ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

"უმცროსი ბორჯღალოსნები": მთავარი შეკრება მსოფლიოს ჩემპიონატისთვის

"უმცროსი ბორჯღალოსნები": მთავარი შეკრება მსოფლიოს ჩემპიონატისთვის

ილია მაისურაძე: "ფრანგული კლუბების კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებული, ეს კეთილი ნება კი, ჯერჯერობით არ ჩანს"
ორ თვეზე ოდნავ მეტი რჩება წლის ყველაზე მნიშვნელოვან სარაგბო მოვლენამდე საქართველოში - მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატამდე, რომელიც 31 მაისიდან 18 ივნისამდე თბილისში და ქუთაისში გაიმართება. ტურნირის დროს მსოფლიოს 12 უძლიერესი 20 წლამდელთა ნაკრები და მათ შორის "უმცროსი ბორჯღალოსნები" მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

ასპარეზობა 5 სამატჩო დღედ ჩატარდება. თორმეტივე ნაკრები ოთხ გუნდიან სამ ჯგუფად გადანაწილდა. ჯგუფური ეტაპი 31 მაისს, 4 და 8 ინისს თბილისში - ავჭალის სტადიონზე და ქუთაისში - "აია არენაზე" გაიმართება. პლეი ოფებსა და ფინალებს 14 და 18 ივნისს მიხეილ მესხისა და ავჭალის სტადიონები უმასპინძლებენ.

მასპინძლები შევარდენზე ემზადებიან

საქართველო ამ დონის ტურნირს პირველად მასპინძლობს. "უმცროსი ბორჯღალოსნებიც" შესაბამისად მოტივირებულნი არიან, რათა მშობლიური პუბლიკის წინაშე სათამაშოდ განსაკუთრებულად მოემზადონ.

ნაკრებმა ტურნირისთვის მზადება 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო. სელექციის შემდეგ გუნდმა რამდენიმე შეკრება გაიარა და ასევე რამდენიმე საკონტროლო თამაში ჩაატარა.

შარშან ნოემბერში ბრიტანულ ტურნეზე იმყოფებოდნენ და ჩრდილოეთ ირლანდიური "ალსთერის" დუბლშემადგენლობას და შოტლანდიის თანატოლთა ნაკრებს სძლიეს, ხოლო 2017 წლის იანვარში ზამთრის შეკრებაზე "ხარებს", "ჯიქს, და "ლელო-სარასენსს" მოუგეს.

ახლა კი წინასატურნირო დასკვნითი, 9-კვირიანი შეკრების დრო დადგა, რომელიც 13 მარტს დაიწყო და რომლის მსვლელობისას მორაგბეებს შუალადებში დასვენებები ექნებათ.

კანდიდატთა სია შემცირდა და შეკრებაზე 35 მორაგბეა შესული, რომელთაგან 2 ტრავმირებულია და ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. ამ 35-ს ემატება 8 ლეგიონერი. ისინი კლუბების შემადგენლობაში ვარჯიშობენ და ჯერჯერობით უცნობია როდის შეუერთდებიან ნაკრებს.

მთავარი შეკრების ფარგლებში "უმცროსი ბორჯღალოსნები" სამ საკონტროლო მატჩს გამართავენ - საქართველოში სამხრეთ აფრიკული "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის ("ზე რაგბის" სამხრეთ აფრიკული ფრანჩიზის "სთორმერსის" ბაზა) გუნდი 27 აპრილს ჩამოვა და პირველი არასტანდარტული თამაში (სამი 20-წუთიანი ტაიმი) 29 აპრილს გაიმართება, ხოლო 3 და 6 მაისს სრული საკონტროლო მატჩები ჩატარდება.

მზადება გეგმის მიხედვით

დასკვნითი შეკრება 13 მარტს დაიწყო და "უმცროსი ბორჯღალოსნები" "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე ყოველდღიურ ვარჯიშებს მართავდნენ. გუნდის მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე მზადების მიმდინარეობით კმაყოფილია:

"მსოფლიოს ჩემპიონატის წინ დასკვნითი შეკრება დავიწყეთ. ამ ეტაპზე ჩვენთან ქართულ კლუბებში მოთამაშე მორაგბეები ვარჯიშობენ და პირველი სამი კვირა ყურადღება უმეტესად ფიზმომზადების და გამძლეობის ვარჯიშებს ეთმობა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ტურნირზე 19 დღეში 5 თამაშის ჩატარება გვიწევს და ამისთვის ფიზიკურად მზად უნდა ვიყოთ.

3 კვირის შემდეგ ბიჭებს 9-დღიანი დასვენება ექნებათ და ამის შემდეგ ფიზმომზადება და ბურთით ვარჯიში დაბალანსდება".

მზადების მხრივ ნაკრებს პრობლემებს ლეგიონერების არყოფნა უქმნის, რომელთა ჩამოსვლის ვადა ჯერჯერობით უცნობია:

"ძალიან კარგია, შეკრებაზე ტურნირამდე დიდი ხნით ადრე შესვლა რომ მოვახერხეთ, ეს აუცილებლად დაგვეხმარება. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ ლეგიონერების გამოძახებას. ამისათვის არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია და სრულად ფრანგული კლუბების კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებული, ეს კეთილი ნება კი, ჯერჯერობით არ ჩანს.

წინასწარი ინფორმაციით, რამდენიმე მათგანი აპრილის ბოლოს, "ვესტერნ პროვინსის" გუნდთან თამაშების წინ უნდა დაგვემატოს და იმედია ამ მხრივ პრობლემები არ იქნება. არიან მოთამაშეები, რომლებიც შესაძლოა ტურნირამდე მხოლოდ 5 დღით ადრე შემოგვიერთდნენ, როდესაც მათი ოფიციალურად გამოძახების უფლება გვექნება", - ამბობს მაისურაძე.

მეორე პრობლემა ტრავმირებული მოთამაშეებია, თუმცა ამ მხრივ იანვართან შედარებით უკეთესობაა. ბიჭების ნაწილმა ტრავმები უკვე მოიშუშა და რეაბილიტაციის პროცესი დაასრულა.

"იანვრის შემდეგ ჩვენი შემადგენლობა სელექციის შედეგად შემცირდა. ამ მომენტისთვის ორი ტრავმირებული მორაგბე გვყავს და ისინი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობენ.

გიორგი კვესელაძემ ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაცია საფრანგეთში გაიარა. ახლა ის რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა და იმედია ტურნირამდე ფორმის აღდგენას მოახერხებს. მუხლი აწუხებს მირიან მოდებაძეს.

სხვა მორაგბეებმა, რომლებიც იანვარში დაშავებულები იყვნენ, რეაბილიტაციის პროცესი დაასრულეს და სრული დატვირთვით ვარჯიშობენ"

20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე "უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები არგენტინის, სამხრეთ აფრიკისა და საფრანგეთის ნაკრებები არიან, რის შემდეგაც პლეი ოფების დრო დადგება. მაისურაძე აქცენტს სწორედ პლეი ოფზე აკეთებს და ტურნირზე განაცხადში მყოფი ოცდარვავე მორაგბისთვის თანაბარი სათამაშო დროის მიცემას აპირებს:

"ყველაფერი ისე მიდის, როგორც თავიდან დავგეგმეთ. ტურნირამდე ჯამში 9 თამაში გვექნება ჩატარებული. წინ რთული თამაშები გველის და სიტუაციას თუ რეალურად შევაფასებთ, ფორმის პიკი მეოთხე და მეხუთე თამაშებზე გვექნება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მანამდე მოედანზე რამის დათმობას ვაპირებდეთ. ყველა შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოლებთ.

მოკლე დროში ამდენი თამაშის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის საჭიროა, რომ 28-ვე მორაგბე თანაბრად დაიტვირთოს. უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატისას ყურადღება აღდგენებს განსაკუთრებით მიექცევა.

ტურნირის საქართველოში ჩატარებას ასევე დადებითი ერთ-ერთი მხარე აქვს - 28 მორაგბის გარდა ჩვენ აუცილებლად გვეყოლება რეზერვი. ეს ბიჭები გუნდთან ერთად იქნებიან და თუ ვინმე ტრავმის გამო გამოგვაკლდება, მათი ჩანაცვლება შედარებით უმტკივნეულოდ მოხდება"

მაღალი ინტენსივობა და ფიზმომზადება

რადგან დასკვნითი შეკრების პირველი სამი კვირა ფიზმომზადებას ეთმობა, საინტერესოა იმ ადამიანის მოსაზრების გაცნობა, რომელიც ბიჭების ფიზიკურ მზადყოფნაზეა პასუხისმგებელი.

გიორგი ნადარეიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპისთვის ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის:

"მეორე კვირაა, რაც მთავარი შეკრება დაიწყო და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. რამდენიმე მორაგბეს მუხლის პრობლემა აქვს და ისინი ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან, ძირითადი ჯგუფი კი პროგრამით გაწერილ გეგმას მიყვება.

პირველი სამი კვირა კუნთის მასის და სისწრაფის მომატებაზე, ასევე გამძლეობაზე ვარჯიშობთ. გვაქვს დატვირთული, შედარებით მსუბუქიც და დასვენების დღეებიც, რათა ბიჭები არ გადავწვათ. ბურთით ვარჯიშებიც მაღალი ინტენსივობისაა და ჯერჯერობით ისიც ფიზმომზადებას ემსახურება.

სამი კვირის შემდეგ ბიჭებს 9 დღე ვასვენებთ, ოღონდ მე-4 დღიდან სპეციალური პროგრამით უნდა ივარჯიშონ, რათა შეკრებაზე შემოსვლისას მომზადებულები იყვნენ. დასვენების შემდგომი პერიოდი ასევე ფიზმომზადება იქნება, ოღონდ ძალის მომატებაზე ორიენტირებული, რასაც მცირედი კვლავ დასვენება და აფრიკელებთან თამაშები მოყვება.

ეს თამაშები ასევე მოსამზადებელი ეტაპის ნაწილს წარმოადგენს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მეტოქედ ასეთი ძლიერი გუნდი შეგვირჩია, რადგან სისწრაფეებთან შეგუება უმნიშვნელოვანესია მსოფლიოს ჩემპიონატის წინ და "ვესტერნ პროვინსის" გუნდი ამაში ნამდვილად დაგვეხმარება"

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიიონატზე პირველად შარშან, მანჩესტერში იასპარეზეს, მე-10 ადგილი დაიკავეს და 12 უძლიერესს შორის ადგილი არა მხოლოდ მასპინძლობის უპირატესობით, არამედ სპორტული შედეგითაც დაიმსახურეს. ეს იყო პირველი გამოცდილება მწვრთნელთათვის და დავინტერესდით, რა შეცვალეს მათ გუნდის მზადებაში შარშანდელი გამოცდილების გათვალისწინებით:

"მთავარი ისაა, რომ წელს შარშანდელთან შედარებით მზადება 2 კვირით ადრე დავიწყეთ - 7 კვირის ნაცვლად 9 კვირას ვივარჯიშებთ. მეორე ისაა, რომ ძლიერ მეტოქეებთან სათამაშოდ აღარ გვიწევს შორეულ ტურნეში წასვლა (შარშან არგენტინასა და ურუგვაიში) და აფრიკელებს ისეთივე კლიმატურ პირობებში შევხვდებით, როგორშიც მთელი ტურნირი ჩატარდება.

თავიდან ავიცილებთ მგზავრობით გამოწვეულ გადაღლილობას და შარშანდელთან შედარებით, წელს თამაშები ტურნირთან უფრო ახლო პერიოდში ტარდება", - გვიყვება ნადარეიშვილი.

"უმცროსი ბორჯღალოსნების" რაზმი შეკრებაზე:

შერკინება: გურამ გოგიჩაიშვილი (ლოკომოტივი), ივანე გელაშვილი (ვეფხვები), პეტრე ჯინჭარაძე (აია), ლევან ჭავჭავაძე (არმია), ლევან პაპიძე (ლელო სარასენს), თენგიზ ზამთარაძე (ლელო სარასენს), რევაზ დუგლაძე (ლელო სარასენს), გიორგი ნუცუბიძე (ჯიქი), კობა ჯიმშელეიშვილი (ჯიქი), თორნიკე აქუბარდია (ხარები), გიგა გრიგალაშვილი (ლელო სარასენს), ბექა საღინაძე (ლელო სარასენს), სანდრო მამამთავრიშვილი (თი ბი ეს უნივერსიტეტი), ილია სპანდერაშვილი (არმია), არსენ მაჩალაძე (აია), შოთა არეშიძე (აია), გიორგი ნუცუბიძე (აია), თორნიკე ჯალაღონია (ხულიგანა), გელა მახარაშვილი (აკადემია);

ხაზი: გელა აფრასიძე (ლელო სარასენს), ალექსანდრე ნახუცრიშვილი (არმია), თედო აბჟანდაძე (აია), დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), ბეჟან გავაშელიშვილი (ლელო), სანდრო სვანიძე (არმაზი), დავით მესხი (არმია), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), აკაკი ტაბუცაძე (ლელო), ბექა მამუკაშვილი (ლელო), მირიან მოდებაძე (აია), საბა სვიმონიშვილი (შარქსის აკადემია, სახმრეთ აფრიკა), გიორგი წიკლაური (ჯიქი), ალექსანდრე კალმახელიძე (არმია), გიორგი კვესელაძე (არმაზი), ლუკა დვალიშვილი (არმაზი).

საფრანგეთიდან შემოგვიერთდებიან:

ლაშა ტაბიძე (ბორდო), ჯაბა შათირიშვილი (ლა როშელი), ომარ ოდიშვილი (პო), უჩა ჭეიშვილი (მონპელიე), გურამ პაპიძე (ლიონი), ლაშა ჯაიანი (ექსეთერ), გიორგი გოგოლაძე (მონპელიე), ლუკა იურინი (ლიონი).

სამწვრთნელო შტაბი:

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე; მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურა ამონაშვილი; მაწრთობები: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი; ფიზიო: ირაკლი შაორშიძე; ექიმები: რომან სახოკია, ლადო ჭელიძე; ვიდეო ანალიტიკოსი: სანდრო ჭეიშვილი; მენეჯერი: ოთარ იაშვილი.

წყარო: rugby.ge

• vaspa

წარმატებები ბიჭებო,თქვენი იმედი გვაქვს.

18 წ. | ირლანდიას თამაშით ვაჯობეთ, ანგარიშით ვერა

18 წ. | ცვლილებებით და გადაადგილებებით ირლანდიასთან

18 წ. | ორი იძულებითი ცვლილება

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები

"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ

"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია

"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთაფრიკული ტურნესთვის ემზადებიან

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა

5 ეფექტური ლელო! - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკა ბოლოსკენ გატეხეს, თუმცა... [VIDEO]

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ზამთრის შეკრება გაიარეს

რაგბიში 2019 წლის საუკეთესოები გამოავლინეს

ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]

ლეგიონერები - კვესელაძის დებიუტი პრემიერშიფში

"ბორჯღალოსნები" | ზამთარაძე, ჯაიანი და მოდებაძე მოტეხილობებით გამოგვაკლდნენ

დიდი 10. XVII ტური: "არმაზმა" შანსი შეინარჩუნა

პირველი პრესკონფერენცია სამხრეთ აფრიკიდან

მსოფლიო რაგბი - კვესელაძე მსოფლიოს ჩემპიონთან გამოწვევებზე

ქართული წარმოშობის მორაგბე ინგლისის ნაკრებში გამოიძახეს

"გენიალური ბიჭი საქართველოდან" - "გლოსთერის" მწვრთნელი კვესელაძეზე

ილია მაისურაძე: მთლიანობაში, ამ ორრაუნდიანი ტესტებით კმაყოფილი ვარ

"უმცროსი ბორჯღალოსნების" განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია

ილია მაისურაძე: უელსთან შერკინებამ ერთ მექანიზმად იმუშავა

"ბორჯღალოსნები" | ოპერაციებმა წარმატებით ჩაიარა

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო

აია-ხარები 25:9 - ქუთაისელებმა მოგებით დაიწყეს

ლეგიონერები - კვესელაძის დებიუტი "გლოსთერის" ძირითადში

ინგლისელებმა ირლანდიელი ლეგენდის მოწოდება ისმინეს - კვესელაძე "გლოსტერში" ითამაშებს

მერაბ შარიქაძე: დღეს ძალიან არ გაგვიმართლა