დებატები გრძელდება - ერთ მხარეს თითქმის მთელი სარაგბო სამყარო, მედია და ქომაგები არიან, მეორე მხარეს კი - ექვსი ერის ბოსები
საქართველოს ნაკრების გერმანიასთან გამარჯვებისა და იტალიის ეროვნული გუნდის ექვსი ერის გათამაშებაში განცდილი ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ უცხოურ პრესაში დებატები არ წყდება. განსაკუთრებით აქტიური ბრიტანული მედიაა. ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ რამდენიმე გამოცემის მოსაზრება.

- Daily Mail: ივანიშვილი ექვს ერში საქართველოს მიღებისთვის წელიწადში 10 მლნ ევროს იხდის

- Midi Olympique: 9 მარტს ექვს ერზე პლეი ოფის შემოღებაზე მოლაპარაკება გაიმართება

თემა ჯერაც არ დახურულა და, როგორც ჩანს, დავა კიდევ დიდხანს გაგრძელდება. თუმცა, სადავოც თითქოს არაფერია. ერთ მხარეს თითქმის მთელი სარაგბო სამყარო, მედია და ქომაგები არიან, მეორე მხარეს კი - ექვსი ერის ბოსები. მათზე ზეწოლა ნელ-ნელა იზრდება და ადრე თუ გვიან ჩვენთვის სასურველ შედეგს აუცილებლად მოიტანს.

ამჯერად გთავაზობთ მოკლე ამონარიდებს ორი უცხოური ვებგვერდიდან. აი, რა წერია rugbypass.com-ზე, სადაც სტატიის სათაურია: "საქართველო მზადაა, 55 ათასი მაყურებელი შეკრიბოს ექვსი ერის ყველა მატჩზე".

"იტალიის ნაკრების ზედიზედ ორმა მარცხმა ექვსი ერის გათამაშებაში ირლანდიისა და შოტლანდიის ნაკრებებთან, ეჭვქვეშ დააყენა ამ გუნდის ექვსი ერის გათამაშებაში მონაწილეობის მიზანშეწონილობა.

ყველა აქამდე გამოთქმული მოსაზრებიდან შეჯიბრების ფორმატის თაობაზე, არსებობს საერთო ხედვა, საქართველო არის სარაგბო ქვეყანა, რომელიც ექვსი ერის გათამაშებაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს. მან ან უნდა ჩაანაცვლოს იტალია, ან დაემატოს მეშვიდე ერად.

აი, რა გვითხრა "მსოფლიო რაგბის" საბჭოში საქართველოს წარმომადგენელმა გიორგი ნიჟარაძემ.

- შემიძლია დაგპირდეთ 55 ათას მაყურებელს ყველა თამაშზე. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორიდან. შეკითხვა მაქვს: გვითხარით, რა უნდა გავაკეთოთ? რა გვჭირდება, რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან დავსხდეთ? გვითხარით და გავაკეთებთ. ქვეყანა მზადაა ამისთვის. მარტო რაგბი არა, მთლიანად ქვეყანა, რადგან რაგბი ჩვენი ეროვნული სპორტის სახეობაა.

თბილისი ულამაზესი ქალაქია, უძველესი ისტორიული და კულტურული ძეგლებით. ინგლისიდან, ირლანდიიდან, საფრანგეთიდან, შოტლანდიიდან, უელსიდან და იტალიიდან ჩამოსული ქომაგები ისიამოვნებენ რაგბით, მშვენიერი ქალაქით და ქართული ღვინით, საქართველო ხომ უძველესი ღვინისმწარმოებელი ქვეყანაა.

თუ ჩვენ რაგბის ფასეულობებზე ვსაუბრობთ, მაშინ ორმაგი სტანდარტი მიუღებელია. არ შეიძლება შექმნა რაღაც ცალკე აღებული სარაგბო VIP-კლუბი, მერე დადგე და სამართლიანობაზე ილაპარაკო".

ექვსი ერის გაფართოებაზე მოკლე კომენტარი გააკეთა იტალიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ნიკ მალეტმაც malaysiandiegest.com-თან საუბრისას:

"ვფიქრობ, რომ გავარდნის სისტემა უნდა არსებობდეს თუნდაც ისეთ ტურნირზე, ექვსი ერის გათამაშება რომაა. დარწმუნებული არ ვარ, რომ კარგია, როცა სისტემა დახურულია. თუმცა, ეს მარტო იტალიას არ ეხება. იყო დრო, როცა შოტლანდიაც ასეთივე სუსტი იყო, როგორიც დღეს იტალიაა.

ცხადია, ეს მალე არ მოხდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოსაფიქრებელია სისტემა, რომელიც მისცემს საქართველოს და რუმინეთს საშუალებას, ექვსი ერის გათამაშებაში მოხვდეს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dato
55 ათასი პრობლემა არ არის, თუმცა ფასს გააჩნია, 6 ერის პირველობის მატჩებს რა ფასი ადევს და ფასის დადება ვისზეა დამოკიდებული, თვითონ თუ აწესებენ, დაბალი ფასები არ ექნება, და მერე პრობლემა იქნება სტადიონის შევსების
912
ისე იტალიაც რომ დატოვონ უფრო მაგარი იქნება აქ რომ ჩამოვლენ თავი უნდა შევაკლათ და მოვუგოთ ტესტ-მატჩსაც რომ არ გვეთამაშებიან
tngh
სეზონში 3-ჯერ თუ ვერ გავავსეთ სტადიონი, ღირსებიც არ ვყოფილვართ 6 ერის. სუბსიდირება სოფლის მეურნეობას სჭირდება და არა ბილეთის ფასს...
tazo
gogig-ს დადებულ ლინკს მიაქციეთ ყურადღება და მივცეთ ხმა, ამით ვერ შევცვლით რამეს, მაგრამ ასეთ ძლიერ საიტზე იყოს სტატისტიკა ჩვენ სასარგებლოდ და ნახონ.
zako
ziz-ს. ღმართმა ქნას და ჩვენი ნაკრები მალე გვენახოს აღზევებული ევროპულ ელიტაში. რაც შეეხება შენს კომენტარს ინგლისის ნაკრებთან დაკავშირებით, ნუ მიწყენ და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ცნობისათვის მინდა შეგასხენო, რომ ინგლისის სარაგბო ნაკრები 26-ჯერ არის ექვსი ერის ჩემპიონი და რაც ყველაზე მტთვარია, მის მონაგარში 12-წლიანი წაუგებელი სერიაა ამ გათამაშებაში. ამასთან ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა 2003 წელს და არაერთგზის ფინალისტია. ასე რომ, როცა კომენტარს აკეთებ, ჯობს მანამდე მოქექო ინფორმაცია მოიძიო.
ნოდო
ადგილი კი არ უნდა ვიყიდოთ როგორ ზაზას გამო შეცვალეს წესები ისე უნდა დავანგრიოთ ის კედელი გაზპრომმა რო გადაიხადოს ატჯერ მეტი რა ანუ ღირსია რუსეთის ნაკრები? ფულით ნაყიდს ყველა წამოგვაძახებს პირვე;;ი 5 წელი განსაკუთრებით მძიმე იქნება თუ მეტი არ დაგვჭირდა თანაბრად ბრძოლისთვის გრანდებთან რაც შეეხება 55 000 კაცს თუ ათ ლარამდე იქნება გაივსება მარა ექვს ერზე ბილეთს ათ ლარადვინ გაყიდის? 100 ლარიც კი გამართლება იქნება
giorgi-ს
გეთანხმები რომ შოტლანდიასა და ირლანდიამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია, მაგრამ გაიხსენე ირლანდიის მიერ ჩვენთან ბოლო წუთებზე ძლივს მოგებული მატჩი (მსოფლიო ჩემპიონატზე), შოტლანდიასთან თამაშის მეორე ნახევარი, არგენტინასთან, რომ არა გორგოძის გაძევება, თანაბარი თამაში და დარწმუნდები რომ არც თუ ისე წყალწაღებულნი ვართ.ყოველ შემთხვევაში იტალიასთან თამაშისას სათამაშო ინტრიგა ინტრიგა ყოველთვის იქნება.
haha
აბა ევროპულთან მიახლოებული ფასები დაადე. მერე ვნახოთ როგორ შეივსება. უფასოდ ბებიაჩემიც მივა სტადიონზე.
gogig
ცნობილი სარაგბო ინტერნეტ გამოცემა "პლანეტ რაგბი" ატარებს გამოკითხვას "უნდა ჩაერთოს თუ არა საქართველო 6 ერის ტურნირში". შედით ამ ლინკზე:http://www.planetrugby.com/news/expert-witness-moody-on-the-six-nations/ და სტატიის შუაში არის გამიკითხვის ცხრილი. დააჭირეთ: Yes, long overdue. მხარი დავუჭიროთ ქართულ რაგბის ევროპულ მომავალს. .
ziz
რა მოიგეს ბრიტანელებმა ფეხბურთი თუ ითამაშეს სხვებთან? იგივე რაგბი ავიღოთ, გასულ მსოფლიოზე რა შედეგი დადეს? რატომღაც მგონია რომ მაგათი "კონსერვატიულობა" უფრო კომერციული პრაქტიკულობაა
nemo
ძალიან ბევრ დაპირებებს ნუ გავცემთ ბილეთების ფასის სუბსიდირება თუ მოხდება მაშინ სხვა საქმეა სხვაგვარად გაჭირდება რუსეთთან თამაშზე ხალხი რუსების საგინებლად მიდის და არა თამაშის სანახავად
GELA 2
გიორგი ! თანაბრად თამაში ჯერ ადრეა, თუ კლასი არ აიმაღლე, კლასს კი რუსეთ_რუმინეთთან ვერ აიმაღლებ, იმდენ ხანში რაც იტალიაა ექვს ერში საქართველო გაცილებით აიმაღლებს კლასს იმ დროის განმავლობაში. ეს იმ ჩინოსნებმაც უწყიან, მაგრამ რაღაც აქვთ აკვიატებული ოდითგან და ეგაა მიზეზი, იქნებ გაჭრას ანდენმა შეძახილმა და დაგვიშვან, მერე 3-4 წელიწადში ნახონ ვის რა შეუძლია. იტალიაზე სანახაობრივს ჩვენები აჩვენებენ
Giorgi
თუ შანსი არ მოგვცეს ხშირად ვესპარინგოთ ექვსი ერის ბატონ პატრონებს, ყოველთვის სუსტები დავრჩებით თუნდაც შოტლანდიასთან ან სხვა.. მოგვცენ შანსი რომ გავიზარდოთ... რუმინეთს რაც შეეხება, რეგრესი აშკარაა და ჩვენთან ერთად ნამდვილად არ უნდა იხსენიებდნენ
ზაზა
პირველ გათამაშებებში მართლაც იქნება ანშლაგი(თუ ბილეთის ფასი იქნება ნორმალური,შესატყვისი მოსახლეობის ცხოვრების დონესთან),მაგრამ შემდეგში თუ კონკურენციას არ გავუწევთ,მაშინ ნელ-ნელა დაიკლებს დასწრება და ..ბოლოს შეიძლება საერთოდ ინტერესიც დაეკარგოს
qar
ეს რუმინეთი რა შუაშია ყველგან რო ტენიან ჩვენს გვერდით?! 2010 წლის მერე ჩვენთვის არ მოუგიათ და სულაც, გერმანიასთან წააგეს და ესპანეთს 13ქულის მეტი ვერაფერი გაუკეთეს. ზოგადად ძალიან დაბალი დონის რაგბს თამაშობენ და ეს შედეგებზეც აისახება. არ გამიკვირდება რუსეთმა, რომ მოუგოს.
giorgi
ექვს ერში რომ მიგვიღონ, თანაბრად უნდა ვეთამაშებოდეთ თუნდაც შოტლანდიას ან ირლანდიას, რა აზრი აქვს თუ მიგვიღეს და იტალიასავით ვითამაშეთ
ბესო72
ექვსი ერის ბოსებთან ხვეწნა სულაც არ გვჭირდება . ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტი დადაც და უფრო კარგადაც . ყოველი ჩვენი თამაში უნდა იყოს წარმატებული , როგორც აქამდე იყო .ასევე ლამაზი და სანახაოებრივი და ამის შემდეგ თქვენ ნახავთ აქეთ თუ არ შეგვეხვეწებიან. დავამატებ ერთს : რომელიმე ევროპულ გრანდს ვისურვებდი თბილისში დინამოზე ტესტ მატჩში . მაშინ ნახონ რამდენი მაყურებელი მივა სტადიონზე და რას ვაჩვენებთ.
gogs
კი, ოღონდ გთხოვთ ფასებიც ძალიან არ გაზარდოთ. ბოლო თამაში რუმენთთან ბილეთში 5 ლარი ღირდა ეხლა იგივე ადგილი 15 ღირს რუსეთთან
giorgi
იტალიამ ორი მატჩი წააგო ირლანდიასთან 10:63 და უელსთან 7:33 მაგრამ შოტლანდიას წელს ჯერ არ შეხვედრია
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
6 ერი + საქართველო - ინგლისი მხარს დაგვიჭერს?
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"მსოფლიოს რაგბის" მაღალი ტრიბუნიდან - წარმატებული საქართველო!
საქართველოს კარგი სარაგბო გენები აქვს - კომპლიმენტი ინგლისის ნაკრების თავკაცისგან
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე
"ვიცი, ექვსი ერის მესვეურებს ნერვებს მოგიშლით, მაგრამ მიეცით საქართველოს შანსი!"
BBC: საქართველო ექვსი ერის ქვეყანაა?
ევროპაში გვინდა! ანუ როგორ გავხსნათ ჩაკეტილი სისტემა
უკრაინელებს უნდათ, რაგბი ევროპას სათავეში გიორგი ნიჟარაძე ჩაუდგეს
ექვსი ერი მსოფლიო რაგბის მიერ შემოთავაზებულ "მსოფლიო ლიგის" ფორმატის განხილვას დათანხმდა
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
"საქართველოში აუცილებლად ჩამოვლენ იტალია, შოტლანდია და ექვსი ერის სხვა ნაკრებები"
სავსე ტრიბუნების დროა!
საქართველო ექვს ერშია - ჯერ მხოლოდ ერთი მსაჯით!
"უმცროსი ბორჯღალოსნები" "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის გუნდს უმასპინძლებენ
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
რაგბი ევროპა - გიორგი ნიჟარაძე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს