ძალიან საინტერესო ინტერვიუ "სამტრედიის" ფიზმომზადების მწვრთნელ თემურ ლორთქიფანიძესთან
"სამტრედიას" ფეხბურთელებმა ჩემპიონობა რომ იზეიმეს, გია ცეცაძესთან ფიზმომზადების მწვრთნელი თემურ ლორთქიფანიძეც აბურთავეს.

ეს უცნაური იყო, მაგრამ არა - შემთხვევითი. სამტრედიელი მოთამაშეები მადლიერებას მის მიმართაც ყოველთვის გამოხატავენ. ხელოვნურ საფარზე ვარჯიშის მიუხედავად, ლორთქიფნიძესთან ნავარჯიშებ ფეხბურთელებში ტრავმირებული იმდენად ცოტაა, ეს ფაქტი საქართველოში ყველას ძალიან უკვირს...

ბატონ თემურს ცნობილ საფეხბურთო სკოლებში უმუშავია, ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრებიც გაუზრდია... სწორედ მან დააბრუნა ფეხბურთში გიორგი ქინქლაძე, ხოლო მისი ბოლო "გამოშვება" ბუდუ ზივზივაძეა, რომელსაც 35-ე სკოლაში სამი წლის განმავლობაში ავარჯიშებდა...

მოკლედ, ძალიან საინტერესო ინტერვიუა...

ვინ იყო ზარმაცი?! ქინქლაძე?!

- დიდი ფეხბურთელი არ ვყოფილვარ და ინსტიტუტის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა დავიწყე... (იცინის) მარტყოფში, კოლმეურნეობის გუნდში.. მერე საბურთალოელი ბავშვები შევკრიბე და ლისის ტბასთან ვავარჯიშებდი. 1983 წელს "ნორჩ დინამოში" მივედი და ორი წელი უხელფასოდ ვმუშაობდი. შტატი არ იყო, მაგრამ ფეხბურთი მიყვარდა...

1973 წელს დაბადებულები ჩამაბარეს. "ნორჩ დინამოში" ამ ასაკის 4 გუნდი იყო. იქ თამაშობდნენ მეკარე ჯანელიძე, ანჩაბაძე, ასპინძელაშვილი, გოდერძიშვილი, კვანტალიანი, დაუშვილი... თავიდან სულ 6 ბავშვი დამხვდა. დავიწყე მათი ძებნა. ერთმა მითხრა, დიდუბეში მაგარი ბიჭია, მაგრამ დედამისმა ცეკვაზე, სუხიშვილების სტუდიაში გადაიყვანაო. მოიყვანეთ-მეთქი. ვნახე და გავოგნდი - ბურთს "ღეჭავდა". ეს ბიჭი გიო ქინქლაძე აღმოჩნდა...

- ფეხბურთზე რატომ არ დადიოდა?

- მამამისი მაშინ რუსეთში საქმიანობდა და დედების ამბავი ხომ იცით? - შვილის ცეკვაზე შეყვანა ურჩევნიათ. ქალბატონ ხათუნას ვთხოვე - სამი დღე ჩემთან იაროს, სამი დღე - ცეკვაზე-მეთქი. დამთანხმდა და გუნდის შენება დავიწყე. მაგრამ მალე 35-ე სკოლაში მიმიწვიეს. ბიჭების გადაყვანა მოვინდომე, მაგრამ იქ ისეთი ამბავი ატყდა... "ცეკას" ხალხი ჩაერია საქმეში. ქინქლაძისა და ჩემი შეკრებილი გუნდის წაყვანის უფლება არ მომცეს და შევეშვი.

- ქინქლაძე ბავშვობაში ზარმაცი იყო?

- ზარმაცი?! ვინ გითხრათ?! იცით, როგორი შრომისმოყვარე და მონდომებული იყო? სხვათა შორის, ერთხელ 4 წლით უფროსებს შევხვდით, სადაც მამუკა აფციაური და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრები თამაშობდნენ და უნდა გენახათ, დიდებს რას უშვებოდა. ეტყობოდა, რომ დიდი ტალანტი იყო...

მოკლედ, ასე ჩამითრია მწვრთნელობამ. მეორეცაა - ეს საინტერესო საქმეა, აქ დეტალებიც კი მნიშვნელოვანია, ნამდვილი მეცნიერებაა.

მეცნიერებაზე დამყარებული სისტემები

- ცნობილი მწვრთნელი ფიზმომზადებაზე რატომ გადაერთეთ?

- ასაკი თავისას შვება, ჯანმრთელობაც არ მიწყობდა ხელს, სტრესი, ნერვიულობა არ შეიძლებოდა და ასე ვამჯობინე. თანაც, ფიზმომზადებით სერიოზულად დავინტერესდი. მაგალითს გეტყვით: 1966 წელს "ნორჩ დინამოში" 10 წლის ბიჭი მივედი. მაშინ პატარა ასაკის ბავშვებს არ იღებდნენ, რადგან მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვის ფეხბურთზე შეყვანა სწორედ ამ ასაკის შემდეგ სჯობდა.

ასეთ საკითხებზე საბჭოთა კავშირში მეცნიერება მუშაობდა. გეცოდინებათ, კომუნისტურ გერმანიაში სპორტი რა დონეზეც იყო. ამას კი ცნობილ მეცნიერს, დიტმარ ჰარეს უკავშირებენ. ერთხელ მან თქვა, რომ საბჭოური მომზადების მეთოდებიდან ბევრი რამ გადაიღო და გერმანიაში დანერგა. საბჭოთა კავშირი სპორტში წამყვანი ქვეყანა იყო და მათგან არა მხოლოდ გერმანელებმა, იტალიელებმა, ფრანგებმა და ესპანელებმაც ბევრი რამ ისწავლეს. ჩვენ კი უცნაურები ვართ, საბჭოურში რაც კარგი იყო, უარი ვთქვით და ის დავტოვეთ, რაც არ გვჭირდებოდა.

- ...მაგრამ მას შემდეგ მეცნიერება წინ წავიდა...

- რა თქმა უნდა?! ახლა სხვა ნორმებია. საბჭოეთში 10 წლამდე ბავშვები ველურად თამაშობდნენ და ქუჩაში ავითარებდნენ ტექნიკას, ბურთის ფლობას და სისწრაფეს. ახლა ბავშვები სახლში კომპიუტერებზე თამაშობენ, ეზოში ნაკლებად ჩადიან და ლამის პირდაპირ ფეხბურთზე შედიან. არადა, ქუჩის ფეხბურთი აუცილებელია. ამაზე მე კი არა, კრუიფი ლაპარაკობდა. იქ წარმოუდგენელ ვითარებაში სწავლობენ ბურთის ფლობას, დარტყმას, ფინტებს...

სამწუხაროდ, დღეს ეს დაიკარგა და ერთ-ერთი მიზეზიც არის, ჩვენს ფეხბურთელებს ტექნიკის პრობლემა რომ გაუჩნდათ. გერმანიაში კი, მათიას ზამერის ინიციატივით, ბავშვები საფეხბურთო ელემენტებს საბავშვო ბაღიდან, 5 წლის ასაკიდან ითვისებენ. მაგრამ ამ განსხვავებულ სისტემებს ის აკავშირებს, რომ ორივე მეცნიერების დასკვნას ეფუძნება და იციან, რომელ ასაკში ბავშვი როგორ დატვირთონ, რომ მორალურად არ გადაიღალოს, ფიზიკურად არ გამოიფიტოს, ხოლო ორგანიზმი კარგად და სწორად გაიზარდოს.

მოკლედ რომ ვთქვა, ბავშვებთან ურთიერთობა იმდენად ფაქიზი თემაა, რომ მეცნიერული ცოდნის გარეშე არ უნდა მიეკარო.

რატომ ვერ ვამზადებთ ქართველებს?

- "დინამოს" ყოფილი ლიდერი, ესპანელი ჩისკო ამტკიცებდა, ფიზიკურად ქართველები ესპანელებზე ძლიერები ხართო. ვალერი ლობანოვსკის ყოფილმა ასისტენტმა, "ტორპედოს" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ შტელინმა იგივე უკრაინელებთან მიმართებაში გაიმეორა - თქვენ უკეთესი მონაცემები გაქვთ, მაგრამ ვერ იყენებთ, ვერ ავითარებთო...

- მჯერა, რომ ასეა. ორივე გულწრფელი იყო.

- მაშინ, ჩვენი მოთამაშეების ფიზმომზადება პრობლემური რატომაა?

- სპორტის მეცნიერულ კვლევაში ფული არ იდება და რომელ წარმატებაზეა ლაპარაკი? არადა, კომპიუტერული და თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ.

- ჩვენი ფინანსებით ფეხბურთელების უკეთ მოზმადება შესაძლებელია?

- ევროპელები თავის კვლევებს არ მალავენ, ცოდნას ერთმანეთს უზიარებენ, ანახლებენ და ინტერნეტში ზღვა ინფორმაციას აქვეყნებენ. ეს ყველაფერი რომ შეიკრიბოს, გაანალიზდეს და დამუშავდეს, სავსებით შესაძლებელია, ჩვენი მოთამაშეები ევროპელებივით მოვამზადოთ. მაგრამ საკუთარ წვენში ვიხარშებით და ჩვენთან გამოცდილების გაზიარებაც არ ხდება.

მეორეცაა - ეს სპეციფიკური თემაა, ინგლისური კი ყველამ ისე არ იცის, უცხო ენაზე დეტალებს რომ ჩაწვდეს. ამიტომ გვჭირდება ლიტერატურის თარგმნა და მწვრთნელებისთვის დარიგება, თან ეს კი ყოველწლიურად უნდა ხდებოდეს.

საერთოდ, ქვეყანა სპორტის კვლევაზე ფულს თუ არ ხარჯავს, ვერაფერს მიაღწევს. რა, განა ყველა დარგში ასე არ არის? ღვინის სამშობლო ვართ, მაგრამ მეღვინეობის კვლევისთვის არაფერს ვაკეთებთ და ამ სფეროშიც ჩამოვრჩით.

სპორტში მეცნიერების ჩართვა აუცილებელია, რადგან არასწორი ვარჯიშებით ფეხბურთელების ჯანმრთელობას ვანგრევთ.

დალიეთ ბევრი წყალი

- "სამტრედიაში" თქვენ მიერ მომზადებულ ფეხბურთელებში ტრავმა ცოტას აწუხებდა. თქვენ ხომ ფიზმომზადებაზე სისტემატიზირებული ცოდნა არ გაქვთ?

- ცოდნა გამოცდილებამ მოიტანა. ყველა სახეობის ფიზმომზადებას ვეცნობოდი და მივხვდი - ტრავმიანობის მთავარი მიზეზი სპორტსმენების ორგანიზმში წყლის ნაკლებობა, ანუ გაუწყლოება იყო. დაღლის ფონზე ორგანიზმი სუსტდება და სწრაფად ვერ მოძრაობს, რადგან წყალია სისხლის მატარებელი და ტრავმიანობის რისკი იზრდება. პლუს, ასეთი ფეხბურთელი კარგად ვერ აზროვნებს. მოუმზადებელი ფეხბურთელის თამაში ამიტომ არ შეიძლება. საფუძველს თუ ჩაუყრი, ბავშვს როგორ ვერ მოამზადებ? მაგრამ გაზარმაცებული და გაუწყლოებული ორგანიზმი დატვირთვებს ვერ მიიღებს. ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში რომ ვმუშაობდი, "სამოსნებიც" კი "ხუთოსნები" გახდნენ!

- ეგ როგორ?

- გამოსავალი ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში მუშაობისას ფრანგმა ფრანსუა დომერგმა შემოგვთავაზა. აკადემიაში გარდატეხის ასაკის ბავშვები მოდიოდნენ და დომერგი მათ გააზრებული სისტემით ავარჯიშებდა. ამბობდა - მათ აუცილებლად ფეხზე დავაყენებთო და ასეც მოხდა. ის სასწაულმოქმედი კი არ იყო, ამას ცოდნით, უეფას მიერ აპრობირებული მეთოდიკით ახერხებდა.

ევროპელებმა ბავშვების ფიზიკური მონაცემების შესწავლა და მათთან ინდივიდუალური მუშაობა იციან. დომერგმა კი მთელი წლის სამუშაო გრაფიკი ჩამოიტანა, სადაც ყოველდღიური ვარჯიშის დეტალები ეწერა! აი, ესაა მეცნიერებაზე დაფუძნებული ფეხბურთი.

არადა, თავიდან ბავშვები რომ შეამოწმა, გული გამისკდა - უმრავლესობა ისეა ნავარჯიშები და გამოფიტული, მოხუცის კი არა, მომაკვდავი ადამიანების ორგანიზმები აქვთო?! ასეთი სისუსტე გაუწყლოების შედეგი იყო. თამაშისა და ვარჯიშის დროს ფეხბურთელმა 3 ლიტრი წყალი მაინც უნდა მიიღოს. დომერგმა ბიჭებს ჩაისა და წვენების დალევა აუკრძალა, რადგან ეს ცხიმის მაჩვენებელს ზრდის. ბოლოს ბავშვების მონაცემები საგრძნობლად გაუმჯობესდა, მათ სპორტსმენების ფორმა მიიღეს.

მოკლედ რომ ვთქვათ, თანამედროვე ფეხბურთში ბევრს ნიშნავს მეცნიერული მიდგომა, დიეტოლოგის შერჩეული კვების რაციონი, კარგი სამედიცინო მომსახურება. ამის გარეშე ფეხბურთი ვერ განვითარდება. ამიტომ გვინდა ევროპელებთან წელიწადში ერთი შეხვედრა მაინც, მათ გამოცდილებას რომ გავეცნოთ და მხოლოდ ინტერნეტში მოძიებულ ცნობებზე არ ვიყოთ დამოკიდებულები. მაგრამ უცხოელების გაუაზრებელი მიბაძვაც გაუმართლებელია. ჩვენ, გერმანელებს, ესპანელებსა და ბრაზილიელებს სხვადასხვა კვება, ორგანიზმი და ცხიმოვანი მასა გვაქვს და ამ შემთხვევაში ინდივიდუალური მიდგომა გვჭირდება.

ეს თუ მოვახერხეთ, დამიჯერეთ, ბევრად უკეთ მომზადებული ფეხბურთელები გვეყოლება და მეორე ტაიმში სიქაგაცლილები აღარ იქნებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თემო
თემურ ლორთქიფანიძე არის უძლიერესი მწვრთნელი. რაღაც პერიოდი მამზადებდა ცალკე ფიზ მომზადებაში და დავფრინავდი მინდორზე. ვინც კი მყოლია მწვრთნელი ყველაზე მაგარია. პირველ რიგში ძალიან მაგარი ადამიანი იუმორით სავსე და თავისი საქმის პროფესიონალი. მე ტრამვამ არ გამიშვა ბოლომდე თორე დიდ ფეხბურთან ახლოს მივედი ლორთწიფანიძის დამსახურებით.
Vep1963
თემურ ლორთქიფანიძის ნაირ ხალხს ,რომ და აფასებთ აი მაშინ ეშველება ქართულ ფეხბურთს.
სამტრედიას გულშემატკივარი
უნიჭიერესი და თავისი საქმის ფროფესიონალია თემურ ლორთქიფანიძე! აი თურმე რატო ასმევს ამდენ წყალს ვარჯიშებზე. წყლის ძალა მოქცეს ღმერთმაო ნათქვამია. მთელი სეზონი თითქმის ტრამვა არ ქონიათ თეხბურთელებს. ვარჯიშებს ვესწრები და ძან მაგრად ავარჯიშებს ბიჭებს.
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
გილოცავთ სამტრედიელებო
მადლობა ღმერთს
მადლობა ღმერთს, კიდევ არსებობენ მოაზროვნე ხალხი ქართულ ფეხბურთში, აი ასეთი აზროვნების დანერგვაზე უნდა იფიქრონ კლუბებმა თავიანთ მენეჯმენტში; ეს არის სწორედ მეცნიერული მიდგომა, და არა ყოფილი ფუნქციონერის ჭკუაზე დამრიგებლური ბრტყელ-ბრტყელი ლოზუნგები.
alex
namdvili ganzis mflobelebi vart samtredielebo cecazis da lortqifanizis saxit...aserom gavufrtxildet satutad...
jojo
ჩვენთან მოაზროვნე კაცს დასცინიან,და არ მოსწონთ ტემური კი ნახდათ მოაზროვნეა
Guadua
მაგარი კაცია თემური, ყველაფერი თქვა გასაგებად და აქედან სჩანს თუ რატომ ამბობს გუჯა კახიძე რომ თემურს ჩემგან არაფერი ესწავლებაო. ესე გიი გამოდის რომ გუჯა კახიძის ტოპი მისი სისტემის 47+5 -ში ყოფილა მთლიანად ბატონ თემურის სისტემა. ფედერაცია სულ წკეპლითა ხართ საცემი რომ ასეთი უვიცობის ერა მოიტანეთ სპორტში და არც არაფერს ცვლით.
giorgi
ჩვენთან კიდევ რაიმე მეცნიერული თუ თქვი დაგცინებენ. იცით რატომ? ვერ გაიგებენ და თავი უვიცებად რომ არ აჩვენონ დაგცინებებენ. სამწუხაროდ უმრავლესობაში არიან...
butxa
არ მეგონა ასეთი კარგი ნიჭიერი ხალხი თუ იყო ჩვენ ფეხბურთში,მალადეც საგოლ კაი კაც
Nodari
ეს კაცი არის პროფესიონალი,თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული.წარმატებები...
სოსო
აი თურმე როგორ გაირბინა ბუდუ ზივზივაძემ ნაკრების თამაშში 11კილომეტრი.
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
დავით ჯიქია: ძალიან საინტერესო ჩემპიონატს ველი
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ბაჩანა არაბული: ...ამიტომაც გავაკეთე ასეთი არჩევანი
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
"სამტრედია": გია ცეცაძის ეპოქა დასრულდა, ვინ გაწვრთნის ჩემპიონს?
"მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის!" - გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
კვარაცხელიას სვლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და მიქაუტაძის დიდი დაპირისპირება "მანჩესტერთან" - მთავარი ამბები ზაფხულამდე
Geo Team: ზივზივაძეს ორი კვირა მოუწევს უქმობა
საქართველოს ნაკრების ლეგენდები ბათუმში "ინტერის" ლეგენდებს დაუპირისპირდებიან
გია ცეცაძე "თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
რას ვნახავთ აღდგომის დღეებში? ქართული დუელი საფრანგეთში და ბუდუს "ბაიერნთან" დაბრუნება
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
2023 წლის შემდეგ პირველად - სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ვოლკოვს უხმო
გიორგი ქინქლაძემ მისი აზრით, ევროპის საუკეთესო გუნდი და ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
"ჰაიდენჰაიმი" "აინტრახტთან" განადგურდა და "ბაიერნთან" შეხვედრა ელის
"გახსოვდეთ უთვალავი ახალგაზრდა ბიჭი და გოგო, რომლებიც გიყურებენ და ოცნებობენ, რომ ერთ დღეს თქვენს კვალზე გაიარონ" - გიორგი ქინქლაძემ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
"ჟორჟი, ჩვენი ახალი ქართველი" - რა ვიდეოთი წარადგინა "აიაქსმა" მიქაუტაძე [VIDEO]
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
ვინ იყო ზარმაცი, ქინქლაძე?! რას იხსენებს მწვრთნელი, ვინც გიო ფეხბურთში დააბრუნა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას" - ქინქლაძე "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
გიორგი გაბედავა: დროა, საჩხერის "ჩიხურამ" ჩემპიონობისთვის იბრძოლოს
''ჩვენი ფეხბურთი უცხოს არ დაუქცევია, ეს ისევ ჩვენი ხელით მოხდა"
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს