამაშე და ისიც 0:3 წაგებული მატჩის ბოლოს.
ფეხბურთელი მარტო ვარჯიშით ვერ გაიზრდები, უთამაშებლად კი ფსიქოლოგიურად ითრგუნები. ასეთი დამოკიდებულების გამო, 6 თვით ქუთაისის "ტორპედოში" წავედი. იქ ბევრად მეტი შანსი მქონდა და მინდოდა, ჩემი მშობლიური ქალაქის გუნდში გამომეჩინა თავი. მაგრამ ვერ მოვახერხე და ეს უკვე ჩემი ბრალი იყო - ფაქტობრივად, მთელი წლის უთამაშებლობამაც იმოქმედა და იმანაც, რომ უმაღლეს ლიგასთან შეგუებული არ ვიყავი.
ამ დროს "გამოჩნდა" გია ცეცაძე და "სამტრედიაში" გადასვლა შემომთავაზა.
- "ტორპედოში" დარჩენა არ შემოგთავაზეს?
- ამაზე ლაპარაკი არ ყოფილა. ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გავიგე, რომ 2015/16 წლების სეზონში გია ცეცაძე ან ლანჩხუთის "გურიაში" იმუშავებდა, ან "სამტრედიაში". მიხარია, რომ მას გავყევი.
ნაკლი თავით თამაშია
- მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, "სამტრედია" რომ თბილისის "დინამოს" რეალურ კონკურენციას გაუწევდა.
- იმ სეზონის პირველი წრე შეთამაშებისთვის გამოგვადგა. მაგრამ მეორე წრეში ავთამაშდით და ვიცე-ჩემპიონები გავხდით. ეს ჩემი პირველი მედალი იყო. გარდამავლ ჩემპიონატში კი, დამეთანხმებით, "სამტერდია" ყველას სჯობდა. ეს ინდივიდუალური პრიზები და გუნდის ჩემპიონობა გია ცეცაძის დამსახურებაა. მიცნობდა, მენდობოდა, მათამაშა და მეც იმედი გავუმართლე
- გარდამავლი ჩემპიონატის მსვლელობისას როდის მიხვდი, რომ საუკეთესო ბომბარდირობისა და ფეხბურთელობის შანსი გქონდა?
- ბომბარდირობის რწმენა წინა სეზონში ნაჩვენები შედეგების გამო გამიჩნდა. პირადად ჩემთვის კარგი სეზონი იყო, 16 ბურთი გავიტანე და საუკეთესო ბომბარდირებში მესამე ადგილზე გავედი. გარდამავალ ჩემპიონატში კი მიზნად პირველი გოლეადორობა დავისახე. თავიდან თეიმურაზ შონია ლიდერობდა, მერე - საბა ლობჟანიძე, მაგრამ თამაშები აგვეწყო, მეც გოლები გამქონდა და, სხვათა შორის, ერთი პენალტიც არ გამიტანია.
საუკეთესო ფეხბურთელობის იმედი სხვა საქმეა, ამაზე სერიოზულად სამტრედიაში გამართული პირველი საჩემპიონო პლეი ოფის მატჩის შემდეგ დავფიქრდი.
- პირდად შენს ნაკლად რას მიიჩნევ?
- თავით თამაშს. პირველ ლიგაში "დინამო 2-ში" რომ ვთამაშობდი, აი, იმის მერე თავით გოლი არ გამიტანია. შესაძლოა, მიზეზი "სამტრედიას" სათამაშო სტილიც იყოს - ბურთი სულ ქვემოთ გორავს, უაზრო ჩაწოდებები ჩვენი სტილი არაა.
ახდენილი ოცნება
- სანაკრებო თემაზეც ვილაპარაკოთ. რეალურად, გულშემატკივარმა ასაკობრივი ნაკრებებიდან გაგიცნო.
- კობა ჟორჟიკაშვილმა 17-წლამდელებში ელიტრაუნდზე გუნდის გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე ამიყვანა. ეს კურიოზული შემთხვევის შედეგად მოხდა - ბაჩანა არაბული დაშავდა და მე მხოლოდ ბოლო ვარჯიშზე მიმიწვიეს. გია ცეცაძე კი დანიშვნის დღიდან მიწვევდა. მისი ასისტენტი მაშინაც თემურ ლორთქიფანიძე იყო და ურჩია, ჩემს თამაშებზე ევლო. მაშინ "დინამო 2-ში", პირველ ლიგაში ვთამაშობდი, გიას ყურადღებას ვგრძნობდი და ვცდილობდი, თავი გამომეჩინა.
ელიტრაუნდში ბელგიას, ინგლისსა და შოტლანდიას შევხვდით. მათთან ბრძოლა წარმოუდგენლად ჩანდა. მაგრამ მოხდა სასწაული და იმ ჯგუფში პირველ ადგილზე გავედით. თანაც, შოტლანდიას 9 კაცით მოვუგეთ - ერთი გოლი გავიტანე და საგოლე გადაცემაც გავაკეთე.
მერე 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც ვითამაშეთ, სადაც ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოვხვდით.
- თუმცა, ეს შენს საკლუბო კარიერაზე არ აისახა. ბევრი არც ახალგაზრდულ ნაკრებში გითამაშია.
- ახალგაზრდულში? პირველად ლუქსემბურგთან ვითამაშე, ალექსანდრე ჩივაძის დროს; მერე კი გია გეგუჩაძემ უკრაინასთან მათამაშა. აი, სულ ეს იყო - ორიოდე მატჩი; ანუ, ახალგაზრდულ ნაკრებში ძირითადის ფეხბურთელად არ მოვიაზრებოდი...
- სულ ახლახან კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გქონდა დებიუტი, უზბეკეთსა და იორდანიასთან ამხანაგურ მატჩებში...
- ბავშვობის ოცნება 22 წლისას ამიხდა. ვცდილობდი, არ გავჩერებულიყავი, მემოძრავა და სასარგებლო ვყოფილიყავი, კარგი საგოლე მომენტიც მქონდა. თამაშის შემდეგ გავიგე, რომ 11 კილომეტრი მირბენია...
- შენი თამაშით კმაყოფილი დარჩი?
- კმაყოფილი როგორ ვიქნები, როდესაც თავი ვერ გამოვიჩინე?! მეტი უნდა გამეკეთებინა. ახალ გუნდში გადასვლამდე ძალიან აფორიაქებული ვიყავი და ამან ძალიან იმოქმედა... ვნერვიულობდი, არ ვიცოდი, რა იქნებოდა.
- "ესბიერგის" ვარიანტი ნაკრების შემდეგ გამოჩნდა?
- მანამდე გამოჩნდა, მაგრამ ტრანსფერის ამბავი ნაკრების შემდეგ გადაწყდა.
- ვლადიმირ ვაისზე რას იტყვი?
- ვაისის მადლიერი ვარ, ეს შანსი რომ მომცა. მაგრამ არ მინდა, ჩემი სანაკრებო კარიერა ამით დასრულდეს. ამიტომ მიხარია, რომ დანიაში მივდივარ. ეს ჩემი შანსია.
კბენა კი უყვარს, მაგრამ...
- სხვათა შორის, გულშემატკივარს იმედი ჰქონდა, რომ ბევრად უკეთეს გუნდში გადახვიდოდი...
- წლევანდელი პრიზების გამო ბევრს ჰგონია, რომ ტოპ-ლიგაში თუ არა, ძლიერ გუნდში მაინც უნდა გადავსულიყავი. მაგრამ ევროპაში ქართველის მოხვედრა ადვილი არაა. ქედმაღლურად კი არ ვამბობ, უბრალოდ, განვითარება მსურს და მიუხედავად იმისა, რომ დანიის ეს გუნდი გრანდი არ არის, კარიერის იქ გაგრძელება სჯობდა. ასე ნაკრებში მოხვედრის მეტი შანსი მექნება.
- ბევრ ფეხბურთელს საკუთარი კარიერა არასწორი ტრანსფერით დაუნგრევია. ბუნებრივია, ამაზე იფიქრებდი...
- მთავარია, რომ ტრანსფერის დროს ფულზე ფიქრმა არ გაჯობოს. იყო სხვა ვარიანტები, ავსტრია, პოლონეთი, კვიპროსი. ოპტიმალურად დანია მივიჩნიე, რადგან იქაური ფეხბურთი და სუპერლიგა საკმაოდ კარგი დონისაა და გაზრდა შეიძლება.
- საერთოდ, რომელი ლიგა და ფეხბურთელი მოგწონს?
- ბევრი ასეთი ლიგაა. ფეხბურთელებიდან კი - ინიესტა. გაგიკვირდებათ, მაგრამ საერთოდ, ცენტრალური ნახევარმცველების პოზიცია მიზიდავს - ეტყობა, ეს ბავშვობიდან გამომყვა.
- თავდამსხმელებიდან?
- (იცინის) კბენა კი უყვარს, მაგრამ საუკეთესოდ მაინც ლუის სუარესი მიმაჩნია.
- 2016 წელი გამორჩეულად ჩაატარეთ, გისურვებთ, რომ 2017 წელს უფრო მეტი სიხარული და წარმატება მოეტანოს.
- დიდი მადლობა "ლელოს"! მე სწორედ ამის იმედი მაქვს!
მერაბ მამულაშვილი
გია ტუხაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
• rexeli
მთავარია მოინდომე და ითამაშე ისე რომ ქვეყანას გამოადგე!
• giorgi
წარმატება ვუსურვოთ! რა გჭირთ ხალხო? სამტრედიაში დარჩენილიყავი სჯობდა დანიასო :))) გასაგებია რომ ის გუნდი ძლიერი არ არის, მაგრამ პირობები???
• Vaxo
სამტრედიაში მეტს ვერ გაიზრდებოდა, წავიდა კარგი ფორმის პიკში , იმედია ფორტუნა მისკენ იქნება და უკეთესს ფორმაში შევა საკუთარი წინსვლისთვის.წარმატებები ბუდუ
• ჰაჰა
თუ გაზრდას შეძლებს, მაშინ იქ ჯობია. თუ თუ ზოგიერთი წასულივით მოიქცევა, მაშინ გინდ წასულა გინდ დარჩენილა.
• romandro
warmatebebi budus.samtredia arasdros dagiviwyebs
• iase
სად საქართველო და სად დანია? ვერც მივუახლოვდებით კაი ხანს. კიდევ კარგი დროზე გაასწრო ამ ჭაობიდან,თორემ 24 წლის ზემოთ ქართველი ფეხბურთელი არავის არ აინტერესებს.წარმატებები
• samtredia
დანიაში წასულ კაცს რომ ეტყვი სამტრედიაში დარჩენიყავიო...ფეხბურთი გესმით? ჯერ აკრიტიკებთ ,,გადაიზარდეო,,თან აღიარებთ რო ფეხბურთელია(აბა ასეთი გულისჭყვეტა არ გექნებოდათ)..წავიდა ბიჭი თავისი ძალების გასაძლიერებლად. ცეცას არ ეშლება. მოძებნის ბიჭებს,გამოაჩენს და წავლენ ისინიც ქვეყნის სასიკეთოდ.. აქ მართლაც ვეღარ გაიზრდებოდა..წარმატებები ბუდუ
• fulo
ზაფხულამდე დარცენა ჯობდა ლიგაზე თუ რამეს იზამდი უკეთესი გუნდი შეგხედავდა და ჩემი აზრით თუ წელს ესბიერგი გავარსა ეგრევე უნდა დაგაზო მაქედან
• Jango
მოკლედ ასე თუ ისე, ეს ყველაფერი უკვე წარსულია. მთავარია აწი რა იქნება და რაში გამოიხატება ამ ბიჭის წარმატებები,ჩვენ მისი ისეთი წარმატებები გვსურს რომელიც მას და მის სამშობლოს წაადგება ერთდროულად.სხვანაირად არც კი შეიძლება იყოს. ცეცაძემ კი ალბათ ზუსტად იცის თუ ვინ ვისით უნდა ჩაანაცვლოს რომ კლუბი წინ წავიდეს და არა პოზიციები დაკარგოს. წარმატებებს ვუსურვებ ბუდუს მის გზაზე.
• სოსო
ბუდუ,წარმატებას გისურვებ ყველა ფრონტზე,მაგრამ სამტრედიაში დარჩენილიყავი,ზაფხულში ლიგაზე დახმარებოდი გუნდს მაინც ვფიქრობ,სჯობდა. ცეცაძესაც დაუფასებდი ამაგს,შენც ფასი მოგემატებოდა და კაცურადაც მეტი ფასი დაგედებოდა ქართველი გულშემატკივარის თვალში. არ იფიქრო რომ გლანძღავ,ან გაკრიტიკებ,უბრალოდ ვფიქრობ,რომ ასე სჯობდა.
• Jango
ბუდუ რამდენ ადამინა უთხარი რომ მე საქართველოს ფეხბრუთისათვის "გადავიზარდე" და ფინანსურად არ მაფასებენო?რამდენს უთხარი რომ სამტრედიას ხელმძღვანელობას არა აქვს ჩემთვის ფინანსური წინადადებები, მე კი ეს ანაზღუარება არ მაწყობს, მეტი მეკუთვნისო?
• ასკა
თუ ისა ხარ რასაც ლაპარაკობ, ღმერთმა გაგიმარჯოს; წინ წახვალ!
ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
გმადლობთ, მეტის მიღწევაც შეიძლებოდა... დავით სირაძემ კარიერა დაასრულა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
კობა ჟორჟიკაშვილი: მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ
დავით ჯიქია: ძალიან საინტერესო ჩემპიონატს ველი
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
ბაჩანა არაბული: ...ამიტომაც გავაკეთე ასეთი არჩევანი
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
"სამტრედია": გია ცეცაძის ეპოქა დასრულდა, ვინ გაწვრთნის ჩემპიონს?
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
ეროვნული ლიგა. V ტური: "რუსთავმა" ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ მოიგო
კვარაცხელიას სვლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და მიქაუტაძის დიდი დაპირისპირება "მანჩესტერთან" - მთავარი ამბები ზაფხულამდე
გოჩა ავსაჯანიშვილი: დარწმუნებული ვარ, ამ ჯგუფიდან გავიდოდი!
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
ეროვნული ლიგის II ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
Geo Team: ზივზივაძეს ორი კვირა მოუწევს უქმობა
გია ცეცაძე "თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
რას ვნახავთ აღდგომის დღეებში? ქართული დუელი საფრანგეთში და ბუდუს "ბაიერნთან" დაბრუნება
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
მადლობა, მშვიდობით - "სიონი" მწვრთნელმა და ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
"პანჩო არენა" და საქართველო: გვექნება ანალოგი?
"ჰაიდენჰაიმი" "აინტრახტთან" განადგურდა და "ბაიერნთან" შეხვედრა ელის
გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები
ბოლნისის "სიონი" სამმა ფეხბურთელმა დატოვა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
არსებული ინფორმაციით, სუს-მა გოჩა ავსაჯანიშვილი დააკავა [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
ბუდუმ ტრავმა მიიღო - "ჰაიდენჰაიმმა" ისევ გაიმარჯვა
ბოლნისის "სიონი"-საჩხერის "ჩიხურა" - შეხვედრის ორი საკამათო ეპიზოდი [VIDEO]
გია გეგუჩაძე: ძალიან რთული თამაშის მოლოდინი გვაქვს
ვინ იყო ზარმაცი, ქინქლაძე?! რას იხსენებს მწვრთნელი, ვინც გიო ფეხბურთში დააბრუნა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
ვლადიმირ ვაისი: ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ სასწაულის მოხდენას შევეცდებით
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]
ვასილ მაისურაძემ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები დატოვა
გიორგი გაბედავა: დროა, საჩხერის "ჩიხურამ" ჩემპიონობისთვის იბრძოლოს
''ჩვენი ფეხბურთი უცხოს არ დაუქცევია, ეს ისევ ჩვენი ხელით მოხდა"
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით