ჩვენი ფეხბურთელების ნიჭიერაზე არაერთ უცხოელ ფეხბურთელს თუ მწვრთნელს უსაუბრია, მაგრამ ზოგჯერ ამ ნიჭიერებას თან სიზარმაცეც ახლდა...
ბოლო რამდენიმე წელიწადში როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო შედეგებიდან გამომდინარე, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ქართულ ფეხბურთს კარგი დრო უდგას.

საქართველოში ყოველთვის იყვნენ ნიჭირი ფეხბურთელები. ჩვენი ფეხბურთელების ნიჭიერაზე არაერთ უცხოელ ფეხბურთელს თუ მწვრთნელს უსაუბრია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამ ნიჭიერებას თან სიზარმაცეც ახლდა. ამის ყველაზე კარგი მაგალითი გიორგი ქინქლაძეა...

ნიჭიერი ფეხბურთელების ნაკლებობას არც დღეს ვუჩივით, რომლებსაც სამომავლოდ ეროვნული ნაკრებისთვის წარმატების მოტანა შეუძლიათ. მთავარია, სიზარმაცემ არ სძლიოთ, მონაცემები კი ნამდვილად ხელს უწყობთ.

ჩვენ გამოვარჩიეთ 9 ფეხბურთელი, რომელსაც კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებენ გულშემატკივრები და იმედი ვიქონიოთ, რომ ცხრავეს მართლაც კარგი კარიერა ექნება. ფეხბურთელთა მაქსიმალური ასაკი 20 წელია.

1) გიორგი არაბიძე (18 წლის, დონეცკის "შახტარი");

18 წლის გიორგი ამჟამად დონეცკის "შახტარის" საკუთრებაა. "შახტარში" გადასვლამდე ის ბრწყინვალედ გამოიყურებოდა თბილისის "ლოკომოტივის" შემადგენლობაში და მისი თამაში უკრაინელებს არ გამოპარვიათ, რომლებმაც არაბიძე 2015 წლის ოქტომბერში შეიძინეს. მართალია, მეტწილად, გიორგი დონეცკელთა დუბლებში თამაშობს, თუმცა რამდენიმეჯერ პირველ გუნდში თამაშის შანსიც მიეცა. "შახტარში" მასზე დიდ იმედებს ამყარებენ და არამხოლოდ იქ - საქართველოშიც.

სასიხარულო ამბავია ისიც, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშის გამო არაბიძემ უკრაინის მოქალაქეობის აღებაზე უარი ერთხელ უკვე განაცხადა. არაბიძე საოცარი ტექნიკის მქონე პატრონია და მას "ახალ გიორგი ქინქლაძეთაც" მოიხსენიებენ.

2) ნიკოლოზ ქუთათელაძე (15 წლის, პსჟ);

თუ პროგრესი გააგრძელა, კარგი კარიერა უნდა ჰქონდეს ნიკოლოზ ქუთათელაძეს. ქუთათელაძე 15 წლისაა და პსჟ-ს 16-წლამდელთა გუნდში უკვე 11 მატჩში 12 გოლი გაიტანა. პსჟ-მდე "ლილში" გატარებული 5 სეზონი იყო, სადაც, საერთო ჯამში, მის ანგარიშზე 117 გოლი დაგროვდა.

ფაქტია, 15 წლის ფორვარდს, გოლის ალღო აქვს, რისი პრობლემაც ქართველ ფორვარდებში ბოლო წლებში ხშირია.

3) ლუკა გუგეშაშვილი (17 წლის, "იაგელონია");

საქართველოს ეროვნული ნაკრების კარი რამდენიმე წელიწადში წესით, სწორედ გუგეშაშვილმა უნდა დაიცვას. 17 წლის მეკარე პოლონური "იაგელონიას" 19-წლამდელთა გუნდშია და საკმაოდ კარგადაც გამოიყურება. ერთია, რომ მას სტაბილურობა აკლია, თუმცა ასაკთან ერთად ალბათ ეგეც გამოსწორდება და მისი სახით ნაკრებს კარგი მეკარე უნდა ჰყავდეს.

4) ოთარ კიტეიშვილი (20 წლის, თბილისის "დინამო");

თბილისის "დინამოს" შემტევი ნახევარმცველი რომ აშკარად გამორჩეული და იმედისმომცემია, ამას ისიც ცხადყოფს, რომ იმ ზედიზედ ორჯერ (2016, 2017) საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. გავრცელებული ხმებით, კიტეიშვილის შეძენა კიევის "დინამოს" სურდა, მაგრამ მან საქართველოში დარჩენა ამჯობინა.

კიტეიშვილის თამაშით ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიც მოიხიბლა და მას თავის გამოჩენის შანსი ქვეყნის მთავარ ნაკრებშიც მისცა. კიტეიშვილმა უზბეკეთთან და იორდანიასთან გამართულ ამხანაგურ მატჩებში ითამაშა და ვერ ვიტყვით, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ცუდად გამოიყურებოდა.

5) გიორგი თევზაძე (20 წლის, თბილისის "დინამო");

იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლება თბილისის "დინამოს" 20 წლის მარცხენა მცველი გიორგი თევზაძე. თევზაძეს პლუსი მისი სისწრაფეა. მას გუნდის როგორც დაცვაში, ისე შეტევაში დახმარება შეუძლია. ყველაფერთან ერთად, გიორგის კარგი შორეული დარტყმაც აქვს, მაგრამ "დინამოს" მწვრთნელები მას არ წყალობდნენ. მის პოზიციაზე ხან ლეგიონერს აყენებდნენ, ხანაც - ვის...

ნამდვილად არ ვიცით, "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა რამდენად ენდობა თევზაძეს და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მას განიხილავს თუ არა, თუმცა თევზაძის "დინამოს" სკამზე ამდენი ხანი ჯდომა არ შეიძლება!

6) ჯიმი ტაბიძე (20 წლის, "ურალი");

ჯიმი ტაბიძის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში წელს ამხანაგურ მატჩებში უკვე შედგა. ამის შემდეგ მან კლუბიც გამოცვალა და ბელგიური "გენტიდან" იჯარის წესით რუსული პრემიერლიგის გუნდ "ურალში" გადაბარგდა. ტაბიძეს სათამაშო პრაქტიკა სჭირდება და მისგან საიმედო ცენტრალური მცველი უნდა დადგეს.

7) გიორგი ხარაიშვილი (20 წლის, "საბურთალო")

ხარაიშვილი "საბურთალოს" ფეხბურთელია. მისი დებიუტიც ნაკრებში წელს შედგა. ხარაიშვილი ძალიან ტექნიკურია და 1-2 ფეხბურთელის მოტყუება მისთვის პრობლემას არ წარმოდგენს. მას შეტევების გამწვავება ახასიათებს.

გიორგის შეძენა არნემის "ვიტესს" სურდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მისი არნემში გადასვლა ვერ მოხერხდა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მისი კარიერა, თუმცა ასეთი მონაცემების მქონე ფეხბურთელი ეროვნული ნაკრებისთვის რომ საჭირო იქნება, ეს სადაო არაა.

8) გიორგი ბერიძე (19 წლის, "ტრენსინი");

ბერიძე ფორვარდია. ის საქართვედლოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებიდან ახსოვს გულშემატკივარს, სადაც კარგად გამოიყურებოდა. შემდეგ 21-წლამდელებშიც იხმეს.

"ზესტაფონის" აღზრდილი 2015 წელს "გენტის" 19-წლამდელთა გუნდში გადავიდა, შემდეგ ამავე კლუბის დუბლებში დააწინაურეს. გიორგიმ "გენტის" მთავარ გუნდშიც ითამაშა და გოლიც კი გაიტანა, მაგრამ იჯარის წესით სლოვაკურ "ტრენსინში" გადასვლა ამჯობინა.

9) ლადო მოხევიშვილი (20 წლის, "ალბასეტე");

მოხევიშვილის კარიერა ესპანეთში ვითარდება. ის ჯერ "ლევანტეში" თამაშობდა, შემდეგ "ალბასეტეში" გადავიდა და დღეს ამ გუნდის ღირსებას იცავს. ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში მთავარმა მწვრთნელმა გიგა გეგუჩაძემ იხმო.

"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს
[ექსკლუზივი] ეგ იყო ყველაფრის თავიდათავი! რამ გაზარდა საბა კვირკველიას ფასი?
PES 2018 - 17 ქართველი თამაშის ახალ ვერსიაში
[VIDEO] ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატში საოცარი გოლი გაიტანა
რუსეთში დაბრუნებულმა ქუთათელაძემ სადებიუტო მატჩში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
"რუსთავმა" 22 წლის მცველი დაიმატა
ქუთათელაძე მამარდაშვილს ნიჟნი-ნოვგოროდულ გუნდში უხმობს
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
გიორგი ბერიძის მორიგი გოლი თურქეთის სუპერლიგაში [VIDEO]
ქართველი ფეხბურთელის გუნდი ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში გადავიდა
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
ქუთათელაძე კარიერას თბილისის "დინამოში" განაგრძობს - რა შეთანხმება დადო ქართულმა გუნდმა რუსულ "პარი ნნ"-თან
კიტეიშვილით სერია A-ს კლუბი დაინტერესდა
კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე
ოფიციალურად - "პაოკმა" გუგეშაშვილს კონტრაქტი გაუფორმა
ევროპა ლიგა. "შტურმი" კიტეიშვილის გარეშე დამარცხდა - გუგეშაშვილი "პაოკმა" განაცხადში არ შეიყვანა
ჯიმი ტაბიძე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
ბერიძემ თურქეთში კვლავ გაიტანა
"ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ნაპერწკალი დავკარგეთ, რომელიც სულ უფრო ქრება" - კიტეიშვილი თურქეთთან მარცხის შემდეგ
ლეგიონი გუშინ: ოთარ კაკაბაძის გოლი და დავით სხირტლაძის გაძევება
ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება - "ჟილინამ" გიორგი თევზაძე წარადგინა
კაშია, მექვაბიშვილი, აზაროვი და სიგუა კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ
ტრავმა საქართველოს ნაკრებში - იმედია, გაგრძელება აღარ მოჰყვება...
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი
ხარაიშვილი თურქული კლუბის ფეხბურთელი გახდა
ისევ ეროვნული ლიგიდან - ცნობილია, ვინ ჩაანაცვლებს ჯიმი ტაბიძეს ეროვნულ ნაკრებში
ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]
თბილისის "დინამომ" გიორგი ხარაიშვილი დაიმატა
10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა
გუგეშაშვილი კვლავ არ ათამაშეს, ჩოგაძე გააძევეს, ოდიშარია განაცხადში არ იყო
მიქაუტაძის მეათე გოლი ლიგა 2-ში - "მეცი" ფრეს დასჯერდა, ზურიკოს "ბორდო" დამარცხდა [VIDEO]
დედის გინება რუსულ ტელეარხზე - ქუთათელაძე და მარადიშვილი კომენტატორმა უცენზურო სიტყვებით მოიხსენია
გიორგი ბერიძე "კოჯაელისპორში" გადავიდა
კიტეიშვილის "შტურმი" ოთხი გამარჯვების შემდეგ "სელტიკთან" დამარცხდა
ხარაიშვილი სეზონის ბოლომდე თბილისის "დინამოში" დარჩება
კახა კაჭარავა: არ მინდა, ჯოხი გადატყდეს ფეხბურთელებზე...
ჯიმი ტაბიძემ თბილისის "დინამო" დატოვა
გიორგი ბერიძე "უიპეშტში" დაბრუნდა
ქართველების ესპანური მომავალი - გიორგი პაპუნაშვილი ლა ლიგის გზაზე
ქუთათელაძეს საქართველოს ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონატზე თამაში უნდა
"უღმერთოები ხართ ბიჭო? ღმერთის როგორ არ გეშინიათ?" - გიორგი ხარაიშვილი ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება
სხირტლაძემ მეტოქეს სახეში დაარტყა და გააძევეს - ქართველების ჩხუბი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]
ლეგიონი: არაბულის გოლი და კიტეიშვილის საგოლე გადაცემა
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ტაბიძე ბერძნულ კლუბში შენგელიას თანაგუნდელი გახდა
ჩვენი იმედის გუნდი - 9 ქართველი ახალგაზრდა, ვისგანაც დიდი ფეხბურთის თამაშს ველით
"საბურთალომ" სლოვაკური "ჟილინადან" გიორგი თევზაძე დაიმატა
[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს
"ალბასეტემ" ლადო მოხევიშვილი "ალკოიანოში" გაანათხოვრა
კიტეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "შტურმი" "ვოლფსბერგერთან" დამარცხდა
ოფიციალურად: არაბიძე "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელია