უცხოელებმა და მათ შორის, ქართველმა ჟურნალისტებმა ერთხმად დაუწუნეს პოლონელებს ტურნირის ორგანიზება...
იმის მიუხედავად, რომ ვარშავამდე დიდი შეფერხებებით არ გვიწევდა მგზავრობა - მხოლოდ ერთხელ გადავსხედით კიევში და იქაც ერთსაათიანი ლოდინი დაგვჭირდა, პოლონეთის დედაქალაქში, ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ჩასვლა მაინც ხანგრძლივი და დამღლელი გამოდგა - თბილისიდან დილის 6 საათზე გამოფრენილი ჩვენი დელეგაცია ვარშავაში თბილისის დროით 14 საათისთვის ჩავიდა.

აეროპორტიდან ორ ნაბიჯში მდებარე "სანგატე-ჰოტელში" მისვლას და ნომრებში განთავსება-რეგისტრაციას, შემდეგ ტრანსპორტის ლოდინს და აკრედიტაციას კიდევ საათზე მეტი დასჭირდა, თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენებურთა უმეტესობა ადრიანად არ ჭიდაობდა და თავიდან დარბაზში ბევრის გამოტოვება არ მოგვიწია.

მონაწილე გუნდების უმეტესობა ჩვენს სასტუმროში და შოპენის სახელობის აეროპორტის "მარიოტშია" განთავსებული. ამიტომ შეიძლება ნებისმიერ წუთს ჩემსავით გადაეყაროთ დერეფანში იატაკზე მოკალათებულ ჩეხთა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ლუკაშ კრპალეკს (+100), მუხლებზე ლეპტოპი რომ უდევს და თან გაცხარებით, ხმამაღლა საუბრობს ტელეფონზე. მას ხვალ გურამ თუშიშვილთან ელის შეხვედრა და ვინძლო, ჩვენებურმა ჩახტომითი კისრულით ჰაერში წრე მოახაზინოს ამ 2-მეტრიან გოლიათს.

ჩემპიონატის მასპინძელი "ტორვარ არენა" "ლეგიას" საფეხბურთო სტადიონის პირდაპირ, ტაზიენკოვსკას ვიწრო ქუჩის მეორე მხარესაა. ოთხსართულიანი კომპლექსი არცთუ ახალია, მაგრამ უმაღლეს დონეზეა კეთილმოწყობილი. მესამე სართულზე, ტრიბუნების შესასვლელთან ცნობილ ძიუდოისტთა სტენდია გამოფენილი, სადაც უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად ქართველი ფალავნების - ლაშა შავდათუაშვილის, ვალერი ლიპარტელიანის, ავთანდილ ჭრიკიშვილის, ნუგზარ ტატალაშვილის, ესტერ სტამის და სხვათა უზარმაზარი სურათებიც იწონებს თავს, პირველ სართულზე, შესასვლელში კი ამირან პაპინაშვილის ის გდებაა სტენდზე გამოსახული, გუშინ ჩვენი გაზეთის პირველ გვერდზე რომ შემოგთავაზეთ.

კომპლექსი შედარებით მომცროა და ტრიბუნებიც მხოლოდ ერთ იარუსადაა განთავსებული, თუმცა მაყურებელთა ტევადობით ჩვენს ოლიმპიურ სასახლეზე დიდი თუ არა, ნაკლებიც არ იქნება, რადგან ეს იარუსები სიგანეშიც და განსაკუთრებით - სიგრძეში გაცილებით დიდია. საშეჯიბრო დარბაზი ცხენის გასახედნად გამოდგება, იმსიგრძეა, ხოლო მის მასშტაბებზე ყველაზე უკეთ ის მიუთითებს, რომ თავისუფლად ეტევა 4 ტატამი და სწორედ ამდენზე ტარდება კონტინენტის პირველობა.

ოღონდ ამ კეთილმოწყობილმა არენამ გუშინვე დაიმსახურა ჩემი უცხოელი კოლეგების რისხვა, რომლებმაც ერთხმად დაუწუნეს პოლონელებს ორგანიზება. თუმცა ცოდვა გამხელილი სჯობს და დამწუნებელთა შორის 3 ქართველი ჟურნალისტიც ვართ, უკმაყოფილების მიზეზი კი ინტერნეტია. უფრო სწორად - უინტერნეტობა.

თავიდან, როცა დარბაზში მივედით, კიდევ არა უშავდა, მერე კი, აი, 90-იან წლებში თბილისში წყალი თხიპინ-თხიპინით რომ მოგვეწოდებოდა, ისე მოგვდიოდა. ვიხუმრე კიდეც, ამაზე კარგი ინტერნეტი სოფელში მაქვს-მეთქი, თუმცა ამაში არაფერია ხუმრობა. მასპინძლები ვითარების გამოსწორებას კი გვპირდებოდნენ, სპეციალისტიც მოიყვანეს, მაგრამ გუშინ, ტატამისა არ იყოს, არც საკომუნიკაციო სფეროში არ დაგვადგა საშველი და დღეს - ვნახოთ.

სხვა მხრივ, პოლონელებს ცუდ მასპინძლობას ვერ დავწამებთ, რადგან მეტი შეფერხება არ ყოფილა. საბაჟოზეც, მართალია, ხაჭაპურ-ხინკალ-მწვადით ან ადგილობრივი ნაციონალური ტაბლით არავინ დაგვხვედრია - არიქა, უვიზო ზონის ახალი შვილები გვესტუმრნენო, მაგრამ არც ზედმეტი დაკითხვა-შემოწმებებით გავუწვალებივართ ვინმეს და უპრობლემოდ გაგვატარეს. ვარშავაც თბილად დაგვხვდა, თუმცა, მზიანი ამინდის მიუხედავად, ქალაქში მაინც საკმაოდ გრილა. ყოველ შემთხვევაში - საქართველოსთვის უჩვეულოდ.

ჯერ კიდევ კიევიდან გამოფრენისას ერთი სასიამოვნო ამბავიც შევიტყვეთ - თურმე, თბილისიდან ჩვენი ბიჭების საქომაგოდ გულშემატკივართა საკმაოდ მოზრდილი ჯგუფი გამოფრენილა, მე კი რაც ვიცი, ჩეხეთში, ავსტრიასა და ახლომახლო ქვეყნებში მცხოვრები ქართველებიც აპირებენ ჩამოსვლას.

სამაგიეროდ, თავად პოლონელები არ დადიან ჩემპიონატზე და გუშინ სანახევროდ ცარიელ დარბაზში მხოლოდ მონაწილე გუნდების წევრები იყვნენ.

სამგლოვიარო განწყობა

სამწუხაროდ, გუშინ სპორტული კუთხით ნამდვილად დამწუხრებულნი დავრჩით და საღამოს დელეგაციაში სათანადო განწყობაც სუფევდა. პირადსა თუ ნაკრების მწვრთნელებს დანა პირს არ უხსნიდათ და საღამოს არც გუნდის წევრები გამოჩენილან სასტუმროში.

პირველი ალიყური ევროპის მოქმედ ჩემპიონ ვაჟა მარგველაშვილისგან (66) ვიწვნიეთ, ვისაც კარგი ბადეც დაუჯდა და სლოვაკ მატეი პოლიაკთან წაგებას ვერც წარმოვიდგენდით.

თუმცა მედლის რეალური შანსი მაინც გვრჩებოდა 60 კილოგრამში, სადაც ორივე მონაწილე ნახევარფინალში გვყავდა, მაგრამ საბოლოოდ უმედლოდ დავრჩით, ჩემპიონი კი სხვათა ქართველი, რუსეთის სახელით მოჭიდავე რობერტ მშვიდობაძე გახდა. ისე, ამ წონაში ოთხიდან სამი ნახევარფინალისტი ქართველი იყო, მეოთხე ქართველი, თურქეთში გადასული ბეკირ ოზლუ კი ლუხუმ ჩხვიმიანმა გააგდო.

ჩვენებისთვის ნახევარფინალური ეტაპი დაუძლეველი გამოდგა და ორივე დამატებით დროში გაფრთხილებებით მოხსნეს: პაპინაშვილი - ბულგარელ იანისლავ გერჩევთან, ჩხვიმიანი - მშვიდობაძესთან. პაპინაშვილის გაფრთხილება მეშვიდე წუთის (!) დასაწყისში ცოტა ალოგიკურია, რადგან უფრო აქტიური იყო და დასჯას გერჩევი მანამდეც იმსახურებდა.

ბრინჯაოსთვის შეხვედრაში მას მოტივაცია არ ეყო აზერბაიჯაინელთა მსოფლიოს მედალოსან ორხან საფაროვთან, ჩხვიმიანმა კი იმავე ეტაპზე იმით დაგვამახსოვრა თავი, რომ ისევ არ ჩამოართვა ხელი ესპანელ ფრასისკო გარიგოსს. ამას წესები არც ავალებს, მაგრამ, ვფიქრობ, ესპანელმა საკუთარ დროშაზე მითითებით ნიშნი მთელ საქართველოს მოგვიგო.

ცხადია, შედეგით უკმაყოფილოა ქალთა ნაკრების მწვრთნელი გია თენაძეც, თუმცა ეთერ ლიპარტელიანმა 57-ში ერთი შეხვედრა მაინც მოიგო უნგრელ იბოლია სიროკისთან. 17 წლის გოგოსგან, ვინც წლეულს გადმოვიდა ახალგაზრდებში, აქ შედეგს არავინ ელოდა, ოლღა ალადოშვილმა (48) კი პირველივე პაექრობა დათმო.

ვნახოთ, რას მოგვიტანს მომდევნო დღეები, გუშინდელი წარუმატებლობის შემდეგ კი კომენტარის გაკეთების ხასიათი მხოლოდ მარგველაშვილის პირად მწვრთნელ ნიკო ბიბილაშვილს აღმოაჩნდა. ცხადია, მას მხოლოდ საკუთარი შეგირდის მარცხის მიზეზზე დავეკითხეთ.

ნიკო ბიბილაშვილი:

"ვფიქრობ, ის ზედმეტმა თავდაჯერებამ, მოგების ჟინმა დააზარალა. მას ძალიან უნდოდა შარშანდელი შედეგის გამეორება, მაგრამ ძიუდოში ისეც ხდება, რომ ზედმეტი მონდომებაც საზიანოა. თან, თავის ბადეს რომ გადახედა, ყველასთან მოგებული ჰქონდა და ეგონა, კონკურენციას ვერ გაუწევდნენ.

ცოტა ის მომენტიცაა, რომ სათანადოდ ვერ შეაფასა სლოვაკი, რადგან ერთობლივ შეკრებებზე მას სულ უგებდა. სპარინგებზე მას მოსათელად უდგებოდა, მაგრამ ახლა ასე მოხდა და დაისაჯა იმიტომ, რომ ძიუდოს თავისი წესები აქვს.

ოლიმპიადაზეც დაახლოებით ასე დაემართა, თორემ ვერ ვიტყვი, რომ მოუმზადებელი იყო და რამე დააკლდა. თან ჯერ კიდევ აკლია გამოცდილება და კვლავაც იზრდება.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მარცხს მსოფლიოზე გამოასწორებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
ძიუდო ჩემპიონთა ლიგა - "გოლდენ გორი" მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველებით დაკომპლექტებულ პსჟ-სთან დამარცხდა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
ევროპის ჩემპიონატი: პაპინაშვილი და ჩხვიმიანი ნახევარფინალში გავიდნენ
ევროპის ჩემპიონატი: ქართველების უმედლო დღე
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა
უტამ მსოფლიო მეხუთედ მოიგო, ჰიფუმი ბრინჯაოს დასჯერდა - მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე
ტაქტიკა, უპირველეს ყოვლისა! - ევროპის ჩემპიონატის შეფასება
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
ზაგრების გრან პრი: ორიდან ორი - პაპინაშვილის ოქრო, ლიპარტელიანის ბრინჯაო [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატი. II დღე: საქართველო ისევ უმედლოდ
2024 წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად ეთერ ლიპარტელიანი დაასახელეს
ევროპის ჩემპიონატი: რა მოხდა ვარშავაში?
ონოს გასაღები გორში იჭედება! ინტერვიუ ლაშა შავდათუაშვილის პირად მწვრთნელთან
ქართული ფინალი ზაგრებში: პაპინაშვილი და მშვიდობაძე ოქროსთვის იჭიდავებენ
ვიდრე შედეგს არ გვაჩვენებენ, არ ვაფინანსებთ... ლუჩილა ძაპა უკვე საქართველოშია
მამლუქები - ქართველები, რომლებიც მსოფლიოზე სხვა ქვეყნის სახელით გამოვიდნენ
ულიდერო სამაია - ინტერვიუ გია თენაძესთან
ამირან პაპინაშვილმა ზაგრების გრან პრიზე ოქროს მედალი მოიგო [VIDEO]
ძიუდო. საკლუბო ჩემპიონატი: "ოქროს ლიგის" ოთხეული გაირკვა
მარგველაშვილის ოქრო და ლიპარტელიანის ბრინჯაო - ევროპის ჩემპიონატის პირველი საშეჯიბრო დღე [VIDEO]
ვაჟა მარგველაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა
მარგველაშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა და პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
ნუგზარ ტატალაშვილი: ყველაზე რთული ჩემს მეგობარ ლაშასთან ჭიდაობაა...
ყაზახეთის პრეზიდენტის თასი: გორელი ძიუდოისტების ბრინჯაო აქტობედან
ევროპის ჩემპიონატი. წილისყრა: ვარშავური ტატამის ხვედრი
ევროპის ჩემპიონატი. I დღის ანონსი: დღეს ხუთი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს