სუპერლიგის 2016-17 წლების გათამაშების რეგულარული ეტაპი დასრულდა
ესეც ასე, მშვიდობიანად დასრულდა სუპერლიგის 2016-17 წლების გათამაშების რეგულარული ეტაპი.

მართალია, პლეი ოფში გამსვლელთა ვინაობა აქამდეც ვიცოდით, მაგრამ რამდენიმე შეკითხვა მაინც ინარჩუნებდა აქტუალურობას: რეგულარულში "დინამო" მეოთხედაც მოუგებდა "ქუთაისს"? დააღწევდნენ ბოლო ადგილს თავს "მგზავრები"? შეწყვეტდა "ბათუმი" წარუმატებელ სერიას?

...და მთავარი შეკითხვა: რომელი გუნდი დაასრულებდა რეგულარულს მესამე ადგილზე?

პასუხი პირველ შეკითხვაზე

როგორც "დინამოსა" და "ქუთაისის" წინა შეხვედრები, მეოთხე დაპირისპირებაც მშვენიერი სანახავი გამოდგა. შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდაო, ხშირად ვამბობთ.

ამჯერად ვერც ბოლო წუთებმა გამოარკვია გამარჯვებული. დამატებით დროში კი კვლავ "დინამომ" იყოჩაღა, რეგულარული ეტაპი 25 მოგებით დაასრულა და საბოლოოდ ხუთი ქულით გაასწრო მეორეადგილოსან "ქუთაისს", რომლის რიგებში ოთხმაგ დუბლს მიუახლოვდა საქართველოს ნაკრების სასტარტო გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე: 19 ქულა, 7 მოხსნა, 8 პასი, 8 ჩაჭრა.

პასუხი მეორე...

"მგზავრებს" სეზონის დასაწყისში ტრავმებმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა. შესაბამისად, შემოდგომით ბევრი ქულაც დაკარგა, რომლის ანაზღაურება მეორე წრეში სცადა. ბოლომდე გამოუვიდაო, ვერ ვიტყვით, რადგან პლეი ოფში ვერ გავიდა და მხოლოდ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მოუწევს ბრძოლა.

თუმცა ბუბა ბერიშვილს ხელწამოსაკრავი გუნდი რომ არ ჰყავს, "დინამოსთან" ორ მატჩშიც დაამტკიცა (ორჯერ დაამარცხა) და "სოხუმთანაც". ამ მოგებით "მგზავრებმა" ბოლო ადგილს თავი დააღწიეს.

პასუხი მესამე...

"ბათუმისთვის" დიდი დანაკლისია კრის ფელჩერის არყოფნა. წელის ტრავმის გამო იგი გუნდს შუა სეზონში გამოაკლდა.

ბათუმელებს სწორედ წინა ხაზში უჭირთ და მოკლე სათადარიგოთა სკამის გამო საქმის ბოლომდე მიყვანა უჭირთ. ასე მოხდა "ოლიმპთანაც", რომელიც "მგზავრების" დარად, ჩემპიონატის მეორე ნახევარში უკეთ თამაშობს.

პასუხი მეოთხე...

ყველაზე დიდი ინტრიგა რუსთავში იყო. ადგილობრივ გუნდსა და "კაკტუსს" უნდა გაერკვიათ, ვინ დაიკავებდა მესამე ადგილს. ეს კი ნახევარფინალში "ქუთაისთან" დაპირისპირებას ნიშნავდა.

არჩილ ჟღენტის "კაკტუსმა" ბოლო მატჩებში აკრეფილი ტემპი არ დააგდო და ამჯერადაც გაიმარჯვა, რაშიც დიდი წვლილი წინახაზელებმა შეიტანეს: აქამდე მოხსნებში რეკორდს კაკტუსელები ბრიჯმენი და ფლოვიესი იყოფდნენ - 19-19 მოხსნა. რუსთავში ეს მაჩვენებელი ორივემ გააუმჯობესა, ფლოვიესმა 20-ჯერ მოხსნა, ბრიჯმენმა - 21-ჯერ.

ასე და ამგვარად, ნახევარფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ "დინამო"-"რუსთავი", "ქუთაისი"-"კაკტუსი".

"სოხუმი", "ოლიმპი", "მგზავრები" და "ბათუმი". ეს გუნდები ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ორ წრედ ითამაშებენ. მომდევნო ეტაპზე რეგულარულში დაგროვილი ქულები გადაჰყვებათ.

სუპერლიგა 2016/17. XVIII ტური

დინამო-ქუთაისი 87:82

15:14, 16:15, 22:27, 23:20, 11:6

დინამო: ვონი (21ქ, 5პ), გრძელიძე, ლონდარიძე (11ქ, 8მ), მაჩალაძე (2ქ, 3ჩ), ფაცაცია (6ქ, 8მ), ჭოჭუა (5ქ, 3პ), მარავიჩი (15ქ, 3ჩ), გ. რევაზაშვილი (3ქ), ბერიშვილი (24ქ, 7მ).

ქუთაისი: ბოისა (5ქ), ცეკვავა (7ქ, 5პ), ფაშაევი (2ქ), ქადარია (2ქ), ცინცაძე (19ქ, 7მ, 8პ, 8ჩ), გ. ბარბაქაძე (23ქ, 5მ), ლომოური (3ქ), ტუბაკი (6ქ), ბექაური (15ქ, 7მ, 3დ).

მსაჯები: ი. ბერიშვილი, დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი.

ოლიმპი-ბათუმი 64:61

19:17, 14:20, 12:14, 19:10

ოლიმპი: გივი ბაქრაძე (5ქ), ბურნეთი (11ქ, 13მ, 3ჩ, 3დ), ბოლქვაძე (9ქ), როგავა (11ქ, 7მ, 4პ, 3ჩ), გეგი ბაქრაძე (4ქ), მიქელაძე (9ქ, 6პ), მასხულია (6ქ), პიჩფორდი (9ქ), შლიცერი.

ბათუმი: ჯინჭარაძე (17ქ, 13მ), ლეჟავა (14ქ, 5მ), ლ. რევაზაშვილი (3ქ), თენიეშვილი (9ქ, 8მ), კრივცოვი (2ქ, 9მ), რამიშვილი, მაისურაძე (5ქ), შემოსიუკი (11ქ, 6მ, 6პ).

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერიშვილი, მ. ვართანოვი.

სოხუმი-მგზავრები 79:87

16:25, 30:20, 16:17, 17:25

სოხუმი: კვეტენაძე, ბოქოლიშვილი (13ქ, 5მ), ზაქრაძე, ჯგერენაია (4ქ), დ. ბარბაქაძე (16ქ, 5მ, 3პ), ბულიავა (8ქ), ტიშენკო (10ქ, 12მ), ვუდსონი (16ქ, 9მ, 8პ, 4ჩ).

მგზავრები: ფხაკაძე (12ქ, 4პ), ცირეკიძე (5ქ), ლომინაშვილი, ტურძელაძე (6ქ, 3ჩ), ქავთარაძე, ტეილორი (24ქ, 5მ, 3პ), მერფი (10ქ, 12მ), ალენი (30ქ, 4პ, 3ჩ).

მსაჯები: ი. ბერიშვილი, დ. ბერეკაშვილი, გ. მიქელაძე.

რუსთავი-კაკტუსი 71:77

20:31, 19:13, 17:15, 15:18

რუსთავი: ბრიგსი (18ქ, 11მ), ხმელიძე (8ქ), ლორთქიფანიძე, ლი (5ქ, 5პ), წიქარიშვილი, ჩაჩანიძე (6ქ, 5მ, 3პ), ათუაშვილი (9ქ, 10მ), კასპერბაუერი (11ქ), გოგობერიშვილი (14ქ), გუგავა.

კაკტუსი: უაითი (10ქ), ჩიკვილაძე (7ქ, 5პ), ჩლაიძე (19ქ), ლოლიშვილი, ბრიჯმენი (10ქ, 21მ), ბააკაშვილი (2ქ), დ. ლომიძე (6ქ), ფლოვიესი (23ქ, 20მ).

მსაჯები: დ. ბერიშვილი, ზ. მაჩალაძე, გ. ვართანოვი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"გრიფინმა" სუპერლიგის გუნდს ისევ მოუგო | თასის გათამაშების "კერკეტი" გუნდი კასპიდან
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგმა" "სანკტ-პაულისთან" ქულები გაიყო
ლუის ენრიკემ "ოსერთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ოფიციალურად: ედინ ჯეკო "შალკეს" ფეხბურთელია
პალმერი კიდევ ერთ მანჩესტერულ გუნდში? - მოულოდნელი შესაძლო ტრანსფერის დეტალები
უკან ინგლისში - ხულიან ალვარესის შეძენით ლონდონური გუნდები ინტერესდებიან
"შტურმი" და კიდევ ხუთი გუნდი ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშნენ
ქალთა ნაკრებმა C ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ხვიჩა სასტარტოში, სამი ქულისთვის ოსერში და ფიქრით "ნიუკასლთან"
თბილისის "დინამომ" "პორტუს" გარემარბი დაიმატა
კიტეიშვილი უკეთეს გუნდში თამაშს იმსახურებს - "შტურმი" როტერდამშიც დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
დავითაშვილი ზამთარში გუნდს არ გამოიცვლის და კიდევ ერთ მატჩს გამოტოვებს
ოფიციალურად - ლორთქიფანიძე "კარარეზეში" გადავიდა
გიორგი ცხოვრებაძე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბომბარდირი გახდა
"ასეთი მეკარით დიდ ტიტულებს ვერ მოიგებ" - ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა შევალიე გააკრიტიკა
"წუწუნი უნდა შეწყვიტოს" - ჯერარდმა სლოტი გააკრიტიკა
პსჟ-ის აუტსაიდერთან სტუმრობის დღე - "ნიუკასლის" წინ
ლამპარდს კიდევ ერთი ლონდონური გუნდის ვარიანტი აქვს - მის გარდა კიდევ ორი კანდიდატურა განიხილება
ალონსო თუ გლასნერი? - "ტოტენჰემი" ფრანკის გათავისუფლებისთვის ემზადება
შიო ხეცურიანის შეხვედრა მწვრთნელებთან
გიორგი ცინცაძე აფრიკის ჩემპიონ გუნდში გადავიდა
დუდუ დადიანის მემორიალი: "რუსთავი" დაბრუნდა
ცინცაძე თსუ-ს დუდუ დადიანის მემორიალის ფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა
სუპერლიგა 2016/17. XXV ტური: "კაკტუსის" გზა, "მგზავრების" ეკლები
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინას 2 ტესტ-მატჩი მოუგო
U18. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
ბუბა ბერიშვილი: "ბიჭებმა დაგეგმილზე მეტი გააკეთეს და მეტოქეს გამარჯვება ხელიდან გამოგლიჯეს"
საქართველოს თასის ფინალი 3 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება
საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ხორვატიასთანაც დამარცხდა
სუპერლიგა 2016/17. პლეი ოფი: "ქუთაისს" ფინალამდე ერთი მოგება აშორებს
სუპერლიგა 2016/17. 1/2-ფინალი: აი, როგორი უნდა იყოს "კაკტუსი"
როგორ მოახერხა 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპაში შესვლა?
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტრევიზოში ჩავიდა და დღეს პირველ ვარჯიშს გამართავს
სუპერლიგა 2016/17. 1/2-ფინალი: "ქუთაისი" ისევ ფინალშია
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მოახლოებულ მატჩებს ტრავმირებულებით ხვდება
გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო თამაში!
ქართული სპორტის სანაკრებო რეკორდსმენი - გიორგი ცინცაძე ევრობასკეტ 2022-ს უმიზნებს