ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

U20. საქართველო-არგენტინა 26:37 - ვიბრძოლეთ, ვითამაშეთ, დავმარცხდით [VIDEO]

U20. საქართველო-არგენტინა 26:37 - ვიბრძოლეთ, ვითამაშეთ, დავმარცხდით [VIDEO]

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი. ჯგუფური ეტაპი. I ტური
31 მაისს, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ მატჩში არგენტინელი თანატოლების წინააღმდეგ ითამაშა და დაძაბულ ორთაბრძოლაში 26:37 დამარცხდა.

არგენტინის ნაკრები შარშან მანჩესტერში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელია. ცხადია, ეს ფაქტი თავისთავად მეტყველებს, რა დონის გუნდთან ჰქონდათ საქმე "უმცროს ბორჯღალოსნებს". სამრეთამერიკელებს, ცხადია, წლევანდელ ტურნირზეც სერიოზული მიზნები აქვთ.

მით უფრო სასიამოვნოა, რომ ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს ტოლი თუნდაც ბრძოლის ჟინში არ დაუდეს. მეტიც, რამდენიმე მათი დერეფანიც მოიგეს. საკუთარ შერკინებაში კი მუდმივად უპირატესობა ჰქონდათ და არც არგენტინელების შერკინებისას აძლევდნენ მოწინააღმდეგეს ბურთის იოლად გატანის საშუალებას.

"პუმიტასის" ძლიერი მხარეები ცნობილია. დიდი ფიზიკური ძალა, სისწრაფე, რაკში შესანიშნავი თამაში, გადაწყვეტილებების სწრაფად და, რაც მთავარია, სწორად მიღება. ამ კომპონენტებში "უმცროსი ბორჯღალოსნები" მეტოქეს ჩამორჩებოდნენ.

ძნელია ვინმეს გამოყოფა, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ შეხვედრაში ჩვენი გუნდის ცხრა ნომერმა გელა აფრასიძემ სრულად გაამართლა მასზე ჩემპიონატის წინ გაცემული ავანსი. ის მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მის მიერ კარში დარტყმულმა ყველა ბურთმა მიზანს უწია. ერთი საჯარიმო გელამ სულაც 55 მეტრიდან გაიტანა, ერთიც ზედ ცენტრიდან (50 მეტრი).

არაფერი გაუფუჭებია და თამაშს შეძლებისდაგვარად გეზავდა 17 წლის თედო აბჟანდაძე. აშკარად ჩანს, რომ მას მეტი შეუძლია.

ცხადია, ახლა ადვილია თქმა, რომ არა ის ელემენტარული შეცდომები დაცვაში, ანგარიში სულ სხვა იქნებოდაო. ფაქტია, რომ შეცდომას მეტოქის კარგი თამაში თუ დაგაშვებინებს. არგენტინის ნაკრები კი კარგი რაგბის მოთამაშე გუნდია.

შესაქებია ჩვენი ბიჭების მონდომება. მეორე ტაიმი "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა", უმეტესწილად, მეტოქის მოედნის ნახევარზე გაატარეს. ორი ლელოც გაიტანეს, მაგრამ გამარჯვება მაინც არგენტინას დარჩა, რომელმაც მატჩში ხუთი ლელო მიითვალა.

ჩვენი ბიჭებიდან თითო ლელო შეცვლაზე შესულების, გიორგი კვესელაძისა და უშანგი ჭეიშვილის ანგარიშზეა.

აფრასიძემ ოთხი საჯარიმო და ერთი გარდასახვა გაიტანა. ერთი ლელო კი ასევე შეცვლაზე შესულმა გიორგი გოგოლაძემ გარდასახა.

წუთი წუთში

მე-2 წუთი: დაინიშნა პირველი საჯარიმო საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ.

მე-3 წუთი: მოვიგეთ პირველი საკუთარი დერეფანი.

მე-6 წუთი: საქართველოს ნაკრების ცხრა ნომერმა გელა აფრასიძემ საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა - 3:0.

მე-8 წუთი: არგენტინელებმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს და მარჯვენა ფრთაზე მარკოს კრემერმა ლელო გაიტანა. გარდასახვა ვერ გაიტანეს - 5:3.

მე-11 წუთი: დაინიშნა პირველი შერკინება.

მე-13 წუთი: არგენტინის ნაკრებმა დერეფანი სუფთად მოიგო, მოლი ააგორა და ჩათვლის მოედანში შეაღწია. გარდასახვა ამჯერადაც ვერ გამოიყენეს - 10:3.

მე-19 წუთი: აფრასიძემ საჯარიმოს დარტყმა 55 მეტრიდან გადაწყვიტა და არც შემცდარა - 6:10.

26-ე წუთი: არგენტინელებმა საკუთარი შერკინება ისევ მოიგეს, სწრაფად შეუტიეს და რვა ნომერმა სანტიაგო რუისმა გაიტანა. მგეზავმა ტომას ალბორნოსმა ამჯერად გარდასახა - 17:6.

34-ე წუთი: აფრასიძემ საჯარიმოდან გაიტანა - 9:17.

38-ე წუთი: აფრასიძემ საჯარიმო ამჯერად 50 მეტრიდან დაარტყა და ანგარიშში სხვაობა ხუთ ქულამდე შეამცირა - 12:17.

44-ე წუთი: ალბორნოსმა საჯარიმოთი კიდევ უფრო დააწინაურა არგენტინელები - 20:12.

47-ე წუთი: თავი ისევ ალბორნოსმა გამოიჩინა. მან მორიგი საჯარიმო დაარტყა ზუსტად - 23:12.

62-ე წუთი: არგენტინელებმა ისევ მოლით სცადეს შეტევა, მაგრამ შეფერხდნენ. თუმცა, ცხრა ნომერი მატიას საუსე მოლს მოწყდა და ლელო გაიტანა. ალბორნოსმა გარდასახა - 30:12.

67-ე წუთი: საქართველოს ნაკრებმა ხანგრძლივი, მრავალფაზიანი შეტევა განახორციელა და ლელო არგენტინელებს შეცვლაზე შესულმა გიორგი კვესელაძემ გაუტანა. აფრასიძემ გარდასახა - 19:30.

69-ე წუთი: არგენტინელებმა საპასუხო შეტევა განახორციელეს და ანგარიშში სხვაობა ისევ აღადგინეს - 37:19.

71-ე წუთი: "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მარჯვენა ფრთაზე დერეფნიდან მოლი ააგორეს და ლელო შეცვლაზე შესულმა უშანგი ჭეიშვილმა გაიტანა. გარდასახვა გიორგი გოგოლაძემ დაარტყა ზუსტად - 26:37.

მატჩის შემდეგ

- ილია მაისურაძე: არგენტინასთან მატჩი ჩვენთვის ბევრი სიკეთის მომტანი იქნება

- ილია სპანდერაშვილი: არგენტინასთან თამაშს დღესვე დავივიწყებთ

U20. მსოფლიოს ჩემპიონატი. C ჯგუფი. I ტური

საქართველო-არგენტინა 26:37

საქართველო (15-9) მოდებაძე, მიმინოშვილი, გავაშელიშვილი, წიკლაური, მესხი, აბჟანდაძე (გოგოლაძე 60), აფრასიძე (დვალიშვილი 71). (1-8) გოგიჩაიშვილი (ჭეიშვილი 50), ლ.პაპიძე (ზამთარაძე 69), ტაბიძე (გ.პაპიძე 50, ტაბიძე 67), საღინაძე, ჯიმშელეიშვილი (ჯაიანი 65), ნუცუბიძე, სპანდერაშვილი, მაჩალაძე (ჯალაღონია 57).

2ლ: კვესელაძე, ჭეიშვილი. 2გ: აფრასიძე, გოგოლაძე. 4ს: აფრასიძე.

არგენტინა (15-9) დელგუი, მალანოსი, ფერარიო, კასტილიონი, გონსალესი (ოლვედო 69), ალბორნოსი, საუსე (გარსია 74) (1-8) პულეჯა (მარტინესი 58), გონსალესი, ლუნა (ტარტერი 50), მოლინა, პაულოსი (მილანი 50), სტავილე, კრემერი, რუისი.

5ლ: კრემერი, ბრავინი, გონსალესი, რუისი, საუსე. 3გ: ალბორნოსი (2), დაირო. 2ს:ალბორნოსი (2)

მსაჯი: პიერ ბრუსე (საფრანგეთი)

საფრანგეთი-სამ. აფრიკა 23:23

საფრანგეთი: 3ლ - ბურსოი, დუფუ, კუიუ. 2ს,გ - ნტამაკი.

სამ.აფრიკა: 2ლ - ავგუსტუსი (2). 3ს,2გ - ბოსხი

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ

1. არგენტინა 1 1 0 0 +11 5 1

2. საფრანგეთი 1 0 1 0 0 2 0

3. სამ. აფრიკა 1 0 1 0 0 2 0

4. საქართველო 1 0 0 1 -11 0 0

II ტური

არგენტინა-საფრანგეთი

საქართველო-სამ. აფრიკა

A ჯგუფი

ინგლისი-სამოა 74:17

ინგლისი: 12ლ - მალინსი, სტრიტი, მიჩელი, კნაითი, მერსერი (2), მორისი (2), იბიტოი (2), კროსდელი. 7გ - მალინსი (4), უმაგა (3).

სამოა: 2ლ - ფილიპო (2). 2გ - პაისამი

ავსტრალია-უელსი 24:17

ავსტრალია: პერესი, ჰოლმსი, ჰატჩისონი. 3გ - გოდარდი, ნიკიფორა (2). ს - გოდარდი

უელსი: 2ლ - ბლეკერი, ლუისი. 2გ,ა - რობსონი

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ წ ფ ბ ქ პ

1. ინგლისი 1 1 0 0 +57 5 1

2. ავსტრალია 1 1 0 0 +7 4 0

3. უელსი 1 0 0 1 -7 1 1

4. სამოა 1 0 0 1 -57 0 0

II ტური

ავსტრალია-სამოა

ინგლისი-უელსი

B ჯგუფი

ირლანდია-იტალია 21:22

ირლანდია: 2ლ - ნეში (2) 3ს, - დინი (2), ფრევლი. გ - დინი

იტალი: 3ლ - ცლოფი, ფისკეტი, ბიანკი. 2გ - კლოფი, რიზი. ა - რიზი.

ახ. ზელანდია-შოტლანდია 42:20

ახ.ზელანდია: 6ლ - ფაინგაანუკუ (3), აუმუა, ლეგერი, პაპალიი. 3გ,2ს - ფალკონი.

შოტლანდია: 3ლ - გრეჰემი, ჰელვიკი, ჰენდერსონი. გ - ენდერსონი. ს - ისტგეითი

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ

1. ახ. ზელანდია 1 1 0 0 +22 5 1

2. იტალია 1 1 0 0 +1 4 0

3. ირლანდია 1 0 0 1 -1 1 1

4. შოტლანდია 1 0 0 1 -22 0 0

II ტური

ირლანდია-შოტლანდია

ახ. ზელანდია-იტალია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Vova

პირველი ადგილი გარანტირებული აქვთ ბოლოდან :)

• S.P

patara borjgalosnebma iomes,ibrdzoles,mteli guli da suli hades.magram gamoucdelobam da aset doneze tamahis naklebobam tavisi qna mainc.

• Lasha

Es ROMA vinaa saertod gagebashi ar xar chemo dzmao ragbis, tamashs maonc tu uyure ra tavdadeba ar iyo ras laparakob tavdadeba chven bichebs yoveltvis akvt, argentinam moigo klasit, celicadshi 10 jer gvatamashon argentinastan da naxav tu ar moigebt, pesimisti xar magari, migceva araa sanoas tongas da pijis ro mougeb? Migceva araa tvrametcalmdelebma italias ro mouges?migceva araa msoplioshi 12 sauketeso gundshi ro vart? Migceva araa sakartveloshi msoplio chempionati ro tardeba? Sad iyo es yvelaperi, shen yvelaperi ert dges ginda,egre araa, darcmunebuli var ramodenime celicadshi bevr iset gunds moigebt romelsac exla ver carmovidgent, ase rom giyvardes sheni kveyana da cagebis drosac ugulshematkivre

• fraternity

რომა გამოსავალს გთავაზობთ. მოდით ნუღარასოდეს უყურებთ ქართულ რაგბს, ასე აჯობებს. უყურეთ ფეხბურთს და ისიამოვნეთ. იქნება ასე მაინც მოეშვათ იმ სისულელის წერას რასაც თქვენ თქვენს აზრს უწოდებთ. კი ბატონო თქვენ გაქვთ უფლება გქონდეთ თქვენი აზრი, სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს უფლება ვთქვათ რომ თქვენი აზრი არის სისულელე, ხოლო თქვენს მიერ მოყვანილი შედარებები მარაზმი. თქვენ არ იცით რაგბი, ვერ ხვდებით ამ თამაშის სპეციფიკას და შესაბამისად ვერც იმას, თუ რაოდენ უადგილოა რაგბის და ფეხბურთის ერთმანეთთან შედარება. რაგბი სულ რაღაც რამდენიმე ათწლეული იქნება რაც კომერციული და პროფესიონალური სპორტი გახდა. და მისი შედარება ფეხბურთთან, რომელსაც რამდენიმე საუკუნის ისტორია აქვს, არის სრული უმეცრება.ჰოლანდიას რაც შეეხება, კრუიფები და ვანბასტენები იქ შემთხვევით არ იბადებიან, ამას შობს სისტემა და სწორი მუშაობა. ჰოლანდია ამ დონეზე ავიდა ეტაპობრივად და არა ერთ წელში ან ორ წელში. ჩვენს გუნდშიც ეტაპობრივად უნდა გამოსწორდეს ჯერ თამაშის ხარისხი (თამაში და არა შედეგი) რაც შემდგომ პერიოდში თავისთავად მოიტანს უკვე შედეგს. ამაზეა ზუსტად საუბარი რომ ეს პროგრესი მიმდინარეობს და პროგრესი არის ძალიან ნათელი და აშკარა. ჩართეთ და უყურეთ 10-15 წლის წინანდელი ჩვენი ნაკრების თამაშს და შეადარეთ ის დღევანდელს. ამაზე მეტი არ ვიცი რაღა გითხრათ. გთხოვთ, უაზრო მაგალითებს ნუღარ მოიყვანთ, რაგბი სპეციფიური სპორტია და სულაც არ არის საჭირო ყველას ესმოდეს და ყველა ერკვეოდეს.

• fraternity

რომა გამოსავალს გთავაზობთ. მოდით ნუღარასოდეს უყურებთ ქართულ რაგბს, ასე აჯობებს. უყურეთ ფეხბურთს და ისიამოვნეთ. იქნება ასე მაინც მოეშვათ იმ სისულელის წერას რასაც თქვენ თქვენს აზრს უწოდებთ. კი ბატონო თქვენ გაქვთ უფლება გქონდეთ თქვენი აზრი, სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს უფლება ვთქვათ რომ თქვენი აზრი არის სისულელე, ხოლო თქვენს მიერ მოყვანილი შედარებები მარაზმი. თქვენ არ იცით რაგბი, ვერ ხვდებით ამ თამაშის სპეციფიკას და შესაბამისად ვერც იმას, თუ რაოდენ უადგილოა რაგბის და ფეხბურთის ერთმანეთთან შედარება. რაგბი სულ რაღაც რამდენიმე ათწლეული იქნება რაც კომერციული და პროფესიონალური სპორტი გახდა. მისი შედარება ფეხბურთთან, რომელსაც რამდენიმე საუკუნის ისტორია აქვს, არის სრული უმეცრება.ჰოლანდიას რაც შეეხება, კრუიფები და ვანბასტენები იქ შემთხვევით არ იბადებიან, ამას შობს სისტემა და სწორი მუშაობა. ჰოლანდია ამ დონეზე ავიდა ეტაპობრივად და არა ერთ წელში ან ორ წელში. ჩვენს გუნდშიც ეტაპობრივად უნდა გამოსწორდეს ჯერ თამაშის ხარისხი (თამაში და არა შედეგი) რაც შემდგომ პერიოდში თავისთავად მოიტანს უკვე შედეგს. ამაზეა ზუსტად საუბარი რომ ეს პროგრესი მიმდინარეობს და პროგრესი არის ძალიან ნათელი და აშკარა. ჩართეთ და უყურეთ 10-15 წლის წინანდელი ჩვენი ნაკრების თამაშს და შეადარეთ ის დღევანდელს. ამაზე მეტი არ ვიცი რაღა გითხრათ. გთხოვთ, უაზრო მაგალითებს ნუღარ მოიყვანთ, რაგბი სპეციფიური სპორტია და სულაც არ არის საჭირო ყველას ესმოდეს და ყველა ერკვეოდეს.

• musi

roma აღარ გეკამატებით. მაინც შენსას აწვები. რაგბი არ არის მხოლოდ ციფრები და ქულები.! რაგბში შეიძლება წააგო, მაგრამ წამოღო მეტოქის მეტი აუტი, დაჩაგრო მოლში და შერკინებაში. აკ უამრვი პატარა დეტალია რასაც აქვს მნიშვნელობა ;)

• xvistani

რომა აქ როცა წერ-ანუ საკუთარ აზრს აფიქსირებ, აუცილებლად შეგეკამათება ვიღაც. უბრალოდ მართლა საოცრებას წერ რაგბის პროგრესზე და იმდენად სუსტი პოზიციაა რომ არ შეიძLება არ შეეწინააღმდეგო. იმაშI გეთანხმები, რომ ასაკთან ერთად მეტი შრომაა საჭირო და პირობები, მაგრამ U20 რაგბი ეს არის ეროვნულის წინა დონე. ანუ ამაზე იქეთ აღარ არსებობს რაგბში ეროვნულამდე. შენ ახსენე 17 და 19 წლამდელთა პროგრესები ფეხბურთელების, მაგრამ გავიწყდება U21 ანუ მეზ 5 მინუტ ეროვნულის ხალხი. სადაც არანაირი შედეგი არ გვქონია. ვგიჟდები ისე მიყვარს ფეხბურთი და ფეხბურთი კი არა სუმოსაც ვუყურებ ჩვენი ბიჭების გამოსვლებს და ვქომაგობ და როგორ შეიძლება არ გამეხარდეს ქართული ფეხბურთის წარმატება, მაგრამ კომენტარებს თუ დააკვირდები აქ ფეხბურთი შენამდე არავის უხსენებია , შენმა პოზიციამ კი კამათი გამოიწვია. ისე კი დარწმუნებული ვარ რომ ეს ბიჭები თავის სიტყვას ამ ჩემპიონატზეც იტყვიან. ისე თუ უიყურებდიუ ინგლისის მსოფლიოს, შარშანაც უნდა გახსოვდეს რა მაგრად ითამაშეს ბიჭებმა იგივე საფრანგეტტან, უელსთან იტალიასთან. ირლანდიასთან. ერთი თამაში ჩაგვივარდა ზელანდიასთან მხოლოდ. წელს კი დარწმუნებული ვარ უფრო ხმამაღალ სიტყვას იტყვიან. ეს არგენტიონა მე სულაც ფინალისტი მგონია წელს

• romas

შენი ბოლო კომენტარიდან ჩანს, რომ არ იცი ქართული რაგბის ბოლოდროინდელი განვითარების ისტორია. 7-8 წლის წინ ესე მართივად ვერ ვუგებდით ჩამოთვლილ ქვეყნებს. არ იცით და შეეშვით. ფეხბურთის და რაგბის პოპულარობის საკითხიც რა შუაშია გუშინდელ თამაშთან. წინსვლა არის და შეცდომების ჩანს. ვინც კარგად ერკვევა ამ სპორტის სახეობაში ისინია ამჩნევენ ამ პროგრესსაც და შეცდომებსაც. დანარჩენი უბრალო ემოციებია.

• quTaiseli

რის ტონგას უგები რვა წლის უკან ტონგა კიარა ერთი ნორმალური აკადემია არ გქონდა და რუსებს და რუმინელებს თუ უგებდი ეგ გვიხაროდა რა ტონგა რის ტონგა აგერ სამი წელი არიქნება რაც წინსვლა დაეტყო რაგბს როცა მსოფლიოზე პურდაპირ მოვხდით და კიდე რადგან ჰოლანდია და ესპანეთი ვერ თამაშობს რაგბს ესეიგი აც ჩვენ უნდა ვითამაშოთ და განვითარდეთ ექვს ერამდე მასე არც ლატვია თამაშობს და ლიტვა წყალბურთს არც სომხეთი და აზერბაიჯანი ლუქსემბურგი და ასე შემდეგ ხოდა ჩვენც ავდგეთ და მაგათ დონეზე დავეშვათ არ გავნაგრძონთ წინსვლა. კაი რა ეს იგივეა რო ჰოლანდიის და ესპანეთის ხათრით კანადამ და ამერიკამ ხოკეი აკრძალონ თავის ქვეყანაში.დდ რაც სრული აფსურდია.

• musi

7-8 წლის წინ სად ვუგებდით სამოას და ტონგას? 1-2 გამონათებას თუ არ ჩავთვლით. დღეს ეს უკვე სისტემურია. U 20 ს დონეზე ალაფაზე ვჯახირობდით. მე არ ვადარებ ერთმანეთს სპორტებს. ფეხბურთსა და კალათბურთსაც თავისი ადგილი აქვს ჩემ გულში. თავად კალათბურთს ვთამაშობდი. არაფერს არ ვჯახირობთ. არგენტინა -საქართველოს თამაში ერთ -ერთი საუკეთესო სანახავი იყო პირველ ტურში. ეს სხვებმა აღნიშნეს. რაგბს ფეხბურთთან შედარებით მიზერული დაფინანსება აქვს, მაგრამ მეთოდირად მიდის წინ და ამას თუ ვერ ხედავ რავიცი რა გითხრა. უმაღლეს დონეზე ასასვლელად კიდევ გვჭირდება დრო 4-5 წელი როგორც მინიმუმ. მანამდე ვისწავლით მათტან ტოლ-სწორად თამაშს.

• nika

ძალიანაც კარგი ბიჭები გვყავს, ნუ წუწუნებთ ყველაფერზე, პროგრესი საგრძნობია 12 უძლიერესში ვართ ისეთ ქვეყნებს გაუსწარით გახსენებაც კი მაოცებს. ერთბაშად არაფერი მოდის დიდი შრომა ჭირდება

• ალექს

საწყის წუთებში ნერვიულობის და ინდივიდუალური შეცდომების გამო წავაგეთ,დასანანია.მადლობა ბიჭებს არგენტინასთან ტოლსწორად თამაშითვის.ჩვენი ბავშვური შეცდომები რომ არა არგენტინას ალბათ კლასი და გამოცდილებაც არ უშველიდა.მეორე ტაიმში დავჯაბნეთ .სტატიკაში ძალიან კარგად ვითამაშეთ,დინამიკაც კარგი იყო.ცალი ფეხი შევდგით ელიტაში ჩემი აზრით.ექვსი ერი უნდა დაფიქრდეს უკვე და ამ ასაკში მაინც დაუშვან საქართველოს ნაკრები.

• giga

ჰოდა რომა ფეხბურთის სექციაში წერე ლექციები. გავიგეთ რო ფეხბურთზე გადარეულებს ებოღმებათ რაგბის მცირე პროგრესიც. წაგებაც არის და წაგებაც, მოგებაც არის და მოგებაც. ამის აზრი იცი???

• roma

მეგობრებო შეგახსენებთ,რომ ისწავლოთ კამათი,ურთიერთ პატივისცემა და სხვისი აზრის პატივისცემა,სხვანაირად ეს ყველაფერი უზრდელობაა და მეტი არაფერი,ეს ჩემი აზრია და მორჩა,გინდა გაიზიარე,არ გინდა კარგად იყავი,არ შემიძლია არ ავღნიშნო ამ 6-7 წლის წინ ჩვენი 17 წლამდელები ფეხბურთში ევროპაზე ნახევარფინალში,რომ გავიდნენ და რუმინელმა მსაჯმა მართლაც,რომ წააგებინა ის მატჩი ჩვენს ბიჭებს,გახსოვთ რა კომენტარები იწერებოდა მაშინ,მოიძიეთ,ნახეთ,რომ ეს ბიჭები 4-5 წელიწადში ვარსკვლავები იქნებოდნენ და რა კარგი შევსება ელოდება ჩვენს ნაკრებს და ა.შ.ძალიან მაინტერესებს სად არიან ეს ბიჭები დღეს?არა მარტო 17 წლამდელებმა,იმ პერიოდში 19 წლამდელებიც დიდ წარმატებებს აღწევდნენ,მაგრამ გამოჩნდა ვინმე მაგარი? არა,საქმე იმაშია,რომ გაიგეთ ბოლოს და ბოლოს,რომ 17,18,19 და 20 წლამდელებმა შეიძლება მიაღწიონ წარმატებას,ამ ასაკებში დონეები თითქმის თანაბარია,მაგრამ შემგომში ყველაფერი იცვლება და ქრება ყველაფერი,თუ ის ნამდვილი ნიჭიერება არაა და შესაბამისი პირობები და ყურადღება არ მიექცა,აი ესაა პრობლემა და ამას ჰქვია ძველი და ახალი აზროვნება,საქარტველოს ნაკრები,რომ ჯგუფს 0-ლი ქულით დაამთავრებს,საკუთარ კედლებში,ეს არ არის პროგრესი.რაც შეეხება პატარა ქვეყანას,პატარა ქვეყანა იყო ურუგვაი,მაგრამ ორჯერ იყო მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში,აიაქს სამჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა,დანია ევროპის ჩემპიონი იყო,ასე,რომ ნუ აპელირებთ ასეთ რაღაცეებზე.არ გეგონოთ,რომ მე არ მინდოდეს ჩემი ქვეყნის წინსვლა და გამარჯვება,მაგრამ ფუჭი იმედები არც მე მარგებს და არც ჩემს ქვეყანას,ჯერ გადავხტეთ და ღმერთმა ქნას,რომ გადავხტეთ და ჰოპლა მერე დავიძახოთ.

• xvistani

რაც შეეხება წაგებას, კი ბატონო შეიძლება რომ ღირსეული იყოს, იმიტომ რომ ეს სპორტია და ხან მოიგებ და ხან წააგებ. ჩემი აზრით ჩვენ ქვეყანას არასრულფასოვანი და არასწორი ამბიცია ღუპავს. ანუ შედეგი მხოლოდ მოგება თუა მაშინ თქვენივე თქმით N1 სპორტულ სახეობას ალბათ აგერ უკვე სამი ათეული წელია აღარ უყურებთ ხო? :)

• glaxuna

რომა მეგობარო მეც იმ ასაკის ვარ,ქართველი მართლა ფეხბურთელები რომ თამაშობდნენ ,მეტიც მსოფლიოს დონის... მაგრამ აბსოლუტრურ სისულელეს ლაპარაკობ(!) თუნდაც დღეს- ქართული ფეხბურთი რომ შევიდეს მსოფლიოს თუნდაც 30-ულში - ხ მ ა მ ა ღ ლ ა ვიტყვი: ,,მარტო რაგბი ქართველთა თამაში ა რ არისო,, ისე წესები რომ იცოდე და რა დინის მ ო მ ზ ა დ ე ბ ა სჭირდება-არამარტო ბუნებით უდიდესი სიმამაცე და შემართება-ფიზიკურად,გონებრივად,ტაქტიკურად...ინტელექტუალურად (!) ფეხბურთი - ქალთა სპორტად მოგეჩვენება (!) ისე,იგივე ფეხბურთშიც - სულ რაღაც 20 ბობოლაა და იქ შესვლა დანარჩენთ ძ ა ლ ი ა ნ უჭირთ!

• xvistani

რომა. შესაძლოა თქვენ უფროსი ბრძანდებით, მაგრამ ძალიან დილეტანტი ხართ რაგბის ტემაზე. არ გეწყინოთ. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რაგბმა საქართველოს მასშტაბით მოიპოვა პოპუკლარობა და არა მსოფლიო მასშტაბით. უკვე საკითხავია რომელია N1 სახეობა საქართველოში. მითხარი ბოლო ტამაში, როდესაც ეროვნული ნაკრების მატჩზე ტრიბუნები ბოლომდე შეივსო ფეხბურთში? ალბათ ესპანეტთა და საფრანგეთთან და ისიც უცხოელი ვარსკვლავების სანახავად-მახსოვს ესპანეთის და იტალიის ფორმით მოსული ქართველები სტადიონზე. რაც შეეხება პროგრესს-პროგრესი აშკარაა და ძალიან ტვალსაჩინო. ჩემი აზრიტ თქვენი რაგბის ცოდნა მხოლოდ რამოდენიმე თამაშის ყურებით შემოიფარგლება წლის მანძილზე. ალბათ მაქსიმუმ 10. საწყენად არ ვამბობ, არც შედარების და პარალელების გავლება მინდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ფეხბურთში გოლი 5 ქულად რო ფასობდეს, არგენტინასთან მინიმუმ 40 ქულიანი ჰანდიკაპით წავაგებდით ფეხბურთში. გეთანხმები რომ გულზე მჯიღის ცემას ტავაუღებლად შრომა ჯობს, მარა რასაც პროგრესზე წერ ძალიან დილეტანტურია

• glaxuna

რომა მეგობარო მ4ც იმ ასაკის ვარ,ქართველი მართლა ფეხბურთელები რომ თამაშობდნენ ,მეტიც მსოფლიოს... მაგრამ აბსოლუტრურ სისულელეს ლაპარაკობ,თუნდაც დღეს ქართული ფეხბურთი შევიდეს მსოფლიოს თუნდაც 30-ულში და ხ მ ა მ ა ღ ლ ა ვიტყვი ,,მარტო რაგბი ქართველთა თამაში არისი,, ისე წესები რომ იცოდე და რა დინის მ ო მ ზ ა დ ე ბ ა სჭირდება-არამარტო ბუნებით უდიდესი სიმამაცე და შემართება-ფიზიკურად,გონებრივად,ტაქტიკურად... ფეხბურთი - ქალთა სპორტად მოგეჩვენება (!) ისე,იგივე ფეხბურთშიც - სულ რაღაც 20 ბობოლაა და იქ შესვლა დანარჩენთ ძ ა ლ ი ა ნ უჭირთ!

• ragbirugbi

არავინ არ ეცილება ფეხბურთს არც პირველობას და არც ბოლოობას და საერთოდ ისევ ფეხბურთის გულშემატკივრების დაწყებულია ეგ შპილკაობა პირველობაზე და მეორეობაზე. ყველა აკეთებს თავის საქმეს და ვიღაცას უკეთ გამოსდის და ვიღაცას უარესად, დაგვაცადეთ სარაგბო სამყაროს ჩვენთვის ჩვენივე შედეგებით და მომავალზე მსჯელობით სიამოვნების მიღება. ვიღაც მე-12 მსოფლიო რეიტინგში და ვიღაც ასზე ქვემოთ ტკეპნის ადგილს, მაგრამ აქ ვინმე, ვახსენეთ ეგ თქვენი ფეხბურთი? არ იცით ბატონო რაგბი და არ-ცოდნა არ ქვია ამას, ეს არის ტოტალური უცოდინრობა რაც აქ ჩანს, იმიტომ რომ რაგბს თქვენ მარტო ციფრობრივი შედეგით აფასებთ - ტიპიური საფეხბურთო ლოგიკა. არც ერთი ნაღდი სარაგბო გულშემატკივარი ხელს არ იშვერს ფეხბურთისკენ, ან სად გვცალია საფეხბურთოთ, ვიმეორებ ბევრი მყავს თითის გამშვერი ნანახი და სულ ყველა ფეხბრთისტები თან. ხოდა ან გაიგეთ რაგბის (რაც არამჯერა შეგეძლოთ) ანდა შგევეშვით ბატონო ნუ ტროლაობთ აქ უაზროდ, ფასა არ აქვს ამ ყველაფერს.

• roma-ს

მოდი რა ნუ ურევ რაგბიში პოლიტიკას. რაგბით დაიწყე, რომლის აზრზე არ ხარ და მერე პოლიტიკა შემოგვაპარე. რას ვერ ამჩნევ ბიძია? ადრეც თუ უყურებდი რაგბს სხვაობას ვერ ხედავ?

• roma

musi,ჩემო კარგო არ გეგონოს მე მტერი ვიყო ქართული რაგბის,ან რომელიმე სხვა სპორტის ,ან ქვეყანა არ მიყვარდეს,მე თქვენზე უფროსი ვარ და ბევრი,რამ მაქვს ნანახი,ვგულისხმობ სპორტს,განსაკუთრებით ძალიან მიყვარს N1-ლი სპორტის სახეობა ფეხბურთი,ძალიან ბევრი მატჩები მაქვს ნანახი თბილისში და ტელევიზიებში,მაშინდელი ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით,მე ვთლი,რომ რაგბის ფეხბურთზე წინ დაყენება,მეტიც შედარებაც კი ფეხბურთან არის სრული აბსურდი.იმ ემოციებს,სიხარულს და განცდებს,რომელსაც ფეხბურთი იძლევა,სხვა სპორტის სახეობას არ შეუძლია მოგცეს,ფეხბურთი სულ სხვაა,კი ბატონო რაგბი კარგი სპორტია,ძალიანაც მიყვარს და დიდი სიამოვნებითაც უყურებ,მაგრამ ის ჩვენთვის ახალი სახეობაა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდად ჩამოუარდება ფეხბურთს,რაგბს ნორმალურად 6-8 ქვეყანაში თამაშობენ და ეს ქვეყნები ითვლებიან ბობოლებად,ე.ი დანარჩენებს უპრობლემოდ უგებენ,უფრო სწორად უშანსოდ,წარმოგიდგენია რაგბს არ თამაშობენ:ბრაზილიაში,ურუგვაიში,მექსიკაში,გერმანიაში,ესპანეთში,ჰოლანდიაში და სხვაგან.რაც შეეხება ჩვენს ახალგაზრდებს,ვინ სთქვა,რომ არ პროგრესირებენ,ან მათ გამარჯვება არ უნდათ,მაგრამ შედეგი არაა და არც იქნება,ჩვენი რაგბი 7-8 წლის წინ რა დონესაც მიაღეია იმ დონეზეა დღესაც,სწორად გამიგე,მაშინაც უგებდა რუმინეთს,რუსეთს,ტონგას,სამოას და დღესაც უგებს მათ,მაგრამ ამას იქეთ არაფერია,ბობოლებთან უშანსოდ ვაგებთ ისევ,არამარტო მათთან,გვიგებენ არაბობოლებიც,იაპონია,კანადა,ამერიკა და ახლახან რუმინეთმაც მოგვიგო და ჩამოგვართვა ტიტულიც,ასე,რომ ამ სახეობაში დიდად მაინც ვერაფერს დავიკვეხნით,მთავარი მაინც შედეგია,აი დამთავრდება ჯგუფური ეტაპი და ვნახოთ რამდენი ქულა ექნება ჩვენს ნაკრებს,წარუმატებლობის შემთხვევაში მაინც დაწერენ,რომ მაინც ღირსეულად ვიასპარეზეთო,რას ნიშნავს ეს, წაგება განა შეიძლება ღირსეული იყოს,აი ეს მენტალიტეტი ღუპავს ჩვენს სპორტს და ჩვენს ქვეყანას,ღმერთმა ქნას,რომ ჩემი ეს აზრები არ გამართლდეს.

• fraternity

რომა რა გინდა თუ ძმა ხარ პირდაპირ გვითხარი. პატარ ქვეყანა გამოხვიდე და ადგე და მოუგო მსოფლიო ჩემპიონარის მესამე პრიოზიორს ასე არ ხდება. მითუმეტეს რაგბიში, სადაც სპორტის ყველა სახეობას შორის სენსაციის ყველაზე ნაკლები ალბათობა არსებობს. შენ თუ გუშინ ვერ დაინახე პროგრესი, შენ თუ გუშინ ვერ დაინახე ჟინი და თავდადება, თუ ვერ დაინახე კარგი ფიზიკური მომზადება და თუ ვერ ხედავ რომ ამ ნაკრებს აშკარად აქვს მომავალი, მაშინ წადი ძმაო და სათვალე იყიდე, ან შეეშვი რაგბის ყურებას და სხვა რამით დაკავდი.

• ragbirugbi

ამ ქვეყანაში უცოდინარმა ხალხმა როდემდე უნდა "მოძღვროს" დანარჩენი ერი? ძალიან მაინტერესებს ამდენ ნააზრევს რო ვკითხულობ აქ და რო ვხედავ რო აზრზე არ ხართ რაგბის და მიანც ფილოსოფოსობთ - აი რა ეგო უდევს ამას საფუძვლად? ჩადით ბიძია ბესეტკაში და პივა-კაფჩონი-დომინოს სასტავთან იტვინიკოსეთ და იმათ მოაჩვენეთ თავი რამის მცოდნეებად ტეხავს პროსტა ამდენი ფსევდო-მცოდნე რა, აი ეგეთების ხელში რომაა ჩვენი ქვეყნის ბედი იმიტო გვაქვს კარგად საქმე

• tttt

პესიმისტების გასაგონად, ყველა პროფესორი რომ გამოდექით. აქ საუბარია იმაზე, რომ ვეთამაშებით გუნდებს რომლებიც წელიწადში 10 მატჩს მაინც თამაშობენ ერთმანეთში (აღარაფერს ვამბობ საკლუბო ტურნირებზე), ჩვენ კი ამ დონის გუნდებთან წელს ვითამაშებთ ორ თამაშს წელიწადში, თორემ აქამდე ერთსაც ვერ ვთამაშობდით. ახალგაზრდები ძალიან მაგარები არიან და რაგბიც სწორად ვითარდება 4-5 წელიწადში დარწმუნებული ვარ სერიოზულ ძალად ვიქცევით

• quTaiseli

არავინ არსად არ ბანაობს და არც ეგრეთწოდებული ძველებურათ აზროვნებაც არ აწუხებს რათქმაუნდა.ისე არ მესმის რას ნიშნავს ძველებურად აზროვნება ან ახლებურათ ვინც აზროვნებს იმან რა ხეირი დაგვაყარა.რაგბზე როცა საუბრობ გულშემატკივარი უნდა გაითვალისწინო ერთი რამ სად იყავი ამ შვიდი რვა წლის უკან და სადხარ ეხლა. მორჩა დანარცენი ყველაფერი ზღაპარი და დემაგოგიაა.

• musi

roma-ს მეგობარო. ჯერ ერთი აბსურდი და არა "აფსურდი. შენი პესიმიზმი უადგილოა. თუ რაგბს უყურებ გეცოდინება რომ მხოლოდ მეორე წელია რაც ელიტაში ვართ! და მეტ ნაკლებად ტოლს სწორად ვეთამაშეთ უმთავრეს ფავორიტს. აქ მეგობარო საუბარია პროგრესზე, თამაშის ხარისხზე და ა.შ. რაც უდავოდ გაუმჯობესებულია. ჟინი დაბრძოლა სასწაული. ამას რომ ვერ ხედავ ცუდია. ვიცნობ ამ ბიჭებს და ძალიან არიან მონდომებული. დამიჯერეთ ეს თაობა ბევრს მიაღწევს. გორგოძის და ზირაქას ტაობა ამ ასაკში ნადგურდებოდა უფრო დიდი ანგარიშებით ან საერთოდ არ ეთამაშებოდნენ ამ დონის გუნდებს. დამშვიდდი და მეტი პოზიტივი ;)

• roma

ეხ ჩემო კარგებო,როგორ და სად "ბანაობთ",დრო მიდის ჩვენ კი არ ვიცვლებით,ისევ ძველებურად ვაზროვნებთ და ვფიქრობთ,ძალიან მაინტერესებს ზოგ-ზოგები,რომ იძახით რაგბის პოპულარობა გაზრდილიაო,საიდან მოგაქვთ ეს აფსურდი,მსოფლიო ჩემპიონატზე 2000-იანი სტადიონი ნახევრად იყო შევსებული,სად ჩანს აქ პოპულარობა,ან სად დაინახეთ ბრძოლა,ჟინი,თავდადება,მეორე მატჩსაც წავაგებთ და მესამესაც,გვექნება 0 ქულა და მერე იძახეთ წავაგეთ,მაგრამ ღირსეულად ვიასპარეზეთო,სირცხვილია ხალხო,სირცხვილი,როდის მიხვდებით,რომ ვაი და უი აქვს ჩვენს რაგბს და ჩვენს სპორტს,გამონაკლისების გარდა და საერთოდ უბედურება სჭირს ჩვენს ქვეყანას,თუ ასე გაგრძელდა რაგბი კი არა ქვეყანასაც დავკარგავთ.ეს ყველაფერი მე ძალიან მაწუხებს და მაშფოთებს.

• Irakli-fan

ღირსეულად ვითამაშეთ ძალიან ძლიერ მეტოქესთან, ცოტა გამოცდილება დაგვაკლდა.

• Irakliy

გელა-ს მეგობარო, ეგეთი აცილება რა თქმა უნდა უსიამოვნოა, მაგრამ სასწაულადაც ნუ ჩათვლი. ვარსკვლავებსაც კი მოსდით ეგეთები. ძირითადად ეგ ხდება მანძილის მოგების მცდელობის გამო. რაც უფრო ახლოს გადავა ბურთი კუთხურის ალამთან, მით უფრო ხელსაყრელ ადგილას დაინიშნEბა დერეფანი. ხოდა ხდება ისე, რომ ბურთს საერთოდ აცილებენ აუტს.

• თემო

რაგბი რომ საიმედო ხალხის ხელშია გუშინდელი თამაშიდანაც დამტკიცდა.ებრძოლო მსოფლიო რაგბის ვეშაპებს ამას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება.

• dato

რატო გევასებათ სირაქლემას პოზაში ყოფნა რა ვიბრძოლეთ? არგენტინამ ნახევარი ძალით მოგვიგო ჩვენ ჯერ აზრზე არ ვართ პ.ს. და კიდევ აქ მორაგბეების მამები რომ აკომენტარებთ ლომები ვართო მგლებიო და სხვა სისულეები ჯობია თამაშზე მიხვიდეთ 2 ათას კაციანი სტადიონი რომ ვერ შეავსეთ.

• ragbirugbi

გელა გვჭირდება ნაკრებში, ამოგვაქაჩინებს ეხლა დანარჩენ მოკვდავებს რაც შეგვეხება გელას ნებართვით! წაგებაში სასიხარუო არაფერია თუმცა ჩვენების თამაშში მატებაა ასე გაგრძელებას ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია ჩვენი მომავლისთვის ჯერ სავარჯიშო მოედნები მიეცით ამ ხალხს და მერე მოსთხოვეთ უმაღლესი შედეგები, ის ვინც უმაღლეს შედეგს აღწევს მერწმუნეთ ასფალტზე არ ვარჯიშობს მადლობა სრკ-ს, ჩემპიონატი მართლაც რო ძალიან კარგ ატმოსფეროში ტარდება და წუნი ა აქვსო კი არადა ძალიან მოსაწონადაც აქვთ დაგეგმილი ყველაფერი დიდი მადლობა ქართველ ქომაგს ასე რომ მრავლად ესწრება თამაშებს, ქვეყანაში რაგბისადმი ინტერესი მართლა ძალიან გაზრდილია ამგვარი საქმით წინსვლა მოვა

• gela

სჰეცდომები დაცვაშიო, ამბობთ, დაცვაში კი არა მარტო , თავდასხმაში არ ჰქონდათ? 20 წლის კაცმა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე მიჰყავთ, ბურთი აუტს როგორ უნდა ააცილოს მითხრას ვინმემ(?!), მსოფლიო სპორტის კურიოზთაგანი გახლავთ ერთერთი , ეს ამბავი. შეცდომაც არი და შეცდომაც. პეხმტკივანი ვარ, ამჟამად ყავარჯნებზე ვდგავარ და მეც არ ავაცილებდი აუტს, ან კი თვალდახუჭულმა უნდა ააცილოს?

• ლომებს

შესანიშნავი თამაში იყო, კიდევ ერთხელ დასტურდება რომ დიდი რაგბის დიდი ოჯახის ღირსეული წევრები ვართ. პატარ პატარა შეცდომებმა დაგვაკლო ქულები მაგრამ ყველაფერი წინაა

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

18 წ. | ირლანდიას თამაშით ვაჯობეთ, ანგარიშით ვერა

18 წ. | ცვლილებებით და გადაადგილებებით ირლანდიასთან

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

"არმაზი" მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრების კაპიტნით გაძლიერდა

საქართველოს 7-კაცა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში შეკრებაზე გაემგზავრა

რამდენი ადამიანი უყურებს "იუთუბიზე" საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს?

ლეგიონერები | 31 ქულა საფრანგეთში

U20. საქართველო-ირლანდია 18:24 - ექსტრაკლასი და შავი ცისარტყელა [VIDEO]

"არმაზი" - მარნეულის სახელით პლეი-ოფისთვის

გელა აფრასიძე: ეს კვირა ამ შეცდომების გამოსწორებას დავუთმეთ

დიდი 10. I ტურის წინ: ვიწყებთ ქართულად, ვასრულებთ ავსტრალიურად

აფრასიძემ, ნინიაშვილმა და გორგაძემ სანაკრებო მატჩებამდე გაიტანეს

საქართველოში გამართულ რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს მილიარდამდე ადამიანმა უყურა

ორი გასროლა საკუთარი ნახევრიდან - აფრასიძემ "მონპელიე" ფინალში გაიყვანა

U20. საქართველო VS ვესტერნ პროვინსი - სერიის პირველი მატჩი

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ზამთრის შეკრება გაიარეს

რაგბი. ლეგიონი: ქართველების "შამბერი" ყველას სჯობს

"მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართა

ტოპ 14: გიორგაძის ლელო და აბჟანდაძის 11 ქულა

ლეგიონერები - კვესელაძის დებიუტი პრემიერშიფში

ლეგიონერები | ნინიაშვილმა და გოგოლაძემ ანგარიში გახსნეს

აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!

ილია მაისურაძე: არ ვოცნებობდით და მიზანიც რეალობიდან გამომდინარე დავისახეთ

პირველი პრესკონფერენცია სამხრეთ აფრიკიდან

Planetrugby: ივანიშვილმა და აფრასიძემ "ევროპა გაანათეს"

U20. საქართველო-სამხრეთი აფრიკა 14:38 - მეტი ლელო, საქართველო! [VIDEO]

თედო აბჟანდაძე: შესაძლოა, გულშემატკივარი ვერც აცნობიერებს, რამხელა ძალას წარმოადგენს მოთამაშისთვის

მსოფლიო რაგბი - კვესელაძე მსოფლიოს ჩემპიონთან გამოწვევებზე

ქართული წარმოშობის მორაგბე ინგლისის ნაკრებში გამოიძახეს

გელა აფრასიძის სუპერშანსი "მონპელიეში"

ექვსმა ერმა დაგვიმატა! ჯერ მხოლოდ "უმცროსი ბორჯღალოსნები"

"გენიალური ბიჭი საქართველოდან" - "გლოსთერის" მწვრთნელი კვესელაძეზე

გელა აფრასიძე: გამიჭირდა ოჯახის დატოვება

თედო აბჟანდაძე: თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით - ბოლო მომენტში რაღაც გვაკლდა

ილია მაისურაძე: მთლიანობაში, ამ ორრაუნდიანი ტესტებით კმაყოფილი ვარ

"უმცროსი ბორჯღალოსნების" განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია

ევროთასები: ჩილაჩავას დაბრუნება და აბჟანდაძის 11 ქულა

ილია მაისურაძე: უელსთან შერკინებამ ერთ მექანიზმად იმუშავა

ბოლო წუთზე გატანილი გოლი, გაწევ-გამოწევების, ყვითელი და წითელი ბარათების წვიმა თელავში [VIDEO]

ლეგიონერები - კვესელაძის დებიუტი "გლოსთერის" ძირითადში

ლეგიონერები - ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა

U20. მ/ჩ: საქართველოს ლელოები არგენტინასთან მატჩში [VIDEO]

ინგლისელებმა ირლანდიელი ლეგენდის მოწოდება ისმინეს - კვესელაძე "გლოსტერში" ითამაშებს

"საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა 5 მილიონზე მეტი დაუჯდა"

"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთაფრიკული ტურნესთვის ემზადებიან