ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ზაზა ფაჩულია: გზაზე ბევრი წინაღობა შემხვდა, მაგრამ ხედავთ, სადამდე მოვედი?

ზაზა ფაჩულია: გზაზე ბევრი წინაღობა შემხვდა, მაგრამ ხედავთ, სადამდე მოვედი?

"გოლდენ სტეიტის" ქართველი ცენტრის ინტერვიუ Sporting News-თან
NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალის წინ გამოცემა Sporting News-მა ზაზა ფაჩულიასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

შეგახსენებთ, რომ "გოლდენ სტეიტის" ქართველი ცენტრი კარიერაში პირველად ითამაშებს კონფერენციის ფინალში, ხოლო თუ გუნდთან ერთად "სან ანტონიოს" დაამარცხებს, ეს მისი პირველი ამერიკული ტიტული იქნება.

"ზაზა ფაჩულიამ გაიფიქრა, რომ ეს უნდა ყოფილიყო "ის" სეზონი. იგი 33 წლისაა, 14 სეზონი გაატარა NBA-ში, 5 274-ჯერ მოხსნა ბურთი ფარიდან, დააყენა ათასობით "სქრინი" თანაგუნდელებისთვის, სხვა ბევრთან ერთად წყობიდან გამოიყვანა კევინ გარნეტი, მაგრამ ერთი რამ კვლავ მიუღწეველი რჩება - ზაზას ამერიკულ კარიერაში ერთხელაც არ ჩაუგდია სამქულიანი.

რაც ფაჩულია ლიგაშია, საშუალო გუნდი თამაშში 5,2 სამქულიანს აგდებდა, გასული სეზონისთვის ეს ციფრი გაორმაგდა - 9,7 სამქულიანი თამაშში. "უორიორსი" საშუალოდ 12 სამქულიანს აგდებს თამაშში. მაგრამ ფაჩულია? 14 წელიწადში 28 მცდელობა და არც ერთი ჩაგდებული ბურთი.

გასულ ზაფხულს, როცა ფაჩულიამ საუკეთესო მსროლელ გუნდთან მოაწერა ხელი, ყველას ეგონა, რომ ნავსი გატყდებოდა. "მეც ასე მეგონა, მაგრამ მე კიდევ ძიებაში ვარ, ჩემო მეგობარო, კიდევ ძიებაში. ეს ბიჭები კარგად არ მასწავლიან ეტყობა სამიანების სროლას. დრო მჭირდება, ერთი წელი საკმარისი არ ყოფილა", - Sporting News-სთან ინტერვიუში ხუმრობის ხასიათზეა ზაზა.

ფაჩულიას ეგონა, რომ ეს დღე "პორტლენდთან" I რაუნდის მატჩში დადგა. მისი წინა 28 მცდელობიდან დიდი ნაწილი მეოთხედის ბოლო წამებზე ლამის საკუთარი ნახევრიდან სროლებზე მოდის, მაგრამ "პორტლენდთან" ზაზა "სასროლ" დისტანციაზე იყო. "ეს ლეგიტიმური სროლა იყო. ცუდი ისაა, რომ ვერ ჩავაგდე, მაგრამ კარგია, რომ ბურთი ფარს მაინც გავარტყი", - ხუმრობს ზაზა.

ახლა ზაზას ამაზე ფიქრის დრო არ ექნება, მის კარიერაში პირველი ფინალია. ის "უორიორსის" სასტარტო ხუთეულის მეხუთე კაცია, მაგრამ ვარსკვლავების, სტეფ კარის, კლეი ტომპსონის, დრეიმონდ გრინისა და კევინ დურანტის ჩრდილშია.

მაგრამ მან კარგად გაითავისა თავისი როლი "უორიორსის" გუნდში: დაცვა, "სქრინების" დაყენება და მოხსნები.

ფაჩულია ამ სეზონში საშუალოდ 6,1 ქულასა და 5,9 მოხსნას აკეთებს თამაშში. ის 18,1 წუთს თამაშობს საშუალოდ, გუნდი დანარჩენ დროს წარმატებით იყენებს თავისივე გამოგონებული "დაბალ" ხუთეულს. "გოლდენ სტეიტმა" სეზონში 67 მატჩი მოიგო, რაც ყველაზე მეტია და ახლა ზაზა არის ბეი არენაზე და ელოდება თავის პირველ ფინალს.

"ეს დიდი პრივილეგიაა ჩემთვის. ვთამაშობ ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელთან, საუკეთესო კალათბურთელებთან, რომელთაგანაც ბევრი რამ ვისწავლე, როგორ მოიქცე სწორად მოედანზე კონკრეტულ მომენტში", - აღნიშნავს ზაზა, რომლისთვის ეს სეზონი მუდამ სასიამოვნო კრუიზი არ ყოფილა - "როცა შეხედავთ გუნდის განაცხადს, აღფრთოვანდებით. გუნდს, თითქოს, მოტორი აქვს ჩართული და მუშაობს მანქანასავით, ყველაფერი რიგზეა. მაგრამ აქამდე მოსასვლელად საჭირო იყო ბევრი მუშაობა, საკმაო დრო დაგვჭირდა შესათამაშებლად.

ადრე თამაშებს მეტოქესთან შედარებით მეტი ნიჭიერი კალათბურთელის ხარჯზე ვიგებდით. საუკეთესო კალათბურთელებსაც კი გარკვეული დრო სჭირდებათ, რომ სინქრონულად იმუშაონ, აეწყონ, ჩამოყალიბდეს ურთიერთგაგება მოედანზე. ბევრი შეცდომა უნდა დაუშვა, სანამ ლამაზ კალათბურთს ითამაშებ".

მეტიც, თავიდან სწორედ ფარის დაცვა ითვლებოდა "გოლდენ სტეიტის" სუსტ წერტილად. რამდენად შეუძლია ენდრიუ ბოგუტის შეცვლა ფაჩულიას, ეს იყო ჩრდილოეთ კალიფორნიის საკალათბურთო ფანების დისკუსიის მთავარი თემა. პირველი ორი კვირა მართლაც ცუდი იყო - გუნდი ზაზასთან ერთად საშუალოდ 4 ქულით ცუდი იყო, ვიდრე მის გარეშე.

რადგანაც თავიდან დიდი აქცენტი იყო გადატანილი განახლებულ "უორიორსზე", კევინ დურანტის დამატებაზე, ზაზა ფაჩულიამ იმაზე მეტი კრიტიკული გამონათქვამი მოისმინა საკუთარ თავზე, ვიდრე მის მთელ კარიერაში.

"არასოდეს მითამაშია გუნდში, რომლისგანაც ასე ბევრს ითხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ კარგ გუნდებში მითამაშია, ასეთ სიტუაციაში ცხოვრებაში პირველად მოვხვდი. ყველა ითხოვს ჩემპიონის ტიტულს და არაფერს სხვას.

ასევე, "უორიორსი" პოპულარულია მთელ მსოფლიოში, ის ყველას ყურადღების ცენტრშია. მარტო ჩვენი ფანები კი არა, ოპონენტთა ფანებიც გვაკვირდებიან. ეს გუნდი კარგად თამაშობდა ძველი შემადგენლობით ორი წლის განმავლობაში.

და ამ დროს მოვედი მე, ბოგუტის შემცვლელად, რომელიც ფანების ფავორიტი კალათბურთელი იყო. ყველას გაუჩნდა კითხვა, შევძლებდი კი მე მის შეცვლას" - ჰყვება ფაჩულია.

ფაჩულია აღიარებს, რომ პირველ კვირებში კარგად ვერ თამაშობდა. თქვენ ბევრჯერ მოგისმენიათ ვარსკვლავებისგან, რომ მედიის და ფანების კრიტიკას ყურადღებას არ აქცევენ. მაგრამ ფაჩულია განსხვავებულია, ის ინტერნეტში ეცნობოდა ნეგატიურ გამოხმაურებებს. უსმენდა კომენტარებს, ეს იყო რთული მისთვის:

"თავიდან ძალიან ბევრ გამოხმაურებას ვკითხულობდი. ყველაფერს ვგებულობდი. ვფიქრობ, ეს არ იყო კარგი გადაწყვეტილება. მადლობა მწვრთნელებს, რომელთაც "მაიძულეს", არ მესმინა კრიტიკოსებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანია, მოუსმინო შენს მწვრთნელებს, შენს თანაგუნდელებს და არა კრისიტიკოსებს. მთავარია, რომ გუნდელებმა იგრძნონ თავი შენთან ერთად კომფორტულად გუნდში. მივხვდი, რომ ისინი ჩემ მხარეს იყვნენ და ეს დიდი მოტივაცია იყო.

როცა შევწყვიტე ყველაფრის გაცნობა, თამაში გამიადვილდა. რადგან მხოლოდ რეალური კრიტიკა მაინტერესებდა და არა ის, რომელსაც შეგიძლია ყურადღება არ მიაქციო. კრიტიკა შენი გუნდელებისგან და მწვრთნელებისგან.

... და წლის ბოლოსთვის "უორიორსი" საშუალოდ 6 ქულით უკეთესი იყო ფაჩულიასთან ერთად, ვიდრე მის გარეშე.

თავიდან, ფაჩულია ალბათ, ფიქრობდა კიდევაც, რომ "უორიორსში" გადასვლა შეცდომა იყო. ზაფხულში NBA-ს მაღლებმა კარგ კონტრაქტებს გამოჰკრეს ხელი - ტიმოფეი მოზგოვი და იან მეინმი სეზონში 16 მილიონ დოლარს იღებენ, ელ ჯეფერსონი - 10-ს. ფაჩულიამ გადაწყვიტა, ფულის ნაცვლად ამბიციური კლუბი აერჩია.

მან მხოლოდ 2,9 მილიონი მიიღო და ბოგუტის შემცვლელად მივიდა საჩემპიონო გუნდში. ზაზა ამბობს, რომ გადაწყვეტილება არასოდეს უნანია და არც ფინანსური წაგება ამ კონტრაქტის გამო:

"ორი რამაა - პირველი, ეს იყო სარისკო გადაწყვეტილება, მაგრამ მე მივიღე ის, რადგან რისკს არ ვუშინდები. თუ ყველაფერი ისე არ წარიმართებოდა, როგორც ვგეგმავდი, ეს იქნებოდა კარგი გამოცდილება ჩემთვის. ამის გამო ტირილს არ დავიწყებდი. მეორე, მიხარია, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე, რადგან საოცარი სეზონი და მოგზაურობა გვაქვს პლეი ოფში. წინ კიდევ უფრო კარგი დროება გველის ფინიშთან ახლოს. ეს ძალიან სპეციალური მომენტია ამ საოცარ კლუბთან ერთად. ამ გუნდის წევრობა ფულით შეუფასებელია", - ამბობს ზაზა.

და შესაძლოა, სეზონის ბოლოს ზაზამ "თავისი" სამქულიანი ჩააგდოს. "ზოგჯერ ისეთ სიტუაციაში ხართ, რომ დაჩქარება არ ივარგებს. ახლა სწორედ ეს დროა ჩემთვის. დრო მინდა, ერთხელაც ჩავაგდებ ამ სამქულიანს, რადგან შემიძლია, მაგრამ დამეთანხმეთ, ეს იოლი არაა. ჩემ გზაზე ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა, მაგრამ შეხედეთ, სადამდე მოვედით".

• ზაზა

ალალია შენთვის საჩემპიონო ბეჭედი!!!!წარმატებები კარგო კაცო....

• odalas

ჭორიკანა თან კაცი მაგრად ტეხავს.

• toma

წინასწარ გილოცავ რა ვთქვა არ ვიცი ეს იქნება ალბათ საუკუნეში ერთი შემთხვევა და ზაზა შევა ისტორიაში როგორც კალამ ლიგა მოიგო იგივე იქნება მთელი გულით წარმატებები.

• amiran

მოსაწონია ზაზაზე რაიმე ცუდის გააზრება? საკვრველია ნამეტანი. ზაზა შენთან ვართ.

• odala

http://ftw.usatoday.com/2017/05/klay-thompson-zaza-pachulia-warriors-bromance-friends-troll-jokes-fake-newspaper-fishing-trip-points აჰა, მაგარი კაცი ;)

• babuka

ზაზამ ისტორია დაწერა არა მარტო თავისი არამედ ზოგადად ქართველი კაცის ნბა-ში, ის რომ შრომით შეიძლება ბევრის მიღწევა, ერთი შეხედვით მიუღწევლისაც,ამ მაგალითით იმედია კიდევ ბევრი ქართველი გაიკაფავს გზას.წარმატებები ზაზა ! იმედია ჩემპიონი გახდები.უფალი გფარავდეს!

• odala

თოკო, მართლა ფული აქვს იქით 'გადახდილი'. ამბობდნენ რომ 8-10 მილიონიან კონტრაქტს მისცემდნენ იმ კარგი სეზონების შემდეგ მილუოკიში და დალასში. ზაზა თუ ამ 5-7 მილიონს (3-ს აძლევენ ახლა მგონი) სხვა ბიზნესებით შოულობს და უღირს, მესმის, მაგრამ როგორც წესი ასეთ ნაბიჯს ის კალათბურთელები დგამენ ხოლმე, რომელთაც 10-15 მილიონი აქვს გამომუშავებული წელიწადში 10+ წლის განმავლობაში. ზაზასგან ცოტა მოულოდნელი იყო ეს, მაგრამ თუ უნდა კაცს ჩემპიონობა, მაინც მისასალმებელია. თუმცა ამბიციური მოთამაშე მგონი არასოდეს ყოფილა.

• სოსო

არ ვიცი მოიგებს თუ ვერა ზაზა ტიტულს,მაგრამ ის კი მჯერა,რომ ზაზა კიდევ მოუმატებს,ხოლო ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა.

• დათო

თამშობს იქ სადაც თამაშობს, ასე რომ არაფერი არ დააკლდება თუ ვინ რა კომენტარს დაუწერს :)

• GIO

გაგიმარჯოს უმაგრესი ხარ და ცჰემპიონიხარ უკვეე დარწმუნებული ვარ ცჰემპიონი იკნებიი ..გილოცავ წინასწარრრრ ..ლებრონიი უნდა აატიოროო იკვე მოედანზე

• Toko

არ შეგვჭამა თავისი ამბიციებით. იქით აქვს ფული გადახდილი, "გოლდენ სტეიტში" რომ აეყვანათ.

• odala

სადა ხართ, ხალხო, გძინავთ? სამშობლოს თქვენი პოზიტიური კომენტარები სჭირდება :))))) უთქვენოდ ვერ მოიგებს ზაზა ჩემპიონატს.

შენგელიას გუნდმა უშუალო მეტოქე ოვერტაიმში დაამარცხა და იტალიის რეგულარული ჩემპიონატი მოიგო

ბურჯანაძის ორმაგმა დუბლმა კორუნელებს ვერ უშველა | "ლეიმა ბასკეტმა" უმაღლესში დარჩენის შანსი დაკარგა

შერმადინი თავის გუნდში საუკეთესო იყო, "ტენერიფე" კი "გალათასარაისთან" მაინც დამარცხდა

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია

ექსპერტები შეცდნენ: ზაზა ფაჩულიამ ენდრიუ ბოგუტი ღირსეულად შეცვალა

ფაჩულია VS ბოგუტი - დილით ზაზა ყოფილ გუნდს ეთამაშება

"ფინიქსმა" "კლიპერსი" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]

მაგარი მატჩი ბრუკლინში - "ნეტსი" ახალგაზრდა ვარსკვლავებთან დამარცხდა [VIDEO]

"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს

[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა

ბოგუტი "ლეიკერსში" გადავიდა

გიჟური გაცვლები NBA-ში - დურანტი "ფინიქსში", ვესტბრუკი "იუტაში"

ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ბოგუტის 58-წამიანი კარიერა "კლივლენდში", სენსაცია მემფისში

კარის 12 სამქულიანი "მემფისთან" - "გოლდენ სტეიტმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

ESPN-მა ზაზა ფაჩულია NBA-ს გამორჩეული ლეგიონერების ტოპ-50-ში შეიყვანა

გოგას ახალი გამოწვევა - როგორი გუნდია "ორლანდო"? გაჰყვება ბითაძე ზაზას გზას?

gospelherald.com-ის სცენარი: ბოგუტი "გოლდენ სტეიტს", ხოლო ფაჩულია "დალასს" უბრუნდება

"მილუოკიმ" "ბრუკლინიც" დაამარცხა - სანდრო მოედანზე არ გამოჩენილა [VIDEO]

ფენომენალური კარი - სტეფმა ბითაძის გუნდს 56 ქულა ჩაუგდო და მატჩის ბედი შემოატრიალა [VIDEO]

ასეთი რამ მხოლოდ სტეფს შეუძლია - კარის წარმოუდგენელი სამქულიანი "ბრუკლინ ნეტსთან" [VIDEO]

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: საჯარიმოები ცალი ფეხით

ლუკას წარმოუდგენელი სტატისტიკა - სლოვენიელმა ვარსკვლავმა ირვინგისა და დურანტის კომბინირებული 76 ქულა გადაფარა [VIDEO]

"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]

ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ

ზაზა ფაჩულია: ეს განსაკუთრებული წელია, განსაკუთრებულ კალათბურთელებთან

"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]

ჯეიმსი VS დურანტი - "ლეიკერსის" 22 ქულიანი ქამბექი "ფინიქს სანზთან" [VIDEO]

მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი "გოლდენ სტეიტთან" - "სან ანტონიო" დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]