ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

საქართველო-მოლდოვის შემდეგ: შედეგი პირდაპირ გვეუბნება... [ნაწილი I]

საქართველო-მოლდოვის შემდეგ: შედეგი პირდაპირ გვეუბნება... [ნაწილი I]

ვლადიმირ ვაისი მხოლოდ ეპიზოდურად პოულობს რაღაც ძაფს და მერე ისევ უშვებს ხელიდან...
საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასთან ფრედ ითამაშა. ვიხილეთ ნაღდი "ქამბექი", რაც ჩვენს საფეხბურთო სინამდვილეში იშვიათი რამაა, მაგრამ მაინც გული დაგვწყდა, რაკი, თუ პირველი ტაიმის ჩავარდნას არ ჩავთვლით, მოსაგები მატჩი იყო გუნდთან, რომელსაც ყველა კომპონენტში ვჯობდით.

- მოლდოვა-საქართველო 2:2 - შემოვტრიალდით! [VIDEO+PHOTO]

ქართველ ჟურნალისტებს საშუალება გვქონდა, ეროვნულ გუნდთან ერთად მოლდოვაში ვყოფილიყავით. მავანი ადრე კი გვიკიჟინებდა, ნაკრების გასვლითი თამაშების ადგილზე ცქერა გეზარებათო, მაგრამ სულო ცოდვილო, ვინ ოხერი იტყვის უარს იმ დიდ ბედნიერებაზე, რასაც, თუნდაც, შენი ქვეყნის ჰიმნის უცხოეთში მოსმენა ჰქვია...

კიშინიოვურ შთაბეჭდილებებს ორ ნაწილად შემოგთავაზებთ. დღეს უფრო "ცხელ თემას", უშუალოდ თამაშის ანალიზსა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მოსაზრებებს გაახლებთ, კიშინიოვსა და სხვა საინტერესო ამბებზე კი მერე იყოს. მით უმეტეს, ისეთ დროსა და სივრცეში მიქეს ჩემი და თქვენი საყვარელი გაზეთი "ლელო", ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი...

რატომ ამხელა განსხვავება?

მას შემდეგ, რაც ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობს, ეს პირველად არ მომხდარა - ეროვნულმა გუნდმა ორი აბსოლუტურად განსხვავებული ტაიმი ჩაატარა, სლოვაკ დამრიგებელს კი უშუალოდ მატჩის მსვლელობის დროს მოუხდა მის მიერ შეხვედრის წინ დაშვებული შეცდომების გამოსწორება.

რა თქმა უნდა, ძირითადი შემადგენლობის შერჩევა მწვრთნელის პრეროგატივაა, მაგრამ გავრისკავთ და ვიტყვით - მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ 5 (!) ნომინალური მცველით თამაში და ორი გამოკვეთილი ჩამშლელის დაყენება ვერ იყო მთლად სწორი ნაბიჯი.

ვაისის ჩანაფიქრი გულისხმობდა - ასაკოვანი მოლდოვა პირველ ტაიმში უნდა დაგვეღალა და მერე გაგვეტეხა. მეორე ტაიმი მართლაც კარგად ვითამაშეთ - კოლოსალური უპირატესობა გვქონდა, ორივე გოლი გავქვითეთ და კიდევ გვქონდა რეალური შანსები თავისი ხარიხებით (თუმცა ერთ მომენტში ჩვენც გადავრჩით)... მაგრამ ამან მოსაგებად აღარ იკმარა.

როცა საქართველოს ნაკრებმა ითამაშა ის ფეხბურთი, რომელიც უნდა ითამაშოს მოლდოვის დონის გუნდთან, შედეგიც მოვიდა და გოლებიც. ვაისმა კი, რომელსაც რამდენჯერმე მოუწია ტაქტიკური სქემის გადაწყობა, თამაშის წინ დაშვებული შეცდომები იმით გამოასწორა, რომ ორივე შეცვლა "ათიანში" გაარტყა - გიორგი მერებაშვილმაც და ვაკო ყაზაიშვილმაც გოლებით გამოიჩინეს თავი.

ეგ იყო, რომ უჩა ლობჟანიძე დაგვიშავდა და ჯერ უცნობია, რა დრო გაუცდება ყაზახური "ატირაუს" მცველს...

ფეხბურთის დაუწერელი წესი

არაერთხელ მინახავს უცნაური მსაჯობა, მაგრამ პირადად რასაც შევსწრებივარ, გამოვარჩევ ორს და ორივე... მოხდა კიშინიოვში, "ზიმბრუს" სტადიონზე და თუ ამ შემთხვევაში მოლდოვის ნაკრები იყო მასპინძელი, მაშინ ჩემპიონთა ლიგაზე "დაჩიამ" უმასპინძლა "ზესტაფონს"...

როგორც ჩანს, მოლდოვაში მსაჯსაც ეთამაშები. დავანებოთ თავი იმას, რომ მასპინძელთა მეორე გოლისას ბურთმა აშკარად დატოვა (დაახლოებით 20-30 სანტიმეტრით გადასცდა ხაზს) მინდვრის ფარგლები. დავუშვათ, ეს არბიტრმა ვერ დაინახა (შეიძლებოდა, ვერც დაენახა), ისიც ადამიანია და მასაც შეიძლება, შეეშალოს...

მაგრამ ვერავინ გაიგო, რატომ "ჰპარავდა" ბატონი ანდრეას ეკბერგი ათ მეტრს მაინც საქართველოს ნაკრების თითქმის ყველა ჯარიმისას?! ჩვენს კარში არჩათვლილი გოლი კი ვნახეთ და ისეთი თამაშგარე იყო, ამ შემთხვევაში ნამუსზე ხელი ვერ აიღო...

სკანდინავიელმა ნამატჩევს, თითქოს, აღიარა კიდეც თავისი შეცდომა, მაგრამ იმ გოლს ვინღა გააუქმებდა? აქ ერთ მარტივ ჭეშმარიტებაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომელზეც თამაშის დასრულების შემდეგ გურამ კაშიამაც ილაპარაკა - სანამ არბიტრის სასტვენი არ შეწყვეტს თამაშს, მატჩი გრძელდება და არ უნდა გაჩერდე! ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება, ფეხბურთის დაუწერელი წესი!

მარეგულირებელი

ნიკა კვეკვესკირი რამდენადაც კარგი ფეხბურთელია, კიდევ უკეთესია, როგორც - პიროვნება. ასე მგონია: ფეხბურთის მერე რა სფეროშიც უნდა მოსინჯოს ძალა, ყველგან წარმატებული იქნება.

მართალია, მოლდოვასთან მას გოლი არ გაუტანია, მაგრამ იყო ყველგან, სადაც გუნდს სჭირდებოდა და აკეთებდა ყველაფერს, რასაც საქართველოს ნაკრები ითხოვდა. მას აქვს ერთი ფასდაუდებელი თვისება - არეგულიროს თამაშის ტემპი.

ზემოთაც ვთქვი - მწვრთნელის კომპეტენციაა შემადგენლობის შერჩევა, მაგრამ აზრის გამოთქმას ვინ დაგვიშლის? - მგონია, რომ ვაისი მაგრად შეცდა, როცა "კვეკვე" ძირითადში არ დააყენა. რომ არა ის, თამაშის შემოტრიალება გაჭირდებოდა...

არაბიძეზე

როცა საქმე ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს ეხება, ზომიერზე ზომიერი უნდა იყო. ჩვენც ასე მოვიქცეთ და ვთქვათ, რომ გიორგი არაბიძეს ყველანაირი პირობა აქვს იმისთვის, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს. ეს გამოჩნდა თუნდაც მოლდოვურ მატჩში.

რაც მთავარია, არაბიძეს აქვს ყველა თვისება, რაც ლიდერს უნდა ჰქონდეს. მისთვის აბსოლუტურად უცხოა შიში და მოკრძალება. ნებისმიერი წერტილიდან ურტყამს მოწინააღმდეგის კარში და კიშინიოვში კინაღამ გოლი-შედევრიც გამოუვიდა...

ფაქტია, ბოლო წლების საფეხბურთო საქართველოში არ ყოფილა მისი დონის ტალანტი. ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. დიდ ფეხბურთელობამდე დიდი გზაა, მაგრამ ამ გზის გავლა სავსებით რეალურია.

ტრიბუნაზე ტოლი არ დავუდეთ

"ზიმბრუზე", რა თქმა უნდა, მეტი მოლდოველი გულშემატკივარი იყო, ვიდრე ქართველი, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართველებმა მასპინძელ ფანებს ტოლი არაფერში დაუდეს და თუ ვერ აჯობეს, არც არაფერში ჩამორჩნენ.

სტადიონზე მოვიდნენ კიშინიოვში მცხოვრები ქართველებიც. სოლიდური დელეგაცია ჩამოვიდა თბილისიდან. უნდა ითქვას, რომ "ქომაგებმა" ნამდვილი ცეცხლი დაანთეს ტრიბუნაზე და წამითაც არ დადუმებულან.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა თამაში რომ გარდატეხა შეიტანა, ამაში გულშემატკივრების ძალიან დიდი წვლილიცაა...

რა უნდა გადავიღოთ მოლდოვისგან?

მოლდოვის ნაკრები დღეს ისეთი გუნდია, მისგან ბევრს ვერაფერს ისწავლი, მაგრამ არის სათამაშო კომპონენტი, რომელშიც მათი მიბაძვა ნამდვილად არ გვაწყენდა.

თეთრი შურით შემშურდა, როგორი აკურატულობით გამოიყენა მოლდოვამ საგოლე მომენტები. საგოლე დარტყმები მასპინძლებმა ისე შეასრულეს, რომ გიორგი მაკარიძე ვერაფერს გახდებოდა ვერცერთ შემთხვევაში. ის კი არა, ერთ ეპიზოდში დიდებულად ითამაშა და წამის ინტერვალით ორი ბურთი მოიგერია...

ერთიც: მწვავეზე მწვავე იყო მოლდოველთა კონტრშეტევები, განსაკუთრებით - პირველ ტაიმში. ძალიან მინდა, საქართველოს ნაკრების შესრულებითაც ვნახო ასეთი კონტრშეტევები. ეს კომპონენტი დღითიდღე უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება დღევანდელ ფეხბურთში.

ვაისის მომავალი

შესარჩევი ციკლის დასრულებამდე ბევრი აღარ დარჩა, მაგრამ ერთი უკვე ცხადია - ჩვენ ვერაფრით მივაღწევთ იმ შედეგს, რომელიც გვინდოდა და ვერც იმას, რომელიც, მეტ-ნაკლებად, მისაღები იქნებოდა ჩვენთვის.

ყველა ქვეყანაში ასეა - მწვრთნელის მუშაობა შედეგით იზომება და ფასდება. ცხადია, ამ მხრივ ვერც საქართველო იქნება გამონაკლისი. ფაქტია - არ არის შედეგი და ვერც იმას ვიტყვით, რომ ვაისი წარმატებით მუშაობს საქართველოს ნაკრებში...

ძველ თემას აღარ მივუბრუნდებით. ერთხელაც აღარ დავწერთ იმას, რომ როცა უკვე გვქონდა ველოსიპედი, ახალი არ უნდა მოგვეგონებინა. ეგაა, სლოვაკი ისეთი მწვრთნელია, მასზე ხელაღებით აუგს ვერავინ იტყვის...

მეორე მხრივ, ვაისი მხოლოდ ეპიზოდურად პოულობს რაღაც ძაფს და მერე ისევ უშვებს ხელიდან. მის ხელში საქართველოს ნაკრები კვლავ რჩება ეპიზოდური გამონათებების გუნდად, რომელსაც საერთო არაფერი აქვს პროცესში გამარჯვებულ ნაკრებთან.

უნდა წავიდეს თუ არა ვაისი? შედეგი ამას პირდაპირ გვეუბნება, ცივი გონება კი ბოლომდე ვერ იმეტებს. უახლოესმა რამდენიმე მატჩმა ამ კითხვას ზუსტი პასუხი უნდა გასცეს. ვაისმა კი, როგორმე, სტაბილურობა უნდა ასწავლოს საქართველოს ნაკრებს.

გაგრძელება იქნება

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ზურა

მოსსვლის დღიდან ვიწინასწარმეტყველე დედის გინებით გააგდებენ მეთქი და აჰა იწყება. გურჯისტანის ნაკრები ზომბების ჩემპიონატში უნდა ათამაშო იქნებ იქ გამოვიდეს რამე თორემ ცოცხალ ფეხბურთში ამათ ვაისი კი არა მამაზეციერიც ვერ უშველის

• ლუკა

ვლადიმერ ვაისი შესანიშნავი მწვრთნელია. მოხარული ვარ რომ ის საქართველოს ნაკრებს წვრთნის. რაც შეეხება ნაკრების შედეგებს მისი ხელმძღვანელობის შემდეგ, რა თქმა უნდა ნაკრებს არ აქვს არნაერი დადებითი შედეგი. მას ოფიციალური თამაში არ მოუგია და დასახული მიზანი, ჯგუფში 3-ე ადგილი ძალიან შორს არის. ის რომ ნაკრები პროგრესს არ განიცდის ყველაზე ნაკლებად არის ვაისის დამსახურება და ყველაზე მეტად საქართველოში არსებული სავალალო საფეხბურთო რეალობით. სანამ საქართველოში ფეხბურთი არ განვითარდება და ნაკრების მწვრთნელს არ ეყოლება მუდვივად განკარგულებაში 30 მაღალი დონის ფეხბურთელი, მანამ ჩვენი ნაკრების წინსვლა არ მოხერხდება.

• zmo

ჩვენ ყოველთვის მწვრთნელებისკენ ვიშვერთ ხელს და გასაგებიცაა თუმცა ჟურნალისტებიც არანაკლებ დამნაშავეები ხართ დღევანდელი შექმნილი სიტუაციით, სანამ შეკვეთილი სისულელეების წერას არ დაანებეთ თავს და რეალობას არ დაწერთ მანამდე არ ეშველება ფეხბურთს საქართველოში.

• ზაზა

ეპიზოდებს თუ განვიხილავთ ცალკე, უხეში შეცდომები იყო დაშვებული ორივე გოლის გაშვებისას,მაგრამ ის ეპიზოდები თამაშის საერთო სურათიდან ,ტაქტიკიდან,შემადგენლობიდან გამომდინარე იქმნებოდა!.პირველი გოლი-აშკარად არ იყო სწორად შერჩეული პოზიცია მეკარეს და მცველებს შორის.ზონა ძალიან დიდი დატოვეს ,სადაც მისცეს საშუალება ჩაეწოდებინა სახიფათოდ..../მეორე გოლი-გაატარა მთელმა ფლანგმა მოლდოველი და თუნდაც არ გაეშვა ბურთი პირით ხაზს იქით,ასე თავისუფლად არ უნდა გაატარო(კოულმენის გოლი გაგვახსენა)!...მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი,რასაც არ აღნიშნავს გურამ კაშია-ეს ეპიზოდები შეიქმნა ჩვენს კარებთან სწორედ რომ არასწორად შერჩეული ტაქტიკის გამო,არასწორად შერჩეული შემადგენლობის გამო!ქეცბაიას დროინდელი საქართველოს ნაკრები გამახსენდა ,როცა შემადგენლობა გამოაცხადეს.როცა ბურთს აძლევ მეტოქეს(რაც შემადგენლობიდან იყო გამომდინარე),მას მეტი საშუალება აქვს შეგიქმნას მომენტები!,,როცა ბურთს ფლობ,მეტოქე სულ მცირე გოლს ვერ გაგიტანს,,-იოჰან კროიფი! კროიფის ეს სიტყვები შევახსენე ვაისს ავსტრიასთან მატჩის შემდეგ,როცა .იგივე შეცდომა დაუშვა ვაისმა ავსტრიასთან(ამისულაშვილი დააყენა ძირითადში და კაშია -საყრდენად.კვეკვე სკამზე დატოვა)...მერე ტრამვების გამო იძულებული შეიქმნა გვილია და კაკაბაძე დაეყენებინა ძირითადში ირლანდია-უელსში და ვნახეთ ,,ფეხბურთი,,ჩვენი ნაკრების შესრულებით!...პ.ს. მატჩის შემდეგ პრესკოზე ახსნა-განმარტება შემადგენლობის შერჩევის საერთოდ გამაოგნებელი იყო-თურმე პირველ ტაიმს 0-0-ზე,ანგარიშის შენარჩუნებაზე ვთამაშობდით

• gode

ვასოს ვეთანხმები!

• krazana

რაში სჭირდებათ რეგიონები?ვის აინტერესებს მაგათი ბედი?თვითონ ხომ არიან მაგრად?თბილისურ გუნდებს უწყობენ ხელს... ხოდა ბიძიკო უკეთესია თბილისის ჩემპიონატი ჩაატაროთ

• kako

რა შედეგზეა ლაპარაკი, რას ბოდავს ვაისი,1 თამაში არ მოუგია და რა შედეგი უნდა?საქართველოში ფეხბურთი ფულის გათეთრების უებარი საშუალებაა

• rezi

მიკიბ-მიკიბული არ უნდა ვაისი უნდა გადადგეს//

• kika

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ კვეკვემ დიდი შეცდომა დაუშვა ტობოლში წასვლით, გაცილებით მაღალი დონის ჩემპიონატი ეკუთვნოდა.

• vaso

საქართველოს ნაკრებს არ ჰყოფნის ფეხბურთელები, აქედან გამომდინარე ფედერაციის და ვაისის, ბრალი ის არის რომ როცა 100 პროცენტიანი სათამაშო პრაქტიკის მქონე საშუალო დონის ჩემპიონატებში მოთამაშე ქართველების ჩამოყვანას ვერ უზრუნველყოფ. მათი პასპორტიზაციის ჩათვლით, თორემ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ამ ჯგუფიდან ნაკრები გავიდოდა 1 ადგილით. საუბარია გოგიაზე ფარცვანიაზე ებრალიძეზე, ლიპარტიაზე, მახარაძეზე, აბურჯანიაზე, რომელიც კარგა ხნით ადრე უნდა ყოფილიყო ნაკრებში, ასევე ბერიძეზე და შეყილაძეზე. კიდევ 1-2 ქართველის პასპორტიზაცია შეიძლება, და საბოლოოდ ,მიუხედავად მათდამი ჩემი პატივისცემისა, უნდა წავიდნენ გუნდიდან ლორია, კანკავა, ლობჟანიძე, დვალიშვილი, ნავალოვსკი, და გუნდი უნდა გადავიდეს 4-4-2 ტაქტიკურ სქემაზე, იშვიათად მოწინააღმდეგიდან გამომდინარე 5-4-1. და მორჩა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დავდებთ შედეგს. კარგად გამოჩნდა ეს. როცა ასეთ ტკბილ ჯგუფში ფედერაცია მიზნად მესამე ადგილს დაგისახავბს მიზნად, ის ფედერაცია ცემითაა გასაყრელი. ძალიან გთხოვთ დამიბეჭდეთ. თქვენი ნაქები კვირკველიაც ბევრს თოხლაობს სხვათაშორის. პადბორკა უნდა იცოდეს მწვრთნელმა, რისი რესურსიც ნამდვილად გვაქვს. მჯერა გუნდის მომავლის

• ahi

კიმარა ვაისზე უკეთესი ვინ მოგყვათ? ფეხბურთს მაინც თამაშობენ ,, ერთი ტაიმი" ქეცბაიას დროს ყველაფერს თამაშობდნენ ფეხბურთის გარდა! იქნება შედეგიც ჩვენსკენაც ხო უნდა შემობრუნდეს ერთხელ ფორტუნა და ბედი :D

• დათო რუსთავიდან

დამავიწყდა დამეწერა, საბურთალოზე ასაკობრივებშიც და ისეც უკეთესი შედეგები აქვთ დინამოს , ლოკომოტივს , სხვებსაც ....... მინისტრის ხათრით გამოძახებები აღარ უნდა მორჩეს ? თუ მინისტრი ხეჩიკაშვილი ადგენს სიას ??? სირცხვილია !!!!

• დათო რუსთავიდან

ქვეყანას რომელსაც ოთხ ნორმალურ სტადიონზე მეტი არ აქ, მის ნაკრებს რა შედეგი უნდა ქონდეს ??? ამათ ვაისი კი არა ლიპიც რომ მოუყვანოთ თამაშს ვეგარ ასწავლის,ფედერაცია ფულს ტყვილად ყრის და უჯობს ინფრასტრუქტურას მიხედონ ,იქნებ მომავალმა თაობამ მაინც ისწავლოს სწორი თამაში ნორმალურ მოედნებზე !!!!!!!!!

• Dragonfly

სახლი სახურავიდან არ შენდება,საძირკლიდან უნდა ავაშენოთ თუ გვინდა რომ კარგი სახლი გამოგვივიდეს! არანაირი აზრი არა აქვს ჩამოყვანილ მწვრთნელს ამ ეტაპზე თორემ ვაისი უდავოდ კარგი მწვრთნელია!

• gia

უნდა დარჩეს ვაისი.არც ერთი თამაში წასაგები არ იყო და გამართულ შემტევ ფეხბურთსაც თამაშობენ თუნდაც 45-60 წუთი.ამნეზია ხომ არ გაქვთ არ გახსოვთ წინა მწვრთნელებიი?{ცხადაძის გარდა} მოვა შედეგი

• გივი - გია თუთბერიძე

სამწუხაროდ-ვერანაირი მწვრთნელი საქართველოს ფეხბურთის ნაკრებს ვერ უშველის,ვერა...უბრალოდ ფეხბურთია მკვდარი საქართველოში. არაა ინფრასტრუქტურა,არ არიან კვალიფიციური მწვრთნელები...უბრალოდ ბავშვებიც აღარ არიან ეზო-ქუჩაში !

• ზვიადი

ვაისის გაშვება ძალიან დიდი სისულელე იქნება. ასევე არაბიძეს თემაზეც მეც მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა, ის მართლა - " ნებისმიერი წერტილიდან ურტყამს მოწინააღმდეგის კარში", დავამატებდი რომ კარგადაც ურტყამს მაგრამ კარგი ფეხბურთელობისთვის მარტო კარში დარტყმა არ არის საკმარისი, მე პირადად მისი გაკეთებული პასი საერთოდ არ მახსენდება, ფეხბურთი კი გუნდური თამაშია, გამგები გაიგებს...

ეს არის ქართული ჟურნალისტიკა-არც მწვადი დაწვას,არც შამფური-ვინ იცის რა ხდება მომავალშიო-ამიტომაც არის კარგად ჩვენი საქმე ყველაფერში,მეოთხე ხელისუფლებაც დეპოშია,დეპოში...

• otar

სანამ რეგიონებსჰი არ იკნება ნორმალური იფრასტრუკტურა ,არა მარტო ტბილისჰი ,ასეტი სჰედეგი კვეგნება...

• dadu

ეს თამაში წააგო (ფრე მოლდოვასთან წაგების ტოლფასია) მწვრთნელმა. სამწუხაროდ ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ შემადგენლობას უწერენ ან საერთოდ ვერ ერკვევა ნაკრების შემადგენლობაში და ზოგადად ფეხბურთში. უკვე ძალიან ბევრჯერ დამტკიცდა რომ დვალიშვილი ნაკრების კი არა საქართველოს ჩემპიონატის დონისაც არაა. ეს უბრალო ფაქტია და ამას მეტყველებს ისიც რომ ვერცერთ საშუალოზე ძალიან დაბალი დონის ევროპულ კლუბში ფეხი ვერ მოიკიდა. დვალიშვილი ძირს!!!!!!!!!!!!!!!! ქვეყანას სადაც დვალიშვილზე კარგი 400-500 ფეხბურთელი არ მოიძებნება უნდა აიკრძალოს საერთოდ ფეხბურთის თამაში.

• RIJA

ისეთი სტატიაა გეგონება იმედისმომცემი ნაკრები გვყავს, მსაჯმა დაგვჩაგრა და შემდეგ მატჩებში იფრენენ "ბიჭები". ვის ატყუებთ ან რის იმედს იძლევით თუ მკვდარზე ცუდის თქმა არ გინდა ვაბშე ნუ იტყვი რა. თუ არა და ხელს მაინც ნუ უწყობთ ამ მაფიას რაც ქართულ "ფეხბურთში" ტრიალებს უკვე ნახევარი საუკუნე გახდება მალე რაც ამ ჭაობში ვიხრჩობით. არ შეიძლება გადმოგდებული კარგი სასტუმროსთვის, პუტიოვკისთვის, ბობოლებთან კარგი ურთიერთობისთვის ესეთი უჯურო "ჯურნალისტიკა"! დაწერეთ სიმართლე თორე ხალხი ვეღარ ვტყუვდებით და ვინმესთვის სიამოვნების მინიჭება თუ გინდათ სხვა გზა გამონახეთ თუ არა და მინიმუმ ერთი მკითხველი მოგაკლდებათ და თუ ბევრნი ვიქნებით გარჩინოთ მერე იმ ბობოლებმა

• ako

ქუთაისი-ს. ამ მასწავლებლებმა ხომ ბოლომდე ამოგვიჭამეთ სასისკები!!

• vbingo

ალეკო კარგი წერილია

• otar

პრობლემაა პეხბურტის იფრასტრუკტურასჰი ,მარტო ტბილისჰია ნორმარული სიტუაცია,რეგიონებსჰი კატასტოპაა,სადამ რეგიონებსჰი არ იკნება ნორმალური სიტუაცია ასე იკნება სულ ,რა სვასჰია ვაისი....

• ggg

მაგას ვამბობ ზუსტად - 7 დაცვითი სტილის ფეხბურთელი მოლდოვასთან თუ დავაყენეთ, ამით ვიგებთ თამაშს? მაგას აკეთებდა ქეცბაიაც და ამიტომაც აკრიტიკებდნენ.მერე ამბობს მწვრთნელი, ვიცოდით მოლდოვა რომ დაიღლებოდაო და საინტერესოა დაცვითი სტილით აპირებდა დაღლას? მოკლედ ძალიან გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო და რომ წაგვეგო, დარწმუნებული ვარ, კრიტიკის ნიაღვარი დაატყდებოდა თავს.

• ქუთაისი

გაგრძელება იქნებაო!.... ჯობია არ გააგრძელოთ ასეთი უსუსური სტატიების წერა... ნეტა გრამატიკულად მაინც წერდეთ სწორად...

• haha

"უნდა წავიდეს თუ არა ვაისი? შედეგი ამას პირდაპირ გვეუბნება, ცივი გონება კი ბოლომდე ვერ იმეტებს. უახლოესმა რამდენიმე მატჩმა ამ კითხვას ზუსტი პასუხი უნდა გასცეს."- სულ უახლოესი რამდენიმე მატჩი დაგვრჩა, აბა ვაისი მუდმივი მჭვრთნელი ხომ არ იქნება?

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

"სამტრედია" ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია, ევროტურნირები კი ახლოვდება...

"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა

"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან

ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან

კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

ჩეხეთმა მოლდოვას სძლია და ევრო 2024-ზე გავიდა

მ/ჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი. IX ტურის წინ: გაინაღდებს სერბეთი?

სტეფან სიკაჩი: ეს თუ გამოსწორდება, საკმაოდ ძლიერი ჩემპიონატი გექნებათ

მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]

არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]

კაშიამ "ატლეტიკოსთან" შეუცვლელად ითამაშა - "სლოვანმა" მორიგი მარცხი განიცადა [VIDEO]

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?

Geo Team: გიორგი არაბიძე კარიერას სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გააგრძელებს

"14 სანტიმეტრით დაბალი გრიზმანი თავზე გადაახტა" - სლოვაკურმა გამოცემამ "ატლეტიკოსთან" "სლოვანიდან" ყველაზე სუსტად კაშია მიიჩნია, მაგრამ ამას სხვები არ ეთანხმებიან...

კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე

საქართველო-მოლდოვის შემდეგ: გაორებული გრძნობით... [ნაწილი II]

ხვიჩას პსჟ VS "სიტი" - L'EQUIPE-ს სავარაუდო შემადგენლობა

უჩა ლობჟანიძე "სამტრედიას" ღირსებას დაიცავს

დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "ბარსელონას" ფანტასტიკური ქამბექი ლისაბონში - "ლივერპულმა" ისევ მოიგო [VIDEO]

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

უჩა ლობჟანიძე "სამტრედიადან" "ლოკომოტივში" გადავიდა

ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

ვინსენტ ლუკას ვეილიმ "სამტრედია" ურთიერთშეთანხმებით დატოვა

საქართველოს ნაკრების უკლუბო ფეხბურთელები - ტრანსფერების ბოლო დღე

ყაზაიშვილის 2 საგოლე პასი - მისი გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]

"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე

Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს

"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი

კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს

ვლადიმირ ვაისი: ჯოჯოხეთი გველის, მაგრამ სასწაულის მოხდენას შევეცდებით

გიორგი მერებაშვილი: ისე ნაკრებში არავინ გამომიძახებს...

გურამ კაშია: მოლდოვასთან გოლები ვაისის არჩეული სისტემის გამო არ გაგვიშვია

ლეგიონის ანონსი: თასის შანსი და ქართველი ბომბარდირები ევროპაში

ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]

ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში - ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]

არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში

ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა

ოფიციალურად: არაბიძე "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელია