ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საბურთალო-სამტრედია 1:2 - რიგითზე უფრო ფასეული გამარჯვება [VIDEO]

საბურთალო-სამტრედია 1:2 - რიგითზე უფრო ფასეული გამარჯვება [VIDEO]

საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. V ტური
"საბურთალომ" სეზონი მშვენივრად დაიწყო და 9 ქულით გათამაშებას ლიდერობდა კიდეც. გარდამავალი ჩემპიონატის ოქროსმედალოსან "სამტრედიას" კი მხოლოდ ერთი გამარჯვება ჰქონდა და გორის "დილასთან" ერთად VIII-IX ადგილებს იყოფდა...

მოლოდინი გამართლდა - "მიხეილ მესხზე" დაძაბული და საინტერესო დაპირისპირება ვიხილეთ. ეს იყო ორი, აბსოლუტურად განსხვავებული ტაიმისგან შემდგარი მატჩი.

პირველ ნახევარში თბილისელები მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდნენ და უპირატესობასაც ფლობდნენ. გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილებს შეეძლოთ შეხვედრის ბედი პირველ 45 წუთშივე გადაეწყვიტათ, მაგრამ ყველა საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს და დაისაჯნენ კიდეც.

თამაშის ბედი 46-ე წუთზე მომხდარმა ამბავმა გადაწყვიტა. მასპინძლებისთვის მეორე ტაიმი კატასტროფულად დაიწყო - არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ მოედნიდან ელვინ ტერა გააძევა. ამით სამტრედიელებმა უმალ ისარგებლეს და თემურ მარკოზაშვილმა ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინა.

ამის შემდეგ "სამტრედია" გამოცოცხლდა და ის ფეხბურთი აჩვენა, რასაც მისგან ველოდით. ჩემპიონს გამარჯვება დავით ჩაგელიშვილის გოლმა მოუტანა, რომელმაც ამ გუნდის მაისურით პირველად გაიტანა და, საერთოდაც, კარგადაც ითამაშა. სამტრედიელ თავდამსხმელს ასისტენტობა ასევე ახალწვეულმა გიორგი ბერიაშვილმა გაუწია. სხვათა შორის, ამ უკანასკნელს თავის გამოჩენა თავადაც შეეძლო, მაგრამ საგოლე მომენტებით ვერ ისარგებლა.

"საბურთალომ" საკუთარ თავს არ უღალატა და მიუხედავად იმისა, რომ კაცნაკლული იყო, მაინც უტევდა და რამდენიმე კარგი მომენტიც შექმნა. თუმცა, ამავდროულად, დაცვაც მოაშიშვლა და სტუმრებს ამით სარგებლობა შეეძლოთ.

მიმდინარე სეზონში "სამტრედიამ" მეორედ მოიგო და მეორედაც - გასვლაზე, მაგრამ ეს 3 ქულა გია ცეცაძის გუნდისთვის გაცილებით ფასეული იყო, ვიდრე ერთი რიგითი მოგება.

ეროვნული ლიგა. V ტური

05.04. თბილისი. "მიხეილ მესხი"

საბურთალო-სამტრედია 1:2

გოლები: 1:0 ვაგნერი (27. შინდაგორიძის პასით), 1:1 მარკოზაშვილი (46. რაჟამაშვილის პასით), 1:2 ჩაგელიშვილი (56. ბერიაშვილის პასით)

საბურთალო (4-4-2): კუპატაძე - ტერა, მარგველაშვილი, ცნობილაძე, ლაკვეხელიანი - ხარაიშვილი, მამუჩაშვილი, არზიანი (58. სოფრომოაძე) - გონსალვესი (64. კოხრეიძე), შინდაგორიძე (51. ალთუნაშვილი), იმნაძე.

სათადარიგოები: გოშაძე, ფანცულაია, ბიძინაშვილი, ფიფია

მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი

სამტრედია (4-2-3-1): მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი (82. სუხომლინოვი), სანდოხაძე, კასრაძე, ახალაძე - დათუნაიშვილი, რაჟამაშვილი - ჯიქია (90+2. მთივლიშვილი), მარკოზაშვილი, სამუშია (46. ბერიაშვილი) - ჩაგელიშვილი.

სათადარიგოები: დაუშვილი, ა. ნინუა, გოგიაშვილი, ბურკაძე

მწვრთნელი: გია ცეცაძე

გაფრთხილებები: ტერა (16), ახალაძე (58), სანდოხაძე (64), ბერიაშვილი (65), კასრაძე (82)

გაძევება: ტერა (46. მეორე გაფრთხილება)

არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

მატჩის სტენოგრამა

13' - არზიანის მშვენიერი გადაცემა საჯარიმოში ხარაიშვილის მისამართით. "საბურთალოს" კაპიტანი კარისკენ შემოტრიალდა, მაგრამ დარტყმა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, შეტევაში ჩართული ლაკვეხელიანი მოძებნა, რომლის სახიფათო დარტყმაც კარს ასცდა.

14' - ხარაიშვილის "სტანდარტულის" შემდეგ კარის წინ კარგად გაიხსნა იმნაძე, რომელსაც ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ მეკარე მიგინეიშვილმა თავისიანები რეალური გოლისგან იხსნა.

17' - "საბურთალოს" კიდევ ერთი მომენტი: ტერამ გადაცემა ჩაჭრა და ეფექტური შეტევა დაიწყო, საჯარიმოსთან მოძებნა შინდაგორიძე, რომელმაც ძლიერად დაარტყა. მიგინეიშვილი ბურთს ბოლო მომენტშიღა შესწვდა და სტუმრები კარის ხარიხამ იხსნა!

27' - გოლი! ხარაიშვილმა მოედნის ცენტრთან ბურთი მჭედლიშვილს აართვა და შინდაგორიძე მოძებნა, რომელმაც შეტევა ვაგნერს გაუგრძელა და ბრაზილიელმა 20 მეტრიდან ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა - 1:0!

27' - კარის წინ მარტოდ დარჩენილ შინდაგორიძეს სანდოხაძე ფეხებში ჩაუწვა და სტუმრები რეალური ხიფათისგან იხსნა.

34' - ჯიქიამ კარგი პოზიციიდან ბადე მხოლოდ გარედან შეარხია.

46' - ჯიქიამ ტერას ცენტრში აართვა ბურთი. შეტევის შესაჩერებლად, საბურთალოელმა მეტოქე ხელით შეაჩერა, არბიტრისგან კი მეორე ყვითელი და უმალ წითელი ბარათი იხილა.

46' - გოლი! წინა ეპიზოდისთვის დანიშნული ჯარიმა დათუნაიშვილმა რაჟამაშვილს გაუთამაშა, ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი კი 5 მეტრიდან თავურით კარში მარკოზაშვილმა გაგზავნა - 1:1!

50' - დათუნაიშვილის დარტყმის შემდეგ მეკარე კუპატაძემ ბურთი "ცხრიანიდან" მოხსნა.

56' - გოლი! ახალაძის ჩაწოდების შემდეგ ბერიაშვილმა ჩაგელიშვილს ბურთი მკერდით დაუგდო, ამ უკანასკნელმა კი მცველი დააწვინა და ზუსტი დარტყმით მეკარეს შანსი არ დაუტოვა - 1:2!

74' - რაჟამაშვილმა დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა ბერიაშვილი, რომელმაც დარტყმას მეტოქის გაცურება ამჯობინა და რეალური საგოლე მომენტი მამუჩაშვილმა განმუხტა.

90+1' - "სამტრედიას" მესამე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ რაჟამაშვილმა და ჩაგელიშვილმა რეალური მომენტი გაანიავეს.

ბომბარდირები

ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 4

მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 3

გ. ჯანელიძე (ჩიხურა) 3

მ. კოვტალიუკი (ჩიხურა) 3

მომდევნო ტური

8 აპრილი

შუქურა-ლოკომოტივი 14:00

დილა-კოლხეთი 16:00

9 აპრილი

სამტრედია-ტორპედო 14:00

დინამო (ბთ)-დინამო (თბ) 16:00

ჩიხურა-საბურთალო 20:00.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Jango

jangos- დაწერ მშიშარას შენ და შენისთანებს მინდა აგიხსნათ ელემენტარული რამ: "სკ სამტრედია" არ ეკუთვნის არც მუნიციპალიტეტს და არც სახელმწიფოს,თუ ეს არ იცოდით უნდა გცოდნოდათ ყოვლისმცოდნე ოროსნებს :) წაიკითხე ამ კლუბის დოკუმენტაცია, ის არის "ააიპ კავშირი საფეხბურთო კლუბი სამტრედია" რომლის მმართველებიც არიან "კერძო პირები" რომლებსაც არა აქვთ დელეგირებული უფლება-მოვალეობა( მძიმე სიტყვებია,არასოდეს გიხმარია ცხოვრებაში ხო? ნწუ ნწუ ნწუ..) ან მუნიციპალიტეტის ან სახელწმფიოს სახელით იყვნენ წარმოდგენილი ამ კლუბში,ან მათ ბიუჯეტზე წესდებით მიბმული. შესაბამისად ყველა კითხვები თუ რატომ არ ჰყოფნის ამ კლუბს ფინანსირება, თუ რატომ აკლია რაღაც, თუ როგორია ხელფასები და საფინანსო სიმყარე კლუბისა, თუ ვინ უნდა ატაროს სამტრედიელი ფეხბურთის მოყვარულები უფასოდ გასვლით მატჩებზე, ეს უნდა დაუსვათ მხოლოდ კლუბის ხელმძღვანელობას და არა მუნციპალიტეტის გამგეობას ან მთავრობას.ვინც ამ ააიპ-ს მართავს მათ სინდისზე და უნარებზეა დამოკიდებული ის წინსვლა, დეგრადაცია, ხარისხი თუ უხარისხობა რაც ხდება კლუბში, ყველა კითხვები მხოლოდ მათ. გიხარიათ სკ სამტრედიას წარმატებები? ქება და დიდება ამ ააიპ-ის მმართველებს,არ გაწყობთ რაიმე და გინდათ პროტესტი გამოსთქვათ? ისევ ადრესატი უცვლელია. რა ვერ გაიგეთ? ახლა რაც შეგვეხება ჩვენ - იმათ ვინც მრავალი წლებია ვართ სამტრედიას ქომაგები, მაგრამ გვაქვს ამის მხნეობა, ფუფუნება და ვალდებულებაც კი, რომ ვიყოთ კრიტიკულები შეცოდმების მიმართ და მოხარულნი წარმატებებისა (რადგან მკაცრ კრიტიკაზე მოხდენილი რეაგირება არის საწინდარი წარმატებისა), კიდევ ერთხელ გიხსნით რომ ქულებით წარმატება არასოდეს არ არის დიდი წარმატების გარანტი,წარმატება იქნება როცა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მეორე და მესამე ეტაპს დასძლევს კლუბი, ახლანდელი ხარისხით როგორითაც ამათმა დასძლიეს საბურთალო,როგორითაც ეღლაბუცეს ბავშვცებით დაკომპლექტებული თბილისის დინამოს, მეორე ეტაპიდანვე გველოდება გამოვარდნა უსიტყვოდ და აი აქ მთავრდება მთელი კლუბის წარმატებულობა და გენიალურობა მისი მწვრთნელებისა თუ მმართველებისა,აი ეს არ მინდა რომ მოხდეს. თუკი თქვენ გაწყობტ მხოლდო სი რომ კლუბი უმაღლეს ლიგაში რეგულარულად ასპარეზობდეს და მეტი ამბიცია არ ჰქონდეს, კი ბატონო, მაშინ მასე იყოს და ღმერთმა მოგახმაროთ ასეთი "ნურც გაფრინდები ნურც მოფრინდები" კლუბი :) გია ცეცაძეს არავინ მტრობს პირადად, მაგრამ მან უნდა გამოფხიზლდეს, მას გაჩემპიონებული კლუბის 70% შერჩა და ეს დიდი ძალაა, მან თავისი ხედვის მიხედვით ჩაატარა სელექცია დასამატებელი კადრების, ამიტომაც,ასეთი აღრეული არ უნდა იყოს კლუბი და ასე დაბალ ხარისხს არ უნდა უჩვენებდეს თამაშის,ვარსკვლავების მოწყვეტას არ ვითხოვთ, მაგრამ ის ადამიანური რესურსი რაც მან დაიტოვა თავისი ხედვით, მანვე უნდა მოიყვანოს ფორმაში. ბურთოს გატანა ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომ კლუბს მოერგე ან გამოადგები,ეს უნდა იცოდნენ ახალწვეულებმა, მათ კი დიდი პრობლემა აქვთ გუნდის ძირითად ნაწილთან მორგება-შეთამაშების, თითქოს 2 გუნდი გამოდის ერთ მინდორზე. ასე რომ,ვითხოვთ ხარისხს და მხოლოდ ხარისხს რომელიც თავისთავად გახდება საწინდარი წარმატებისაც,ესეც გარდაუვალობაა, თუკი ამ კოლექტივში ვერ ახერხებს მწვრთნელი ამის მიღწევას შარშანდელისაგან განსხვავაბეით,ან დაიმატოს კადრები ან რაიმე გაადწყვეტილება მიიღოს. ფულს სამტრედიას არავინ მისცემს და ნურავის დაავალებთ ამ ფულის მიცემას, ადრესატები არ დარჩა,ახლა კლუბის მმართველებს შეუძლიათ მხოლოდ ეძებონ ფულის ჰაერზე გადამყრელი მდიდარი ბიძიები,ან უბრალოდ გაშლიან ხელებს, ჩვენ არა გვაქვს კაპიტალი და რასაც ეყოფა ფონდიდან მიღებული ფული ისე ვითამაშებთო :) მათ არც ვალდებულება აქვთ აღებული ვინმეს წინაშე რომ აუცილებალდ მინიმუმ ამდენი და იმდენი თანხით დააფინანსებენ კლუბს გარდა ფონდის თანხებისა. ესაა და ეს :)

• Jango

მოდერატორ ბინძურ თამაშს ეწევი და ეს ასე ვერ ჩაივლის,სადაა ის კომენტარი რომელიც მე გუშინ საღამოს დაგიწერეთ?

• ssaammtt

რამდენს ჩაუვარდა ქაქიანი კოვზი ნაცარში? როგორ ელოდნენ წაგებას რომ მერე სვავებივით წამოსეოდნენ ცეცაძეს. რჩევა მინდა მივცე კლუბის ხელმძღვანელობას და მწვრთნელთა შტაბს თავი დაანებეთ ერთმანეთის ფარულ ქიშპობას და მიხედეთ გუნდს თუარადა წაბრძანდით ყველა სახლში, მძღოლმა საჭე (რული) დაატრიალოს, კოკაკოლას გამყიდველი დახლში დადგეს და გაყიდოს კოკაკოლა (მიმხვედრი მიხვდება ვისზეა ლაპარაკი) და ცეცაძე კიდე თუ ფიქრობს, რომ სამტრედიაში ამოწურა თავი ისიც წავიდეს. ბოლოს მინდა მივმართო და ვტხოვო კალაძეებს დააყენებინონ ყველას ერთი ადგილი და გაახარონ სამტრედიელი გულშემატკივრები რომლებიც ფეხბურთით ცოცხლობს.

• tngh

ჩემპიონატის დონე მომატებულია!!! ობიექტიურები უნდა ვიყოთ, და პირდაპირ ვთქვათ. ახალმა სისტემამ გაამართლა. გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადასული გუნდები, უფრო მომზადებულები შეხვდნან სეზონს და ბევრი კარგი თამაში გვაჩუქეს. არც გუშინდელი მატჩები იყო ცუდი... სამტრედიამ ღირსეულად გაიმარჯვა.

• jangos

jango modi erti stadionzeee da aseti propesionali tu xar gagvande sheni saidumloo aqedan ro propesorobbb... acadet cecas da daayenebs gundss.. xarvezebi ariss da arunda yovel wams shexsenebaa... miecit puli da naxavt ra pexburtelebs moiyvans.. puls ar adzleven da rac aqvs imit moiyvana..midi ceca magari kaci xar

• Jango

რაც ჰყავთ ჯერ იმათი გამოყენება ისწავლონ ორივე მწვრთნელმა. არის კი ვინმე ისეთი ვინც ფეხბურთში და მის სილამაზეში ერკვევა და იტყვის რომ რაიმე მოსაწონი ჰქონდა გუშინდელ მატჩს?მითუმეტეს სამტრედიელთა მიერ უამრავი არარეალიზებული მომენტების ფონზე? ვისაც მხოლოდ გაწყობთ რეზულტატი - გილოცავთ. ვისაც გინდათ რეზულტატი ხარისხის ხარჯზე- თქვენთან ერთად ვწუხვარ რომ აქამდე ჯერ ვერ მივედით. ვნახოთ რას გვიჩვენებენ ჩხეტიანი და ცეცაძე მომავალ ტურში სამტერდიაში.

• გოგი ქუთაისელი

არც ცეცაძე და არც ჩხეტიანი დამნაშავები არ არიან.ფული არ აქვთ რომ კარგი ფეხბურთელები ჩამოიყვანონ და გუნდები გააძლიერონ!

• vato

აცადეთ ცეცაძეს და დააყენებს ისევ გუნდს.. არის მიტქმა მოთქმა ცეცაძის ბრალიაოო.. რა შუაშია ცეცა???ფულის გადახდა არ უნდათ და რაც გადაიხადეს ის ფეხბურტელი მოიყვანა ცეცამ...და რაა გააკეტოს მაგატ მაგივრათ ხოვერ ითამასებს... მიზეზები ედძებეთ გუნდის მესვეურებთან და არა ცეცასტან...

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე

მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები

7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად

რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს

ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!

ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე

კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს

საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?

ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი

უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან

ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო

ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა

"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა

"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა

პარიზის გრან-სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ქუთაისის "ტორპედო": ტუღუში დაბრუნდა, მარკოზაშვილი და გელაშვილი წავიდნენ

"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა

თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა

ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]

შუქურა-კოლხეთი 3:2 - ქობულეთელთა მეორე გამონათება

"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა

ეროვნული ლიგის XXIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

გიორგი ბერიაშვილმა პორტუგალიის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ექსკლუზივი: ცხადაძე "დინამოდან" წავიდა, მას ჭიაბრიშვილი ცვლის? - "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი პირველ კომენტარს Sportall-თან აკეთებს

"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"

ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]

წლის შემაჯამებელ ტურნირზე საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით მიემგზავრება

გრიგოლ დოლიძე: დადე ბურთი და მოჭერი!..

სამტრედია-ზირე 3:1 - გამარჯვება აზერბაიჯანელებთან

გია ჭიაბრიშვილი: სიმულაცია ჩემი ფეხბურთელებისგანაც მაღიზიანებს...

ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

გიორგი ჭიაბრიშვილი: ამხელა დანაკლისით კიდევ მეხუთე ადგილზე რომ იქნები...

გია ცეცაძე "თელავის" მწვრთნელად დანიშნეს

ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი

ჭიაბრიშვილი: ძალიან მოტივიერებულები ვართ და ვალდებულნი ვართ, "პაიდეს" ბარიერი გავიაროთ

"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი

"მე და ჩემმა ოჯახმა საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ" - გიორგი ჭიაბრიშვილი გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სამუშაო პროცესს დაუბრუნდა

"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს

34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება

"ორი მატჩის შემდეგ ნული ქულა გვაქვსო, მაგრამ იცით, რა არის მთავარი შედეგი?!" - გია ჭიაბრიშვილი ეროვნულ ნაკრებზე საუბრობს

ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის ფინალშია, მაისურაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

"საბურთალოს" ფეხბურთელი კენიის ოლიმპიურ ნაკრებში გამოიძახეს

"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა

შუქურა-ლოკომოტივი 1:3 - გენი აშკარად ეტყობა... [VIDEO]

5 ყველაზე უხეში ფეხბურთელი ეროვნულ ლიგაში

ეროვნული ლიგა. XX ტური: "ტორპედომ" "დინამოსთან" ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა

კენიელი ჟურნალისტი ეროვნულ ლიგასა და თანამემამულე ლეგიონერებზე

საქართველოს თასი. 1/16-ფინალი: სენსაცია მესამელიგელისგან! [VIDEO]

გორის "დილა" თურქულ შეკრებაზე გამარჯვებული გაემგზავრა

"ბოდიში! ასე არ შეიძლება... ვიღებ პასუხისმგებლობას..." - ჭიაბრიშვილი "პაიდესთან" მარცხის შემდეგ

ეროვნული ლიგის გამორჩეული ფეხბურთელი სომხეთის ჩემპიონატს უახლოვდება

"პირველ მატჩში გარკვეული წნეხით ვითამაშეთ..." - რა თქვა ჭიაბრიშვილმა "პაიდესთან" განმეორებითი მატჩის წინ

2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა

ლაშა ჯაკობია: ამიტომაც მგონია, რომ "კოლხეთი" ქულებს იოლად არავის დაუთმობს

ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]

"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]

ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

გოჩა ხოჯავა "ზუგდიდში", დავით ჩაგელიშვილი "შუქურაში"

"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს

ეროვნული ლიგა. XXIII ტური: ბათუმის "დინამომ" "შუქურას" სძლია

ძიუდო. ბუდაპეშტის გრან პრი: ღვინიაშვილი და ზაალიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ