ეკატერინბურგის "ურალის" ქართველმა მცველმა რუსეთის პრემიერლიგაში სადებიუტო შეხვედრა "სპარტაკთან" ჩაატარა

რუსეთის პრემიერლიგაში ჯიმი ტაბიძემ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ეს 25-ე ტურში მოხდა, როცა მოსკოვის "სპარტაკმა" ეკატერინბურგის "ურალს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ამ მოგების შემდეგ ჯანო ანანიძის "სპარტაკმა" 57 ქულა დააგროვა და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა, ხოლო "ურალი" 29 ქულით მე-10 პოზიციაზეა.

სათადარიგოებში მყოფი ანანიძე მასპინძელთა შორის 71-ე წუთზე გამოჩნდა. "ურალში" იანვარში გადასულმა საქართველოს ნაკრების კანდიდატმა ტაბიძემ კი ეკატერინბურგელთა რიგებში პირველი ოფიციალური შეხვედრა სულაც ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელადაც ითამაშა.

"ბუნებრივია, მოსკოვის "სპარტაკს" ჩვენზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ "ურალის" ახალგაზრდა ფეხბურთელები - მაგალითად, სერჩენკოვი - მოედანზე არ "დაიკარგნენ". ტაბიძემ კი საკმაოდ ხარისხიანად ითამაშა. ამ უკანასკნელმა ჩვენს შემადგენლობაში პირველი შეხვედრა ჩაატარა. ტაბიძე ახალგაზრდა ბიჭია საქართველოდან. საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და მიმაჩნია, რომ საინტერესო მოთამაშე იზრდება", - განაცხადა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე "ურალის" მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ტარხანოვმა.

ტაბიძეს "ურალში" საუკეთესო შეფასება დაუწერეს. საერთაშორისო ინტერნეტსააგენტო whoscored.com-მა მას 7 ბალი (10-ბალიანი სისტემით) არგუნა, ხოლო სოციალურ ქსელში ცნობილმა ანალიტიკურმა გვერდმა fielder-მა (Football statistics) უფრო მეტი - 7,4 ქულა დაუწერა და ეს კონკრეტული სტატისტიკითაც დაასაბუთეს - 20 წლის მცველის გადაცემების 88% ზუსტი აღმოჩნდა, 5 ორთაბრძოლიდან მოიგო 3, გააკეთა 3 ჩაჭრა და 1 ართმევა, 2-ჯერ კი მეტოქეს პოზიცია მოუგო.

"ლელო" ჯიმი ტაბიძეს ეკატერინბურგში დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა...

- თქვენს დებიუტს დიდხანს ველოდით და ბოლოს ლამის იმედიც გადაგვეწურა...

- ძალიან გახარებული ვარ, გარკვეული დროის ლოდინის შემდეგ ჩემი დებიუტი რომ შედგა. ველოდებოდი შანსს, რომელიც ვიცოდი, აუცილებლად მომეცემოდა.

- "სპარტაკი" ჩემპიონობისთვის იბრძვის და რთული შეხვედრა გქონდათ...

- რა თქმა უნდა, რთული თამაში იყო, რადგან ჩემპიონატის ლიდერს ვხვდებოდით. გასვლაზე "სპარტაკთან" დაპირისპირება და თანაც, ამდენი მაყურებლის წინაშე, ადვილი არ არის, მაგრამ ამ სირთულის მიუხედავად, სტადიონსა და ტრიბუნებზე ისეთი ატმოსფერო იყო, სადაც თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა.

- ჯანო თამაშამდე ან მისი დასრულების შემდეგ თუ ნახეთ?

- თამაშის დაწყებამდე ველაპარაკე და ძალიან გამიხარდა. მოედანზე რომ გამოვიდა, კლასი გამოავლინა. სხვათა შორის, როგორი შესანიშნავი ფეხბურთელიც არის, ზუსტად ისეთივე მაგარი ადამიანია. რა თქმა უნდა, არ მესიამოვნა, ძირითად შემადგენლობაში რომ არ იყო, რადგან ძალიან მინდოდა, 90 წუთი მის წინააღმდეგ მეთამაშა.

- "ურალის" მთავარმა მწვრთნელმა ტარხანოვმა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საკმაოდ კარგად დაგახასიათათ...

- ამან ძალიან გამახარა. ეს გუნდშიც მითხრეს, რომ პრესკონფერენციაზე შემაქო. გასახდელში პირადადაც ორიოდე სიტყვით, თბილად მელაპარაკა. მწვრთნელისგან ასეთი გამხნევება ბევრს ნიშნავს.

- 2 მაისს, რუსეთის თასის ფინალში "ლოკომოტივს" შეხვდებით. შესაძლოა, ფინალშიც ითამაშოთ?

- ამაზე წინასწარ ლაპარაკი გამიჭირდება. 29 აპრილს გროზნოში "ტერეკს" შევხვდებით და სავარაუდოდ, ამ თამაშზე ბევრი ისეთი მოთამაშე გაემგზავრება, რომლებიც თასის ფინალს არ ითამაშებენ. ნებისმიერ შემთხვევაში შანსი მიჩნდება - ფინალს თუ არ ვითამაშებ, მაშინ "ტერეკთან" მოედანზე გასვლის შანსი მექნება, ან პირიქით.

- გიორგი ჭანტურიას თანაგუნდელი ხართ და საინტერესოა, თუ იცით, მოედანს როდის დაუბრუნდება?

- ჯერ კიდევ ინდივიდუალურად ვარჯიშობს, მაგრამ იმედია, საერთო ჯგუფში ვარჯიშს მალე შეძლებს. არ არის გამორიცხული, ეს რამდენიმე დღეშიც მოხდეს. მისი დაბრუნება პირადადაც გამახარებს და ისედაც, გიორგი გუნდსაც სჭირდება.

- "ურალში" ჩვენთვის უცნობი ქართველი ნახევარმცველი რევაზ ღავთაძე ირიცხება. მასზე ბევრი არაფერი ვიცით...

- სულით და გულით ქართველია, "ურალში" მოსვლისას მეგობრულად გვერდში დამიდგა და გუნდთან შეჩვევაში ძალიან დამეხმარა. საქართველოში დაიბადა, ზესტაფონელია, მაგრამ მისი მშობლები მერე რუსეთში გადავიდნენ და თამაშიც იქ დაიწყო. სხვათა შორის, საკმაოდ კარგი ფეხბურთელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბაჩო გ
დიახ,სავარაუდოდ ბევრი ქრთველი გვეყოლება ევროპა ლიგაზე და ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ჯანო და ხოჭოლავა.კარგია ძალიან
gverda
მაკარიძემაც აიღო წელს თასი. ქვილითაიაც ფინალს ითამაშებს. ჯანო ჩემპიონი გახდება. აქ მაინც გაგვახარონ ჩვენმა ლეგიონერებმა.
ქუთაისელი
ე.ი. ან ტაბიძე ან კვირკველია რუსეთის თასს აიღებს? რაღაც ამ წელს ბევრი თასი აიღეს ქართველებმა, და ეს კარგია. პ.ს. კაშიასგანაც ველოდებით
რა ხდება სინამდვილეში - დავითაშვილმა შეიძლება ჩემპიონატის პირველი ტური გამოტოვოს
გოჩოლეიშვილი "ჰამბურგის" ფეხბურთელი გახდა
სიომინმა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების შესაძლებლობა შეაფასა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
ქართველი რუსული პასპორტით და ვლადიმირ ვაისის არჩევანი
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
კვირკველიას "ლოკომოტივი" მოსკოვში "ურალთან" დამარცხდა
ჯიმი ტაბიძე: "ურალის" მწვრთნელმა მითხრა, ახლავე ჩამოდი, ეს ორი დღეც არ დავკარგოთო
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
გიორგი ჭანტურია "სპარტაკს" დამარცხებით ემუქრება
დავით თარგამაძე: რუსეთის პრემიერლიგა სულ სხვა დონეა
ტრავმა საქართველოს ნაკრებში - იმედია, გაგრძელება აღარ მოჰყვება...
არც ანანიძე ათამაშეს, არც ჭანტურია, "სპარტაკი" დამარცხდა და მის მწვრთნელს დედა აგინეს
გიორგი ჭანტურიას გერმანიაში ოპერაცია გაუკეთეს
ისევ ეროვნული ლიგიდან - ცნობილია, ვინ ჩაანაცვლებს ჯიმი ტაბიძეს ეროვნულ ნაკრებში
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
ჭანტურიამ ხაბაროვსკს გოლი გაუტანა, მის გარეშე დარჩენილმა "ურალმა" კი გამარჯვების შენარჩუნება ვერ მოახერხა [VIDEO]
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
ტარხანოვი: ტრავმირებულმა ჭანტურიამ თავად მთხოვა შეცვლა
ჯიმი ტაბიძემ თბილისის "დინამო" დატოვა
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
ქართველები რუსეთში: უცნობები, საუკეთესოები და ძვირადღირებულები
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
გიორგი ჭანტურიას "ურალი" ჟოზე მოურინიოს ეპატიჟება
ეს ვარიანტი ძალიან მაწყობდა - ჯიმი ტაბიძე რუსეთის პრემიერლიგაში ითამაშებს
ტაბიძე ბერძნულ კლუბში შენგელიას თანაგუნდელი გახდა
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
"სპარტაკმა" ანანიძის გარეშე "ანჟი" დაამარცხა და 1/4 ფინალში ჭანტურიას "ურალს" შეხვდება
Sports.ru: ვინ არის დავით თარგამაძე?
ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს
ჯიმი ტაბიძე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია