ყველაზე ტიტულოვანი ჩოგბურთელი აღშფოთებულია
"დიდი სლემის" ტურნირების 24-გზის გამარჯვებულმა, ავსტრალიელმა მარგარეტ კორტმა ისაუბრა ქალთა ჩოგბურთში ლესბოსელების რაოდენობაზე და ამასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე. მისი სიტყვები მოჰყავს Yahoo Sports-ს.

"დღეს ჩოგბურთში ბევრი ლესბოსელია. როცა მე ვთამაშობდი, ასეთი სულ ორი იყო. ისინი ტურის ლიდერებს შორის იყვნენ და ახალგაზრდა გოგონებს საღამოებსა და წეულებებზე იწვევდნენ.

დღეს, ამ თემაზე ბევრი ლიტერატურა არსებობს, ბავშვებს ამ სისულელით უტენიან თავებს. და თუ ბავშვს არ ჰყავს მშობლები, რომლებიც მას სწორად აღზრდიან, მაშინ მან შეიძლება დაჩაგრულად იგრძნოს თავი. და იწყებს ფიქრს: "იქნებ გოგონა ვარ?" არადა, ის სინამდვილეში ბიჭია", - ამბობს კორტი.

74 წლის ექს-ჩოგბურთელის სიტყვებით, ერთსქესიანი ურთიერთობები და ქორწინებები ეშმაკისგან მოდის. "ეს იგივეა, რასაც ჰიტლერი და კომუნისტები აკეთებდნენ - აღწევდნენ ბავშვთა ქვეცნობიერში", - დაამატა კორტმა.

მარგარეტ კორტი ყველაზე ტიტულოვანი ჩოგბურთელია ისტორიაში. მან 11-ჯერ მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა 1960-73 წლების პერიოდში, ხუთჯერ იმარჯვა როლან გაროსზე, სამჯერ - უიმბლდონზე და ხუთჯერ - აშშ-ის ღია პირველობაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bravo margaret!
მადლობა ღმერთს რომ ამ სამყაროში ჯერ კიდევ დარჩენილან საღად მოაზროვნე ადამიანები და ბოლომდე არ გადაგვარებულა მსოფლიო.
"ამაზე აქამდე არასდროს მისაუბრია" - მსოფლიოს ყოფილმა ნომერ პირველმა ჩოგანმა რთული პერიოდი გაიხსენა
ტოტი: სინერი რომ ასეთი მაგარი ჩოგბურთელია, ჩემი დამსახურებაა
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
"ასტონ ვილასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ტრაფორდის შემცვლელი - მანჩესტერ "სიტიმ" მეკარე დაიმატა
მარტინესი შეიძლება "ბარსელონაში" გადაბარგდეს
სლოტმა ნიდერლანდების ნაკრებში მუშაობაზე უარის მიზეზი განმარტა
"სელტას" ციგანკოვის ახლავე გაყიდვა სჭირდება
ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოგება? - პსჟ-იდან სეზონის წინ გზავნილები გაავრცელეს
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
რობერტო მარტინესი დიდი ალბათობით, კიდევ ერთ ტოპ ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს
ქართველების გარეშე - "შტურმი" "ფენერბაჰჩესთან" ისევ დამარცხდა
"ლუის ენრიკე "კვარასავითაა" - მარკინიოსი ქართველს აქებს
[VIDEOS] "იბერია 1999"-მა 120-წუთიან ბრძოლაში "ლარნეს" სძლია და ევროტურნირებზე ასპარეზობა გაინაღდა!
18 წ. | უკეთესი დაცვით სამხრეთ აფრიკასთან
სფფ-მ ინფანტინოს კანდიდატურის მხარდაჭერა ოფიციალურად გაიწვია
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ლუკაკუ კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
გულიაშვილის გუნდმა "ატლეტიკის" მეკარე დაიმატა
"პსჟ ზაბარნის ადვილად გაუშვებს" - უკრაინელი ჟურნალისტი
სუპერთასის დღე! - "კვარა" და პსჟ მორიგი ტიტულისკენ!