ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ლევან კობიაშვილი: ნუ გგონიათ, თუ არ ვყვირით, არაფერს ვაკეთებთ

ლევან კობიაშვილი: ნუ გგონიათ, თუ არ ვყვირით, არაფერს ვაკეთებთ

პრეცედენტი: ტელევიზიები კლუბებს ფულს გადაუხდიან
აუცილებელი და საჭიროც იყო შეხვედრა, რომელიც 25 აპრილს ახალ თბილისში მდებარე სასტუმრო "მოხალისეში" გაიმართა - ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებისა და სპორტული ჟურნალისტების შეხვედრა დიდხანს გაგრძელდა და თითქმის ყველა აქტუალურ საკითხზე, განხორციელებულ თუ განსახორციელებელ პროექტებზე, ასევე, მწვავე თემებზეც გულახდილად ვილაპარაკეთ...

ეროვნული ლიგის ახალ ფორმატზე

ლევან კობიაშვილი, სფფ-ის პრეზიდენტი:

- ვიცი, რომ ბევრი კითხვაა და მზად ვარ, ყველაფერზე ვილაპარაკო. გასული შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, ეროვნული ლიგის ფორმატი და ლიგის მონაწილეთა რაოდენობა. ამ ეტაპზე, ლიგაში მდგომარეობა აშკარად შეიცვალა და დამაკმაყოფილებელია. მატჩების გაშუქება გაუმჯობესდა...

ვისარგებლებ შემთხვევით და ამ პროექტის მხარდაჭერისთვის "საზოგადოებრივ მაუწყებელს" მადლობას გადავუხდი. ამ მიმართულებით პოზიტივი აშკარად არის. კლუბებს ველაპარაკეთ, სტადიონები რომ მოეწესრიგებინათ, რათა თამაშები ყურებადი ყოფილიყო...

დაგვეთანხმებით, თასის გათამაშების ახალმა მოდელმაც გაამართლა. მარტვილის "მერანის" შემთხვევაში გამოჩნდა, რომ ქვედა ლიგის ზოგიერთი კლუბისთვის ეს დიდი სტიმული აღმოჩნდა. თანაც, 1/16-ფინალიდან კლუბები ფულად პრემიებს იღებენ.

მაგრამ ეს არც თვითკმაყოფილების საფუძველია და არც იმის ილუზია გვაქვს, რომ ამ ცვლილებით დონე საგრძნობლად გაიზარდა. მაგრამ იმაში კი ნამდვილად ვარ დარწმუნებული, რომ პოზიტივი არის და ლიგა წლიდან წლამდე გაძლიერდება, ნელ-ნელა ჩვენი გუნდები ევროგათამაშებებში კონკურენტუნარიანები გახდებიან...

მასობრიობაზე...

- ეს ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. უეფამ არსებული ვითარება გააანალიზა და აღმოჩნდა, რომ ფეხბურთის მასობრიობის მხრივ აღმოსავლეთ ევროპაში კატასტროფული მდგომარეობა იყო და, მათ შორის, საქართველოშიც. ჩვენი მხრიდან მასობრიობაზე ყურადღების გამახვილება ამანაც განაპირობა. შედეგად კი ის მივიღეთ, რომ ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯების გამო უეფამ თბილისში სემინარი ჩაატარა...

2016 წელს მოყვარულთა 250 გუნდი და 5 ათასი მოთამაშე დარეგისტრირდა. ხოლო წლეულს 45 მუნიციპალიტეტში 314 გუნდი და 8 ათასამდე ფეხბურთელი ითამაშებს. რამდენიმე დღის წინ მოყვარულთა გათამაშება გურიაში დაიწყო, სადაც 16 გუნდი ჩამოაყალიბეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა.

ნიკა ჯღარკავა, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი:

- შარშან მოყვარულთა ლიგის საპილოტე პროგრამა დავიწყეთ. წლეულს კი, პირველად, 11/11 ფორმატით სრულყოფილი სამოყვარულო ჩემპიონატი ჩატარდება. ესაა ფეხბურთის ბაზისი და ფედერაცია მნიშვნელოვნად ამიტომ მიიჩნევს. მიზანია, რომ მინიმუმ, თვითკმარი ბიზნესი ჩამოყალიბდეს.

ადრე ყველა სოფელში გუნდი ჰყავდათ, მერე კი ვითარება შეიცვალა და ამის კატასტროფულ შედეგებს ამიტომაც ვიღებთ. ახლა თავიდან ვცდილობთ, რომ ვითარება შევცვალოთ. მოყვარულთა ლიგის გარდა, მასობრიობისკენ გადადგმული ნაბიჯია ქალთა ლიგის ჩამოყალიბება და ფუტსალის ჩემპიონატის გაძლიერება. ზრდა აშკარად არის.

ლევან კობიაშვილი:

- ითქვა, საქართველოში ამდენი და ამდენი მოთამაშეაო, მაგრამ ზუსტი ციფრი არ არსებობდა და რეალურად არავინ უწყის, ფეხბურთს რამდენი თამაშობს. ჩვენ ახლა ამის აღრიცხვა დავიწყეთ და ივნის-ივლისში გვეცოდინება, თითოეულ სოფელში, დაბასა და რაიონში რა მდგომარეობაა, რამდენი გუნდი, მოთამაშე, მსაჯი, სტადიონი და მოედანია...

ფეხბურთის მასობრიობას ემსახურებოდა "რეგიონთა თასის" გათამაშება 13-წლამდელებს შორის. უეფას დაფინანსებით, წლეულს "რეგიონთა თასი" 14-წლამდელებშიც ჩატარდება. ამავე დროს, "კოკა-კოლას" მხარდაჭერით, ბავშვთა საფეხბურთო ტურნირის ახალი სეზონი მაისში დაიწყება...

დავით მუჯირი, სფფ-ის გენერალური მდივანი:

- რაიონებში, სოციალურად დაუცველ 400-მდე ბავშვს უფასო ვარჯიშები და ტურნირები უტარდებათ. წლეულს, ინვალიდ-ამპუტანტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს.

ფედერაციის სათავეში ახალი მოსულები ვიყავით, როცა ფუტსალის ნაკრების ვარჯიშზე მივედით და ნორმალური მაისურებიც არ ჰქონდათ, ხოლო ჩემპიონატი ჩაშლილი იყო. ახლა სხვაგვარი მდგომარეობაა, ჩემპიონატიც ნორმალურად ტარდება და ჩვენს ნაკრებს ევროპის პირველობის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის რეალური შანსიც აქვს. ეს პროგრესი სულ რაღაც ერთ წელიწადში მოხდა...

ინფრასტრუქტურაზე...

ლევან კობიაშვილი:

- პრობლემები რომ არის, ესეც კარგად ვიცით. ინფრასტრუქტურა გასაუმჯობესებელია, განსაკუთრებით - ქობულეთისა და სამტრედიის სტადიონებზე. სავარაუდოდ, მეორე წრეში "ჩელე არენაზე" საფარი უნდა შეიცვალოს და ახალი ხელოვნურსაფარიანი მოედანი დაიგოს. ამასთან დაკავშირებით, ადგილობრივ ხელმძღვანელობას ველაპარაკეთ. სხვაგვარად, იქ თამაშების ჩატარება გაძნელდება...

მალე 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლებთ. დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე მოსამზადებელი სამუშაოები თითქმის დასრულებულია, დაიგო მინდვრის საფარი, დამონტაჟდა სადრენაჟე სისტემა. გაკეთდა განათების სისტემაც, ისევე, როგორც გორის სტადიონზე, სადაც ევროპის ჩემპიონატის გახსნის მატჩი გაიმართება. ამ მნიშვნელოვანი ტურნირის შემდეგ ეს ორი სტადიონი ეროვნული ლიგის თამაშებს მოემსახურება და ხელოვნური განათების ქვეშ გაიმართება...

ამ თემას ეხება ლაგოდეხის ბაზის საკითხიც, სადაც ახალი საფარი დაიგება და შესაძლებელი გახდება შეკრებების ჩატარება. გერმანული მოდელის მიხედვით, რაზეც ბევრჯერ გვილაპარაკია, რეგიონებში სფფ-ის აკადემიების დაფუძნებაც იგეგმება, ერთ-ერთი კი ლაგოდეხში იქნება.

ასევე დარწუნებული ვარ, რომ წლის ბოლომდე რუსთავში სფფ-ის აკადემიის მშენებლობის დასრულებაც მოესწრება. იქ მოედნები უნდა დაიგოს, შენობა კი მზადაა.

მარტვილში საფეხბურთო აკადემია ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით შენდება. იმედია, წლის ბოლომდე ზუგდიდის სტადიონიც მოესწრება. ანგისას ბაზაზე იყო პრობლემები, მაგრამ ტენდერი გაიმართა და, სავარაუდოდ, მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება. მანამდე კი, შესაძლოა, ბათუმის "დინამომ" თამაშები ამავე ქალაქის სარაგბო სტადიონზე გამართოს. თუმცა, ეს საკითხი ჯერ კიდევ დასაზუსტებელია...

სატელევიზიო პროექტი

- ფეხბურთის ფედერაცია კლუბების სატელევიზიო უფლებებს რეგიონულ მედიას მიჰყიდის, ხოლო შემოსული თანხები მთლიანად იმ კლუბებს მოხმარდება, რომლის მატჩის ტრანსლირების უფლებასაც რეგიონული მედია იყიდის. გამონაკლისი ტურის ცენტრალური შეხვედრებია, რომელსაც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გადასცემს...

ზოგადად, ფეხბურთში ასეა: ვინც თამაშებს აშუქებს, თანხასაც იხდის. ამ შემთხვევაში, მთავარია პრეცედენტი, რომ რეგიონულმა ტელევიზიებმა ჩემპიონატის მატჩების გაშუქებაში ფული გადაიხადონ. მართალია, ეს მიზერული თანხა იქნება, მაგრამ მთელ მსოფლიოში ასეა. თანხა სფფ-ს დაერიცხება, მაგრამ ეს ისევ კლუბებისთვის კეთდება და არა ჩვენი შემოსავლის გასაზრდელად. ფედერაციას აქედან ერთი თეთრიც არ დარჩება. ის მთლიანად იმ კლუბებს დაერიცხებათ და მათ განვითარებას მოხმარდება, რომელთა თამაშებსაც რეგიონული ტელევიზიები გააშუქებენ.

ევროპაში კლუბები შემოსავლებს, ძირითადად, სატელევიზიო კონტრაქტებიდან იღებენ, ასევე, ბილეთებისა და მაისურების გაყიდვიდან. სამწუხაროდ, ჩვენთან მსგავსი შემოსავლები თითქმის არავის აქვს, მაგრამ ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ. ეს პრეცედენტი ამიტომაც გვჭირდება: დავიწყოთ მიზერული შემოსავლით, მაგრამ მერე მთელ მსოფლიოში მიღებული ნორმები დავნერგოთ.

რა თანხებს გადაიხდიან ტელევიზიები? პირობითად, ერთ თამაშზე 1500 ლარს. მაგრამ "აჭარის" ტელევიზია რეგიონის ორივე გუნდის თამაშებს თუ გააშუქებს, ადგილობრივ ინტერესს გავითვალისწინებთ და ორ შეხვედრაში 2000 ლარზე მეტს არ მოვთხოვთ. "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ხელშეკრულება გვაქვს და ეს სხვა შემთხვევაა...

...სულ მიკვირს, რომ ამბობენ: ფეხბურთს ამდენს რატომ აფინანსებენო?! დამისახელეთ მეორე მსგავსი ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოში 10 მილიონი ლარი შემოაქვს?

დავით მუჯირი:

- ამ პროექტში დიდ თანხებს ვხარჯავთ და ცხადია, ჩვენი პროდუქტის გაყიდვა გვსურს, რაც ურთიერთობის თანამედროვე ნორმებს დანერგავს. პირობითად ვიტყვი - რაც ლარი ღირს, იმაში 50 თეთრს ვითხოვთ.

ტელემაუწყებლებთან შეხვედრისას ამაზე ვილაპარაკეთ. ეს ისევ კლუბების დახმარებაა და იმ სამკუთხედის ჩამოყალიბებას ემსახურება, რაზეც მსოფლიოს და ევროპული ფეხბურთი დგას: კლუბი-ფედერაცია-ტელევიზია.

მაგრამ კლუბებმაც უნდა იმუშაონ, სამკუთხედის სისტემა რომ ამუშავდეს. ეს პრეცედენტი მათთვის, კარგი გაგებით, მაპროვოცირებელი უნდა გახდეს.

განკერძოებაზე, ზესტაფონზე, ვალზე...

ლევან კობიაშვილი:

- ვიცი, რომ ეს სწორი და აუცილებელი გზაა. ამ კუთხით სასიხარულო იყო, რომ გორის "დილაში" კერძო მეპატრონე მივიდა. იქ გარკვეული პრობლემებია, ერთი წელიწადი ევროთასებზე ვერ ითამაშებს, რადგან იურიდიული პრობლემები იყო.

მაგრამ 2-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე სახელმწიფო კლუბს, გვირჩევნია იყოს კლუბი, რომელსაც კერძო პატრონი და 3-მილიონიანი ბიუჯეტი აქვს.

...ჩვენ "ზესტაფონს" იდეალური შეთავაზება გავუკეთეთ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს შეთავაზება არასწორად შეაფასეს. დიდი იმედი გვაქვს, რომ "ზესტაფონი" ქართულ ფეხბურთს დაუბრუნდება.

...ამ დროისთვის არსებული შიდა და საგარეო ვალები 7 მილიონით შევამცირეთ.

გიორგი ჯიქიაზე...

- ჯიქიაზეც უნდა გკითხოთ...

ლევან კობიაშვილი:

- (იცინის) რომელსაც, თურმე, არ შევხვდი არა?! მას იაშვილიც ელაპარაკა.

- მართალია, თითქოს კლუბში მოწყობაში დახმარება გთხოვათ?

ალექსანდრე იაშვილი, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი:

- ვერ გავიგე, ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ თუ მენეჯერობა დავიწყოთ და ფეხბურთელს გუნდი "გავუკეთოთ"?! ასეთი შემოთავაზება არც ყოფილა. საქმე ეროვნულ ნაკრებს რომ ეხება, გადაწყვეტილება ფეხბურთელმა თავად უნდა მიიღოს.

ლევან კობიაშვილი:

- ჯიქიას არსებობა ბევრმა არც იცოდა, როცა ჩვენ მას ველაპარაკებოდით. იყო კონკრეტული თამაში, უნდა ჩამოსულიყო და ერთ დღეში პასპორტი გაგვეკეთებინა. თითქოს, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში დაგვიკავშირდა და გვითხრა - ვეღარ მოვდივარო. რუსეთის ნაკრებში სწორედ ამის შემდეგ გამოიძახეს. საქართველოს ნაკრებში თამაშს ვერავის დავაძალებთ, ვისაც უნდა, ჩამოვიდეს.

- აკაკი გოგიაზე რა ხდება?

- მისი ჩამოყვანაც ძალიან გვინდა. საამისოდ, მარტივი გზა არსებობს - გერმანული პასპორტი უნდა ჩააბაროს და ქართული აიღოს. თუ ასე არ მოიქცევა, ჩვენ რა უნდა ვქნათ?

ალექსანდრე იაშვილი:

- როცა საქმე ეროვნულ ნაკრებს ეხება, ყველა ფეხბურთელმა გადაწყვეტილება გულით უნდა მიიღოს, საკუთარი ქვეყნის ნაკრებს პირობები და ულტიმატუმები არავინ უნდა წაუყენოს. ჯანო ანანიძეს ასე საკითხი არასოდეს დაუსვამს. ისიც რუსეთში თამაშობს, მაგრამ საქართველოს ნაკრებში თამაში გულით უნდოდა.

ლევან კობიაშვილი:

- ამაზე ხმამაღლა ლაპარაკს ყოველთვის ვერიდებოდი და ახლა პირველად ვიტყვი. ვცდილობდით, პრობლემა შიგნით მოგვეგვარებინა...

მაგალითად, ვინმე იცის, იაშვილი უკრაინაში არაბიძესთან რომ ჩავიდა და ყველაფერი მოაგვარა? არ გვსურდა, საქმე გაგვეფუჭებინა და ჯიქიასთვის გვევნო. არ დავმალავ, ამ მოლაპარაკებების დეტალებს რომ არ ვახმაურებდით, იმაზეც ვფიქრობდით, ვინმეს დაუფიქრებელი ან ცუდი კომენტარით გიორგისთვის გული არ ეტკინა და დისკომფორტი არ შეჰქმნოდა.

ნუ გგონიათ, თუ არ ვყვირით, არაფერს ვაკეთებთ. არის სამი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელთაც პასპორტის აღებაში დავეხმარეთ. მათ გვარებს მალე შეიტყობთ...

- ფარცვანიას საქართველოს პასპორტის აღება სურს და მას ნაკრებში ვიხილავთ?

- მისი ასეთი დამოკიდებულება გვახარებს, მაგრამ მწვრთნელის გადასაწყვეტია, მოიწვევს თუ არა ნაკრებში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• 321

ბავშვთა ფეხბურთში არაფერი შეიცვალა სიკეთისკენ, პირიქით ბევრი რამე გაუარესდა. ამ პრობლემის გადაწყვეტის გარეშე არაფერი ეშველება ქართულ ფეხბურთს.

• ZZZ-ს

თუ ზესტაფონს გულისხმობ 2-ე ლიგაო ასე წერდნენ და 4-ე საიდან მოიტანე? გასაგებია რომ არასწორდედ დასაჯეს ზესტა, მაგრამ ვინ უნდა ამოეგდოთ რომ უმაღლესში ჩაესვათ?

• lashari

ამ დაქირავებულ მასახრებს ყურადღება არ მიაქციოო კობი ჩვენ მხარში გიდგავართ ქართველი გულშემატკივრები ვინც ამ გუნდის საქმიანობას ვერ ხვდება დ ავერ ხედავს ის ბრმაა ან ქვეყნის მტერიი

• data

chumad unda ikot, aba ra xma gakvt amosagebi? samokvarulo donis chempionatia sakartveloshi, samarzxvino da ukve ramdeni xania mosuli xart sataveshi batono levan...mere amoiget xma roza kartuli gundebi evro aspareze tundaz jgufshi moxvdebian...nakrebze kidev sadgaz boloshi vart satvalavshi...

• vax-vax

ბათუმის სტადიონზე ჯიუტად არ საუბრობთ.ხალხი გაურკვევლობაშია,მიზეზი მაინც გვითხარით რა ხდება?

• kai bichi

xelovnur safariani mindori rato unda daagot, sasaziloa satirali, rom ar ikos, sakartvelo islandia tu ra? mshvenieri klimatia da tanaz gazafxuli-shemodgomis prinzipit tardeba chempionati,reportazebi rom gindat jer stadionebi gaaketet tu rame shegizliat, rom ikachebit,kanas rom ggavs kvelaferi.

• 777

ახალი ფორმატი კი არა ქრისტე ღმერთი არ უშველის ქართულ ფეხბურთს

• romandro

rogoric jigari da mebrzoli fexburtelebi iyavit aseve jigrulad awvebit da brzolit miiwevt win qartuli fexburtis asagorzineblad...jigrebixart bicheboo..warmatebebi qartul fexburts...

• jibril

და უნდა რომელიმე ტელევიზიას რომ იკიდოს საერტოდ ????

• zaza

ამ მიდგომით(თუ უნდა ჩამოვიდეს,აიღოს პასპორტი) საქართველოს ნაკრებში ძლიერ,უცხოეთში დაბადებულ,არძრდილ ქართველებს ვერ დავიმატებთ!...დავიმატებთ მხოლოდ იმათ,ვისაც საქართველოს ნაკრებში თამაში დაეხმარება კარიერაში,ე.ი.საკმაოდ სუსტებს,ან ჯერ კიდევ სუსტ კლუბში მოთამაშეებს....პ.ს.სომხებმა,აზერბაიჯანელებმა,ალბანელებმა არაერთი დაიმატეს და შევადაროთ მათი შედეგები მანამდე და დღეს?!

• ZZZ

მეოთხე ლიგაა იდეალური შეთავაზება ?! ჯიგარი ხარ, კობი და მუმუც ჯიგარია!

• ზურა

კი, ზესტაფონს ძალიან კარგი შეთავაზება გაუკეთეთ, ყველამ ვიცით! ფუ

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება

"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს

მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სად არიან დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის საუკეთესო ოთხეულში შევიდნენ

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

ნიკა ჯღარკავა: ეს არ არის მხოლოდ ჩემი ჯილდო...

"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...

ალექსანდრე კობახიძის მოპოვებული პენალტი და მისი გუნდის "ქამბექი" [VIDEO]

VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე

არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]

ნიკა ჯღარკავა: ამ ლოგიკით, ბოლო ტურიც არ უნდა ჩაგვეტარებინა?

"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

Geo Team: გიორგი არაბიძე კარიერას სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გააგრძელებს

კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე

ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

გოგია ხარაბაძის ექსკლუბში შვეიცარიის ჩემპიონია

ის პერსპექტიულ მცველად ითვლებოდა - ფარცვანია ყაზახურ გუნდში გადავიდა

თემურ ფარცვანია "დესნაში" გააგრძელებს კარიერას

ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...

"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"

ალექსანდრე იაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება

აკაკი გოგიას "უნიონი" ბუნდესლიგაში გადავიდა

ეროვნული ლიგა. XIX ტური: "სამტრედია" "შუქურას" ადვილად გაუმკლავდა

დავით მუჯირმა ახსნა, როდიდან და სად შეეძლება გულშემატკივარს ესპანეთთან მატჩის ბილეთის ყიდვა

კობიაშვილი, მუჯირი და ჯღარკავა უეფას კომიტეტის წევრები გახდნენ

იაშვილი: მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის

"ანანიძეს იმდენად შეეშინდა, ლოცვა დაიწყო; რაღაც მომენტში, მეგონა, ტიროდა" - სპარტაკის" ყოფილი ფეხბურთელი ჯანოს შესახებ

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

დავით მუჯირი კარიერას სლოვაკურ გუნდში გააგრძელებს

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

ქართველი შემტევი ბუნდესლიგიდან შვეიცარიაში წავიდა

გოლი, საგოლე პასი, 0:7 - ქართველი ლეგიონერების შაბათი [VIDEO]

აკაკი გოგიამ ბუნდესლიგის კარს მიუკაკუნა - მას საქართველოს ნაკრებში თამაში სურს

ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან

სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...

სატელევიზიო სპორტული არხი "სეტანტა" გაქართულდა

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

დავით მუჯირი: სანიოლის კონტრაქტში ეს პუნქტი შევიტანეთ... მას ძალიან ამბიციური გეგმები აქვს

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

კვეკვესკირის როლი გასახდელში დიდია... ეს კონკურენციაა... ბათუმში კარგი საფარი იქნება - სანიოლისა და იაშვილის პრესკონფერენცია

თემურ ფარცვანიამ სამართალი აღადგინა და ახალი კლუბიც იპოვა

თბილისის "ლოკომოტივი" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

"არსენალმა" დავით თარგამაძის და ჯაბა ლიპარტიას გუნდში აყვანა ვერ მოახერხა

ალექსანდრე იაშვილი: თუ კანონი არ შეიცვალა, საქართველოს ნაკრებში ეს ფეხბურთელები ვერ ითამაშებენ...

"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ

"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა

"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა

ლევან კობიაშვილი: მარტო რაპორტი არ არის, თვალები მაქვს და ვერავინ მომატყუებს [VIDEO]

თემურ ფარცვანია: თუ ყაზახეთში ომი დაიწყო, თამაში საშიში იქნება

დავით ჯიქია თბილისის "ლოკომოტივში" დაბრუნდა

შუქურა-სამტრედია 0:2 - სტუმრად, როგორც შინ... [VIDEO]

მათ რომ ასე ვუწოდო, მართებული იქნება? - სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პოლიტიკოსების კრიტიკას უპასუხა

"არ მინდოდა პირადი რაღაცების თქმა, მაგრამ ბუდუზე ეს უნდა მოგიყვეთ..." - რა განაცხადა იაშვილმა ზივზივაძეზე

არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"

ალექსანდრე იაშვილი: ანტალ იაკობაშვილთან საუბარი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, მას უნგრეთის ნაკრებში სურს თამაში

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...

ოფიციალურად: არაბიძე "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელია