საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. XV ტური
იმერული დერბი ძალიან დაძაბული გამოდგა. "დავით აბაშიძეზე" ნამდვილი საფეხბურთო გარემო იყო. შეხვედრას 2000-მდე მაყურებელი დაესწრო. ფეხბურთელებმაც არ გააწბილეს გულშემატკივარი და პირველიდან ბოლო წუთამდე ქართული რეალობისთვის ძალიან კარგი მატჩი გვიჩვენეს.

თავიდანვე ვთქვათ, რომ შეხვედრის საბოლოო შედეგი კანონზომიერი იყო. "ტორპედომ" უკეთესად ითამაშა და უფრო მეტი სახიფათო მომენტი შექმნა. რაც მთავარია, კახა ჩხეტიანის გუნდს, საქართველოს მოქმედი ჩემპიონისგან განსხვავებით, წამითაც არ დაუკარგავს კონცენტრაცია და ეს საბოლოო ჯამში დაუფასდა კიდეც.

ზემოთ კონცენტრაცია ტყუილად როდი ვახსენეთ. გია ცეცაძის გუნდს პირველი ტაიმის განმავლობაში ის ორჯერ დაეკარგა და "ტორპედომ" ეს საჩუქარი ორივეჯერ მშვენივრად შეირგო.

პირველ ეპიზოდში უპატიებლად შეცდნენ პირობითი სტუმრის მცველები. ისე მოხდა, რომ გამოცდილმა შოთა ბაბუნაშვილმა აუღელვებლად გაიტანა. იქამდე იყო კიდევ ერთი შეცდომა და, ზოგადად, ჩანს, რომ საქართველოს ჩემპიონის დაცვაში ბევრი პრობლემაა.

ძალიან კარგია და მისასალმებელი, რომ ცეცაძის გაწვრთნილი "სამტრედია" თავის გეზს არ ღალატობს და ყველა მეტოქესთან "პირველ ნომრად" ცდილობს თამაშს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპამდე, განსაკუთრებით დაცვის ხაზს, აუცილებლად სჭირდება გაძლიერება.

მეორე გოლისას "სამტრედიის" მცველებმა და მეკარემ ერთხელაც დაკარგეს კონცენტრაცია, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა და იმდენად გამოსარჩევი, რომ ცალკე ქვეთავს იმსახურებს ჩვენს წერილში.

დეჟავუ

გეხსომებათ, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის წინა ტურის შეხვედრაში გრიგოლ დოლიძემ პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა და ასე მოხდა ამჯერადაც. ეგაა, სტადიონზე არა და, ეროვნული ლიგის ოფიციალურ საიტზე ავტოგოლი თეიმურაზ მარკოზაშვილს მიაწერეს. ჩვენც ნუ დავარღვევთ ოფიციალურ ქრონოლოგიას.

ისე კი, ჩავთვალოთ, რომ დოლიძემ პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია. თუ იყო შეხება, ისიც - უმნიშვნელო.

საერთოდაც, დოლიძე შესანიშნავ ფორმაშია. ხატოვნად რომ დავწეროთ, მეორე ახალგაზრდობას განიცდის და პრაქტიკულად შეუჩერებელია. გუშინაც მან პირდაპირ გააწამა "სამტრედიის" მცველები და მასზე არაერთხელ დაირღვა თამაშის წესი.

გაძევება რომ არა...

მატჩის მეორე ტაიმის შუაწელიდან "სამტრედიამ" თითქოს იპოვა თავისი თამაში და გაიბრძოლა კიდეც. ეს ბრძოლა ალბათ უფრო ფიცხელიც იქნებოდა, გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, გიული მანჯგალაძეს, წითელი ბარათი რომ არ მიეღო.

არადა, იმ ეპიზოდში მანჯგალაძეს ნამდვილად შეეძლო გაძევებისთვის თავის არიდება. როგორც ჩანს, მას წამით დაავიწყდა, რომ ყვითელი უკვე ჰქონდა.

"სამტრედია" იოლად არ დანებებულა. მატჩისთვის დამატებულ დროში გიორგი ბერიაშვილმა ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ ცეცაძის ბიჭებმა მეტი ვეღარაფერი მოასწრეს.

მატჩის სტენოგრამა

10' - თორნიკე კაპანაძემ სამტრედიელ მცველს მოპარა ბურთი, მიგინეიშვილთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ოდნავ ააცილა მიზანს.

12' - გოლი! სამტრედიელ უკანახაზელთა მორიგი შეცდომა. ამჯერად შოთა ბაბუნაშვილი გავიდა მეკარესთან პირისპირ და შანსი ხელიდან აღარ გაუშვა.

20' - ბექა ტუღუშის სახიფათო დარტყმა. მიგინეიშვილი ადგილზეა.

25' - დავით ჯიქიას დარტყმული სცდება ქუთაისელთა კარს.

33' - მჭედლიშვილის დარტყმა. კვასხვაძე დამაჯერებელია.

38' - კაპანაძემ წამით დააგვიანა ბურთზე "ჩაწოლა", თორემ გოლი გარდაუვალი იყო.

45' - გოლი! დოლიძე კუთხურიდან კარში ახვევს ბურთს. არ ჩანს, არის თუ არა მცირე რიკოშეტი. ფაქტია, მან გამიზნულად გააკეთა ყველაფერი.

59' - "სამტრედიის" კარგი მომენტი. გიული მანჯგალაძის ჩაწოდების შემდეგ ჩაგელიშვილმა ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა.

65' - დოლიძე-ტუღუშის შესანიშნავი კომბინაცია კინაღამ გოლით დასრულდა.

80' - რაჟამაშვილის კარგი ჩაწოდება და ბურთს ადგილზე ხვდება კვასხვაძე.

85' - ტუღუშის მორიგი კარგი პასის შემდეგ საღრიშვილმა ვერ გაიტანა.

87' - დოლიძემ შორეულ კუთხეს დაუმიზნა და ვერ შეაგდო.

90' - გოლი! გიორგი ბერიაშვილი სტანდარტული სიტუაციიდან ამცირებს ანგარიშში სხვაობას.

ეროვნული ლიგა. XV ტური

28.05. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"

ტორპედო-სამტრედია 2:1

გოლები: 1:0 ბაბუნაშვილი (12), 2:0 მარკოზაშვილი (43-საკ. კარში), 2:1 ბერიაშვილი (90)

ტორპედო (4-5-1): კვასხვაძე - ტაბატაძე, ჭიჭინაძე, გურული, ხურცილავა - დოლიძე, ბაბუნაშვილი (61. მამასახლისი), გიგაური, კუხიანიძე, ტუღუში (80. საღრიშვილი) - კაპანაძე (68. საბანაძე).

სათადარიგოები: ქვილითაია, ადამაძე, ბურჯანაძე, კუჭუხიძე

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

სამტრედია (4-4-1-1): მიგინეიშვილი - მთივლიშვილი (77. ახალაძე), სანდოხაძე, კასრაძე, მჭედლიშვილი - რაჟამაშვილი, გ. მანჯგალაძე, დათუნაიშვილი, მარკოზაშვილი (46. ჩაგელიშვილი) - ჯიქია (59. ბელოვი) - ბერიაშვილი.

სათადარიგოები: დაუშვილი, გოგიაშვილი, სამუშია, ბურკაძე

მწვრთნელი: გია ცეცაძე

გაფრთხილება: გ. მანჯგალაძე (35), ჯიქია (48), ჭიჭინაძე (50), ხურცილავა (90)

გაძევება: მანჯგალაძე (73)

არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.

ბომბარდირები

ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11

ბ. არაბული (დინამო თბ) 9

მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8

მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 8

დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 8.

მომდევნო ტური

1 ივნისი, ხუთშაბათი

შუქურა-დინამო (თბ) 17:30

დინამო (ბთ)-საბურთალო 20:00

2 ივნისი. პარასკევი

სამტრედია-კოლხეთი 17:30

ჩიხურა-ტორპედო 17:30

დილა-ლოკომოტივი 19:30.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vai sacodavebo
ცეცაძემ უძლიერესი გუნდი შეკრა. ეს გუნდი თავის ძLიერი მწვრთნელიანად გაზის კამერაში უნდა მოათავსო. ცეცაძე ჯერ უნდა დახვრიტო პირველ რიგში.
odala
ბურთი დაშვებული იყო? სად ურტყამდნენ მასტები ზევით?
Mandela
ჯანგო შენნაირებს კიდევ ბევრჯერ გაგამწარებთ ტორპედო დარმუნებული იყავი ;) ლოკომოტივს და საბურთალოს რო შეადარებ ტორპედოს უბრალოდ რა დონის ... უნდა იყო პროსტა. ყველაზე გამოცდილი გუნდია ტორპედო გრძელი სათადარიგო სკამით და ლოკომოტივს და საბურთალოს კალიბრში დინამო უფრო გადის შე უტვინო და კიდევ ბევრჯერ წაინტროვენ წელს ცხვირს თბილისური 'ახალგაზრდული' გუნდები. შენი პოზიცია კი უბრალოდ ტორპედოზე გაბოროტებული კაცის პოზიცია რომელსაც შურს ყველაზე მაგარი გუნდის გამოსვლა
Jango
ცხადია რომ ტორპედო კარგად გამოიყურება, ამის გარდა მისი სიძლიერე იყო სამტრედიის სისუსტის ფონზე იმით განპირობებული რომ მწვრთნელს კლუბი აერია და ვერ ახერხებს დალაგებას. ცხადზე ცხადია რომ, ტორპედო წელს ჩემპიონი ვერ გახდება მიზეზთა გამო 1) ის ისევე გადაიწვება როგორც საბურთალო და ლოკომოტივი 2) მას მეტად გაძლიერება არ შეუძლია 3) მისი სათამაშო ტაქტიკა თანდათან ხდება როგორც ადვილად დასაძლევი ასევე მოუქნელი. ჯამში ეს ამ კლუბს ისევ გადაისვრის 4-6 ადგილებისათვსი მებრძოლთა რიგებში უკევ მესამე წრიდან. მტავაირა ახლა რომ ამათმა ევროპალიგაზე 1-2 ეტაპი მაინც გაიარონ,რისი ძალიან მოხარულიც ვიქნები. რაც შეეხება სამტრედიას, ვნახოთ რითი გაძლიერდებიან ისინი უახლოეს დღეებში და ჩემპიონთა ლიგიდან პირველსავე ეტაპიდან გამოყუნცულების შემდეგ როგორ მიხედავენ საჩემპიონატო პრობლემებს. შემდგე ტურში ტორპედოს გარანტირებული აქვს დამარცხება ჩიხურასთან,ასევე მძიმე მატჩი ელის დინამოს ქობულეთში გამარჯვების გემო ნაწვნევ შუქურასთან, ხოლოდ სამტრედიაში სამტრედიას კოლხეთის დამარცხება გაუჭირდება , მაგრამ მაინც შეიძლებს. ჩიხურაას, შუქურას და სამტრედიას ვუსურვებ გამარჯვებას შემდეგ ტურში.
guaduaaa chorikana sadaxar
guadua ici ras getyvi tavii daanebe chasaprebebs.. mashin sad iyavi samtredia tamashs tamashze ro igebdaa.. aa elodebi samtrediiis wagebas xoo... sheni saqme araa cecadzis wasvla ar wasvlaa da shen saqmes mixede ro choraob aq... dausaqmebeli darchi etyoba da gadakidebuli xar samtrediaze
ქუთაისელი
თბილისის დინამოს მოუგეთ, რა..
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
"სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა - დავითაშვილმა ტრავმა მიიღო
[VIDEO] პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია!
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"
[VIDEO] ლოჩოშვილი გერმანიაში ბრწყინავს - მისმა გოლმა კაცნაკლული "ნიურნბერგი" "პადერბორნთან" მარცხისგან ვერ იხსნა
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
პარიზის გრან-სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბათუმის "დინამოსთან" "ტორპედოს" შოთა ბაბუნაშვილი უხელმძღვანელებს
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
გიორგი ბერიაშვილმა პორტუგალიის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
წლის შემაჯამებელ ტურნირზე საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით მიემგზავრება
შოთა ბაბუნაშვილის გამოსამშვიდობებელ მატჩში მონაწილეობას კობიაშვილი და იაშვილიც მიიღებენ
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"ტორპედომ" გრიგოლ დოლიძეს კონტრაქტი გაუგრძელა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
"ტორპედოს" ამბები: დოლიძე არ იქნება, დაფე და ტრანსლაცია - კი [VIDEO]
ტატო გრიგალაშვილი პარიზის გრანდ სლემის ფინალშია, მაისურაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
"ლუიშ ნანი ქუთაისი "ტორპედოში" გადმოსვლაზე თანახმა იყო, თუმცა..." - კლუბის პრეზიდენტმა დეტალებზე ისაუბრა
ეროვნული ლიგის XIV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
ქუთაისში შოთა ბაბუნაშვილის გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
"ლეგენდის სამარცხვინო გაცილება!" - სოციალურ ქსელში ბაბუნაშვილის მატჩზე საუბრობენ
გრიგოლ დოლიძე წყალტუბოს "სამგურალში" გადავიდა
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
19 ოქტომბერს შოთა ბაბუნაშვილის გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართება
ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს
გრიგოლ დოლიძემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
ტორპედო VS ვიკინგური - საჭიროა დამაჯერებელი გამარჯვება, კითხვების გარეშე
ძიუდო. ბუდაპეშტის გრან პრი: ღვინიაშვილი და ზაალიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ