ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

გია ცეცაძე: სირცხვილი თბილისელებს, სტადიონზე მოსვლა რომ გეზარებათ...

გია ცეცაძე: სირცხვილი თბილისელებს, სტადიონზე მოსვლა რომ გეზარებათ...

"დინამო"-"სამტრედიის" მატჩის შემდეგ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა თამაში შეაფასეს
21 მაისს, "დინამო არენაზე" გამართული ეროვნული ლიგის XIII ტურის მატჩის შემდეგ თბილისის "დინამოსა" და "სამტრედიის" მთავარმა მწვრთნელებმა თამაში შეაფასეს.

"დინამომ" მოქმედ ჩემპიონს დრამატულ შეხვედრაში ანგარიშით 3:2 სძლია.

- დინამო(თბ)-სამტრედია 3:2 - ლამაზი დრამა, რომელსაც მაყურებელი აკლდა [VIDEO]

გია ცეცაძე ("სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი):

"წაგებული გუნდის მწვრთნელი ვარ და, რა თქმა უნდა, მარცხმა გული ძალიან დამწყვიტა, მაგრამ დღეს იყო ულამაზესი ფეხბურთი და მიხარია, რომ ამ სპექტაკლის მონაწილე ჩემი გუნდიც იყო.

გთხოვთ, ესეც აუცილებლად დაწერეთ: მთაწმინდაზე დაბადებული თბილისელი კაცი ვარ და ამიტომ უფრო ვამბობ - ქართულ ფეხბურთს და ჩემპიონატს რეგიონები ასულდგმულებენ და გულშემატკივრობენ. თბილისში კი, ამ გასაოცარ თამაშზე, სამარცხვინოდ ცოტა ხალხი მოვიდა.

სირცხვილი თბილისელებს, ფეხბურთი რომ დაივიწყეთ და სტადიონზე მოსვლა გეზარებათ. გამოდით სახლებიდან და 2 საათი ფეხბურთს დაუთმეთ. საქართველოში ფეხბურთს ჯერ კიდევ თამაშობენ".

კახა კაჭარავა ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი):

"გულშემატკივარმა ორი განსხვავებული ტაიმი და ძალიან ლამაზი თამაში იხილა. პირველ ნახევარში დიდი უპირატესობა გვქონდა, მეორე ტაიმში კი ჩვენივე შეცდომით დასანანი გოლი მივიღეთ და მეტოქეს შანსიც მივეცით. ამის შემდეგ გასატანიც ვერ გავიტანეთ და ფეხბურთის დაუწერელი კანონიც ამოქმედდა - ცოტა ხანში "სამტრედიამ" გაათანაბრა.

ვფიქრობ, გამარჯვებას ვიმსახურებდით და საბოლოოდ, მოვიპოვეთ კიდეც 3 ქულა. საგოლე ეპიზოდების რეალიზებაზე კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო და საერთოდ, გუნდი ზრდის პროცესშია. გამოცდილებაც დროთა განმავლობაში მოვა.

მადლობა ჩემს ფეხბურთელებს დღევანდელი თამაშისთვის".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• samtr

არ კადრულობენ ზოგზოგიერტები საქარტველოს ცჰემპიონატს.. აბა იჯექით და უყურეთ ლარიან ბილეტებს.

• gia jigarixar

amat ra unda auxsna gia marto reali da barsa elandebat da meti kutxuri da meti yviteli.. sakutari qalaqis gundi roar geyvareba.. rac arunda cudi iyos sheni qalaqis gunds unda sce pativi da mere unda ubaleshiko reals...

• guja

ნუ ეხლა ძნელია გულშემატკიარი აკრიტიკო მაგრამ რეგიონები რომ მართლაც გამოირჩევიან გულშემატკივრობით ფაქტია ...მინიმუმ 5 ქალქში უნდა იყოს ევროსტანდარეტების სტადიონი და არა ისეთი კარის უკან ბატები რომ დადიან ეს სპორტსმენის მენტალიტეტზე აისახება!!

• ანატოლი

სამწუხაროდ დღეს თბილისში ფეხბურთელების მეგობრები ოჯახისწევრები და "ნაცისტურად"მოაზროვნე ანგაჯირებული ხალხი დადიან აგრესიის გადმოსანთხევად შეხედეთ მათ ქცევებს ესეთ ადამიანებს საერთოდ უნდა ეკრძალებოდეთ ადამიანების თავშეყრის ადგილებში გამოჩენა

• bogmisgan skdeba es xalxi.

ar gcxvenian gia nomer pirveli treneri xar

• sos

ვისაც ფეხბურთზე სიარული გვინდა გვაცალეთ თქვენ კიდე სანამ რეალი ბარსას თამაშზე წახვალთ მანამდე მოიცადეთ რისი წამსვლელი ხართ კი ვიცი.

• ვახო

მართლაც კარგი თამაში იყო. ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატში. რაც შეეხება გულშემატკივრებს. რეგიონში უფრო მეტი მაყურებელი დადის სტადიონებზე, მაგალითად ფოთს სტადიონი არა აქვს (ახლის აშენების მიზნით 5 წელია! დაანგრიეს) და ყველა თამაშს გასვლაზე თამაშობს და იქაც შედარებით მეტი მაყურებელი დადის ფეხბურთზე. როდესაც დროებით ფოთში რაგბის სტადიონზე თამაშობდნენ 2500 კაციანი სტადიონი ივსებოდა. მართლაც თუ ფეხბურთი გიყვარს სტადიონზეც უნდა იარო. ჩვენთან მოდაში სხვა ქვეყნის გუნდების გულშემატკივრობაა და საერთოდ არ იციან საქართველოს ჩემპიონატში რა გუნდები თამაშობენ. უმეტესობას სხვა გუნდებიც იმიტომ აინტერესებთ, რომ ტოტალიზატორში აქვთ რომელიმეზე თანხა დადებული და იმ მატჩის თამაში კი არა მარტო შედეგი აინტერესებთ.

• L.E.S

მართალს ამბობს ცეცაძე...სტადიონზე ვერ მივედი, ტელევიზორით ვუყურე და მართლა კარგი თამაში იყო...ალბათ "ელ-კლასიკოს" ისტორიიდან ზოგიერთ თამაშსაც ჯობდა...

• cacia varkeTilski.

-მაგარი გია და ?" სამტრედსკი" კაი ბიჭები.

• cecadzes

-ვარკეთილში ან თემქაზე დაბადებული თბილისელი ბიჭი რომ იყო, სხვა რამეს იტყოდი?

• gg

ბავშობიდან ერთი თამაში არ გამომიტივებია სტადიონზე, მარა იმდენი სიბინძურე დაგროვდა ამ ქართულ ფეხბურთში ბოლო 25 წელია, რო საერთოდ აღარ მინდა ქართული ფეხბურთისკენ გახედვა, როგორც გინდათ ისე გაიგეთ...

• ზაზა

სირცხვილი?...იქნებ ხმა ამოიღოთ და ღიად ილაპარაკოთ ყველაფერ მანკიერებებზე ,რაც ხდება ქართულ ფეხბურთში და მერე შერაცხოთ თბილისელი ფეხბურთის გულშემატკივარი...სირცხვილი საკუთარი სკამის გამო გაყუსულის პოზიციაში დგომაა! სირცხვილი თქვენი შედეგებია ,როგორც სანაკრებო,ისე საკლუბო დონეზე!

• bero-ს!

მართალს ამბობ, მოვა დრო და ქართული გუნდები იტყვიან თავის სათქმელს, ოღონდ ეს ძალიან დიდი ხნის შემდეგ იქნება.

• sos

კორუფციას მიხედეთ ძმაოჯან და გარიგებულ თამაშებს, მერე ილაპარაკეთ მაყურებელზე, სატადიონზე მივალ კი არა არ მანახოთ ელკლასიკო

• ცეცაძეს

სამარცხვინო ისაა, რაც შენ ფეხბურთი გგონია

• samtredski

გია შენს გვერდით ვართ სამტრედია ამდენი კომენტარი მე აქ ჯერ არ მინახავს მაგარი ხარ გია .

• ZURA

Sezonshi 1-2 tamashi gamouvat da xmas rogor amoigeben xolme)))))) svarkis sayureblad rogor avaldebulebt xalxs ro iaron namusi ara gaqvt tqven!!!

• Avtandili

გულშემატკივრობა ნიშნავს:სიყვარულს, გვერდში დგომას,მასზე ზრუნვას, გამხნევებას, მისთვის მსხვერპლის გაღებას და არა მხოლოდ მაშინ როცა ყველაფერი კარგადაა, არამედ ნებისმიერ სიტუაციაში. კომენტარებში კი ჩანს, რომ ჩვენთან კრიტიკოსები ბევრად მეტია, თან ისეთები, რომელთაც თამაშის ნახვაც არ უნდათ...p.s. ისე თამაში ძალიან კარგი გამოვიდა, რაც აკლდა, ეს გულშემატკივარი იყო.

• ირაკლი

სამწუხაროდ ფეხბურთის ქვეყანაში ფეხბურთი მკვდარია. ზოგიერთი ფეხბურთელი თამაშის მერე მშრალია ანუ არ ოფლიანდება. კაცს ბურთზე გაქცევა რომ უტყდება იქ ვინ ივლის ნერვების მოსაშლელედ. იქნება თავგანწირვა და ნაღდი თამაში - ხალხი არ დაეტევა სტადიონზე........

• davit

ხალხი მასჰინ მოვა სტადიონზე როდესაც სპექტაკლებს აგარ დადგამტ და ნამდვილი სპორტული ბრზოლა იქნება. 1 2 ტამასჰი არაფერს ნისჰნავს

• მურთაზი

სანამ ჩვენი ფეხბურთელებისთვის ფეხბურთის თამაში არის მინდორზე ზოზინი და ბორიალი (1-2 თამაში არ ითვლება) ან სანამ საეჭვოდ წარიმართება ზოგიერთი მატჩები არც ახალგაზრდები მოშორდებიან კომპიუტერებს და არც სხვები წავლენ მოედანზე ასე რომ ბატონო გია ისევ თქვენზეა (ეს ეხება ყველა მწვრთნელსა და ყველა ფეხბურთელს)დამოკიდებული იქნება ანშლაგი თუ არა სტადიონებზე

• tngh

100%-ით ვეთანხმები გია ცეცაძეს!!! ბატონებო, მობრძანდით სტადიონზე... 2 საათი სუფთა ჰაერზე ჯდომად მაინც ღირს, თანაც მაყურებელი უდიდესი სტიმულია ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის... გუშინდელი თამაში კი, ბევრ ჩემპიონატს დაამშვენებდა!!!

• bero

ამდენი კომენტარი აქ არ მახსოვს ყოპილიყო.. გიამ ააფორიაქა თბილისი..ხალხი უსაქმურად არი და სტადიონზე მისვლა ეზარებათ არ კადრულობენ ჩვენს ჩემპიონატს. ალბათ ბარსას ნაირი უნდათ ყველა გუნდი იყოს...მოვა დრო და ტავის სატქმელს იტყვის ქარტული გუნდები და ესენი საერტოდ სტადიონს არ უნდა გააკარო ახლოს

• მთაწმინდა

გია მეც მთაწმინდელი ვარ,დედაჩემიც მამა ვერელია.ორმოცდაათაინებიდან დაიდოდნენ სატდიონზე ორივე.მეც დინამოს სიყვარულში გაიზარდე.წლებია ევროპაში ვცხოვრობ და აქედან ვუყურებ დინამოს თამაშებს.ყოველ ზაფხულს იმედი გვიცრუვდება დინამოს ევროტურნირზე გამოსვლის შემხედვარეთ,მაგრამ რა ვქნა მის გარეშე არ შემიძლია,სენია ჩემი.მაგრამ 2-2რომ გახდა და სამტრედიელი ბავშვი ხმის ჩახლეჩამდე ყვირილით,შუა თითებს აჩვენებდა თბილისელებს,მე ასეთი სიხარული არასოდეს მაქვს სამტრედიას რომ გოლს ვუტანთ.გამორიცხულია დინამოს ნაღდი გულშემატკივარი თუნდაც ტორპედოსთან ასე ამჩატდეს.არ არის ჩვენი საპირწონე სამტრედია.სულ ვუყურებ თამაშებსთქო გია,მაგრამ ეგ ემოცია არ მექნებათქო და გრიშკა და საშკა როგორ მოვიყვანო სტადიონზე,არ აინტერესებთ ეგ ამბავი,ნუ რამდენჯერ უნდა მოუგონ,მთავარი ევროთასებია.ან მაშინ დინამომ ანანიძე ან პირლო ჩამოიყვანოს და მოვა ცოტა მეტი.თორე ასე რას უქომაგონ,ძალით?მე კაი ბიჭი რო გამოჩნდება სამტრედიაში ისიც მიხარია ნაკრებს გამოადგებათქო,რადგან დინამოს და თბილისს არავისთან არაფერი აქვს დასამტკიცებელი

• qutaiseli

ფეხბურთზე სიარულს თუ არ წასვლას ვინც დინამოს უხარისხო მინდორს აბრალებს ის უბრალოდ ცრუობს რადგან იგივე დინამოს და ლოკომოტივის საფარს დასაწუნი არაფელი აქ ასევე ნორმალურია სათადარიგო მოედანი ლოკოსი არაუშავს ტორპედოს საფარს და რაც შეეხება დასწრება არ დასწრებას ეგ მარტივი ასახსნელია ახალგაზრდების დიდი ნაწილი მიჯაჭვულია კომპიუტერს არარის მოძრავი და არაინტერესებს სპორტი პლიუს დაბალი დონე.ესარი რეალობა და არა ის რომ სტადიონია თურმე მოუწესრიგრბელი სირცხვილია ესეთი რამ დინამო არენაზე დაწერო კაცმა ძალიან მაგარი სტადიონია ძალიან კარგი აკუსტიკააქ და არაჩვეულებრივი ხედვაა ყველა კუთხიდან მოედნის უბრალოდ ეხლამთავარს მივადექით დინამო ადრე იყო ქვეყნის ნაკრები ფაქტიურად იყო ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთი მიჩვეული იყო თბილისელი მაყურებელი დიდ ფეხბურთს და საბჭოეთის დაშლის შემდეგ სამწუხაროდ ხალხმა დაკარგა ინტერესი. თბილისის დინამოს ძველი და ახლანდელი მოყვარულები უმეტესობას ვგულისხმობ სერიოზულად ვერ აღიქვამენ საქართველოს პირველობას ეგ კიარა მაშვინაც როცა ქართული ფეხბურთი გამოეყო საბჭოურს ბევრს ქონდა განცდა რო დიდი ფეხბურთი წარსულს ჩაბარდებოდა და ესეც მოხდა და არა მარტო ჩვენთან სადღაც ინერციით კიდე იყო შემორჩენილი ძველი გვარდია ლობანოვსკი უკრაინაში და რომანცევი რუსეთში სპარტაკთან ერთად და როცა იმ დროს გაზრდილი თაობა წავიდა დიდი ფეხბურთიდან მეტნაკლკებად დაღმასვლა ყველას დაეტყო მიუხედავათ იმისა რო იგივე რუსები ძალიან დიდ თანხებს დებენ ფეხბურთში დამერწმუნეთ ესის აღარ არის რაც ადრე იყო და არც არასდროს განმეორდება.კვინსები და მეორე ხარისხიანი ფეხბურთელები ვერასდროს ვერ მივლენ სტრელცოვთან ივანოვთან პონედელნიკთან ვორონინთან იაშინთან ჩერენკოვთან მესხთან მეტრეველთან ყიფიანთან გუცაევთან შენგელიასთან ძოძუაშვილთან მაჩაიძესთან ასათიანთან ხურცილავასთან გაბელიასთან ბლოხინთან ბელანოვთან ბურიაკთან მუნტიანთან ვერემეევთან ლიტოვჩენკოსთან პროტასოვთან ბესონოვთან მიხაილიჩენკოსთან ზავაროვთან დემიანენკოსთან კოლოტოვთან და ასე შემდეგ კიდე ბევრი არ ჩამოვწერე აქ. ვისაც ამ ხალხის თამაში ერთხელ მაინც უნახავს მწვანე მინდორზე ამაში დამერწმუნება.

• lasha

ნაკრების თAმაშზე აღარ დავდივარ ნერვებს ვუფრთხილდები ეხლა ეგ საცოდაობა მაყურებინეთ კიდე. ჯერ კორუპციას მიხედეთ მერე ბავშთა ფეხბურთს და გულშემატკივარს მერე მოთხოვეთ სტადიონზე სიარული.

• lashari

ტექსტებს დააკვირდით ყველას ერთი ა იგივეე სიტყვები რო უწერიათ ( აქ რატო შემოდიხარ მაშინ ! ლარიან ბილეთებს რო აკეთებ და ნარკომანი რო ხარ ! ) აქ მე გულისტკივილს კიარა ბოღმას ვხედავ ლიჟბი თბილისელზე რამით უკეთესი გამოვჩნდე აი ეს დამოკიდებულებააქვთ ამ ტექსტის ავტორებს

• vova

ესეთი დონის გუნდს ინგლისში 3 000 კაცი გულშემატკივრობს თუ FA თასზე გამოიჩენს თავს გულშემატკივრების რიცხვი იზრდება 300-400% წლევანდელი ლინკოლნი გაიხსენეთ არსენალმა რომ გამოაგდო თასიდან ეს დონის ფეხბურთი და ფეხბურთელები ლინკოლნს ვერასდროს ვერ მოუგებენ ცნობისთვის ლინკოლნი მე5 დივიზიიდან მე4 გადავიდა წელს

• გოგა

გია როცა ფეხბურთი "სამუშაოა" ფეხბურთელებისთვის და არა სანახაობა არავინ მოვა! ეგრე მეც ვმუშაობ ხელფასზე და მოდი მაშინ ჩემს ოფისთან თბილისელი კაცი თუ ხარ მიგულშემატკივრე და გამამხნევე გოგა! გოგა! გოგა! მარა რატო არ მოდიხარ იცი? სანახაობა არ დაგხვდება და იმიტო. და სანახაობა არც მე დამხვდება სტადიონზე და ვიღაცეების "მუშაობას" ვუყურო? ერთი თამაში რო ითამაშეთ კარგად იმას არ ნიშნავს რომ წარმოდგენებს დგამთ. აგერ მე და აგერ თქვენ, ვნახოთ რას იზამთ ევროტურნირებზე

• gia

ორი საათი რომ დავხარჯო ჩაწყობილი თამაშების ყურებაში? უხარისხო და ზარმაცი ფეხბურთელების, უხარისხო მინდორის? გამოხვალთ ევროტურნირებზე და ვნახავთ თუ ხართ ღირსი გულშემატკივრის. ჯერ ჯგუფური დადეთ და მერე გაგიჩნდეთ ამბიციები, რაც ვიარე მეყოფა თქვენც გაინძერით და მოგვანდომეთ მოსვლა ისევ.

• ზურიკო

ანაბრები დაუბრუნეთ ხალხს ანაბრები

• data

xalxis mosvla rom gindat stadionze, xarisxian fexburts unda tamashobdet, xarisxiani legionerebi unda chamoikvanot, minimum uefas jgufshi moxvedras mainz unda axerxebdes kartuli gundebi...amas ukve 25 telia ver axerxebt, sheazulet xalxs fexburti,((( albat aseti dabali donis chempionati aramz tu evropashi aramed aziashiz ar arsebobs...aiget magaliti mezobeli azerbaijanidan, kazaxetidan)))

რისთვის მოვიდეთ სტადიონზე ფეღბურთი რომ შეგვეზიზღოს?

• aburjga

კიდევ ერთი, რასაც თბილისელი გულშემატკივარი უყურებს ტელევიზორით, ბარსელონა, ბაიერნი, მანჩესტერი, იუვე და ა.შ. იმასვე უყურებს სამტრედიელი, ბათუმელი, საჩხერელი და ა.შ გულშემატკივარი. არა მგონია თბილისელებზე ნაკლებად ესმოდეთ ფეხბურთი. მაგრამ სტადიონზე მაინც დადიან იმიტომ, რომ მათთვის საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვება,პრესტიჟია, ინტერესია, საამაყოა... იმ ისტორიის ფონზე რაც იყო სსრკ-ს დროს თბილისელებისათვის კი რაა საქართველოს ჩემპიონატი, არც არაფერი. დაამარცხა დინამომ სამტრედია, მერე რა, დიდი ამბავი?! ასეთია თბილისელი გულშემატკივრის ისტორიული ხედვა და გემოვნება. ხოლო იმის სანახავად როგორ ეთამაშება სამტრედია დინამოს ტოლ-სწორად და უგებს კიდეც სამტრედიაში ყველა დიდიან, პატარიანად ყველა მიდის. ეს კანონზომიერი მოვლენაა. მაგრამ 3-4 წელი თუ ჩემპიონი გახდა რომელიმე პროვინციული გუნდი, მაშინ შეიძლება ეს სიტუაცია შეიცვალოს.

• aburjga

ცეცაძეც მართალია და ხალხიც! ფეხბურთი სანახობრივი და საინტერესო რომ იყოს აუცილებელია ხალხმა, გულშემატკივრებმა იარონ სტადიონზე. ზუსტად ასევე ხალხმა, გულშემატკივრებმა სტადიონზე რომ იარონ, ფეხბურთი უნდა იყოს სანახობრივი და საინტერესო!

• dudus

გაბალას ბიუჯეტი იკიტხე და მერე ვინებს მოუგოო ეგეც ილიტხე. რო გამოდიხარ პრტყელი სიტყვებიტ

• vova

ბარსელონა სევილიის თამაშზე სრულიად ამიერკავკასია რომ ჩამოვიდა და აავსო სტადიონი იმაზე მეტყველებს რომ კავკასიელებს ფეხბურთი ძალიან უყვართ

• kacharava ra bogma naxet

imis magivrad ro etqva magari tamashi iyovo da wlis matchio.. daiwyo mainc vajobet da movigeto ara batono kachara portuna tqvens mxares iyo shen sheni tavi martla treneri xoar gonia. ubralod kai bichebi yavs dinamos da tavisit tamashoben. aba shen ro treneri iyo dacvashi kiar chaajendi gunds meore taimshi

• 1,2,3,5,8...

ვისაც თამაშის ხარისხი მოგვწონს დავდივართ და როცა გააუმჯობესებთ მაყურებელიც მოგემატებათ.

• rato shemodixart aq tu pxb ar gindat

wadis mashin da abirjavet totalizatoris karebtan da lariani biletebi weret da uyuret avstriiis meore ligas... magit xart mainc mteli tbilisi dakavebuli.. tuar mogwont saertod nu shemodixart aq.. vuqomagot qartul pexburts. warmatebebi gias

• დუდუ

გაბალამ მოგიგოთ ორივეს. კიდევ ჩვენ უნდა შეგვრხვეს? ოღონდ ამასაც ჩვენ ნუ დაგვაბრალებთ ბატონო გია. ნერვები გვეშლება თქვენს გამო და ამიტომ არ დავდივართ. აგერ ბატონო მოდის ევროტურნირები და თქვენი თამაშით გასცემთ პასუხს რატომ არ დავდივართ

• კახა

ისევ გიას გაზრდილმა და განვითარებულმა მოუგო სამტრედიას. მაგას არავინ არ წერთ. არაბულის გარეშე 0 ია დინამო შედეგის მხვრივ, თორემ ისე ძალიან მაგარი ახლგაზრდები ყავთ. ბაჩო საუკეთესოა წელს, შარშან ზივზივაძე იყო.... წარმატება ქართულ ფეხბურთს !!!

• Temuri

ეჰ გია გია შენ მაგით ჭამ სვამ და ხელფასს გიხდიან მაგის გამო,მოკლედ მაგ მწვრთნელობა გაცხოვრებს,უბრალო ადამიანს კი რა ესაქმება ისეთ ჩამხობილ ფეხბურთზე სასიარულოდ როგორიც ქართული ფეხბურთია? ადამიანებს უამრავი თავის პირადი პრობლემები აქვთ და სტადიონზე ასეთი ადამიანი არ მოვა მანამ სანამ რაიმე საინტერესოს არ შესთავაზებ.იქნებ თვითონ ცეცაძეც მწვრთნელი რომ არ ყოფილიყო ასევე არ ეარა ეროვნული ჩემპიონატის საყურებლად...ადამიანი დროს რომ კარგავს და ფულს იხდის შესაბამისად რაღაც უნდა შესთავაზო და სთავაზობს კი რაიმეს საქართველოს ჩემპიონატი დღეს მაყურებელს?

• გივი

ვერ გავიგე რა უნდა ზოგიერთს , ქართული ფეხბურთი მიყვარსო და არც სტადიონზე დავდივარ და არც ტელევიზორში ვუყურებო, უყვარს კი ??? ზოგიც კიდე საჭმელიო რაოიონებში ხალხი უფრო გაჭირვებულად ცხოვრობს არც ეს არგუმენტი ვარგა, ზოგი კიდე სვარკის ყურება ჯობიაო- მერე მიდი და უყურე კა დაგემაღტოს იქნებ, ზოგიც კიდევ ღადაობს (გელა) . ჩვენთან ფეხბურთის ყურება და სიყვარული ბევრს ტოტალიზატორის კართან აყუდება ჰგონია (თან ისეთებს სულ ერთი გუნდი რო გაუსხამს) . ფეხბურთი თუ გტკივა და გიყვარს სტადიონზე უნდა მიხვიდე (თუ მისვლა შეგიძლია) და ვიღაცას უგულშემატკივრო (გული უნდა გტკიოდესო , ამას ნიშნავს). საკუთარი გლახა რომ უნდა გერჩივნოს ესეც არ დაავიწყდეს ვინმეს, იმოტომ რომ შენია !!! მოდით ხალხო სტადიონზე და თუ ხარისხიან ფეხბურთს ვერ უყურებ იმას მაინ ხომ გააკეთებ რომ ხან აყვირდები, ხან დაუსტვენ და მიხვდება ის ფეხბურთელიც რომ სადღაც შეეშალა, ეცდება გამოსწოროს. და თუ არ გაინტერესებთ მაშინ ამ პოსტების წერაზე რაღას იკლავთ თავს და აქილიკებთ ფეხბურთში (ავად თუ კარგად ) ჩახედულ ხალხს

• Gela

განზე გაგიყვან

• toma

არა ბიძიებო სტადიონზე სიარული რად გვინდა კაი.... ამზე არ ჯობია ფიქრი.

• Gugas

Ganzec gadi da imis ikitac. Cota zrdilobas mouxme!

• roma

მე ძალიან მიყვარს სპორტი,განსაკუთრებით სპორტის N1 სახეობა ,მისი უდიდესებულება ფეხბურთი,სპორტის ამ სახეობას ვესცერთი სახეობა ვერ შეედრება,ეს აქსიომაა.სპორტის ვერც ერთი სახეობა ვერ იძლევა,ისეთ ემოციებს და სიხარულს,როგორსაც იძლევა ფეხბურთი,დამერწმუნეთ ესეც აქსიომაა,მე პირადად ის გულშემატკივარი ვარ,რომელიც სტადიონზე ძალიან ხშირად დავდიოდი,მე უყურებდი ფეხბურთის ისეთ ოსტატებს(როგორც მსოფლიო დონის,ისე საბჭოთა კავშირის დონის),როგორებიც იყვნენ:გივი ჩოხელი,სლავა მეტრეველი,მიხაილ მესხი,მურთაზ ხურცილავა,შოთა იამანიძე,სერგო კოტრიკაძე,გივი ნოდია,მანუჩარ მაჩაიძე,კახი ასათიანი,რეზო ძოძუაშვილი,დავით ყიფიანი,ალექსანდრე ჩივაძე,შოთა ხინჩაგაშვილი,რამაზ შენგელია,ვლადიმერ გუცაევი,თენგის სულაქველიძე,ვიტალი დარასელია,ოთარ გაბელია და კიდევ უამრავ სხვა ფეხბურთელს,რომლებიც ასევე მოხსენიების ღირსნი არიან,აი ჩემო საყვარელო ცეცაძევ ამ დონის ფეხბურთელების საყურებლად,რომ არ მიხვალ,კი ბატონო ეს არის დიდი სირცხვილი,ხოლო,რასაც თქვენ და თქვენისთანები ითხოვთ,ეს მართლაც დიდი სირცხვილია,არაფლის მაქნისი მწვრთნელები,არაფლის მაქნისი ფედერაცია და არაფლის მაქნისი ფეხბურთელები,აი ვის ეკუთვნის თქვენი "სირცხვილი",თქვენ კი მისამართი შეგეშალათ და საყვედურს არასწორ მისამართს აძლევთ,ხალხი ბრძენია და მათ ვეღარ შეიყვანთ შეცდომაში ამ თქვენი ეპიზოდური მატჩებით,ჯერ გააუმჯობესეთ ფეხბურთის ხარისხი,ააშენეთ ნორმალური სტადიონები და ბაზები და მერე მოითხოვეთ ხალხისგან სტადიონზე მოსვლა,წინააღმდეგ შემთხვევაში ამის იმედი ნუ გექნებათ,რაც შეეხება რეგიონებში ხალხის სტადიონზე სიარულს,ეს ნამდვილად ასეა,მაგრამ იქ არა თქვენი და თქვენი ფეხბურთელები ხიბლავენ მათ,არა უბრალოდ რეგიონები ისეა ჩამკვდარი,რომ სტადიონზე წასვლის მეტი იქ არაფერი ხდება სასიამოვნო,ასევე არ შემიძლია არ ავღნიშნო ერთი,რამ რის გარეშე სიმართლე ნახევრად თქმული გამოვა,მე მახსოვს ასვე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატთან ერთად,როგორი საინტერესო იყო დინამოს მონაწილეობა ევროტურნირებზე,მე თავად ვარ ამის შემსწრე და მნახველი,არცერთი ქვეყნის ჩემპიონატი არ იქნება საინტერესო,თუ ამ ქვეყნების კლუბები მონაწილეობას არ იღებენ ევროტურნირებზე და წარმატებით,ასევე ესეც გასათვალიწინებელია,ასე,რომ ცარიელ სტადიონებს ხალხს ნუ დააბრალებთ,ჩახედეთ თვალებში საკუთარ კომპენტენციას და ამ სფეროში მოღვაწე ამ ბოლო 30 წელიწადში მოღვაწე ადამიანების კომპენტენციას და გამოიტანეთ სწორი დასკვნები.

• დათო

სირცხვილი ფეხბურთელებს, სტადიონზე თამაში რომ გეზარებათ!

• gaga

რაიყო გულზე მოგხვდატ ტბილისლებოო... აბირჯავეტ და ...იკეტეტ აბა და ლარიანი ბილეტები წერეტ...

• sopo

ვინც პატივს არ ცემს საკუტარი ქალაქის გუნდს ისინი ყველანი მოგალატეებია და ყველაპრის მკადრებლებიი... ბოდისჰიტ რეალი და ბარსა ვერ იქნება ყველაა... დარწმუნებული ვარ ასეტი ხალხი რეალს უქომაგებს დინამოსტან დაპირიპირებასჰიი... ხალხო პატივი ვცჰეტ ქარტულ პეხბურტს.. წარმატებები ცეცადზეს

• luka

სირცხვილი ისაა ფეხბურთის ფედერაცია კიდე რო არსებობს!!! სასწრაფოდ გასაუქმებელია და სხვა წარმატებულ სპორტის სახეობებზე ეგ თანხა გადასანაწილებელი! ვისაც ფეხბურთის თამაში უსწორდება ის ისედაც გააგორებს ბურთს, რატო უნდა ყრიდეს გაღარიბებული ხალხი ათეულობით მილიონს ამათი სიმახინჯის დასაფინანსებლად? ან რა ლოგიკაა მე უნდ ამივიდე სტადიონზე გადავიხადო ფული, და ამ კაცმა მწვრთნელმა მაღალი ხელფასი უნდა აიღოს:))))) რაში?:))))

• სოსო

მშვენიერი თამაში გამოვიდა,საკმაოდ ტემპიანიც.დინამო ომსახურებდა გამარჯვებას,მაგრამ სამტრედია არ იმსახურებდა დამარცხებას,მართლა შემეცოდა.ეს თამაში გაცილებით უკეთესი სანახავი იქნებოდა კომპაქტურ,ხალხით გავსებულ სტადიონზე.თამაშში ჟინიც იყო,ბრძოლაც, სისწრაფეც,მომენტებიც,გოლებიც.აკლდა მხოლოდ კლასი და შესაბამისად მომენტების გამოყენება.თუ ყურადღებას აქცევთ,ასეთი დაძაბული,სწრაფი,სანახაობრივი თამაშები ჩვენს ჩემპიონატში საგრძნობლად მომრავლდა,ნიჭიერი ახალგზრდებიც გამოჩნდნენ,საკმაოდ კარგი ლეგიონერებიც,ქართველი ლეგიონერებიც შიგა და შიგ ბრუნდებიან,ეს იმედს გვაძლევს,რომ სანახაობაც გაუმჯობესდება და მაყურებელიც მობრუნდება სტადიონზე,ახლა ასე რომ აქილიკებენ,ისინიც.მთავარია იყოს კარგი სანახაობა და რაღაც შედეგი ევროსარბიელზე,მანამდე კი მიჰხედეთ სათამაშო მოედნებს ასაშენებელ სტადიონებს.

• გიორგი

ზუსტადაც საქართველოს ფეხბურთს გულშემატკივრების მხრივ რეგიონები აცოცხლებს! ქუთაისში და ბათუმში მატჩებზე ბევრად მეტი დასწრებაა ვიდრე დედაქალაქში. ეს ხალხი რეგიონებში კმაყოფილია მაჩტებით და ყველა თამაშზე ბევრი ხალხია. მიზეზს თუ ეძებთ თბილისლები ეს არასდროს დაგელევათ

• GENACVALE GIA

dacinit qartul pexburts da mere aq shemodixart da uazro komentarebs isvrit.. visac qartuli pexburtis yurabas ar kadrulobs imas arc samshoblo uyvars da aravin.. pinetis da norvegiis chempionats xo uyurebt da larian biletebs xo baleshikobt.. riti chamouvardeba dinamo da samtredia pinetis, norvegiis ligas.. tuar mogwont saertod nu shemodixart am saitze.. gaumarjos qartul pexburts jer sheni qveynis gundi unda daapaso da mere unda ilaparako sxvaze

• zura

სტადიონზე მისვლა კი არ გვეზარება ..., ფეხბურთის თამაში ისწავლეთ ჯერ და მერე ხალხიც მოვა. მაზოხისტი კი არა ვარ ამ ბალერინების ბურთაობას ვუყურო, ფეხბურთს შეგაზიზღებენ ეს ჩლუნგები

• zaza

zestafonhi tu dadioda xalxi mitom ar daukarges gunds simartle. mockinda xalxs ertidaigive tkuili sadac xalxi dadioda cakalit fegburti axla xalxs edzebt daelodet movlen

• kai bichi

sadaz xalxi dadis fexburtis sanaxavad imat stadioni araa aakvt, tbilishi rat undat stadioni 100 kazi ar dadis fexburtis sanaxavad?! fifiam kidev avashenebo, ikneb romelime regions daexmaros da ik aashenos, bolos da bolos tavisi gundi chava satamashod da kisers ar moitexen!

• Vasili

მართალია გია, არ არის მაღალი დონე რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი მისვლა რო წაეხმარება დონის ამაღლებას ორი აზრი არააა,/ გუშინ რო მისულიყო 30000 კაცი, სულ სხვა ატმოსფერო იქნებოდა...

• ზაზა

მე ვესწრები თითქმის ყველა თამაშს თბილისში,მაგრამ ასე მოხსენიება ხალხის მიუღებელია!იქნებ 26 წლის მანძილზე დამოუკიდებლობის,რამე უმნიშვნელო წარმატება გამხსენოთ?მხოლოდ სამარცხვინო შედეგები(((პ.ს.ბიუჯეტიდან მუქთაზე ,რომ ჭამთ,ის ხალხის ფულია

• guga

Gela-ს. გადი რა განზე. გიას ეს წუხილი ჩემთვის გასაგებია და ვეთანხმები. შენ კი ჩემო კარგო, ფეხბურთთან არაფერი გესაქმება. ისე, როგორ შეაფასებდი გუშინდელ თამაშს? არ მოგეწონა??? თუ არც კი გინახავს.

• haha

ამ გაზეთში გუშინწინ ჰოლანდიელმა განაცხადა თქვენი ჩემპიონატი ჰოლანდიის მეორე ლიგის დონის არისო. საინტერესოა ჰოლანდიის მეორე ლიგაში რამდენი კაცი დადის სტადიონზე???

• მე

სირცხვილი თქვენ თამაში რო გეზარებათ!!!!

• tamazino

რისი პატრონი ლაპარაკობ მაგას? ხალხს ესლება ეტყობა ფეხბურთი და იმიტომ არა? მთელი ცხოვრება ფეხბურთში ვარ და ფეხბურთი ჩემი გულის ნაწილია, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატზე არათუ დავდივარ, ტელევიზორშიც კი არ ვუყურებ, რახან დაძაბულია, მაღალ კლასს ნიშნავს? კარგი რა გია!

• burusa

ორ გადაბმულ პასს ვერ აკეთებენ და სვარკის სანახავად ვერ წამოვალ!

• ioseb

დინამოს უნდა ქონდეს 7-8 ათასიანი სტადიონი და ხალხიც ნელ ნელა მიეჩვევა სიარულს, მანდ 5 ათასი კაციც რომ მივიდეს მაინც ისეტი მუხტი ვერ იქნება იმედია კარგად გამიგეთ რასაც ვამბობ... ფიფიას აქვს მე როგორც ვიცი ეს გეგმაში და იმედია მალე გააკეტებს ასეთ სტადიონს

• ზურიკო

ღადაობ გია? ხალხი მშიერია რა თამაში

• tamazino

რისი პატრონი ლაპარაკობ მაგას? ხალხს ესლება ეტყობა ფეხბურთი და იმიტომ არა? მთელი ცხოვრება ფეხბურთში ვარ და ფეხბურთი ჩემი გულის ნაწილია, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატზე არათუ დავდივარ, ტელევიზორშიც კი არ ვუყურებ, რახან დაძაბულია, მაღალ კლასს ნიშნავს? კარგი რა გია!

• გიოსვანი

ნაწილობრივ მართალია ცეცაძე, ყველა ბარსას და რეალის დონეზე ვერ თამაშობს, მაგალითისთვის საშვალო ევროპული ლიგების რანგით მეორე ლიგების სტადიონებიც კი ივსება რომლებსაც დინამო და სამტრედია უშანსოდ მოუგებენ, მაგრამ იქ საკუთარი ქალაქის და გუნდის გულშემატკივრობის კულტურა არსებობს და მოქალაქეობრივი კულტურაც მაღალია, აქ ჩვენთან მოწევა დალევა და ნარკოტიკების მიღების კულტურაა განვითარებული მაღალ დონეზე.

• რეზო

მთაწმინდაზე დაბადება თბილისელობას არ ნიშნავს.თბილისელობა ცხოვრების წესია!ბევრი მსგავსი თამაში თუ იქნება მაყურებელი აუცილებლად მოვა სტადიონზე.

• tarosochi

Марталс амбобс каци,тквен ки ар могцонт ам, кацис ситквеби, ту ар Арис мартали машин рад шемодихарт ам саитзе да рад интересдебит ангаришебит? Висац ар унда картули пехбурти ис арц интересдеба картули пехбуртит, тквен интересдебит да ар дадихар уметесоба, оридан ерти шеидзлеба сашуалеба ар гаквт да мартла вер гагамткунебс каци, ан мартла сизармацеа

• sioni

მაგარი ხარ ცეცა კაჭარავას ბიჭები ყავს მაგარი თვითონ აზრზე არაა რა მოგებასაც იმსახურებდა მანაც კარგად იცის.

• საბა

რას ვუყუროთ რო მოვიდეთ? ამათ მგონი მართლა ფეხბურთელები ჰგონიათ თავი :დ ლიგის და უეფას პლეიოფებში ჩამოვა ფაქთახორი, გადაგვივლის და წავა.

• იონა

ნეტაი თქვენ რა

• Gela

აბა რა, სირცხვილი ჩვენ, ხალხს, ასეთ მაგარ ჩემპიონატზე, ასეთ საოცარ სანახაობაზე, ტყავის ბურთის ასეთი ჯადოქრების სანახავად რომ არ დავდივართ. მოკლედ, სამარცხვინო ხალხი ვართ თბილისელები! ჩვენ სირცხვილი, აბა რა, აბა მწვრთნელებს, ფეხბურთელებს, ფედერაციას და სამინისტროს ხო არა! ეს ჩვენ ვართ სამარცხვინოები)) თქვენ არა)))

• kika

მართალია ცეცაძე ცოტა ხალხმაც უნდა შევუწყოთ ხელი ჩემპიონატის დონის ამაღლებას. ხალხმაც უნდა მოვინდამოთ თორემ ჩვენ გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს. უცხოპლანეტელების იმედად ნუ ვიქნებით.

• cecadze nomer pirveli treneri

გია მალადეც მაგარი კაცი ხარ.. გუსჰინ ულამაზესი თამაში იყო... წარმატებები.. კაჩარავა აზე არა უბრალოდ მაგარი ტაობა ყავს..

სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში

ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები

"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

დინამო(თბ)-სამტრედია 3:2 - ლამაზი დრამა, რომელსაც მაყურებელი აკლდა [VIDEO]

დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა

"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა

ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]

თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა

"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა

ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]

გია ცეცაძე "თელავის" მწვრთნელად დანიშნეს

კახა კაჭარავა: უიმედოდ ყოფნას ჯობია, გუნდიდან წავიდე...

34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება

"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს

"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა

ეროვნული ლიგა. V ტური. "დინამო" (თბ) - "გარეჯი" [LIVE]

ცხინვალის "სპარტაკი" თურქულ შეკრებაზე სერბულ "რადნიჩკის" გაეჯიბრა

ეროვნული ლიგა. IV ტური. "თელავი" - "დინამო" (თბ) [LIVE]

"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა

დინამო (თბ)-კოლხეთი 1:0 - დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად... [VIDEO]

"დილამ" სტუმრად "ტორპედოს" მოუგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა

"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]

"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს