"ბორჯღალოსნების" თავკაცმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" დასკვნითი ორი მატჩისთვის 31-კაციანი გუნდი დაასახელა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" დასკვნითი ორი მატჩისთვის, რომელსაც "ბორჯღალოსნები" რუსეთსა და რუმინეთთან ჩაატარებენ, გაფართოებული შემადგენლობა გამოაცხადა.

საქართველოს ნაკრები 12 მარტს რუსეთს თბილისში უმასპინძლებს, რუმინეთს კი სტუმრად 19 მარტს დაუპირისპირდება.

"ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელმა თავკაცმა ეროვნულ გუნდში 31 მორაგბე გამოიძახა, რომელთა შორის სამი გამოცდილი ლეგიონერი: მამუკა გორგოძე, მიხეილ ნარიაშვილი და ზურაბ ჟვანიაა. ნაკრებიდან კლუბს დაუბრუნდა შალვა მამუკაშვილი, ახალბედა იოსებ მათიაშვილს კი "შვიდკაცამ" უხმო.

მილტო ჰეიგმა საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა:

"ნდობა ყველა ახალბედამ გაამართლა. მათ ჩინებულად გამოიყენეს შანსი და უნარ-ჩვევებით მწვრთნელებს თავი მოაწონეს. უბრალოდ, დასკვნითი ორი მატჩისთვის უფრო გამოცდილი მორაგბეების დამატება ვამჯობინეთ და ამის გამო მოვიწვიეთ ნარიაშვილი და გორგოძე.

ჟვანია მამუკაშვილს შეცვლის, რომელიც ახალ კლუბ "ტულონში" სამედიცინო ჯოკერია და მისი გათავისუფლება გვმართებდა.

რაც შეეხება დაშავებულ შარიქაძეს, ვაკვირდებით. ცოტა მოკეთდა, მაგრამ შეძლებს თუ არა თამაშს, ეს კვირის ბოლოსკენ გამოჩნდება", - აცხადებს ჰეიგი.

საქართველო-რუსეთის მატჩი 12 მარტს, "დინამო არენაზე", 18:00 საათზე დაიწყება. ბილეთები იყიდება საიტ TKT.ge/geovrus-ზე და სტადიონის სალაროებში (ყოველდღე, 11:00-19:00).

საქართველოს ნაკრები

უკანა ხაზი: მერაბ კვირიკაშვილი (ლელო სარასენსი), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), სანდრო თოდუა (ლელო სარასენსი), ირაკლი სვანიძე (გორის ჯიქი), დავით კაჭარავა (ენისეი), მერაბ შარიქაძე (ორიაკი), გიორგი კოშაძე (რუსთავის ხარები), ბადრი ლიპარტელიანი (არმაზი), ლაშა მალაღურაძე (კრასნი იარი), ლაშა ხმალაძე (ლელო სარასენსი), რევაზ ჯინჭველაშვილი (ქუთაისის ბაგრატი), გიორგი ბეგაძე (ბოლნისის ყოჩები), ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გელა აფრასიძე (ლელო სარასენსი).

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), გიორგი თეთრაშვილი (აჟენი), თორნიკე მატარაძე (ლიონი), ჯაბა ბრეგვაძე (ვორსტერი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), სოსო ბეკოშვილი (ბრივი), ლაშა ტაბიძე (ბორდო), გიორგი ნემსაძე (ბრისტოლი), კოტე მიქაუტაძე (მონპელიე), ნოდარ ჭეიშვილი (ლელო სარასენსი), მამუკა გორგოძე (ტულონი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), საბა შუბითიძე (აკადემია), ბექა გორგაძე (მონ-დე-მარსანი), ოთარ გიორგაძე (კლერმონი), გიორგი ცუცქირიძე (ბრივი).

giorgi9
ცდები კახა მამუკა ყველა თამაშზე ვერ ითამაშებს მარტივი მიზეზის გამო .ახალგაზრდებს მისცემენ უფრო მეტ დროს .რაც შეეხება კუნძUლებზე კიდევ თუ მოგვცენ ტესტები იქ მამუკა არამგონია წავიდეს იმიტომ რომ მაგ დროს ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვთ ფრანგულ კლუბებს ასე,რომ მამუკას ცენტურიუნობა უახლოეს 3 წელიწადში ოდნავ საეჭვოა. იმედია ვცდები.
კახა
გახდება ცენტურიონი 5-6თამაში მსოფლიოზე იაპონიაში მანამდე რუმინეთი რუსეთი 4 ეს 10 2 წელიწადში ტურნე სამხრეთ ამერიკაში ტესტესტები მოიმატებს უეჭველი ესეც კიდე ერთი 8-9 თამაში მსოფლიოს მერე კიდე უფრო საპატიო გახდება ჩვენთან თამაში ბობოლებისთვის და ესც ცენტურიონი მაგრ რამე ქართული შესაბამისი მოვიფიქროთ უნდა ცენტურიონებზე "იტალიელებმა იოცნებონ"
gogs-s
რატომ იკბინები? არ მოგბეზრდა? ბოღმიანი ადამიანების ადგილი არ არის რაგბის ქომაგებში.
რეზო
არ იძახებენ, ჩივის ხალხი. იძახებენ ისევ პროფესორობენ. რუსეთს არ ედებე მარტო პატივი. ახალგაზრდებსაც, ვინც მის გვერდზე ითამაშებს. და მაყურებელსაც.
xvistani
მამუკას გამოძახებას რამდენიმე მიზეზი აქვს: 1) არ ვართ განებივრებული დიდი სპორტით და ვარსკვლავებით ზოგადად თბილისში და წელიწადში ერთხელ რომ მაინც ვნახოთ საქმეში ჩვენი ბიჭები ამის სიამოვნებას გვაძლევს რაგბის კავშირი. 2) მარკეტინგული გათვლა-მამუკას სახელი უქვე აფიშაა და რომ დაწერონ აფიშაზე: "12-ში ითამაშებს მამუკა გორგოძეო"-"საქართველო-რუსეთის" ნაცვლად-მხოლოდ მაგიტომ უნდა მივიდეს ხალხი სტადიონზე. 3) ეშმაკს არ სძინავს და მაინც ჯობს გვყავდეს ბირთვი რა იცი რა ხდება:)) 4) შეთამაება ბიჭებთან-არ ირდება მამუკას მარა სხვა ბიჭებს სჭირდებათ ეს. 5) ახალგაზრდებისათვის მამუკას გვერდით თამაშI უდიდესი პატივი და მოტივაციაა და 6) ჩვენთვის გულშემატკივრისთვის ეს სიამოვნებაა. მოკლედ მამუკამ უნდა ითამაშოს საქართველოში და დარწმუნებული ვარ რომ ეს მამუკასაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს
giorgi
სამწუხაროდ მამუკა ცენტურიონი ვერ გახდება სულ 69 მატჩი აქვს მგონი ჩატარებული და 31 მატჩის ჩატარებას ვერ მოასწრებს.32 წლისაა თან. ნუ თუ მეორე ხაზში გადაინაცვლებს მაშინ შეიძლება
სტატუს ქუო
რუსეთის ნაკრები ესპანეთზე და გერმანიაზე სუსტია და დინამოზე არ უნდა გაიმართოს თამაში,არამედ,სადმე მიყრუებულ სოფელში სჯობდა დასამცირებლად....
qomaGI
სად არის ბიწაძეეე, ჩინებული 8 ნომერია
კახა
ასი მამუკასაც უნდა დაუგროვდეს სხვანაირად არ შეიძლება...
jj
დავდებთ 100 ქულას? მაშინ ხო კარგია. თუ არა, მაშინ ჯობდა მე2 შემადგენლობით მოგვეგო თუნდაც მინიმალური ანგარიშით.
გულშემატკივარი
ბილეთის ფასზე აპელირება ცოტა არასერიოზული მეჩვენება, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ერთა თასის ორი შეხვედრიდან ერთი რუსთავის პატარა სტადიონზე ჩატარდა
rio
კაით რა მართლა რუსეთთან მესამე ნაკრებითაც უნდა მოვიგოთ ეტყობა ხალხის პრობლემაა და იმიტომაც ხდება ასე.
bondo
რუსეთის ნაკრებთან სათამაშოდ გორგოძის გამოძახებით მილტონ ჰეიგმა დაამტკიცა, რომ ის ბევრ ქართველზე, დიდი ქართველია. მან იცის რომ რუსეთის დამარცხება ღირსების საქმეა.
გიორგი
გორგოძეს გამოძახება ალბატ რუმინეთთან თამაშისთვის მზადების ნაწილია უკეთ შეთამაშებისთვის.
გოგა
დღევანდელი მდგომარეობით რუსეთის ნაკრებს გაცილებით ჯობია ესპანეთის ნაკრები, კლასიტაც და ბრძოლის ჟინითაც..
ნიკო
საქართველოს ნაკრებმა მუდმივად, მიუხედავად მეტოქისა, უნდა დაამტკიცოს, რომ 6 ერის ღირსია. ეს მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც რუსეთსაც და ბელგიასაც, რუმინეთსა და ესპანეთსაც უნდა სულ მოუგო და სულ დიდი ანგარიშით. ამიტომ ჩვენთვის სუსტი მეტოქე არ არსებობს. გორგოძის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ვამბობ.
gogs
ბილეთებს იმხელა ფასი დაადეს არ იყიდება ალბათ და მამუკას უხმეს მოგვეხმარეო :)
giga
მართლა ნამეტანი პატივისცემაა.
გიორგი
დღევანდელი რუსეთის ნაკრებისათვის მეტისმეტი პატივისცემაა გორგოძის თამაში მატ წინააღმდეგ.
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
რუსულად საუბრის გამო დაისაჯა - "კარპატის" უკრაინელ მცველს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
Le Parisien-მა პსჟ-ს ფეხბურთელების გასამრჯელო გაასაჯაროვა - რამდენს გამოიმუშავებს კვარაცხელია?
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ლეგიონერები: ნარიაშვილის 150 და ორი ლელო პრო დე2-ში
შალვა მამუკაშვილი: მოედანზე ყველა თამაშში მხოლოდ მოსაგებად გავდივართ!
"შავი ლომი" - მიხეილ ნარიაშვილი თამაშს უბრუნდება
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
შალვა მამუკაშვილი: "ბაიონას" შემადგენლობაში არაერთი ვარსკვლავური სახელი და გვარია
ზურაბ ჟვანია: ეს განვითარებისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება
ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან
დღეს "ბორჯღალოსნები" ქუთაისში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან
მამუკაშვილს დებიუტი "ბრისტოლთან" ექნება
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
რაგბი ევროპა - "ბორჯღალოსნები" გულშემატკივრის მოლოდინში
რუსეთის ნაკრების მწვრთნელი: ქართველებს უნიკალური გუნდი ჰყავთ
მილტონ ჰეიგი: პირველი ტაიმი ნერვიულობის გამო არცთუ ისე კარგად ჩავატარეთ
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
შალვა მამუკაშვილი: სამხრეთ ამერიკაში მაღალი დონის თამაშები გველის
პრო დე2 - პირველ ტურში ცხრამ ითამაშა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
"ბორჯღალოსნებმა" ესპანეთის ნაკრებთან პირველი ტაიმი წააგეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
ლეგიონერები: ევროთასები 11-მა დაიწყო, ჟვანია დაბრუნდა
მიხეილ ნარიაშვილი: ერთი წლის შემდეგ დაბრუნებას ვგეგმავ
Rugby World: 10 რამ, რაც შალვა მამუკაშვილის შესახებ უნდა იცოდეთ
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
სავსე ტრიბუნების დროა!
მილტონ ჰეიგი ჟვანიაზე: ზურა იმ 5 პროცენტშია, რომელმაც ეს ვერ მოახერხა
ესპანეთი-საქართველო 10:20 - მოდუნება არ შეიძლება [VIDEO]
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
"ბორჯღალოსნების" 43-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება, ცნობილია
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
სეუ-მ საუნივერსიტეტო 7-კაცა რაგბის ევროპის ჩემპიონატი მეხუთედ მოიგო
აშშ-სთან "ბორჯღალოსნების" სამატჩო შემადგენლობა ცნობილია
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
რაგბი ევროპის ახალი ფორმატი
აშშ VS საქართველო - გამოცდა "არწივებთან"
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
მიხეილ ნარიაშვილი: იმედი მაქვს, მალე შევძლებ გუნდთად ერთად თამაშს
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს